Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 149 (Peter’s Decisive Confession)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
D - მესამე ნაწილი იუდეველთა ურწმუნოება და მათი მტრობა ქრისტეს მიმართ (მათეიესო 11:2 - 18:35)
3. იესოს მსახურება და მსხველობა (მათეიესო 14:1 - 17:27)

j) პეტრე აღიარებს ქრისტეს ღვთაებრიობას (მათეიესო 16:13-20)


მათეიესო 16:13-16
13 ფილიპეს კესარიის მხარეს რომ მივიდნენ, ჰკითხა იესომ თავის მოწაფეებს: "რას ამბობს ხალხი, ვინ არისო ძე კაცისა?” 14 უპასუხეს: "ზოგი ამბობს იოანე ნათლისმცემელიაო, ზოგი - ელიააო, ზოგიც - იერემია ან ერთი წინასწარმეტყველთაგანიაო”. 15 ჰკითხა მათ: "თქვენ რას ამბობთ, ვინა ვარ?” 16 სიმონ-პეტრემ მიუგო: "შენა ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღმერთისა”.
(მათე 14:2; 17:10; მარკოზი 8:27-30; 9:18-21; ლუკა 7:16; იოანე 6:69)

როდესაც გალილეის მცხოვრებმა დატოვეს ქრისტე იუდეველეთა მთავრების წინაშე შიშის გამო, იესომ თავისი მოწაფეები მეზობელ ქალაქში ქაიყვანა, ფილიპეს ქალაქში, ჰეროდე დიდის ერთ-ერთი ძის ქალაქში. იქ შეძლეს ცოტა დაესვენათ და მშვიდად ყოფილიყვნენ, მათი მდევნელებისგან შორს. იესო აგრძელებდა მოწაფეების განსწალას, რომ მისი სიკვდილის შემდეგ მათ შეძლებოდათ ქადაგება, ადამიანების დარიგება და მის სამეფოში განმტკიცება.

ქრისტეს არ უკითხავს მათთვის: ,,ვინ ვგონივარ ფარისევლებსა და მწიგნობრებს?“. ისინი ყოველგვარ საღ აზრს მოკლებულნი იყვნენ და ქრისტეს უწოდებდნენ მატყუარას, რომელმაც ეშმაკთან შესცოდა. იესომ ჰკითხა მათ: ,,ვინ ვგონივარ ხალხს?“. ის უბრალო ადამიანებს გულისხმობდა, რომელთაც ფარისევლები ამცირებდნენ. ქრისტეს ეს არ უკითხავს, რადგან ყველა პასუხი იცოდა, მისთვის ხომ ადამიანთა ყველა აზრი ცნობილი იყო, მათ სიტყვებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. უბრალო ადამიანებს უფრო უადვილდებოდათ მოწაფეებთან ურთიერთობა, ვიდრე მასთან და მას უნდოდა, რომ მათ ღიად ეთქვათ რას ამბობდნენ ხალხში მასზე. ქრისტე ღიად არ ამბობდა იმის შესახებ, თუ ვინ იყო ის. სურდა, რომ თავად ადამიანები მისულიყვნენ ამ დასკვნამდე მისი საქმეების მიხედვით (იოანე 10:24-25). ახლა კი უნდოდა, რომ მოწაფეებს ღიად ეთქვათ, რა ფიქრებით მოდიოდა ხალხი მათთან, როდესაც ხედავდნენ მის საქმეებს ან მოწაფეების მიერ იესოს სახელით ჩადენილ სასწაულებს.

