Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 075 (He Who Knows His Lord)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
A - მთაზე ქადაგება ზეციური სამეფოს კონსტიტუცია (მათეიესო 5:1 - 7:27) -- იესოს გარშემო პირველი შეკრება
3. ბოროტ განზრახვებზე გამარჯვება (მათეიესო 6:19 - 7:6)

c) ის ვინც უფალს იცნობს, განიკითხავს საკუთარ თავს და არა სხვას (მათეიესო 7:1-6)


მათეიესო 7:6
6 ნუ მისცემთ წმიდას ძაღლებს და ნურც თქვენს მარგალიტებს დაუყრით წინ ღორებს, რათა ფეხით არ გათელონ და შემობრუნებისას თქვენც არ დაგგლიჯონ.
(მათე 10:11; ლუკა 23:9)

ნი იჩქარებ სხვებისთვის გადარჩენის შესახებ მოყოლას და ნუ იფიქრებ, რომ შეგიძლია თუნდაც ერთი ცოდვილის გადარჩენა, რადგანაც მხსნელი მხოლოდ ქრისტეა. ჩვენ მის ხელებში მხოლოდ იარაღი ვართ. მრავალი არ არის მზად ღმერთის სიტყვის მოსასმენად, დამცინავად უარყოფენ მას და ვერ ხვდებიან წმინდა სამების საიდუმლოს. ფრთხილად იყავი პირველივე ჯერზე ნუ მოუყვები სახარებას, ისინი ერთჯერადად ვერაფერს მიხვდებიან. ნუ დაარწმუნეებ დაგეთანხმონ მხსნელის შესახებ თუ ისინი მას უკუაგდებენ. ნუ მოყვები არაჩვეულებრივ გადამეტებულ ისტორიებს შენი მოქცევის და ცხოვრების შეცვლის შესახებ, რადგანაც ვერ მიხვდებიან შენ სიტყვებს იქამდე სანამ უფლის სული არ გაუხსნის მათ ყურებს ამ სულიერი საიდუმლოს მოსასმენად. იქამდე კი დაგცინებენ და დაღუპვისკენ გიბიძგებენ.

ილოცე რომ უფლის სული იყოს მათზე და ამზადებდეს მათ გულებს მისი სიტყვის მისაღებად, რათა განათლდნენ და შეიცნონ რა არის მათთვის კარგი.

ყველა ჭეშმარიტების მაძიებელი უშუალოდ ქრისტესთან მიიყვანე და არა შენს ღვთისმოსაობასთან. ბოროტი სულები გეპარებიან, რათა დაგღუპონ და როდესაც ისინი ადამიანზე უფლობას იღებენ, ის ცხოველს ემსგავსება. ჩვენ ისინი ქრისტეს სახელით გვიყვარს და ყველა შეპყრობილს პატივისცემით ვეპყრობით ვინაიდან ქრისტემ აპატია მათ ცოდვები, თუმცა არ იციან ამის შესახებ და ამიტომაც უკუაგდებენ მას.

ნუ განსჯი ადამიანს და ნუ ცდილობ შენი ძალებით მის გადარჩენას. ერთიც და მეორეც უშუალოდ ღმერთის უფლებაა. უფალი მოგიწოდებს გაყვე უფალ იესო ქრისტეს. რწმენით აღიარო და გამოიყენო მისი ძალაუფლება. ნაკლები იფიქრე და მეტი ილოცე. ნაკლები ილაპარაკე და მეტად ჩაუღრმავდი სახარებას. არასდროს არავინ განსაჯო, არამედ გიყვარდეს, აკურთხე და მოითმინე. ილოცე რომ ადამიანში ღმერთის სიყვარული გაჩნდეს.

ცოდვის წინააღმდეგ ჩვენი ბრძოლაში ჩართვა უნდა კავდებოდეს ზოგიერთი წესით. უნდა შევეცადოთ, რომ არ ვასწავლოთ ადამიანებს, არამედ არც რჩევები მივცეთ და არც ვამხილოთ. ეს არაფერ კარგს არ მოგვიტანს, მხოლოდ უარესად განაწყობს მათ ჩვენს წინააღმდეგ.

ლოცვა: უფალო გვაპატიე ჩვენი სიამაყე, რომლითაც ადამიანებს განვიკითხავდით. ჩვენ არ ვიცით და არ გვესმის მათი საკმარისი დოზით და მათზე უკეთესნი არ ვართ. გაგვწმინდე სიამაყისგან, რათა შენს წმინდა შვილებად ვიქცეთ და ნამდვილად შევიყვაროთ გზააბნეული ადამიანები, დაგვიცავი და გაგვწმინდე, გვასწავლე სიყვარულში ცხოვრება და შენში დარჩენა. ჩვენ ვლოცულობთ ყველა ადამიანზე, ვინც შეპყრობილია, რათა შენ გააგდო მისგან ეს სულები და დასახლდე მასში შენი სულიწმიდით. დაგვიცავი შენი ძვირფასი სისხლით.

კითხვა:

  1. როგორ უნდა გვიყვარდეს და ვემსახუროთ მათ, ვისაც არ სურს ღმერთის სიტყვის მოსმენა?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 19, 2022, at 04:34 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)