Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 067 (The Lord’s Prayer)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
A - მთაზე ქადაგება ზეციური სამეფოს კონსტიტუცია (მათეიესო 5:1 - 7:27) -- იესოს გარშემო პირველი შეკრება
2. ღმერთთან ურთიერთობის შესახებ (მათეიესო 6:1-18)

c) ლოცვა „მამაო ჩვენო“ (მათეიესო 6:9-13)


მათეიესო 6:12
12 და მოგვიტევე ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენც მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა.
(მათე 18:21-35)

ნეტარია კაცი, რომელიც გააცნობიერებს თავის ცოდვებს და აღიარებს მათ, სთხოვე ზეციერ მამას გაპატიოს შენი ბოროტი აზრები და საქციელები და გჯეროდეს იმისა, რომ შენი აზრები მოსმენილია, ვინაიდან ქრისტემ სენ ნაცვლად მოიტანა გამოსყიდული მსხვერპლი ჯვარზე. მიიღე შენ სინდისზე სრულყოფილი მადლი. სულიწმინდა განუგეშებს და მოგცემს უფლის მშვიდობას. მოინანიე შენი ცოდვები და დაიჯერე, რომ გეპატიება ისინი ქრისტესმიერ. მან სამუდამოდ გაგამართლა. მადლობა გადაუხადე თუ არა შენ ზეციერ მამას პატიებისთვის, რომელიც ქრისტეში მიიღე ღმერთთან შერიგებით?

ვის ეკუთვნის ეს თხოვნა პატიების შესახებ: მხოლოდ დამნაშავეებს და უღმერთოებს თუ ღმერთის მიერ გამართლებულ შვილებსაც? თუკი სულიწმინდა ცხოვრობს შენში, ის შენი სურვილების სკივრს გახსნის, რომელშიც აღმოაჩენ ჭორაობას, ზიზღს, გადაჭარბებას და სიამაყის უდიდეს მთას. ღმერთის შვილებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყოველდღიურად ეძებონ ქრისტეს სისხლით განწმენდა. ვერავინ წარსდგება უფლის წინაშე თავისი სრულყოფილებით, ჩვენი ცხოვრების ერთადერთი საფუძველი ქრისტეს სხვერპლია. ჩვენი სინდისი იღებს ნუგეშს მხოლოდ კრავისგან, რომელიც ჩვენთვის დაიკლა. ქრისტე ასწავლიდა ელოცათ ლოცვით „მამაო ჩვენო“ არა მხოლოდ ცოდვილებს, ფაქტობრივად უპირველესად ლოცვა გვასწავლა, როგორც თავის მოწაფეებს, რომლებიც იცნობდნენ ღმერთს, როგორც მამას. ამიტომაც ვლოცულობთ ყოველდღიურად ბოროტი აზრებისგან, სიტყვებისა და საქციელებისგან განწმენდისთვის.

თუკი მიიღე ცოდვების პატიება და გამარჯვება საკუთარ ეგოიზმზე, თუ მხსნელის მადლით განთავისუფლდი ცუდი საქმეებისგან, ლოცვის მეხუთე თხოვნაში დაინახავ, თუ როგორ გეუბნება ქრისტე ითხოვო პატიება არა მხოლოდ შენი ცოდვებისთვის, არამედ იმისთვისაც, რომ ღმერთმა აპატიოს სხცევს, შენს ნაცნობებსშორის. არავინაა მართალი. ყველა ადამიანი საჭიროებს ერთგულ მხსნელს. ვალდებული ხარ ამ თხოვნაში ჩართო ყველა ცოდვილი და რჯულის დამრღვევი. იყავი ერთგული შენ მღვდლურ მსახურებაში.

ქრისტე თავად ამბობდა ამ სიტყვებს, თუმცა არ ჰქონია ცოდვა. მან თავისი ნებით აიღო ქვეყნიერების ცოდვები და დაგვიცვა, ლოცულობდა რა: „მოგვიტევე თანანადებნი ჩვენნი!“ ამბობდა რა ამ სიტყვებს, გულისხმობდა თავის მოწაფეებს და ყველა ადამიანს, რომელიც დედამიწაზეა. მან მიიღო ჩვენი თანანადებნი, როგორც საკუთარი და დაისაჯა ჩვენს ნაცვალად. როგორი დიდებულია მისი სიყვარული და ტავმდაბლობა - უზენაესი ტავად ატარებს ჩვენთან ერთად ტვირთს! (2 კორინთელთა 5:21).

