Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 074 (He Who Knows His Lord)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
A - მთაზე ქადაგება ზეციური სამეფოს კონსტიტუცია (მათეიესო 5:1 - 7:27) -- იესოს გარშემო პირველი შეკრება
3. ბოროტ განზრახვებზე გამარჯვება (მათეიესო 6:19 - 7:6)

c) ის ვინც უფალს იცნობს, განიკითხავს საკუთარ თავს და არა სხვას (მათეიესო 7:1-6)


მათეიესო 7:1-5
1 "ნუ განიკითხავთ, რათა არ განიკითხოთ. 2 რადგან როგორც თქვენ განიკითხავთ, იმგვარადვე განიკითხებით, და რომელი საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ. 3 რატომ უყურებ ბეწვს შენი ძმის თვალში, საკუთარ თვალში კი დირესაც ვერ ამჩნევ? 4 ან როგორ ეუბნები შენს ძმას - მიმიშვი, თვალიდან ბეწვი ამოგიღოო, და აჰა, შენს თვალში კი დირეა! 5 თვალთმაქცო, ჯერ შენი თვალიდან ამოიღე დირე და მერე დაინახავ, როგორ ამოიღო ბეწვი შენი ძმის თვალიდან.
(ესაია 33:1; მარკოზი 4:24; რომაელთა 2:1; 1 კორინთელთა 4:5)

იესო იტანჯებოდა მისი მოწაფეებისგან და მთელი ერისგან გულქვაობის, ფარისევლობისა და სიამაყის გამო. ის ასწავლიდა, რომ არავინ არ განეკითხათ გარდა საკუთარი თავისა. ქრისტეს რჯული აშკარას ხდის ჩვენს ბოროტ და უწმინდურ განზრახვას, მათ მიზეზებს და მათგან გამოსავალს. იესოს ჩვენი ფიქრების ძირის შეცვლა სურს, პირველრიგში ჩვენი გულების განახლება, რათა ერთდროულად გამოსწორდეს ჩვენი ფიქრები, სიტყვები და საქმეები.

ჩვენ უნდა განციკითხოთ საკუთარი თავი და შეცდომები და არა და-ძმის. არ უნდა ვფიქრობდეთ, რომ გვაქვს სხვა ადამიანებზე ძალაუფლება, რადგან არც ჩვენ ვაღიარებთ მათ ასეთ ძალაუფლებას ჩვენზე. უფალმა გვიბრძანა ერთმანეთის მორჩილებაში ყოფნა.

არ გვმართებს მოსამართლის ადგილის დაკავება და არ უნდა ვაიძულოთ გარშემო ყველას მიიღონ ჩვენი სიტყვები.

არ გვმართებს ნაჩქარევად და-ძმის განკითხვა საკმარისი საფუძვლების გარეშე, მხოლოდ საკუთარი ეჭვით ან გაფუჭებული გონებით.

არ გვმართებს ყველას ვუყუროთ ბნელი შუქით და ვეძებდეთ მათ სიტყვებში არასასურველ მინიშნებსა და დაფარულ აზრებს, რომლებიც მათში არ არის.

სასამართლო არ უნდა შედგეს მოწყალების, სიყვარულის გარეშე იმ სურვილით, რომ შური იძიო და ავნო ადამიანს.

არ უნდა ვიმსჯელოთ ადამიანის მორალზე, მისი ერთი მოქმედებით ან მისი ჩვენდამი დამოკიდებულებით; ვინაიდან მიდრეკილნი ვართ წინასწარი დასკვნებისკენ, თუკი ვინმეს ინტერესები მოდის ჩვენთან უთანხმოებაში.

ჩვენ არ უნდა განვიკითხოთ სხვისი გული და განზრახვა, რადგან გულში ჩაწვდომა მხოლოდ ღმერთს შეუძლია და ჩვენ არ გვმართებს მისი ამ უშუალო მოსამართლის ადგილის დაკავება.

არ უნდა განვიკითხოთ სხვა ადამიანების ბედი მუდამ, ვეძახოთ მათ ფარისევლები, უღირსნი ან დაღუპულები, ეს ჩვენს მიერ დაშვებულ ჩარჩოებს სცდება.

