Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 072 (Collecting Money for Oneself)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
A - მთაზე ქადაგება ზეციური სამეფოს კონსტიტუცია (მათეიესო 5:1 - 7:27) -- იესოს გარშემო პირველი შეკრება
3. ბოროტ განზრახვებზე გამარჯვება (მათეიესო 6:19 - 7:6)

a) ვინც ფულს აგროვებს, ის ეშმაკს ემსახურება (მათეიესო 6:19-24)


მათეიესო 6:19-21
19 ნუ დაიუნჯებთ დედამიწაზე, სადაც ჩრჩილი და ჟანგი სპობს და სადაც ქურდები თხრიან და იპარავენ. 20 დაიუნჯეთ ზეცაში, სადაც არც ჩრჩილი და ჟანგი სპობს, და სადაც არც ქურდები თხრიან და იპარავენ. 21 რადგან, სადაც შენი საუნჯეა, შენი გულიც იქვე იქნება. 22 სხეულის ლამპარი თვალია; ჰოდა, თუ შენი თვალი სუფთაა, მთელი შენი სხეულიც განათებული იქნება. 23 ხოლო თუ შენი თვალი ბოროტია, მთელი შენი სხეულიც ბნელი იქნება. ამრიგად, თუკი სინათლე, რომელიც შენშია, სიბნელეა, რამდენად დიდი იქნება სიბნელე? 24 არავის შეუძლია ორ ბატონს ემსახუროს: ან ერთი უნდა სძულდეს და მეორე უყვარდეს; ანდა იმ ერთს შეეთვისოს და მეორე მოიძულოს. ვერ შეძლებთ ღმერთსაც ემსახუროთ და მამონასაც.
(მათე 19:21; ლუკა 12:33-34; კოლასელთა 3:1-2; იაკობი 4:4)

ზოგიერთი მდიდარი ხარბად აგროვებს განძს. იშენებენ უზარმაზარ სახლებს, იცვამენ ძვირადღირებულ სამოსს და ამრავლებენ თავიანთ სიმდიდრეს უკეთური გზებით. ისინი აბრუნებენ ფულს და უფრო მეტ სარგებელს იღებენ. მათი ოჯახები ამაქვეყნის ძლიერები ხდებიან და სხვებზე უფლობენ საკუთარი ქონების ძალით. თუმცა არც ქურდებს არ სძინავს. ისნი იგონებენ ცბიერ შესაძლებლობებს, როგორ მოპარონ მდიდრებს ფული. მათ რცხვენიათ სუფთა შრომის და ემალებიან დღის შუქს. მწარედ მოტყუებულნი არიან, ვინაიდან ფულით შეძენილ ბედნიერებას, დიდებას და პატივს ენდობიან. დროთა განმავლობაში ისინიც კვდებიან, როგორც სხვა დანარჩენი ადამიანები და ვერ იღებენ კმაყოფილებას მიწიური სიმდიდრეებით.

ბრძენები უნდა ვიყოთ და გავიაზროთ, რომ ჩვენი განძი სრულად დაცული მხოლოდ ზეცაში შეიძლება იყოს. ზეციური საგანძური არ იხრწნება და ვერავინ წაგვართმევს მას ძალით და ძალდატანებით. იქ ვერ აღწევენ ქურდები და ვერავინ ვერაფერს მოიპარავს. ეს არის ბედნიერება, რომელიც არ არის დამოკიდებული დროზე და გარემოებაზე - უხრწნადი, სუფთა და უმანკო მემკვიდრეობა.

შენი გულიც იქ არის სადაც შენი საუნჯეა - ან დედამიწაზე ან ზეცაში. ამიტომაც ძალიან ბრძნულად და ერთგულად ვირჩევთ ამ საგანძურს, რადგან ჩვენი ცხოვრება იგივე შეფერილობას იღებს, როგორი საგანძურიც გვაქვს: ხორციელი ან სულიერი, მიწიური ან ზეციური. გული იზიდავს საგანძურს, როგორც მაგნიტი ნემსს. განძს ფასი აქვს. ის იწვევს განსაკუთრებულ გრძნობებს, მისკენ არის მიმართული სურვილები, წადილები და ადამიანის მიზნები. მოდი შენი საგანძური უფალი გახდეს და შენი განზრახვები და აზრები იყოს კავშირში მასთან და შენ თავისუფალი იქნები მატერიალიზმისა და მიწიურისაგან და შეიძენ ზეციურ საგანძურს.

