Previous Lesson -- Next Lesson
k) ჭეშმარიტი რწმენა არის მამა ზეციერის ნიჭი (მათეიესო 16:17-20)
მათეიესო 16:17-20
17 იესომ პასუხად უთხრა: "ნეტარ ხარ შენ, სიმონ იონას ძევ, რადგან ხორცმა და სისხლმა კი არ გაგიცხადა ეს, არამედ მამაჩემმა, რომელიც ზეცაშია. 18 და მე გეუბნები შენ, რომ შენ ხარ პეტრე და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ სძლევენ მას. 19 მოგცემ ცათა სამეფოს გასაღებებს და, რასაც შეკრავ დედამიწაზე, შეკრული იქნება ზეცაშიც, ხოლო რასაც გახსნი დედამიწაზე, გახსნილი იქნება ზეცაშიც”. 20 მაშინ გააფრთხილა მოწაფეები, არავისთვის გაემხილათ, რომ ის არის ქრისტე. (მათე 11:27; 18:11; 17:9; იოანე 1:42; ეფესელთა 2:20; გალატელთა 1:15-16)
იესო არ უარყოფდა, რომ ის არის ჭეშმარიტი ქრისტე. მან დაადასტურა პეტრეს დამოწმება და აღიარება და უწოდა მოწაფეს ნეტარი. პეტრემ შეიცნო ეს საიდუმლო არა გონებით და გამოცდილებით, არამედ სულიწმიდის პირდაპირი გამოცხადებით. ყველა ჭეშმარიტი გამოცხადება მოდის სულიწმიდისგან, რომელიც ადიდებს ქრისტეს და მთლიანად ჭეშმარიტი რწმენა არის საჩუქარი ღმერთისგან და არა ლოგიკური აზროვნების ან წარმოსახვის ნაწილი. აღიარებდა რა საკუთარ თავს ღმერთის ძედ, იესო შემომქმედს თავის მამას უწოდებდა. მაგრამ იმ აზრით რაც სხვებს ჰგონიათ ამ სახელში, თითქოსდა ღმერთი მისი ფიზიკური მამა გამხდარიყო. ქრისტე ღმერთის სულიერი ძე იყო დასაბამიდანვე, მას არ დაუწყია არსებობა ქალწული მარიამისგან შობის შემდეგ. იმ წუთას ის განკაცდა, რათა მამასთან შევერიგებინეთ.
გწამს თუ არა, რომ ქრისტე ღმერთის ძეა? თუ კი იცხოვრებ საუკუნოდ. აღიარებ თუ არა მას სხვების წინაშე ღმერთის ძედ? თუ კი შენ იცხოვრებ სიხარულში, რადგან სწორედ ამ აღიარებით იზრდება ეკლესია, მამის შთაგონებით და სულიწმიდის ძალით. ეკლესია არ აშენებულა სუსტ და მერყევ ადამიანზე, როგორიც პეტრე იყო, არამედ თამამ აღიარებაზე, რომ იესო არის ქრისტე, წმინდა ღმერთის ძე.
ეს მოწმობა ჯოჯოხეთზე ძლიერია და ცოდვაზე უფრო მომქმედი. ვერცერთი სული ვერ შეეწინააღმდეგა ღვთაებრივ ჭეშმარიტებას. სახელი ,,ღმერთის ძე“ ცოდვის ბორკილებს ამსხვრევს და ცოდვილს სამუდამოდ ათავისუფლებს. ვისაც ქრისტეს სახელი სწამს, მის ცოცხალ ეკლესიას ეკუთვნის. ვინც მოწმობს მის ამ სახელზე, ის იხსნის სხვებს ჯოჯოხეთისგან. ხოლო ვინც უკუაგდებს ის უფლის რისხვის ქვეშ იქნება.
იესო ქრისტეს აღიარება ღმერთის ძედ, არის გასაღები, რომელიც ზეცის კარებს აღებს. ვისაც სწამს ამ სახელის და აღიარებს, ის გადარჩება, ხოლო ვინც უკუაგდებს ის დაიღუპება. უნდა ავღნიშნოთ, რომ ვერცერთი ადამიანი, პეტრეც კი ვერ გააღებს მიზანმიმართულად ამ კარებს. ეს ორი მოწმობა, რომ იესო არის დაპირებული ქრისტე - მესია და რომ მასში ღმერთი ივანებს, გვაერთიანებს წმინდა სამების ღმერთთან, ვინც მას მიჰყვება, იქნება გამართლებული და ვინც აღიარებს მის სახელს. ის სხვებსაც იხსნის.
ლოცვა: წმინდაო ღმერთო, მადლობას გიხდით, რომ შენ წარმართე პეტრე და მან სულიწმიდით აღიარა ქრისტეს ღვთის ძეობა. გახსენი ჩვენი გულები და მოგვეცი გონიერება, რათა გვესმოდეს შენი ხმა და ვხვდებოდეთ, რაოდენ ერთნი არიან მამა და ძე და რომ გამუდმებით თამამად ვამოწმებდეთ შენს ჭეშმარიტებას, რათა მრავალი ადამიანი მივიყვანოთ ცოდვისგან თავისუფლებამდე.
კითხვა:
- რა არის ეკლესიის საფუძველი და ზეცის გასაღები?