თუკი ვაცხადებთ სხვების განკითხვის უფლებას, იგივეს უნდა მოველოდეთ მათგან. ის ვინც მოსამართლის ადგილს ბოროტად იყენებს, ის თავადაც წარსდგება სასამართლოზე და პასუხს აგებს ადამიანის წინაშე. ხშირად ისინი, რომლებიც ყველაზე მეტს განიკითხავენ თავად ხდებიან ამის მსხვერპლი სხვებისგან. ყველა იპოვის ქვას, რომელიც გესვრის. ვინც ხელს წევს სხვაზე და თავის ენას აძლევს თავისუფლებას, მასზეც მოვა სხვების რისხვა და ყველა ენის დანაშაული. ხოლო ის ვინც არ უფრთხილდება სხვების რეპუტაციას, არც სხვები დაიცავენ მისას.

ადამიანი ისე სწრაფად განიკითხავს სხვას და თვლის მას ძლიერად ან სუსტად, ბოროტად ან კეთილად, სარგებლიანად ან მავნედ, ხშირად სძულს და უარყოფს მას და საუბრობს მასზე ცუდს. ადამიანი ისე იქცევა თითქოს ის იყოს სამუდამო მოსამართლე, განიკითხავს სხვებს, თვლის რა საკუთარ თავს მართლად და ღირსად, რათა ესმოდეს ყველასი და განსაჯოს ყველა. ქრისტე გვიკრძალავს ასეთ ფიქრს, რამდენიმე მიზეზის გამო:

ჩვენ არ ვიცით იმ ადამიანის ცხოვრების შიდა ისტორია. ყველაფერი რაც შეიძლება მემკვიდრეობით მიიღო სხვებისგან ან გარემოსგან, სადაც გაიზარდა და რომელიც აისახა მის ფორმირებაზე ბავშვობიდანვე. ვინც უსამართლოდ განიკითხავს სხვას, ის იგივენაირად განიკითხავს საკუთარ თავს. ფრთხილად იყავი, არ მიიღო ნაჩქარევი გადაწყვეტილებები, რომელიმე ადამიანთან მიმართებაში, რათა არ დაღუპო საკუთარი სული სხვისი განკითხვით. ეს სულაც არ ნიშნავს რომ არ ვამხილოთ ერთმანეთი, როდესაც ვცოდავთ ან ვცხოვრობთ უწმინდურად გახრწნილი საზოგადოების გამო. ზოგიერთი მეგობრები სიცრუეში ცხოვრობენ და ამ ყველაფერს საზოგადოებას აბრალებენ. ასეთ და-ძმებს უნდა ვუთხრათ: ,,შენ უნდა შეცვალო სამყარო და იქონიო ზეგავლენა მასზე და არა პირიქით“. კიდევ უფრო საშინელებაა ახალგაზრდობა, რომელიც მისდევს ქვეყნიერებას, თამაშობს აზარტულ თამაშებს და წამიერ სიამოვნებებსა და მრუშობაში ყოფს ფეხს. როდესაც გოგონებს ეკითხებიან რატომ იქცევიან ისინი ასე, ისინი პასუხობენ: ,,ეს საზოგადოებრივი აუცილებლობაა, სხვა შემტხვევაში ვერ გავიგებთ ვუხდებით თუ არა ერთმანეთს. ჩვენ კი ზუსტად უნდა ვიცოდეთ ეს სანამ ვიქორწინებთ“. ამაზე მე ჩემი პასუხი მაქვს: ,,რა იცი რომ შენი საქმრო შენი ერთგული დარჩება? იქნებ მან დაიკმაყოფილოს საკუთარი მოთხოვნილება და იპოვოს სხვა, როგორც ფუტკარმა რომელიც ერთი ყვავილიდან მეორეზე გადადის მტვრის მოსაძებნად?“. შესაძლოა აქ სხვა შედარება უფრო კარგი იყოს: ჯანმრთელი ფუტკრის შრომას სარგებელი მოაქვს, ხოლო ავადმყოფი მავნეა და თავისი ავადმყოფობა დააქვს სხვებთან.

