Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 029 (Call to Repentance)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 1 - ქრისტეს ცხოვრება მსახურებამდე (მათეიესო 1:1 - 4:25)
B - იოანე ნათლისმცემელი გზას უმზადებს ქრისტეს (მათეიესო 3:1 - 4:11)

1. მოწოდება მონანიებისკენ (მათეიესო 3:1-12)


მათეიესო 3:7-9
7 დაინახა რა მისკენ მოსანათლად მომავალი მრავალი ფარისეველი და სადუკეველი, უთხრა მათ: "იქედნეთა ნაშობნო, ვინ შთაგაგონათ მომავალი რისხვისგან გაქცევა? 8 მაშ, გამოიღეთ მონანიების ღირსი ნაყოფი! 9 და ნუ იფიქრებთ თქვათ თქვენში, მამად აბრაჰამი გვყავსო; ვინაიდან გეუბნებით თქვენ, ღმერთს შეუძლია ამ ქვებიდან აღუდგინოს აბრაჰამს შვილები.
(იოანე 8:33-39; როამელთა 2:28-29; 4:12)

იოანე ნათლისმცემლის დოიდან ფარისეველთა სექტაში 600-მდე ადამიანი შედიოდა. ისინი თვლიდნენ, რომ ხალხისგან გამორჩეული და ღმერთისთვის მიძღვნილები იყვნენ., რადგან არ იბილწებოდნენ, როგორც სხვა ცოდვილები, არამედ სრული სიზუსტით იცავდნენ თორას ყველა მცნებას და მამების დადგენილებას. მათ ცხოვრებისეული მდგომარეობის რეგულირება უნდოდათ გასაოცარი მსხვერპლშეწირვებით. იესოს დღეებში მათ ჰქონდათ 248 ბრძანება და 365 აკრძალვა. ცდილობდნენ არცერთი მათგანი არ დაერღვიათ, რათა ქრისტეს სამეფო მალე დამდგარიყო. მათ სწამდათ, რომ ადამიანს კანონების დაცვით შეუძლია გადარჩეს. ისინი ვერ ხვდებოდნენ, რომ კანონი ადამიანს სიყვარულის ძალას არ აძლევს, არამედ ამხელს საკუთარი თავის სიყვარულში და სარკის მსგავსად ანახებს მათ ცოდვებს.

სადუკევლები მართლებად მიიჩნევდნენ თავს. ამ სექტაში მღვდლები და ბრძენები შედიოდნენ. ისინი არ ემალებოდნენ თანამედროვე სამყაროს, ბერძნებისა და რომაელების აზრებს იღებდნენ და ცდილობდნენ თორასთან დაეკავშირებინათ. უარყოფდნენ ანგელოზების არსებობის რწმენას, სულის უკვდავებასა და მკვდრების აღდგომას. მომავალი სამსჯავრო გამონაგონი ეგონათ და ეჭვი ეპარებოდათ, რომ ღმერთი კაცობრიობის ისტორიაში იღებს მონაწილეობას. შედეგად ზოგიერთმა მადგანმა მიიღო ფილოსოფია ,,შევჭამთ და დავლევთ, რადგან ხვალ დავიხოცებით“. ამასთანავე ტაძარი და მსხვერპლშესაწირი მათი რწმენის ფუძედ რჩებოდა. სადუკევლები უარყოფდნენ იმას, რასაც აკეთებდნენ ფარისევლები და ეთანხმებოდნენ იმას, რასაც ფარისევლები უარყოფდნენ. მათ მრავალი მიმდევარი ჰყავდათ. მათ ასევე ექვემდებარებოდნენ მღვდლები და ლევიანები. როგორც შეეძლოთ თანამშრომლობდნენ რომაელებთან, რათა ტაძარში შეენარჩუნებითან ძალაუფლება.

