Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 124 (Blasphemy Against the Holy Spirit)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
D - მესამე ნაწილი იუდეველთა ურწმუნოება და მათი მტრობა ქრისტეს მიმართ (მათეიესო 11:2 - 18:35)
1. ებრაელი უხუცესები უარყოფენ ქრისტეს (მათეიესო 11:2 - 12:50)

g) სულიწმინდის გმობა (მათეიესო 12:22-37)


მათეიესო 12:33-37
33 ან ხეც ვარგისად სცანით და მისი ნაყოფიც; ანდა ხეც უვარგისად სცანით და მისი ნაყოფიც; ვინაიდან ხე მისი ნაყოფით შეიცნობა. 34 იქედნეთა ნაშობნო, როგორ შეგიძლიათ კეთილი ილაპარაკოთ, როცა ბოროტები ხართ? რადგან გულის სისავსისგან მეტყველებს პირი. 35 კეთილ კაცს კეთილი საგანძურიდან სიკეთე გამოაქვს; ბოროტ კაცს ბოროტი საგანძურიდან ბოროტება გამოაქვს. 36 თქვენ კი გეუბნებით, რომ ყოველი ფუჭი სიტყვისთვის, რომელსაც იტყვიან ადამიანები, პასუხს აგებენ განკითხვის დღეს; 37 რადგან შენი სიტყვებით გამართლდები და შენივე სიტყვებით იქნები მსჯავრდადებული”.
(ლუკა 6:43-45, იაკობი 3:6, იუდ. 15)

მანგოს კურკისგან პალმა ვერ გაიზრდება. ცხადია, რომ ადამიანების სიტყვები და მოქმედებები ასახავს მათ პიროვნულობას. შენი სიტყვები ავლენს რა გაქვს გულში: ბოროტება თუ სიხარული.

გული ხის ფესვებს ჰგავს, ხოლო საუბარი - ნაყოფს. თუკი ხე თავისი ბუნებით კეთილია, მისი ნაყოფიც კეთილია. როდესაც გულში მადლი მეფობს, ენაც ასაშენებელ სიტყვებს გამოთქვამს. სხვა მხრივ კი, როდესაც გულში სამარცხვინო სურვილებია, საუბარიც სამარცხვინოა. ვისაც ავადმყოფი ფილტვები აქვს, მისი სუნთქვაც არაა კარგი. ადამიანის საუბრით შეგვიძლია დავადგინოთ რომელი ქვეყენიდანაა და მისი საქციელებით - როგორი სულისაა. თუკი გული სუფთა გაქვს, შენი საუბარიც სუფთაა. ან აღიარებთ, რომ „ხე არ ვარგა და მისი ნაყოფის უვარგისია“. ცუდი ხისგან კარგის გაკეთება შეიძლება თუკი ავიღებთ ტოტს კეთილი ხიდან და დავამყნობთ მსაზე. მაშინ დროთაგანმავლობაში ის კეთილ ნაყოფს გამოიღებს. თუკი ხე არ შეიცვლება, სადაც არ უნდა დავრგათ, როგორც არ უნდა მოვრწყათ, ნაყოფი კარგი ვერ ექნება. თუკი გული არ შეიცვლება, არც ცხოვრება განიცდის ცვლილებას.

ფარისევლებს ერიდებოდათ თავიანთი ბოროტი განზრახვების აღიარების, რაც ქრისტეს მიმართ ჰქონდათ. თუმცა ქრისტემ დაანახა, რომ ფუჭად ილტვიან დამალონ თავიანთი მწარე ფესვი გულებში.

ვინ ლაპარაკობს მხოლოდ კეთილს? ეს ადამიანთაგან არავის შეუძლია. რადგან მართალიც ხომ არავინაა, ვინც მხოლოდ სიკეთეს თესავს. გულიდან მოდის ბოროტი ზრახვები: მრუშობა, მკვლელობა, შური, შუღლი, სიამაყე, სიძულვილი და შურისძიება. ეს განზრახვები წარმოქმნიან ჩვენში სიტყვებს, რაც გამოდის ხოლმე ჩენი ბაგეებიდან. ქრისტემ კი ჩვენი მდგომარეობა ამ სიტყვებით ამხილა: „იქედნეთა ნაშობნო! როგორ შეგიძლიათ კეთილი ილაპარაკოთ, როდესაც ბოროტები ხართ?“ ვინც უფლის სულისგან არ იშვა, მასზე ეშმაკი უფლობს, ხდის რა მათ მის მიმდევრებს. ასეთი ადამიანი ისვება ბოროტებით და სიძულვილით და არ შეუძლია აკეთოს კეთილი.

