Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 027 (Call to Repentance)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 1 - ქრისტეს ცხოვრება მსახურებამდე (მათეიესო 1:1 - 4:25)
B - იოანე ნათლისმცემელი გზას უმზადებს ქრისტეს (მათეიესო 3:1 - 4:11)

1. მოწოდება მონანიებისკენ (მათეიესო 3:1-12)


მათეიესო 3:1-2
1 იმ დღეებში მოვიდა იოანე ნათლისმცემელი და ქადაგებდა იუდეის უდაბნოში. 2 ამბობდა: "მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო.
(მათე 4:17; მარკოზი 1:1-8; ლუკა 3:1-18).

ზაქარიას ძე იოანე უდაბნოში ყოფნის შემდეგ დაბრუნდა სახლში, ვინაიდან უდაბნოში ღმერთმა მას გაუხსნა მნიშვნელოვანი ჭეშმარიტებები და გაგზავნა ის იუდევლებთან, რათა დაემუშავებინა მათი გულები და დაეთესა მათში ახალი აზრები, რათა მოემზადებინა მომავალი იესოსთვის გზა.

ყველას ვისაც სურდა იუდეველთა რელიგიის მიღება, რჯულის მიხედვით წყალში უნდა ჩასულიყო. ეს წარმართის სიკვდილის სიმბოლო იყო, რომელიც თითქოს წყალში დაიხრჩო და იქ დარჩა სამუდამოდ. ასევე იყო ახალი ადამიანის აღდგომა, რომელიც ღმერთთან აღთქმაში შევიდა და შეურიგდა მას.

იოანეს ნათლობა იმით განსხვავდებოდა, რომ ის უღმერთო წარმართებს კი არ ნათლავდა, არამედ ღვთისმოსავ იუდეველებს. ის ხალხს უდაბნოში ეძახდა, რომელიც ეშმაკის ადგილსამყოფელად ითვლებოდა, რადგანაც იქ უშვებდნენ თხებს (ლევიანთა 16:22).

ღვთისმოსავ იუდეველებს უნდა გაეგოთ, რომ თავის მოტყუებას აზრი არ აქვს, ვინაიდან ყმაწვილობიდანვე ყველა ადამიანი ბოროტია (დაბადება 8:21) და ჭეშმარიტად უნდა მოინანიოს. ღმერთი ჯერ ისევ მოქმედებს თავის სიტყვაში და სულიწმიდაში. ადამიანებს მონანიებისკენ მოუწოდებს და წარმოქმნის მასში ყველაფერ კეთილს. თუმცა ღმერთის ეს მოქმედება, ადამიანისთვის მონანიების საჭიროებას არ აუქმებს. ეს ერთნაირად ეხება მთელს კაცობრიობას.

გასაკვირია, რომ იოანე არ ითხოვდა მათგან მსხვერპლებსა და საკუთარი ცოდვების შელამაზების ძალისხმევას, მაგრამ მოუწოდებდა შეეცვალათ აზროვნება და განეახლებინათ გონება, ვინაიდან ჭეშმარიტი მონანიება ხდება არა ადამიანური ძალებით. ადამიანი ვერ გამართლდება საკუთარი სახსრებით, მასში ძირეული ცვლილება და განზრახვების განახლება უნდა მოხდეს. ყველა ვინც ითხოვს ადამიანისგან მონანიების საქმეებს, ღრმად ცდება და ტყუვდება, თუ ჰგოა, რომ ადამიანი საკუთარ თავს გამოასწორებს. ახალი აღთქმის სულს ეს ეწინააღმდეგება, ვინაიდან სული ჯერ ანახლებს ადამიანს და მხოლოდ მაშინ აღძრავს სამართლიანი საქმეებისკენ.

იოანე ადამიანის გულებში თესავდა ცოდნას იმის შესახებ, რომ ისინი ცოდვილები არიან და მოუწოდებდა მათ ეღიარებინათ ცოდვები, მიეტოვებინათ ისინი, შეეძულებინათ, უკუეგდოთ ძველი ცხოვრება, უარი ეთქვათ საკუთარ თავზე, რათა არ დაიმედებულიყვნენ მასზე და არ ეფიქრათ საკუთარი საქმეებით გამართლებაზე. იოანე მოგვიწოდებს უარი ვთქვათ საკუთარი ძალისხმევით გამოსწორების ფუჭ მცდელობებზე. მისი ნათლობა გვეუბნება, რომ ადამიანის იმედია - მოკვდეს ცოდვებისთვის, სხვა შემთხვევაში იგი რჩება უწმინდურ ცოდვილად. ხოლო ცოდვებისთვის სიკვდილი, მხოლოდ ღმერთის სიყვარულისა და სიწმინდის მდინარეში ჩავარდნით ხდება, რომელშიც ადამიანი იწმინდება და ნახლდება.

უდაბნოში ღმერთმა იოანეს გაუხსნა ცათა სამეფოს მოსვლის საიდუმლო. მან გაიგო, რომ ღმერთი ახალ ეპოქას იწყებს, რაც ცოდვაზე და უწმინდურებაზე გამარჯვების ეპოქას ნიშნავს. ის მიხვდა, რომ უფალმა თავად ინება ქრისტეში მოსვლა, რათა ადამიანებისთვის ახალი გულები მიეცა სულიწმიდის მეშვეობით, ძველი უწმინდური გულების ნაცვლად. ამიტომაც იუწყებოდა იესო ქრისტეს მოსვლის მოახლოებას. სწორედ ეს დიდხნიანი მოლოდინი მისი მოსვლისა, აღძრავდა მას მოეწოდებინა ხალხისთვის მოსანანიებლად.

ადამიანი ღმერთს თავად ვერასდროს ვერ მიმართავდა. ტყუილად არ ეძახიან არაბულად ღმერთს ,,ალ-ტავაბ“, ანუ მონანიებასთან მიმყვანი. ის, რომ გამოჩნდა ეს არის მიზეზი თუ რატომაც მივბრუნდით ღმერთისკენ, რადგანაც თავად მოვიდა ჩვენთან. იოანეს უწყების ხერხემალი არ იყო მონანიებისკენ მოწოდება, არამედ ღმერთის და მისი სამეფოს დედამიწაზე მოსვლის სასიხარულო უწყება. ამასთან დაკავშირებით მოუწოდებდა ნათლისმცემელი ყველა ადამიანს, უფლის მოსვლისთვის მომზადებულიყვნენ.

ლოცვა: უფალო არ ვარ ღირსი, რომ შენს ჩრდილქვეშ ვიყო, ვინაიდან არ მაქვს წმინდა აზრები, ჩემი საუბარიც ტყუილია და საქმეების ბოროტი. არ გამაშორო შენ სახელს და შენს წმინდა სულს. შექმენი ჩემში მონანიების ღირსი ნაყოფი, რათა ჩავწვდე შენს დიდებას და შევიცნო საკუთარი თავი შენს შუქზე. შენ იდეალი ხარ ჩემთვის, როგორც ცოდვილისთვის. შენს წყალობასა და მადლზე ვარ დაიმედებული.

კითხვა:

  1. როგორი მონანიებაა ღმერთისთვის მისაღები?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 12, 2022, at 11:16 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)