Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 148 (Jesus Attacks Fanaticism and Shallowness)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
D - მესამე ნაწილი იუდეველთა ურწმუნოება და მათი მტრობა ქრისტეს მიმართ (მათეიესო 11:2 - 18:35)
3. იესოს მსახურება და მსხველობა (მათეიესო 14:1 - 17:27)

i) იესო საუბრობს ფანატიქმის წინააღმდეგ (მათეიესო 16:1-12)


მათეიესო 16:5-12
5 გაღმა გადასვლისას მის მოწაფეებს პურის წაღება დაავიწყდათ. 6 იესომ უთხრა მათ: "გაფრთხილდით, მოერიდეთ ფარისეველთა და სადუკეველთა საფუარს”. 7 ისინი კი მსჯელობდნენ ერთმანეთში: იმიტომ გვეუბნება პური რომ არ წამოგვიღიაო. 8 მიხვდა იესო და უთხრა მათ: "რას მსჯელობთ ერთმანეთში, მცირედ მორწმუნენო, პური რომ არ წამოგიღიათ? 9 ნუთუ კიდევ ვერ გაგიგიათ და აღარ გახსოვთ იმ ხუთი ათასის ხუთი პურით გაძღომა და რამდენი გოდორი ნარჩენი აიღეთ? 10 აღარც ოთხი ათასის შვიდი პურით გაძღომა გახსოვთ და რამდენი კალათი ნარჩენი აიღეთ? 11 რატომ ვერ ხვდებით, რომ პურის გამო არ მითქვამს, ერიდეთ-მეთქი ფარისეველთა და სადუკეველთა საფუარს?” 12 მაშინღა მიხვდნენ, რომ იგი აფრთხილებდა მათ, მორიდებოდნენ არა საფუარს, არამედ ფარისეველთა და სადუკეველთა მოძღვრებას.
(მათე 14:17-21; 15:34-38; მარკოზი 8:14-21)

იესო მალევე წავიდა იმ ადგილიდან, სადაც დააპურა ოთხი ათასი ადამიანი და გადაცურა მდინარის მეორე მხარეს. მოწაფეებს არ შეეძლოთ საკვების ყიდვა თავისთვის. როდესაც ქრისტე ელაპარაკებოდა ფარისევლებისა და სადუკევლების საფუარზე, რომელიც ადამიანების გონებას წამლავდა, ისინი ფიქრობდნენ, რომ უბრალო საფუარზე საუბრობდა, რომელსაც დებდნენ ცომში. ისინი ფიქრობდნენ და ზრუნავდნენ მიწიურზე, ის კი ფიქრობდა ზეციურზე, რადგანაც მთელი თავისი საზრუნავი მამას მიანდო.

იესომ უსაყვედურა მოწაფეებს, რადგან საკვებზე მეტად ფიქრობდნენ, ვიდრე სულზე. შეახსენა თუ როგორ გამოკვებეს ხუთი ათასი ადამიანი ხუთი პურით და ოთხი ათასი - 7. რატომ უნდა ენერვიულათ პურზე, როდესაც ის მათთან იყო? როდესაც იესომ ხელახლა აუხსნა მათ ფარისევლების და ლიბერალი სადუკევლების კანონის დაცვა, არ შეესაბამება ღმერთის სიყვარულს ახალ აღთქმაში - სიყვარულით, რომელიც ადამიანს მიმართავს სულიწმიდის მმართველობაში და მსხვერპლიან მსახურებაში. იესო მტკიცედ ასწავლიდა თავის მიმდევრებს იმის შესახებ, რომ მნიშვნელოვანია თავის დაცვა ფარისევლებისგან და მხოლოდ ღვთისმოსაობის ფორმები არ არის საკმარისი, არამედ უნდა ეღიარებინა ცოდვები და ემსახურათ ღმერთისთვის, მისი მადლით.

არსებობს ღრმა წინააღმდეგობა ღმერთის თაყვანისცემაზე, რომელიც დაფუძნებულია საკუთარ სამართლიანობასა და რჯულის დაცვის დამსახურებაზე, თუ ქრისტეს თავისუფალ სიყვარულზე, რომელიც დაფუძნებულია მის გამოსყიდვაზე და სულიწმიდის აღთქმაზე. მთელი საქმეების წიგნი შედგება სასტიკი ბრძოლისგან, რომელიც გამოწვეულია ამ წინააღმდეგობით. საქმეებში მოციქული პავლე ცნობილი მეომარი გახდა, რომელმაც ჩვენი გონება გაანთავისუფლა რჯულით გამართლებისგან. პავლე მოწმობს ამ თავისუფლებაზე, რომელიც მივიღეთ სულიწმიდის გადმოსვლით ჩვენს გულში იმის შემდეგ, რაც ქრისტემ აღასრულა ჯვარზე სამართლიანობის ყველა პირობა. სამწუხაროა, რომ დღესაც მრავალი ქრისტიანი დღესაც სიცრუეში ცხოვრობს და სწამს საკუთარი საქმეებით გადარჩენის. ეს ცრუ იდეაა ძველი აღთქმის იუდევლების, ხოლო გამართლება რწმენით არის ახალი აღთქმის საფუძველზე მთელი დედამიწის მოსახლეობისთვის.

ლოცვა: გადიდებთ და ვხარობთ: მამაო, ძეო და სულოწმიდაო. შენ გაგვანთავისუფლე საკუთარ სამართლიანობაზე დაყრდნობისაგან. უბრალო ცოდვილები ვართ, რომლებიც გაანთავისუფლე და გაწმინდე და გვიცავ შენს მადლში, რათა გემსახუროთ სიხარულით და არა ფარისევლობით. ჩვენ გამართლებული ცოდვილები ვართ და შენ გაგვხადე წმინდა შვილებად და გვინახავ შენთვის.

კითხვა:

  1. რატომ უნდა მოვერიდოთ ფარისევლებისა და სადუკევლების საფუარს?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 22, 2022, at 04:38 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)