Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 068 (The Lord’s Prayer)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
A - მთაზე ქადაგება ზეციური სამეფოს კონსტიტუცია (მათეიესო 5:1 - 7:27) -- იესოს გარშემო პირველი შეკრება
2. ღმერთთან ურთიერთობის შესახებ (მათეიესო 6:1-18)

c) ლოცვა „მამაო ჩვენო“ (მათეიესო 6:9-13)


მათეიესო 6:13
13 და ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელში, არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისგან...
(1 იოანე 5:4-5, 19)

ზეციერ მამას არავინ არასდროს არ შეჰყავდა ცდომილებაში ან განსაცდელში, მისი წმინდა სიყვარული გადარჩენას გვაძლევს და არა დაღუპვას. თუმცა თუ რომელიმე მისი შვილებდან არ გამოეხმაურება სულიწმიდას ჭეშმარიტებასა და სიყვარულში, არ იღებს მის მხილებებს, არამედ რჩება სიჯიუტესა და სიამაყეში, მაშინ უფალი აძლევს ნებას ბოროტს, რომ ის ცოდვაში ჩავარდეს. როდესაც ის იგებს, რომ არ არის მართალი არამედ ცოდვილია დაბადებიდანვე, ტირილით ბრუნდება მამასთან მონანიებით, თხოვს პატიებას, სრულ შეცვლას და განწმენდას.

შენ ზეციერ მამას უნდა, რომ თავის ხატად გაქციოს. ქრისტემ თავისი განსაკუთრებული სახელი მოგცა. ის გეძახის ,,ქრისტიანს“, ეს ნიშნავს ცხებულს, რათა ცხოვრობდე სულიწმიდის ცხებულებით, იქცეოდე წმინდად სიყვარულში, სიხარულში, მშვიდობასა და მოთმინებაში. ხოლო როდესაც შენში არ სრულდება მამის კეთილი ნება შენი გულქვაობის გამო, ღმერთი ამ პრობლემას ერთადერთი შესაძლებელი გზით აგვარებს - ის აძლევს უფლებას მტერს გამოგიგზავნოს განსაცდელები. ის გსჯის, რათა გონს მოხვიდე და მობრუნდე მისკენ.

თუკი ლოცულობ ყველა მორწმუნეზე, რომ გამუდმებით ინანიებდნენ და რომ ღმერთმა დაიცვას ისინი ცოდვებისაგან, ამასთანავე უნდა სთხოვო მათი შეცვლა და გულების განწმენდა. რომაელთა წერილებში პავლე გამართლების პრინციპის დაწვრილებითი განმარტების შემდეგ ხსნის მორწმუნეების განწმენდას და მათი გონების განახლებას, რათა მათ თავიანთი სხეულები წარუდგინონ წმინდა და სასურველ მსხვერპლად ღმერთს (რომაელთა 12:1-2). ჩვენ უნდა შევიცვალოთ, ვინაიდან ღმერთის ნება არის ჩვენთვის განწმენდა. სულიწმიდა გამუდმებით გამხელს რათა შენი ამაყი მე უკუაგდო და ღმერთის თავმდაბლური სიყვარულით აღივსო.

გარშემო მრავალი ცდუნებაა, ფილმები, რეკლამები, წიგნები, ტანსაცმელი - მთელი ცხოვრება იქცა ხმამაღალ კივილად ღმერთის სიწმინდეების წინააღმდეგ. შენი გულიდან ბოროტი აზრები მოდის, რომელიც ქრისტეს მცნებებს ეწინააღმდეგება. ყველას გვმართებს ვილოცოთ განსაცდელებისგან დაცვისთვის. მოდით წარმოვთქვათ ეს სამი სიტყვა გააზრებულად და ვირწმუნოთ იმისა თუ რასაც ვამბობთ ლოცვაში.

ყველა განსაცდელს აქვს ერთი მიზანი - ჩაგაგდოს მამის ნების წინააღმდეგ დაუმორჩილებლობაში და მისი აღთქმის დარღვევაში, რათა მისგან დამოუკიდებლად და შორს ვცხოვრობდეთ.

ქრისტიან საზოგადოებას საშიშროება აქვს ჩავარდეს ცდუნებაში და გახდეს ქრისტეს მოწინააღმდეგე, ვინაიდან ვინც ისმენს, სწამს მისი და მის ძალებს ცდის, მაგრამ არ ასრულებს ღმერთის სიყვარულის მოთხოვნებს და არ იქცევა უფლის სულის მმართველობით - ის იქვავებს გულს. ამიტომ ქვეყნებში სადაც იგემეს ახალი და ძველი აღთქმის მადლი, ათეისტები მეტნი არიან ვიდრე ქვეყნებში, სადაც ღმერთის მადლის ჯვრის შესახებ არაფერის სმენიათ. გაფრთხილდი რათა არ გააქვაო გული ღმერთის ხმის მოსასმენად. არ შეეწინააღმდეგო მის სულს, როდესაც აღგძრავს პატიებისკენ, სუფთად ცხოვრებისკენ და სიმართლისკენ.