ნათლისმცემელმა თამამად უწოდა ამ რელიგიურ ადამიანებს ,, "იქედნეთა ნაშობნო!“ ყველა იუდევლისთვის ცნობილი იყო, რომ წმინდა წერილი ეშმაკს გველს უწოდებდა. იოანემ კი უწოდა მათ "იქედნეთა ნაშობნო“ იმიტომ, რომ ბოროტებით იყვნენ სავსე და მათი სწავლება შხამიანი. მათ სიცბიერით უნდოდათ მომავალი რისხვისთვის თავი დაეღწიათ, იოანესგან კი მოუნანიებლად მიეღოთ ნათლობა. მან ჰკითხა მათ ვინ მოიგონა რისხვისგან გაქცევა, რის შესახებაც კითხულობდნენ თორაში. მათ იცოდნენ, რომ რისხვა უწმინდურებზე იყო. იოანემ მკვეთრად განსაჯა ადამიანური სამართლიანობა, რომელიც რჯულის ბუკვალურ შესრულებაზე იყო დაფუძნებული. ასევე გამოვიდა აზრის წინააღმდეგ, რომელიც ასე ჟღერდა: რჯულისგან თავისუფალი ცხოვრება ცოდვაა. ნათლისმცემელმა ღმერთის რისხვა აამაღლა ყოველგვარ სიცბიერესა და ტყუილზე, მაშინ როდესაც ადამიანს რიტუალების შესრულების იმედი აქვს. მან დაამოწმა უღმერთოდ მცხოვრებზე ღმერთის სასამართლო და არა მათზე, ვინც სინდისით საზღვრავდა. არავინ არ არის მართალი უფლის წინაშე. ,, ყველამ გადაუხვია, უსარგებლონი გახდნენ; არ არის სიკეთის მქმნელი, არ არის არავინ.“ (როამელთა 3:12).

საკმარისი იყო სხვებისთვის მოწოდების გაკეთება: ,,მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია სასუფეველი ცათა“. მაგრამ როდესაც იოანემ დაინახა, რომ მისკენ ფარისევლები და სადუკეველნი, მას მოუწია სრული სიმართლის თქმა ღიად, საკმაო დეტალების ჩათვლით.

არ დაუწყია თავიდანვე შემოვლა, არ უწოდებდა მათ ,,რაბი“ (ჩემი მასწავლებელი), როგორც ამას სხვები აკეთებდნენ. არ ეუბნებოდა მოსაფერებელ სიტყვებს, რის მოსმენასაც მიჩვეულები იყვნენ. მან მათ უწოდა ,,იქედნეთ ნაშობნო“. მოგვიანებით ქრისტემაც ასე უწოდა მათ (12:34; 23:33) და ნამდვილად გველების მსგავსნი იყვნენ, თუმც გარედან ღვთისმოსავად გამოიყურებოდნენ. შიგნიდან შხამით, ბოროტებით და ყველაფერი კეთილისადმი მტრულად განწყობილნი იყვნენ.

რა მონანიების ნაყოფზე უნდა იყოს საუბარი, როდესაც ადამიანი იმდენად გახრწნილია ტავის განზრახვებში, რომ არანაირი სიკეთის გაკეთება არ შეუძლია? საუბარია შემდეგ ნაყოფებზე:

  • Პირველი: ზუსტი ცოდნა იმისა, რომ ვიღუპებით
  • მეორე: სიამაყის დამსხვრევა და ღმერთის წინაშე ცოდვების აღიარება.
  • მესამე: გამუდმებული ლოცვები იმის შესახებ,რომ ღვთის ძალა იყოს ჩვენში და მიგვიძღოდეს წმინდა ცხოვრებისკენ.
  • მეოთხე: ღმერთთან გამუდმებით ცხოვრების, ურყევი გადაწყვეტილება.

