Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 028 (Call to Repentance)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 1 - ქრისტეს ცხოვრება მსახურებამდე (მათეიესო 1:1 - 4:25)
B - იოანე ნათლისმცემელი გზას უმზადებს ქრისტეს (მათეიესო 3:1 - 4:11)

1. მოწოდება მონანიებისკენ (მათეიესო 3:1-12)


მათეიესო 3:3-6
3 ვინაიდან ეს არის ის, რომლის შესახებაც თქვა ესაია წინასწარმეტყველმა: ხმა მღაღადებლისა უდაბნოში, განუმზადეთ გზა უფალს, მოასწორეთ მისი ბილიკები”. 4 თვითონ იოანეს აქლემის ბეწვისგან ჰქონდა სამოსი და წელზე ტყავის სარტყელი ერტყა; საზრდოდ კალია და ველური თაფლი ჰქონდა. 5 მიდიოდა მასთან იერუსალიმი, მთელი იუდეა და იორდანეს მთელი მხარე. 6 ინათლებოდნენ მისგან მდინარე იორდანეში და თავიანთ ცოდვებს აღიარებდნენ.
(გამოსვლა 40:3; იოანე 1:23)

იოანე მდევნელივით იყო, რომელიც დადიოდა ტავის სოფელში და ეუბნებოდა ხალხს: ,,მეფე მოდის ჩვენი სოფლის მოსანახულებლად. მოასწორეთ და გაასუფთავეთ გზები. სახლები დაალაგეთ და ჩაიცვით, როგორც საჭიროა“. სოფლის უხუცესები შეიკრიბნენ და განიხილეს, რომ გზა მეფის დედაქალაქისკენ დამტვრეული და უვარგისია. ამიტომაც სთხოვეს მეფის მაუწყებელს დაბრუნებულიყო მეფესთან და ეთხოვა მათთან მუშების გამოგზავნა, რომლებიც გზებს გაასუფთავებდნენ, რათა მეფის გზაზე არ ყოფილიყო დაბრკოლება და შესზლებოდათ ღირსეულად მიეღოთ ის. აზრი იმაში მდგომარეობს, რომ მეფეს სთხოვეს გზის მომზადება, ვინაიდან თავად არაფრის გაკეთება შეეძლოთ.

მახარობელი იოანე წერდა, რომ ნათლისმცემელი ამბობდა: ,, მე ვარ ხმა მღაღადებლისა უდაბნოში; მოუსწორეთ გზა უფალს“ (იოანე 1:23). , ,,მე ხმა ვარ“ ანუ მე უბრალოდ ხმა ვარ. უფალი ამბობს, რომ ის თავოის აზრს გამოთქვამს იოანეს მეშვეობით, როგორც ადამიანი საუბრობს ხმის მეშვეობით. ზუსტად ასე უნდა მივიღოთ ღმერთის სიტყვა (1 თესალონიკელთა 2:13). იოანე წოდებულია, როგორც ,,ხმა“, ადამიანის ხმა, ხმამაღალი და საგანგაშოდ მოსაუბრე, რომელიც აფრთხილებს და მოუწოდებს გამოღვიძებისთვის ხალხს. ქრისტე კი წოდებულია ,,სიტყვად“, ხოლო სიტყვა ჟღერს მეტად გარკვევით და მკაფიოდ, ვიდრე უბრალოდ ხმა. უბრალოდ სიტყვა უფრო კონკრეტულად გვასწავლის და გვიმოწაფებს. იოანე მოუწოდებდა და აფრთხილებდა ადამიანებს, როგორც ,,ხმა“, მაგრამ მის მერე მოვიდა ქრისტე და ის ასწავლიდა ადამიანებს, როგორც ,,სიტყვა“.

იმის მსგავსად, როგორც დედამ აუკრძალა სამსონს დაელია ,,მაგარი ღვინო“, მაგრამ სამსონი ღმერთის დახმარებით გახდა ,,მაგარი მამაკაცი“, ასევე იოანეც გახდა ,,ხმა მღაღადებლისა“, იმის მიუხედავად, რომ მუნჯი მამა ჰყავდა. ყოველივე ეს ემსახურება ერთ მიზანს: ,,ზებუნებრივი ძალა ღმერთს მიწერებოდა“, და არა ადამიანს.

იოანეს მოწოდებას უმაღლესი სულიერი აზრი ჰქონდა. ის მოუწოდებდა, ხალხი გამოსულიყო ყოველდღიური საჭიროების ფიქრიდან და დაეწყოთ ფიქრი უფალზე, თავიანთი გზებიდან ჩამოეშორებინათ ცოდვა, მოესწორებინათ გზები საზოგადოებრივ მოღვაწეობაში, რათა იქ ღმერთის სიტყვა მოსულიყო.

