Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 153 (Jesus First Prediction of His Death and Resurrection)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
D - მესამე ნაწილი იუდეველთა ურწმუნოება და მათი მტრობა ქრისტეს მიმართ (მათეიესო 11:2 - 18:35)
3. იესოს მსახურება და მსხველობა (მათეიესო 14:1 - 17:27)

l) იესო პირველად საუბრობს თავის სიკვდილსა და აღდგომაზე (მათეიესო 16:21-28)


მათეიესო 16:25
25 რადგან ვისაც თავისი სულის გადარჩენა სურს, დაღუპავს მას; ხოლო ვინც ჩემი გულისთვის დაიღუპავს სულს, იგი მოიპოვებს მას.
(მარკოზი 8:35; ლუკა 9:24; რომაელთა 12:11)

სამყაროს უნდა, რომ თანამედროვე მეცნიერების ყველა უპირატესობა გამოიყენოს, ადამიანებიც ესწრაფიან აღორძინებას, მასიურად იკრიბებიან ერთ დიდ ქალაქში, ავიწყდებათ რა იმის შესახებ, რომ ეს ქალაქი პირველმა ააშენა ძმის მკვლელმა კაენმა და რომ სოდომის და გომორის მცხოვრებნი იხრწნებოდნენ, ილტვოდნენ რა მდიდარი და მშვიდი ცხოვრებისკენ. ჩვენს თანამედროვე სამყაროში ვხედავთ თუ როგორ ჭუჭყიანდება ეს წყალი კიდევ უფრო მეტად ტექნოლოგიების გამო. თითქოს სამრეცხაოში ვცხოვრობთ. ქვეყნიერება საკუთარი თავის უარყოფამდე და განადგურებამდე მივიდა და ცალკეული ადამიანები დასაქმებულნი არიან ამ დანგრეულ პროცესში. ისინი შავს თეთრს უწოდებენ და პირიქით. ჩვენს ცოდვილ სულებში დიდი ამპარტავნობაა. თუ ადამიანი ასეთ გზას არ დაადგა და არ უარყოფს საკუთარ თავს, ადრე თუ გვიან თავს დაიღუპავს. ადამიანები მთელი ძალებით ცდილობენ დედამიწაზე სამოთხე შექმნან ისე, რომ გული შეუცვლელი დარჩეთ. მარტივად რომ ვთქვათ ჩვენი ერთადერთი იმედი - ვიყოთ სულიწმიდაში, უკუგდების და განკითხვის განსაკუთრებული აზრებით.

მხოლოდ ამ შემთხვევაში შეგვიძლია მოვიპოვოთ ქრისტეში სიცოცხლე, რომელიც ცვლის ერებს და ცალკეულ ადამიანებს ხდის რა მათ სამეფოსთვის სარგებლიანებს - შერიგების სამეფო, კმაყოფა და თვითშეკავება. ამ სამეფოში წრფელი ადამიანები შედიან, რომლებიც ერთმანეთთან მარტივები ჩანან. თუმცა ასეთი სულიერი გამოღვიძება იწყება მხოლოდ საკუთარი თავითა და ეგოიზმის უარყოფით. ნუ მოსტყუვდებით, ტელეეკრანებზე ვერ წაიკითხავთ და იპოვით ნამდვილ ცხოვრებას. იქ არარსებული ფანტაზიებია გადმოცემული. ნამდვილი ცხოვრება არ არსებობს სიყვარულის და მსხვერპლის გარეშე. ქრისტეს გამო მოკვდე საკუთარი ოცნებებისთვის, დაივიწყე საკუთარი თავი და მიენდე ღმერთს, მაშინ მოგცემს ქრისტე თავის სიცოცხლეს, წმინდა ძალებით, ენერგიით და სიხარულით სავსეს და შენ მიიღებ ძალას ზიდო მისი სამეფო ჩვენ მგლოვიარე სამყაროში. ვინც ქრისტესთან ერთად ცხოვრობს მას აქვს სიცოცხლე უხვად. ასეთი ადამიანის ცხოვრება ღრმა აზრს იძენს, ხოლო ვინც აკეთებს იმას, რაც მას უნდა, უბრალოდ სრიალებს ცხოვრების ზედაპირზე. ვინც დაჟინებით დგას თავის უფლებებზე და ჯიუტად იბრძვის თავის ქონებაზე, ის სულიერ მშვიდობას კარგავს, ხოლო ვინც ემსახურება ქრისტეს და იტანჯება მასთან ერთად, ის ცხოვრობს სრულ მშვიდობასა და სიხარულში.

საზოგადოება ისწრაფის კეთილმოწყობისთვის და იბრძვიან კიდეც ამ მიზეზისთვის. ქრისტე კი გვეუბნება ვიზრუნოთ საკუთარ ქალაქზე, როგორც სხვა ღარიბ ხალხზე. იფიქრეთ არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ გაჭირვებულებზე თქვენს ირგვლივ. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია ყველასთან სახარების მიტანა, რათა უკუაგდონ საკუთარი თავი, პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე და მიიღო კურთხევა ღმერთისგან, რათა იცხოვრო ქრისტეს მადლით და სულის მართველობით.

ლოცვა: უფალო იესო, თვინიერი და გულით თავმდაბალი ხარ. საკუთარი თავი მამას მიეცი და მადლიერების გამო გთხოვთ დაგვეხმარე არ ვილტვოდეთ სიმდიდრსი მოგროვებისკენ და არ ვიდგეთ ჯიუტად საკუთარ უფლებებზე, არამედ პირიქით ვისწავლოთ საკუთარი თავის უარყოფა და მორჩილებაში ცხოვრება. მოგვეცი ძალა წავიღოთ შენი სახარება სადაც საჭიროა.

კითხვა:

  1. როგორ უნდა მოვიპოვოთ ჭეშმარიტი სიცოცხლე?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 22, 2022, at 05:24 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)