იესო ხშირად უწოდებდა თავის თავს ,,კაცის ძეს“, ეს იმას ნიშნავს, რომ ქრისტე ადამიანი იყო მოწაფეების მსგავსად. ეს სახელი დიდ სასწაულს მოიცავს: ღმერთი არის ადამიანის სხეულში, რათა მოგვიახლოვდეს ჩვენ და გაიმარჯვოს ცდუნებებსა და სისუსტეებზე ადამიანის სხეულში. ეს სახელი ასევე მოწმობს იმაზე, რომ იესო საუკუნო მოსამართლეა, რომელიც ზის ტახტზე და დაბრუნდება დედამიწაზე მამის დიდებით. ის მრავალი ანგელოზებით გარშემოტყმულია, რომელსაც გამოგზავნის სასამართლო დღეს. სახელი ,,კაცის ძე“ კარგად ცნობილი იყო ძველი აღთქმის ხალხისთვის დანიელ წინასწარმეტყველის წიგნიდან, სადაც მეშვიდე თავში დაწერილია ქრისტეს მოსვლაზე დიდებული ზეციური ძალით ადამიანის ხატად. მახარობელი მათე არაერთგზის ახსენებს ამ სახელს და მის მნიშვნელობას 8,9,10,11,12,13,16,17,18,19,20,24,25 და 26 თავებში. იესოს ეს სახელი გვხვდება 70-ჯერ, მათეს სახარებაში კი 30-ჯერ.

ასე მიყავდა იესოს თავისი მოწაფეები, მისი ღვთაებრიობის არსის მკაფიო აღიარებამდე. პეტრე ადგა და საბოლოოდ მოკვეთა ხმლით ეს სულიერი იუდევლური კვანძი. მან ამ ახალგაზრდა კაცს ნაზარეთიდან უწოდა ქრისტე ანუ მესია, რომელიც ღმერთმა ჯერ კიდევ 1000 წლით ადრე აღუთქვა მეფე დავითს და რომელსაც ასწლეულობის მანძილზე ელოდებოდნენ ერთგული წინასწარმეტყველები. როდესაც ეს რწმენის აღიარება მწიფე ნაყოფის მსგავსად დაეცა მოციქულთა შორის, იესო თავის მოწაფეებთან ურთიერთობაში მნიშვნელოვან დონეს მიაღწია. ეს მოწმობა იესოს მსახურების კრიტიკულ მომენტად იქცა. იმ დღიდან მან მიუძღვნა თავი მოწაფეების განსწავლას და განმტკიცებას, ამ დიდებულ ჭეშმარიტებაში.

პეტრემ განმარტა თავისი მოწმობა, გაბედულად უწოდა რა კაცის ძეს ღმერთის ძე, სულიწმიდისგან შობილს და სავსეს, მადლითა და ჭეშმარიტებით. უნდა ავღნიშნოთ, რომ იესოს ,,ქრისტედ“ და ,,ძედ“ აღიარების გამო საშიშროება ელოდა. იუდევლურ საბჭოს მისთვის სიკვდილით დასჯა შეიძლება მიესაჯა ამის გამო.

ლოცვა: ჩვენო უფალი იესო, აგამაღლებთ და გვიყვარხარ, რადგან შენ ხარ კაცის ძე და ამავდროულად ღმერთის ძე. მოხვედი რათა ცოდვებისგან გამოგვისყიდო, წაგვგლიჯო სიკვდილს და სატანის საქმეებს და გაგვხადო ჭეშმარიტი მოსიყვარულე ღმერთის შვილები. თაყვანსგცემთ, ვხარობთ და ყველას ვაუწყებთ, ვისაც სურს მოსმენა, რომ შენ ხარ ქრისტე ღმერთის ძე და ქვეყნიერების მხსნელი. მოგვეცი ნათელი და ბრძნული მოწმობა, რომ ყველა ვინც მზადაა მოგვისმინოს მიხვდეს, რომ შენ ხარ ქრისტე ღმერთის ძე და მიგიღონ სიხარულით.

კითხვა:

  1. რას ნიშნავს პეტრეს მოწმობა ,,შენ - ქრისტე, ცოცხალი ღმერთის ძე ხარ“?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 22, 2022, at 04:41 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)