იოანეს სიტყვები უბრალოდ ლამაზი ფრაზები არ ყოფილა - ის ცხოვრობდა, როგორც საუბრობდა და ეუბნებოდა სხვებს. ის ჩაცმული იყო, როგორც წინასწარმეტყველი და ცხოვრობდა უდაბნოში. ის განშორდა ხალხს, მათი საცოდავი მდგომარეობის პროტესტის გამო. ის იკვებებოდა გარეული თაფლით, რადგან უდაბნოში სხვა ვერაფერს ნახულობდა. მოსეს რჯული აძლევდა მას მწერების ჭამის უფლებას (ლევიანთა 11:22). ის როგორც უდაბნოს ყველა მაცხოვრებელი იცვამდა აქლემის ჭრელი ბეწვისგან უხეშ სამოსს და არა რბილს, რაც ეცვათ სამეფოში მცხოვრებთ. იოანე ნათლისმცემელმა უარი თქვა კომფორტულ სამოსსა და მსუყე საჭმელზე, რათა დაემტკიცებინა, რომ საჭმელს და სასმელს არ აქვს მნიშვნელობა, მნიშვნელოვანია მხოლოდ ღმერთთან ურთიერთობა. და როგორი ურთიერთობა გაქვს ღმერთთან შენ? რომელი ცოდვა უშლის ხელს მას, რომ პასუხი გაგცეს? მოგდის თუ არა თავში ,,თეთრი ტყუილი“, მოწინააღმდეგის სიძულვილი, არაწმინდა აზრები და მოქმედებები? უფალს მხოლოდ შენი ცოდვები გაშორებს. არც კეთილი საქმენი და დიპლომები არ გიხსნის მისი სასამართლოსგან. როგორ მდგომარეობაშია შენი სინდისი? პასუხი შენ შემომქმედს გაეცი.

ნათლისმცემლის სიტყვებმა იმოქმედეს იუდეაში მაცხოვრებლებზე. ისინი შეიკრიბნენ, რათა ენახათ და მოესმინათ მისთვის. ადამიანები მუხლებზე დგებოდნენ და ინანიებდნენ, თავებს ხრიდნენ და იოანეც ნათლავდა მათ წყალში. მათ რცხვენოდათ საკუთარი ცოდვების გამო. ისინი ღიად აღიარებდნენ თავიანთ ბოროტ საქციელებს და სთხოვდნენ ღმერთს პატიებასა და განწმენდას. კვდებოდნენ საკუთარი სიამაყისთვის და თავს მართლებად და ღვთისმოშიშებად აღარ თვლიდნენ. ახლა იცოდნენ, რომ ცოდვილები იყვნენ, განსჯას იმსახურებდნენ და ამიტომაც სთხოვდნენ ღმერთს მადლსა და მოწყალებას. მათ გააცნობიერეს, რომ რჯულმა ვერ გაამართლა ისინი, რადგან სინდისი მათ წინააღმდეგ მოწმობდა.

იოანეს საკვები თაფლი და კალია იყო და ეს შეესაბამებოდა მის სწავლებას ,,მონანიებაზე“ და მის ,,ღირსეულ ნაყოფზე“. ვინც მოუწოდებს სხვებს იგლოვონ ცოდვა და მოკვდნენ ცოდვისთვის, ის თავად უნდა გახდეს მაგალითი ცოდვისა და ქვეყნიერების სიკვდილში.

იოანე ნათლისმცემელი გამოვიდა იმ რეგიონიდან სადაც აქამდე იყო და გადავიდა სხვა ადგილას იერუსალიმთან ახლოს. ვისაც სურს იოანეს მსახურებიდან სარგებელი მიიღოს, ის თავად უნდა ,,გავიდეს“ მასთან უდაბნოში და იყოს მასთან ერთად იქ.

ვისაც ჭეშმარიტად სურს მისი სიტყვა გაიგოს, უნდა ეძებოს სანამ არ იპოვის. ხოლო ვისაც სურს ისწავლოს მონანიება, უნდა ,,გავიდეს“ დაკავებული ცხოვრებიდან სრულ სიმშვიდეში.

ძვირფასო ძმაო ნამდვილად გადაამოწმე შენი სინდისი და გაანალიზე შენი სიტყვები, აზრები და მოქმედებები. მიდი უფალთან და აღიარე მის წინაშე ყველა შეცოდება. გაიგე, რომ არ ხარ მართალი, არამედ ცოდვილი, არაწმინდა უფლის სიწმინდის წინაშე, უკუაგდე საკუთარი თავი და დაივიწყე ეგოიზმი. სთხოვე უფალს წყალობა და მზრუნველობა. შენ ვერ აამებ ღმერთს, თუკი არ აღიარებ შენ ცოდვებს. შენი სინდისი ვერ იქნება სიმშვიდეში, სანამ დამალავ შენს მოქმედებებს. გაუხსენი ღმერთს გული, ვინაიდან ის ერთგული და მართალია და პატიობს ყველა ცოდვას. არ გაწელო. ღმერთის სიყვარულის წყალში გადაეშვი, რათა ქრისტემ გადაგარჩინოს და შენ გახდები რწმენის ახალი კაცი, მოსაწონი ღმერთისთვის და ადამიანისთვის.

ლოცვა: უფალო შენ იცი ჩემი წარსული და იცი, რომ ცოდვილი ვარ, რომელიც ღირსი ვარ განსჯის. მაპატიე ცოდვები შენი დიდებული წყალობით. არ უკუმაგდო შენი სახიდან და სულიწმიდა არ წამართვა.

კითხვა:

  1. რა პრინციპებზე იყო დაფუძნებული ნათლისმცემლის ქადაგება და ცხოვრება?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 12, 2022, at 11:20 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)