მაგრამ თუ ქრისტე წმენდს შენს გონებას და ქვეცნობიერს, თუკი სულიწმინდა ზის შენი გულის ტახტზე, ხდები მხიარული, მოსიყვარულე, სუფთა და მოსიყვარულე. ეს ნაყოფები შენგან არაა, არამედ სულიწმიდნის მოქმედების მეშვეობით წარმოიშვა შენში. ქრისტე ვაზია, ჩვენ კი - ლერწამი. ყველა კეთილი ნაყოფი მისგან გვაქვს, ვინაიდან ის არის ჩვენი გულების კეთილი საგანძური.

არ დაგავიწყდეთ, რომ უფალი თქვენი ბაგიდან გამოსულ ყველა სიტყვას იწერს. თუკი ადამიანებს შეუძლიათ საუბრების დიკტოფონზე ჩაწერა, მითუმეტეს ღმერთს შეუძლია შენი ყველა ურწმუნო, გადაჭარბებული და უწმინდური სიტყვა ჩაიწეროს. მარადიულობის ზღურბლზე გასამართლდები. მაშინ გაიგონებ ყველა სიტყვა, რომელიც დედამიწაზე თქვი უფლის და ადამიანთა წინაშე. ეს იმდენად აუტანელი იქნება, მზად იქნები მიწა გაგისკდეს, რათა არავინ მოისმინოს შენი ეს საშინელი საუბრები.

იმ დიდებულ დღეს ჩვენი საუბარი - კეთილი თუ ბოროტი, ჩვენი ნაყოფების მოწმობა იქნება, რომელიც ან ჩვენ სასარგებლოდ იქნება ან ჩვენ წინააღმდეგ. მაშინ აღმოაჩენს ყველა ადამიანი თავის შეცდომას, ვინც დედამიწაზე რელიგიური იყო, მაგრამ თავის ენას არ აკავებდა ბოროტებისგან, ვინც ატყუებდა საკუთარ თავს და ღვთისმოსაობის სამოსს იყო ამოფარებული (იაკობი 1:26).

თუ გწამს ქრისტეს სისხლის ძალის და აღიარებ შენ ცოდვებს, ის მოწყალე წაშლის ყველა შენ ბოროტ სიტყვას, როგორც ჩანაწერებზე შლიან ხოლმე ვიდეოებს, და მხოლოდ შენი გულმხურვალე ლოცვები დარჩება, რომელთაც სარგებელი მოჰქონდა. რწმენა სიტყვებში ჩანს, ამიტომაც შენ საუბარს შეუძლია გაგამართლოს სასამართლო დღეს. ბოროტს არ ექნება შენზე ძალაუფლება, ვინაიდან შეუერთდი ქრისტეს, მან კი შენი ცოდვები აიღო. მან მადლით გაგამართლა და სრულად გაგწმინდა. იქნები თუ არა მისი მადლიერი ამისთვის?

ლოცვა: განგადიდებთ შენ უფალო იესო, რაგდან გვაპატიე ჩვენი ბოროტებანი და გაწმინდე ჩვენი გონება, რათა სუფთა ფიქრები, მტრებისადმი სიყვარული და ყველსთან მშვიდობა გვქონდეს. დაგვიცავი ბოროტებისგან და შენ სულთან დაპირისპირებისგან. დაგვეხმარე შენი მომსმენნი ვიყოთ და აღვასრულოთ შენი ნება ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში.

კითხვა:

  1. ვინ არიან იქედნეთა ნაშობნი? და ვინ კეთილი?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 21, 2022, at 03:21 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)