Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 066 (The Lord’s Prayer)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
A - მთაზე ქადაგება ზეციური სამეფოს კონსტიტუცია (მათეიესო 5:1 - 7:27) -- იესოს გარშემო პირველი შეკრება
2. ღმერთთან ურთიერთობის შესახებ (მათეიესო 6:1-18)

c) ლოცვა „მამაო ჩვენო“ (მათეიესო 6:9-13)


მათეიესო 6:11
11 პური ჩვენი არსობისა მოგვეცი ჩვენ დღეს.

ჩვენი ხორციელი ცხოვრებან არსებითად მნიშვნელოვანია ჩვენი სულიერი კეთილდღეობისათვის ამ სამყაროში. ამიტომაც მისი დიდების და სამეფოს დადგომის თხოვნების შემდეგ, ვთხოვთ ღმერთს ყველაფერ აუცილებელს ჩვენი ცხოვრებისთვის დედამიწაზე, ეს ცხოვრება ხომ ღმერთის საჩუქარია და უნდა ვთხოვოთ მას ყველაფერი, რაც დედამიწაზე ყოფნისთვის გვჭირდება.

ქრისტე არ ყოფილა ფილოსოფოს-მეოცნებე. ის ცხოვრობდა დედამიწაზე, რგოგორც ნამდვილი ადამიანი. მას ჰქონდა სხეული, რომელსაც შიოდა, რომელიც საჭორპებდა მზრუნველობასა და დასვენებას. მან იცოდა, რომ როდესაც ადამიანი ავადყოფი, მშიერი და უძლურია, მისთვის რთულია უფლის განდიდება და მის წინაშე სიხარულით მსახურება. ის არ უგულებელყოფდა ადამიანის სხეულს. მან ის სულიწმიდნის ტაძრად აქცია და ითხოვდა, რომ დაგვეცვა ის და ღმერთის სმახურებისთვის გამოგვეყენებინა.

იესო არ გვასწავლიდა გამდიდრებას, გადაჭარბებულად და ხარბულად ჭამას ან რაიმეს მოხვეჭას, მაგრამ მეორეს მხრივ მას არ მივყავდით ესკეტური გზით, რადგან არ გვეფიქრა, რომ ჩვენი ჭრილობებით, შიმშილითა და წყურვილით შეგვიძლია ჩვენი სხეულის განწმედა. იესო მცირედით კმაყოფილებას გვასწავლიდა და ლოცვას მამის წინაშე: მოგვეცი დღეის საზრდო, სასმელი, ჩასაცმელი, სამსახური, დასვენება, სახურავი და ყოველივე აუცილებელი სიცოცხლისთვის. სიტყვა „პური“ ადამიანთა ყველა საჭიროებას აღნიშნავს: სხეულებრივ, სულიერ და მშვინვიერს. ჩვენ არ ვართ ცხოველები, რომელთაც მხოლოდ წყალი და საკვები გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება მეგობრები, წიგნები, ჯანმრთელობა. ამიტომ გვასწავლიდა იესო მორჩილებას და მინდობად ყველაფრის თხოვნას, რაც გვესაჭიროება, არა სიამაყისთვის ან კეთილდღეობისთვის, არამედ უფლისთვის საცხოვრებლად, რათა მისით კმაყოფილი, სიხარულით მომსახურენი ვიყოთ.

იესო მტკიცედ გაურბოდა ლოცვაში „მამაო ჩვენო“ ელოცა პირველი პირით „მე“. ის მრავლობით რიცხვში მიმართავდა „ჩვენ“. სულიწმინდა გვასწავლის სხვებზე ზრუნვას. ღმერთი მხოლოდ ჩემი მამა არაა. ის ყველა მორწმუნის მამაა თანაბრად. სულიწმინდა გვანთავისუფლებს ეგოისტური ლოცვებისგან და გვასწავლის ვილოცოთ არა მხოლოდ საკუთარ პურზე, არამედ ყველა ადამიანის კურთხევაზე, ასევე გვასწავლის მზაობას იმის გასაყოფად, რაც გვაქვს.

ადამიანი არაა საკუთრი ცხოვრების უფალი, მას არ აქვს მფლობელობაშუ სახლები, დროები, ფიზიკური ძალა. ადამიანი - ღერთის ქმნილებაა და ზეციერი მამის შვილი. ამიტომაც ეკუთვნი მას, ყველაფერთან ერთად რაც გაგაჩნია. შენმა მამამ შეგქმნა სიყვარულით მსახურებისთვის და იმედოვნებს, რომ სხვებსაც გაუზიარებ შენ ნიჭებს. ვერ სთხოვ მას, რომ მხოლოდ შენ დაგეხმაროს და მხოლოდ შენი სული იხსნას. თუ გსურს წარმატება, ჯერ ცათა სამეფო უნდა ეძებო და მისი სამართალი და ყოველივე შეგემატება. ყოველი დღის პური დაუღალავი შრომით მოდის. ეს თხოვნა მოიცავს ლოცვას კარგ სამსახურზე ჩვენთვის და სხვებისთვის.

ეჭვგარეშეა, რომ ჩვენი ზეციერი მამა წარმოუდგენლად მდიდარია, მაგრამ მისი კურთხევები ხშირად უკავდებათ მის შვილებს თავიანთი ხელმოკლეობის გამო. სულიწმინდა გასწავლის ილოცო ყველა მშიერსა და ღატაკზე. ითხოვე ყოველდღიური გამოკვება და არ იდარდო ხვალინდელ დღეზე, ვინაიდან შენი ზეციერი მამა ზრუნავს შენზე.

ლოცვა: ზეციერო მამაო, მთელი გულით გიხდით მადლობას იმისთვის, რომ არ დაგვსაჯე ჩვენი ცოდვების გამო. გვაპატიე ეგოიზმი და გვასწავლოს პურის გაყოფა, ვისაც ეს სჭირდება. აგვავსე შენი სიყვარულით, რათა საჭიროებები და შფოთი არ გვტანჯავდეს და დაგვეხმარე სრულად მოგენდოთ სიცოცხლესა და სიკვდილში! მოგვეცი საკმარისი რესურსები, რათა გავავრცელოთ სახარება და მრავალი გამოვკვებოთ სულიერი საკვებით. ასევე მადლობას გიხდით შენი დახმარებისთვის და წინამძღოლობისთვის. ვისაც სჭირდება მიეცი სუფთა სამსახური, რათა გულმოდგინედ და დაუღალავად გემსახურონ!

კითხვა:

  1. რა შედის თხოვნაში „პური ჩვენი არსობისა“ ?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 16, 2022, at 04:53 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)