ღარიბები მდიდრებზე უკეთესები არ არიან, ღარიბებიც და მდიდრებიც თავის მომავალს აშენებენ ქვეყნიურ ფასეულობებზე, არ ზრუნავენ რა თავიანთ საუკუნო სულებზე, რომელსაც სულიერი საკვები სჭირდება. ღმერთის გარდა ყველაფერი დროებითია. ქრისტეს პატიება გვაძლევს უფრო მეტ საფუძველს, ვიდრე სახლი რომელიც აშენებულია რკინისა და ბეტონისგან, რადგან სახლში შეიძლება ბომბის მეშვეობით აფეთქდეს ან დაინგრეს. შენი რწმენა დიპლომებზე უფრო მნიშვნელოვანია; სულიწმიდაში სიყვარული მეტად ფასეულია, ვიდრე შენს საბანკო ანგარიშზე დარჩენილი ფული. შენი მსახურება მათდამი ვისაც ეს სჭირდება, ღმერთს ადიდებს ხოლო შესაწირავები არ მატებს შენს ზეციურ ბანკში საგანძურს, რადგანაც შენი მთავარი შენაძენი - თავად ღმერთია, ის არის ყველაზე ძვირადღირებული განძი შენთვის.

ჩვენი ეს საუკუნე მეტად მატერიალურია, ვიდრე წინა საუკუნეები. ადამიანები სულ უფრო მეტად ანვითარებენ ეკონომიკას, აკეთებენ აღმოჩენებს, ილტვიან კეთილ მოწყობისთვის, ავიწყდებათ რა წმინდა ღმერთი და მისი რჯული. სულიწმიდა მათთან არ არის - ისინი ამაქვეყნის უწმინდური სულებით არიან სავსენი. ვინც ზრუნავს მატერიალურ შემოსავალზე, ისინი ბოროტი სულებით არის შეპყრობილი. ღმერთმა თავის ხატად შეგქმნა, უყურე მას და მაშინ მისი დიდება შენს თვალებშიც აირეკლება და შენ აღივსები მისი წმინდა სულით. თუკი შენი მზერა უფლისგან გადადის სხვაგან, მაგალითად ფულზე, მაშინ სურვილების მონა გახდები და შენს თვალებში აირეკლება მწუხარება და წყვდიადი.

ბოროტება, რომელიც შენშია არა მხოლოდ ფული და მატერიალური ფასეულობები, არამედ ღმერთის სულის საწინააღმდეგოდ მოქმედი სული, რომელსაც ქრისტემ მამონი უწოდა. ეს სული იქნება მათში ვინც არ იქნება ღმერთში. სინამდვილეში ვინც მდიდრდება ის ძალიან ბევრ საშუალებას პოულობს, რათა დააკმაყოფილოს საკუთარი მოთხოვნილებები. სიმდიდრე აღგძრავს ბოროტი და არასუფთა საქმეებისკენ. მდიდრები მალე ვარდებიან სიცრუეში და უკუღმართობაში. ღმერთი გვწყალობს და არ გვანახებს, რაოდენ საშინელ დაშაულებებს და უწმინდურ საქმეებს ჩადიან ადამიანები დიდ ქალაქში საკუთარი ფულით. ამ სანახაობისგან შეიძლება ჭკუიდან შეიშალო. თუმცა ღმერთი მომთმენია და იტანს უწმინდურ ადამიანებსაც.

ღმერთი გეძახის მასთან დასაბრუნებლად. ის მზად არის ჩაგეხუტოს და გაგანთავისუფლოს სიმდიდრის კერპისგან, ვინაიდან ვერ შეძლებ ემსახურო ღმერთს და მამონსაც. შენს ლოცვას აზრი არ აქვს თუ ეყრდნობი მხოლოდ მიწიურ ფინანსურ წყაროებს. შენ ენდობი ან ღმერთს ან სიმდიდრეს და ირჩევ, ვინ უფრო გსურდეს და ვის მიაგო უფრო მეტი პატივი. გამოიკვლიე საკუთარი თავი და შეამოწმე, რამდენ ფულს ხარჯავ რმერთის მსახურებისთვის და რამდენს საკუთარი თავისთვის, მანქანისთვის ან გართობისთვის. ჩვენ ყველას გვაქვს მამონის მონობის გახდომის ცდუნება. თავადაც არ ვიცით რამდენად ვიტყუებთ თავს და სიხარულით თაყვანსვცემთ მამონს, როდესაც ხელში დიდი თანხები გვივარდება და ვკანკალებთ. ღმერთი დაგეხმარება განთავისუფლდე ფულის მონობისგან, რათა არ იყო შეპყრობილი, არამედ ქრისტეში და მის გადარჩენაში რჩებოდე. უფალი ყველაზე დიდი განძია შენს ცხოვრებაში ამიტომ ნუ ილტვი საზოგადოებაში მაღალი სტატუსისთვის. უმჯობესია ისწრაფო მაღალი სტატუსისთვის ღმერთის მსახურებაში დახარჯო შენი ფული ღარიბებისთვის, როგორც ქრისტემ შესწირა თავისი სიცოცხლე შენს გამო.