ნუ გექნება წარმოდგენა, რომ ძლიერი, ჭკვიანი და კარგი ხარ. სინამდვილეში ძალიან სუსტი და ბოროტი ხარ სულიერ მიდგომებში. აღიარე შენი სისუსტე ზეციერი მამის წინაშე და მხოლოდ ქრისტეს ძალაუფლებას დაეყრდენი. ამგვარად დაამარცხა ქრისტემ ეშმაკი, რადგან თქვა: ,,ძეს არაფრის გაკეთება არ შეუძლია თავისთავად“. ამაყები ეშმაკის მსხვერპლები ხდებიან, ხოლო თვინიერნი ინანიებენ და ქრისტეს სახელით მართლდებიან, დადიან მისი სულის ძალაში და გამუდმებით მეფობენ უფლის სამეფოში. ისინი თავისუფლდებიან განსაცდელების ძალისგან და სიკვდილის ძალაუფლებისგან და ღმერთის სიცოცხლე არის მათში დაუსრულებლად.

ნუ ფიქრობ, რომ შეგიძლია აჯობო ეშმაკს. ძალიან სუსტები და უმწეოები ვართ ამ დაცემული სინათლის ანგელოზის წინაშე. ეშმაკი შენზე უფროსია და იცის სიცრუე, სიცბიერე თუ განსაცდელი. სთხოვე ქრისტეს რომელმაც დაამარცხა ცოდვა, სიკვდილით, რათა გაგხადოს ამ ტრიუმფის თანამონაწილე. იესოს მორწმუნე იდგება მის გვერდით, როგორც გამარჯვებული. ის ჩვენი თავშესაფარია და მასში უსაფრთხოდ ვართ. ქრისტე ეშმაკს ბოროტს ეძახის, რადგანაც ბრაზიანი და ცბიერია. მთელი ბოროტება მისგან წამოვიდა. მხოლოდ მისგან მოდის ნგრევა და სიკვდილი. სამყარო ბრძოლაშია ღმერთსა და ბოროტს შორის. ლოცვა ,,მამაო ჩვენო“ იწყება სიტყვებით ,,მამაო“, და მთავრდება სიტყვა ,,ბოროტი“. და ასეა ჩვენი ცხოვრებაც, რომელიც გადის ამ ორ სიტყვაში, რომელიც ნიშნავს დიდებული ღმერთის პიროვნებას და მისი მტრის ეშმაკის პიროვნებას. ვის მიმართავ შენ?

არ ითხოვო გადარჩენა ძალით, მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ ითხოვე მთელი ქვეყნიერებისთვის, რათა ხალხი განთავისუფლდეს წყვდიადის ძალაუფლებისგან და ღმერთის ძის თავისუფლებაში გადავიდნენ. ქრისტე - დიდებული მხსნელია, ის აძლევს გადარჩენას თავის მლოცველ ეკლესიას. სთხოვე, რომ სულიწმიდა გადმოვიდეს შენს მეგობრებზე, რათა აღივსნონ ჭეშმარიტი სიყვარულით, ვინაიდან სულიწმიდის გარეშე კეთილის ქმნა არ შეუძლიათ.

როდესაც ქრისტე მოვა დიდებით ჩვენ მასთან სიხარულით მივალთ, ვინაიდან მის თანდასწრებაში დაედება ბოლო ეშმაკის ძალაუფლებას. მაშინ აღარაფერი ჩადგება ჩვენსა ღმერთის სიყვარულს შორის: არც სიკვდილი, არც ცოდვა და არც განსაცდელი. ამ ბოლო ლოცვაში ჩვენ მტკიცედ ვთხოვთ ქრისტეს მალე დაბრუნდეს და გამოაჟღავნოს მისი ცათა-სამეფო, ძალით და დიდებით. ,,მამაო ჩვენო“-ს ლოცვის მიზანი არის მისი სამეფოს დადგომა, რომელიც დაამარცხებს ყველა წინაღმდგარ ძალებს.

ლოცვა: ზეციერო მამაო, თაყვანსგცემთ სიყვარულისთვის და შენს ძეში გადარჩენისთვის და შენი სულიწმიდისთვის. დაამსხვრიე ჩვენი გულის დაუმორჩილებლობა და მთლიანად გაგვწმინდე. აგვავსე შენი სიკეთით, რათა ეშმაკის მსხვერპლი არ გავხდეთ. ჩვენ ყველანი წარუმატებლები ვართ, რომლებმაც წმინდა ბრძოლაში წავაგეთ, მაგრამ შენი დიდებული სული გვანთავისუფლებს ჩვენ და იხსნის მრავალს ეშმაკისგან. მას გადავყავართ თავისი სიყვარულის სამეფოში, რათა შევიცნოთ ბოროტზე გამარჯვება.

კითხვა:

  1. როგორ განვთავისუფლდეთ ჩვენს ცხოვრებაში არსებული ბოროტებისგან?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 16, 2022, at 04:57 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)