დიდება უფალ იესოს ამ შეუდარებელი პატიებისთვის, რომელიც ეხმარება ყველა მლოცველს აღიაროს საკუთარი ცოდვის ბუნება და რომ ღირსია უფლისგან დასჯის. ვინც ინანიებს და ამ სიტყვებს იმეორებს ლოცვაში რწმენით ვერ იქნება ამაყი, რადგან აღიარებს, რომ დამნაშავეა, როგორც ყველა. ეს პატიება გვანთავისუფლებს ფარისევლობისაგან და სიამაყისგან, თუ კი ვაღიარებთ ჩვენ ცოდვილობას და ქრისტეს მადლით გამართლებას.

სად არის შენი ქება? როგორ ემადლიერები ღმერთს? როდის აუწყებ შენი დიდებული გადარჩენის შესახებ ყველას?

როგორ უნდა იცოდეს ადამიანმა, რომ შემოქმედმა ცოდვები აპატია? როგორ უნდა იყოს დაჯერებული, რომ მისი შეცოდებანი ნაპატიებია, ვიდრე სასამარტლო დღე დადგებოდეს? როგორ შეგიძლია გამართლდე საუკუნოდ ღმერთის და ანგელოზების წინაშე? მხოლოდ ჯვარცმულ იესოში იღებ ამ დამაჯერებლობას! ის ღვთის კრავია, რომელმაც ქვეყნიერების ცოდვები იტვირთა. მან ჩაგანაცვლა სასამართლოზე, რადგან უკვე დაზარალდა შენ ნაცვლად. მისი გამოსყიდვა - შენი სამართლიანობაა. მან სამყარო შეარიგა ღმერთს. ვინც ირწმუნებს ის მიიღებს პატიებას და საუკუნო გამართლებას.

თუ გინდა მადლობა უთხრა ქრისტეს შენი გამოსყიდვისა და ცოდვების პატიებისთვის, მაშინ აპატიე შენ მოწინააღმდეგეს, როგორც ქრისტემ გაპატია შენ. მისი სიყვარულია ასახული შენში, როდესაც პატიობ მტრებს. მაშინ იგებ პატიების საიდუმლოს სიყვარულში.

ზეციერი მამა მოგიწოდებს აპატიო ყველა ადამიანს, ყველა ცოდვა, აკურთხო და ილოცო მათთვის რათა ღმრთმა შეიწყალოს ისინი. ქვეყნიერების გრდაქმნა მისი სიყვარულის მეშვეობით დაიწყო მაშინ, როდესაც ქრისტე ჯვარზე მოკვდა და გრძელდება შენი რწმენითა და მტრების პატიებით.

თუკი არ პატიობ შენ მტრებს, უარს ამბობ მადლზე, რადგან „მამაო ჩვენო“ - ს ლოცვაში შენ იმეორებ „მაპატიე ყველაფერი, როგორც მე ვპატიობ მათ, ვინც ცოდავს ჩემს წინააღმდეგ“. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ შენ არ ივიწყებ მათ ცოდვებს, არღვევ ამ ლოცვის წესებს და ასამართლებ საკუთარ თავს, თითქოს ამბობ: „მამაო, არ დაივიწყო ჩემი ცოდვები, როგორც მე არ ვივიწყებ სხვების ცოდვებს“. და თუ ზედაპირულად პატიობ მათ, ღმერთს იგივეს სთხოვ. სიტყვა „როგორც“ ყველაზე საფრთხილოა ლოცვაში „მამაო ჩვენო“. ამიტომ, იყავი ყურადღებით, რომ ნამდვილად აღასრულო ის შენ ცხოვრებაში.

ღმერთი არ გთხოვს გამართლებისთვის რაიმე შეუძლებელს. ის ერთს ელოდება შენგან: რომ განახლდე და გახდე გულმოწყალე, როგორც ისაა. ეს სიყვარულის პრინციპია - არ იცხოვრო საკუთარი თავისთვის, არამედ გაუზიარო სხვებს შენი ცხოვრება, თუნდაც უღირსებს. ყველა შენი ცოდვა ნაპატიებია, ამიტომაც გმართებს აპატიო შენ მოწინააღმდეგეთ ყველა მათი ცოდვა და დანაშაული.

ლოცვა: წმინდაო ღმერთო, განგადიდებთ და აგამაღლებთ შენ, ვხარობთ შენ კეთილ სულში, რადგან შენი სიკვდილით გვაპატიე ცოდვები. ქედს ვიდრეკთ შენი სიყვარულის წინაშე. ვაკურთხებთ ჩვენს მტრებს, როგორც შენ გვაკურთხე და ვპატიობთ მათ, რაც ჩაიდინეს, როგორც შენ გვაპატიე შენი დიდებული სიყვარულით!

კითხვა:

  1. რა საიდუმლოებები იმალება პატიების თხოვნაში?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 16, 2022, at 04:55 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)