ვინც ამბობს, რომ წუხს თავის ცოდვებზე, ამასთანავე კი აგრძელებს ცოდვაში ყოფნას, ის არ არის ღირსი ეწოდოს მონანიებული და მიიღოს კურთხევა. ყველა მონანიებული უნდა ცხოვრობდეს და იქცეოდეს მონანიების მსგავსად და არაფერს ისეთს არ უნდა აკეთებს, რაც არაა შესაფერისი მონანიებული ცოდვილისთვის. მონანიებული უნდა იყოს თვინიერი და მორჩილი, მადლიერი მცირე წყალობაზეც, მომთმენი განსაცდელებში, ფხიზელი უმნიშვნელოდ გამოვლენილ ცოდვებთან, მოშურნე კეთილ საქმეებთან და უშუალო ყველასთან.

იუდეველები ფოქრობდნენ, რომ აბრაამი მათი მამაა და მის შტოსთან მიკუთვნება იმის გარანტიაა, რომ ღმერთის აღთქმები მათ ცხოვრებაშიც აღსრულდება, ვინაიდან ღმერთი არ გატეხს იმას, რასაც დაპირდა. მაგრამ იოანე ღმერთის ასეთი წარმოდგენა დაასხვრია და აბრაამის შთამომავლებს ეშმაკისგან დაბადებულები უწოდა. შემდეგ ანახა მათ ქვები, რომლებიც უდაბნოში ბევრი იყო და უთხრა: თუ არ მოიდრეკთ თქვენს ქვის გულებს და არ სთხოვთ ღმერთს ახალს სულიერ და შემწყნარეს, შემომქმედს შეუძლია ამ ქვებისგან შექმნას თავისთვის შვილები და აღასრულოს აბრაამისთვის მიცემული დანაპირები. ეს გამონათქვამი: ,,ამ ქვებისგან ღმერთს შეუძლია, აბრაამის შვილების წამოყენება“ დღეს გვეკუთვნის ჩვენ, ვინაიდან ბევრს გული გაქვავებული აქვს და არ შეუძლიათ ღმერთის ხმა აღიქვან სხვადასხვა სწავლებების გამო, რაც ქრისტესთვის საზიზღრობაა. ჩვენ კი იოანე ნათლისმცემელთან ერთად გვწამს და სიხარულით ვაღიარებთ, რომ ღმერთს შეუძლია შექმნას ამ ქვებისგან აბრაამის შვილები.

ძალიან ვცდებით თუ ვთვლით, რომ საკუთარი კეთილი დამოკიდებულებით გადავრჩებით, თუ ამასთანავე დავრჩებით უმართლოები. და თუკი საკუთარ თავებს ვანუგეშებთ ღვთისმოშიში წინაპრებით ან კარგი რელიგიური აღზრდის მიღებით, ან მორწმუნე ადამიანებთან მეგობრობით, რომლებიც გვაძლევენ კეთილ რჩევებს და ლოცულობენ ჩვენთვის, რა სარგებელი გვაქვს აქედან, თუკი თავად არ ვინანიებთ და არ ვცხოვრობთ მონანიებული ცხოვრებით.

შენ ჩემო ძმაო აღიარებ თუ არა ჩვენთან ერთად უფლის ძლიერებისა და მხსნელი რწმენას?

ლოცვა: წმინდაო ღმერთო შენ რისხდები ყველა ცოდვაზე, უსამართლობაზე და ყველა უწმონდურებაზე. შენ უარყოფ ყოველგვარ ფარისევლობას და ტყუილს. დამეხმარო არ ვიყო ფარისეველი და სადუკეველი, არამედ დავიმდაბლო თავი და ვაღიარო ჩემი ცოდვები შენთან. გევედრები ყოველთვის წყალობა მიყავი და შენი ძალა გამოვლინდეს ჩემს უძლურებაში. შენ ხარ ჩემი მსაჯული და მხსნელი და შენ არ დამტოვებ მე.

კითხვა:

  1. ვინ არიან ფარისევლები და სადუკევლები?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 12, 2022, at 11:29 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)