Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 125 (Sign of the Prophet Jonas)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
D - მესამე ნაწილი იუდეველთა ურწმუნოება და მათი მტრობა ქრისტეს მიმართ (მათეიესო 11:2 - 18:35)
1. ებრაელი უხუცესები უარყოფენ ქრისტეს (მათეიესო 11:2 - 12:50)

h) იონა წინასწარმეტყველის ნიშანი (მათეიესო 12:38-45)


მათეიესო 12:38-42
38 მაშინ ზოგიერთმა მწიგნობარმა და ფარისეველმა უთხრა მას: "მოძღვარო, გვინდა ნიშანი ვიხილოთ შენგან”. 39 მან კი უპასუხა: "ბოროტი და მრუში თაობა ეძიებს ნიშანს, მაგრამ ნიშანი არ მიეცემა მას, გარდა იონა წინასწარმეტყველის ნიშნისა. 40 რადგან, როგორც იონა იყო დიდი თევზის მუცელში სამ დღესა და სამ ღამეს, ასევე ძე კაცისა იქნება სამ დღესა და სამ ღამეს მიწის გულში. 41 ნინეველები აღდგებიან სამსჯავროზე ამ თაობასთან ერთად და მსჯავრს დასდებენ მას, ვინაიდან მათ მოინანიეს იონას ქადაგებით და აჰა, აქ არის იონაზე დიდი. 42 სამხრეთის დედოფალი აღდგება სამსჯავროზე ამ თაობასთან ერთად და მსჯავრს დასდებს მას, რადგან დედამიწის კიდიდან მოვიდა იგი სოლომონის სიბრძნის მოსასმენად და აჰა, აქ არის სოლომონზე დიდი.
(იონა 2:1; მარკოზი 8:11-12; ლუკა 11:29-32; ეფესელთა 4:9; 1პეტრე 3:19)

იუდეველები ქრისტეს სასწაულების მოხდენას თხოვდნენ არა სიყვარულით, არამედ მისი შეცდომაში შეყვანის მიზნით და შემდგომ საკუთარი ურწმუნეობისა და უღმერტოების გამართლებისთვის. ასეა ყველა, ვისაც არ სურს ირწმუნოს ღმერთი, ეძებენ ლოგიკურ ახსნებს და ღმერთის არსებობის მატერიალურ დამადასტურებელ საბუთებს. არ აქცევენ ყურადღებას ქრისტეს, არც სულიწმინდას უსმენენ. ვერავინ დაუმტკიცებს მათ სამების არსებობას მათი გულქვაობის გამო. ჩვენც ხომ რწმენისას მხოლოდ ინტელექტი არ გამოგვიყენებია. ჩვენ ქრისტეს სიყვარულმა შთაგვაგონა და რწმენაც უფლისგან მადლით მივიღეთ. რწმენა ითხოვს უშიშრად მივედოთ მას გულით და გონებით და უკუვაგდოთ ყოველი ეჭვი, რომელიც დროდადრო გვიპყრობს.

ამაყი ადამიანები ყოველთვის უყენებენ ღმერთს პირობას, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაშიც მათ ეძლევათ მიზეზი არ დაემორჩილონ მას. ქრისტე ყოველთვის მზადაა მოგვისმინოს და გაგვცეს პასუხი ჩვენ კეთილ სურვილებსა და ლოცვებზე, მაგრამ არ დააკმაყოფილებს ჩვენ ბოროტ სურვილებსა და ცრუ ფიქრებს. ვინც ბოროტს ითხოვს, ის პასუხს ვერ იღებს (იაკობის 4:3).

ღმერთმა ამ ჯიუტ ხალხს მისცა ნიშანი, რომელიც მათი ადამიანური გაგების ზღვარს და პრაქტიკულ გამოცდილებას სცდებოდა - ქრისტეს დიდებული ჯვარცმა, რასაც ეწოდა „იონა წინასწარმეტყველის ნიშანი“. ეს ერთადერთ საშუალებად იქცა მათ დასარწმუნებლად, რომ ქრისტე მესიაა. რადგანაც იესო აღდგომის შემდეგ „ეჩვენა ღვთის ძედ ძალაში“ (რომაელები 1:4). ამ ნიშანმა ყველა სხვა ნიშანს გადააჭარბა და მათი დასასრულის გვირგვინად იქცა. „თკი არ ირწმუნებენ“ ყველა მომდევნო ნიშანს, ამისა ირწმუნონ (გამოსვლა 4:9), და თუ ამითაც ვერ დავაჯერებთ, სხვა ვეღარაფრით დავაჯერებთ. ვისაც არ სწამს ამ ისტორიული მოვლენის, ის სიბნელეშია. ქრისტემ აღდგომის შემდეგ უქადაგა თავის მოწაფეებს, როგორ გამოვიდა იონა თევზის მუცლიდან და უქადაგა ნინევეში მცხოვრებთ. ქრისტეს აშკარა დიდება და აღდგომა, ნათელი მოწმობა იყო ღერთის შესახებ. იესო თავის სიკვდილამდე ნაწილობრივად საუბრობდა მის დიდებულ აღდგომაზე მოწაფეებთან და ხალხთან, რომ დაეჯერებინათ, ეს მოხდება.