ზოგიერთი მორწმუნე ცდილობს ერთნაირად ემსახუროს ღმერთს და მამონს. არ აქცევენ ყურადღებას იმას, რომ ქრისტემ ეს შეუძლებლად გამოაცხადა. სთხოვე დიდების ღმერთს დაგეხმაროს გიყვარდეს ის და ის დაგიცავს შენც და შენს ქონებასაც.

გადაწყვიტე თუ არა, რომ მხოლოდ ღმერთს ემსახურო, თუ კიდევ იხლიჩები ორად. მიეცი შენი გული ქრისტეს, რადგან ის ორად გაყოფილ გულს არ იღებს.

მათეიესო 6:22-23
22სხეულის სანთელი თვალია. ჰოდა, თუ შენი თვალი სუფთაა, მთელი შენი სხეულიც ნათელი იქნება. 23ხოლო თუ შენი თვალი ბოროტია, მთელი შენი სხეულიც ბნელი იქნება. თუკი ნათელი, რომელიც შენშია, სიბნელეა, სიბნელე რამდენად დიდი იქნება?

თვალი სხეულის ლამპარია. ლამპარი შუქის სიმბოლოა. თვალი არის სინათლე, რომლითაც ადამიანი ყველაფერს ხედავს. თვალი არის სარკე, რომელშიც ადამიანის გრძნობები და აზრები ირეკლება. როდესაც ადამიანს ვუყვარვართ მისი მზერა გამოხატავს სიყვარულს, თუკი ვეზიზღებით, სიძულვის. თუ მის გულში რისხვა და ბოროტებაა, ეს მის თვალებში ჩანს. თუ შური, ეჭვიანობა და შურისძიების წყურვილი, ესეც თვალებში ჩანს. თვალებში შეიძლება გამოჩნდეს ქედმაღლობა, სიამაყე, ღალატი და სხვა გრძნობები.

რას ნიშნავს სიტყვები ,,თუკი შენი თვალი იქნება სუფთა“!

სუფთა - ნიშნავს ისეთს, როგორიც შექმნა ღმერთმა, ადამიანური ცოდვების გარეშე, როგორიც არის ბოროტება, სიამაყე, გარყვნილება, რადგანაც ყველა ეს თვისება უწმინდურია.

მოდით მოვიყვანოთ კიდევ ერთი მაგალითი. ჩვენ წინაპრებს ადამს და ევას სუფთა თვალები ჰქონდათ. კეთილის და ბოროტის შემეცნების ხე ბაღის შუაში იდგა (დაბადება 3:3) და ისინი ალბათ ყოველდღე დადიოდნენ მის გარშემო, მაგრამ არ ცდუნდებოდნენ. მხოლოდ მაშინ, როდესაც გველმა ,,დააბრმავა“ მათი თვალები სიტყვებით: ,,იქნებით, როგორც ღმერთი სიკეთისა და ბოროტების მცოდნენი“ (დაბადება 3:5), და მათი თვალები აღარ იყო სუფთა: ,, და დაინახა ქალმა, რომ საჭმელად კარგი ჩანდა ის ხე, თვალთათვის საამური და მიმზიდველი, რადგან შემეცნებას იძლეოდა. მოწყვიტა ნაყოფი და შეჭამა. თავის კაცსაც მისცა და მანაც შეჭამა.“ (დაბადება 3:6). მაშინ ყველაფერი შეიცვალა, თვალებმა დაკარგეს სისუფთავე და უყურებდნენ სხვანაირად არა მხოლოდ ამ ხეს, არამედ ერთმანეთსაც.

იქამდე კი სანამ მათი თვალები სუფთა იყო, ისინი შიშვლები იყვნენ მაგრამ არ რცხვენოდათ (დაბადება 2:45), მაგრამ როგორც კი მათმა თვალებმა დაკარგეს სისუფთავე ,,მათ გაიგეს, რომ შიშვლები არიან“ (დაბადება 3:7) და შეეცადნენ საკუთარი სიშიშვლის დაფარვას ფოთლებით (დაბადება 3:7). მათი ახალი ,,შემეცნება“ იყო მათი უწმინდურად გახდომის მიზეზი.

ესეიგი თუ შენი თვალი სუფთაა, შენს მზერაში არ არის ბოროტება და ცუდი აზრები. ამ დროს შენი სხეულიც სუფთაა. თუკი შენს თვალებში შერეულია რაიმე უწმინდური მაგალითად რისხვა ან შურისძიება, შენი სახის გამომეტყველება იცვლება, გრძნობები მოქმედებენ შენს სხეულზე და ის ბნელი ხდება.