ღმერთი უსაზღვროდ მოწყალეა, მას დაცემული ცოდვილებიც უყვარს, მრუშები და ქურდებიც და სურს მათი გადარჩენა. თუკი აუცილებლად უნდა განიკითხო ვინმე გააკეთე ეს სიყვარულით და სამართლიანად, არა სიძულვილით და სისასტიკით. სხვა ადამიანებმა შენს სიტყვებში და მოქმედებებში უნდა იგრძონ სიყვარული და პატივისცემა.

ისე, რომ შეგეცნო საკუთარი თავი, როგორსაც ქრისტე გიცნობს, შეგრცხვებოდა შენი უწმინდურების, სიამაყის, მომჭირნეობის, უპატივცემულობისა და შეზღუდულობის. ყველა ადამიანმა უნდა გამოსცადოს საკუთარი თავი ღმერთის სიწმინდის შუქზე, რათა დამდაბლდეს და აღიაროს თავისი ცოდვები და დაღუპული მდგომარეობა. ამ დროს ის დაიმტვრევა, დაიმდაბლებს თავს და აღარასდროს განიკითხავს სხვას. ნეტარია ადამიანი, რომელიც უარს ამბობს საკუთარ თავზე და ატარებს ჯვარს და მიყვება ქრისტეს. ასეთი ადამიანი კარგავს თავის სიამაყეს და არავის განიკითხავს, სანამ არ გააცნობიერებს და აღიარებს საკუთარ გახრწნილობას. მონანიება გზას უმზადებს სიყვარულსა და ურთიერთობას. ყველა ვინც სულით მდაბლდება, ეხმარება ამაყს თავისი სიკეთითა და წყალობით, რათა მიიყვანოს ისინი მოსიყვარულე მხსნელთან, სულის დიდებულ ექიმთან.

ქრისტემ ყველას ვინც საკუთარ თავს უკეთესად თვლის, ვიდრე სხვა უწოდებს ფარისეველს, რომელიც ვერ აცნობიერებს საკუთარ მდგომარეობას, ხოლო ვინც მირბის მხსნელთან რომელიც მზად არის მის მისაღებად - მას ქრისტე ანთავისუფლებს სიცრუისგან და მისი სიყვარულის სამეფოში მოყავს. ღმერთის ძის მორწმუნე არ განისჯება, ხოლო ვისაც მისი არ სწამს განიკითხებიან, რადგანაც უარყვეს საკუთარი დამცველი ბოლო სასამართლოზე და არ მიიღეს მისი გამოსყიდვა, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის მომზადდა.

თუ ადამიანი სხვის ცოდვებს მკაცრად ექცევა, მაგრამ თვითონაც ცოდვაშია ეს მის აფერისტობაზე მეტყველებს. რაც არ უნდა ვილაპარაკოთ ცხადია, რომ ის მტრულად ცოდვის მიმართ კი არა, არამედ ადამიანის მიმართ არის განწყობილი. თუ ცდილობ ძმის ცხოვრების გამოსწორებას, მაგრამ საკუთარს არ ასწორებ არაფერი გამოგივა. ექიმო, ჯერ საკუთარი თავი გამოაჯანმრთელე.

ლოცვა: საუკუნო მოსამართლე, შემიწყალე მე ცოდვილი. მრავალი განმიკითხავს, მაპატიე ჩემი სიამაყე და გამწმინდე, რათა შევიცვალო და შევიწყალო სხვებიც, როგორც შენ მიწყალებ მე. თუკი მე მიწევს ვინმეს ბედის გადაწყვეტა მომეცი სიბრძნე, სიყვარული და მოთმინება, რათა ჯერ შენი ნება გავიგო. დამეხმარე ჯერ განვსაჯო საკუთარი თავი და ყოველდღე ვატარო საკუთარი ჯვარი და მოგყვე.

კითხვა:

  1. რატომ გვიკრძალავს ქრისტე სხვების განკითხვას?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 19, 2022, at 04:32 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)