იუდეველთა უმეტესობამ უარყო ქრისტე იმისდამიუხედავად, რომ ღვთიური ძალაუფლებით საუბრობდა. მისი მოწყალების სიტყვები მათ გაქვავებულ გულებს ვერ ეხებოდა. იონა წინასწარმეტყველის ქადაგებას კი სულ სხვა გამოხმაურება მოჰყვა წარმათების და ნინეველების მხრიდან. იუდეველებმა კი არ მიმართეს ღმერთს იმისდამიუხედავად რომ სიტყვა იქცა ხორცად და მათ შორის დამკვიდრდა. საბოლოო ჯამში კი დაკარგეს სურვილი ჭეშმარიტი ღმერთის შეცნობისა, ფიქრობდნენ რა რომ მხოლოდ თავად აქვთ ჭეშმარიტება მოსეს რჯულის შეცნობით და რომ მხოლოდ თავად არიან მართლები. ბიბლია გვახსენებს, რომ დედოფალი ჩამოვიდა სოლომონ მოფის სიტყვების მოსასმენად. იუდეველები კი ქრისტესთან იყვნენ, მაგრამ დამცინავად უარყოფდნენ მათთვის მოვლენილ ჭეშმარიტებას.

რას იტყვი შენზე? გსურს თუ არა ქრისტეს სიტყვების მოსმენა? გეხება თუ არა მისი სასწაულები და აღდგომა? გწყურია, რომ უფლის სიბრძნე იყოს შენში? თუ იუდეველების მსგავსად გულს იქვავებ და საკუთარ სამართლიანობას ამტკიცებ? შენც ბოროტი მოდგმიდან ხარ და საჭიროა მოიქცე უფლისკენ, როგორც ნინეველები, რომელთაც მოისმინეს მოწოდება, ცრემლებით მოინანიეს, ირწმუნეს უფლის სიტყვა და გადაურჩნენ მის რისხვას.

დღეს ზოგიერთი ამბობს, რომ ქრისტე სამი დღე და ღამე არ ყოფილა სამარხში, როგორც იონა თევზის მუცელში. ისინი ეყრდნობიან იოანეს სახარებაში დაწერილს, რომ ქრისტე მოკვდა პარასკევს და აღდგა კვირას გარიჟრაჟზე.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ჩვენ უნდა ვუპასუხოთ ყველა ეჭვში მყოფს: ადამიანის საუბარში ხშირად რომელიღაც კონკრეტული მოვლენა იშვიათად ასოცირდება რაიმე ერთ მთლიანთან ან სრულთან. ასე ითვლება ნახევარი დღეს - ერთ დღედ. ებრაელები დღის დასაწყისს, საღამოდ თვლიან. ისინი ამ სიტყვებს იყენებენ: „საღამო და დილა“, „დღე და ღამე“ დღის აღსანიშნავად. დროის მონაკვეთი, რომელიც ნახსენებია „სამი დღე და ღამე“, სინამდვილეში შედგებოდა ერთი სრული და ორი ასრული დღისგან, ასევე ორი სრული ღამისგან. იგივე დროის მონაკვეთზეა საუბარი ესთერის წიგნშიც: „არ ჭამოთ და სვათ სამი დღე და სამი ღამე“ (ესთერი 4:16). შემდგომ წერია: შეიმოსა ესთერმა დედოფლის სამოსი მესამე დღეს და მეფის სასახლის შიდა ეზოში, სასახლის პირდაპირ დადგა“ (ესთერი 5:1). იმისდამიუხედავად, რომ ესთერმა მესამე დღეს უკვე ჰპოვა მეფის თავლში წყალობა, წერილში წერია „სამი დღე“. ასევე წერია 1 მეფეთა წიგნში 30:12 „არ უჭამია და დაულევია წყალი სამი დღე და ღამე“. სინმადვილეში აქ უფრო მოკლე მონაკვეთზეა საუბარი, რადგან ჭამა უკვე მესამე დღეს დაიწყო. თუ ადამიანი კვდებოდა მზის ჩასვლამდე ერთი საათით ადრე, ეს დღე სრულად ითვლებოდა, იმისდამიუხედავად რომ დღის ძირითადმა ნაწილმა განვლო და მხოლოდ რამდენიმე საათი ეკლდა დღის დასასრულს.

ლოცვა: მამაო, გვაპატიე რომ შენი სულიდან, წინააღმდეგობის სულში გადავდივართ. მოგვეცი შენი ძისადმი ჭეშმარიტი რწმენა, გვაპატიე ჩვენი გულქვაობა და დაგვეხმარე, რომ ინტერესით ვსწავლობდეთ შენ სიტყვას. .დაე მოვინანიოთ შენი მოწოდების მოსმენისას, ყველასთან ერთად, ვისაც სწამს სენი აღდგომა!

კითხვა:

  1. ვინ მიეკუთვნება მრუშებისა და ბოროტების მოდგმას?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 21, 2022, at 03:23 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)