მათეიესო 6:24
24 არავის არ შეუძლია ორ ბატონს ემსახუროს: ან ერთი უნდა სძულდეს და მეორე უყვარდეს, ანდა იმ ერთს შეეთვისოს და მეორე დაამციროს. ვერ შეძლებთ ღმერთსაც ემსახუროთ და მამონასაც..
(ლუკა 16:13; იაკ. 4:4)

გამონათქვამი ,,ვერავინ ვერ ემსახურება ორ ბატონს“, ალაბათ ებრაელებს ჰქონდათ, რომელიც ნიშნავდა, რომ შეუძლებელია ორ ღმერთს ემსახურო, რადგანაც საბოლოოდ მათი სურვილები გაიყოფა. იქამდე სანამ ისინი არიან თანხმობაშ, მონა ემსახურება ორივეს, მაგრამ როგორც კი აზრები გაიყოფა და გაჩნდება უთანხმოება, მას მოუწოევს ემსახუროს რომელიმე ერთს. მას ვერ ეყვარება ორივე, რადგანაც ერთის სმახურება მეორესთვის საზიზღობა იქნება და პირიქით. ეს სავსებით აშკარა ჭეშმარიტებაა.

სიტყვა ,,მამონი“ ნიშნავს ,,შემოსავალს“. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ სიტყვაში ჩვენ ვგულისხმობთ რაიმე შემოსავალს. მამონი შეიძლება ნიშნავდეს ყველაფერ ქვეყნიურს: ხორცის სურვილები, თვალის სურვილები და ცხოვრებისეული სიამაყე. ზოგოერთი თავის ღვთაებად თვლის პატივსა და აღიარებას. ფარისევლებისთვის კერპი იყო ადამიანიების შექება, მოკლედ რომ ვთქვათ საკუთარი თავის სიყვარული, საკუთარი მატერიალური ინტერესებისადმი გულმოდგინე მსახურება, ხორცის სურვილები - და ყველა ის ღვთაება, რასაც ადამიანი ემსახურება ღმერთთან ერთად. ადამიანი, რომელიც ღმერთს ემსახურება ადამიანურ ინტერესებს ღმერთის მოწინააღმდეგეა.

ქრისტე არ ამბობს: ,,არ გმართებთ“ ემსახუროთ ღმერთსაც და მამონსაც. ის ამბობს ,,ვერ შეძლებთ“ ემსახუროთ ერთსაც და მეორესაც. ვერ გვეყვარება ორივე, ვერც დავენდობით ორივეს ერთად, ვინაიდან ერთმანეთის საწინააღმდეგოა. უფალი ამბობს: ,,ძემ მომცა თავისი სული!“ ხოლო მამონი ამბობს: ,,არა მომეცი ის მე“. ღმერთი გვასწავლის: ,,დაკმაყოფილდი იმას, რაც გაქვს“ ხოლო მამონი უჩურჩულებს ,,აიღე შენთვის ყველაფერი, რასაც დაინახავ ნებისმიერი გზით“. ღმერთი გვეუბნება: ,,არ მოიტყუო და ყველას სამართლიანად მოექეცი“, მამონი კი ამბობს: ,,მოატყუე საკუთარი მამაც, თუკი შეძლებ რაიმეს მიღებას“. ღმერთი გვეუბნება: ,, აკეთე სიკეთე და იყავი გულუხვი“, მამონი ასწავლის ,,არავის მისცე შენი სიკეთე, რა სარგებელია ამისგან?“. ღმერთი ამბობს: ,,არაფერზე იზრუნო“ ხოლო მამონი ,,იზრუნე ყველაფერზე“. ღმერთი გვეუბნება ,,დაიცავი შაბათის დღე“, მამონი კი ამბობს ,,გამოიყენე ის, როგოც სხვა დღე“.

ასე რომ ნათლად ვხედავთ, რომ ღმერთი და მანონი ითხოვს სრულიად საპირისპიროს და ამიტომ ეჭვგარეშეა, რომ შენ ,,ვერ შეძლებ“ ემსახურო ორივეს. ამოირჩიე ვის ემსახურო და მტკიცედ იდექი შენს გადაწყვეტილებაზე.

ლოცვა: მამაო შენ მდიდარი ხარ. ჩვენ თაყვანსგცემთ შენი მოთმინებისთვის. გვაპატიე ვინაიდან გვიყვარს ფული და ვცხოვრობთ მატერიალიზმისთვის. გაგვანთავისუფლე საკუთარი მატერიალიზმის მიჯაჭვულობისგან და გვასწავლე გვიყვარდე მხოლოდ შენ და მოგცეთ ყველაფერი რაც გვაქვს. გვასწავლე, როგორც შეგიძინოთ შენ, ჩვენი ერთადერთი განძი და ჯილდო ამ სამყაროში და მომავალშიც.

კითხვა:

  1. რატომ ვერ შევზლებთ ვემსახუროთ მამონს და ღმერთს, ერთსადაიმავე დროს?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 16, 2022, at 06:05 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)