Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 012 (Genealogy of Jesus)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 1 - ქრისტეს ცხოვრება მსახურებამდე (მათეიესო 1:1 - 4:25)
A - იესოს დაბადება და ბავშვობა (მათეიესო 1:1 - 2:23)

1. იესოს გენეალოგია (მათეიესო 1:1-17)


მათეიესო 1:12-16
ბაბილონში გადასახლების შემდეგ იეხონიამ შვა შეალთიელი; შეალთიელმა შვა ზერუბაბელი. 13 ზერუბაბელმა შვა აბიჰუდი; აბიჰუდმა შვა ელიაკიმი; ელიაკიმმა შვა აზორი; 14 აზორმა შვა ცადოკი; ცადოკმა შვა იახინი; იახინმა შვა ელიჰუდი. 15 ელიჰუდმა შვა ელეაზარი; ელეაზარმა შვა მათანი; მათანმა შვა იაკობი. 16 იაკობმა შვა იოსები, მარიამის ქმარი, ვისგანაც იშვა იესო, რომელიც ქრისტედ იწოდება.

აღმოჩნდნენ რა ბაბილონის ტყვედ იუდევლები, ჩავარდნენ სასოწარკვეთაში. ისინი იმედოვნებდნენ, რომ ღმერთი მათ დაიცავს თავისი აღთქმების გამო მათთან და რომ მისი თანდასწრება ტაძარში - ერთგულ გამარჯვებას უდრის. მაგრამ ამ შემთხვევის მერე ისინი მიხვდნენ, რომ ღმერთი მათ სიწმინდეს და რჯულის დაცვას სთხოვს სიყვარულში. ღმერთს არ აკმაყოფილებს რიტუალები, დოქტრინები, მრავალრიცხოვანი ლოცვები, რომელთა შესრულებასაც აზრი არ აქვს, რადგან მისი მიზანი არ არის რელიგიური სახელმწიფოს შექმნა, რომელიც პოლიტიკური ძალით იქნება დატვირთული, არამედ სურს ადამიანების გულების შეცვლა, რათა ისინი იყვნენ თავმდაბლები მის წინაშე, სურს განუახლოს მათ გონება და მათში ახალი კაცი ააღორძინოს.

ღმერთი ყოველთვის არ რისხდება, ის უბრალოდ გვაძლევს საშუალებას ჩვენ და ცალკეულ ადამიანებს, ახალ შესაძლებლობებს მონანიებისთვის. 538 ჩვ.წ. ორი ადამიანი იერუსალიმში დაბრუნდა იმედებით სავსე. ეს იყო ზერუბაბელი, დავითის და იესოს შტოდან, ყოფილი მღვდელმთავრის ძე. მათ და მათ ერს ნება ჰქონდათ დართული დაბრუნებულიყვნენ სამშობლოში, როდესაც სპარსელებმა გაიმარჯვეს ბაბილონელებზე. მეფე კიროსმა იუდეველებს უფლება მისცა სურვილისამებრ თავიანთ სამშობლოში დაბრუნებულიყვნენ და იუდეველთა მცირე ჯგუფი სიხარულით დაბრუნდა. თუმცაღა მათ იერუსალიმი იხილეს დანგრეული და გაღატაკებული. ცუდი პირობების მიუხედავად მათ ტაძრის შენება დაიწყეს, აცნობიერებდნენ რა, რომ ყოველივე ეს დაემართათ ურწმუნოების და არასწორი ცხოვრების გამო. ისინი ხვდებოდნენ, რომ ღმერთს მათგან პოლიტიკური სამეფო არ სჭირდებოდა, არამედ სულიერი მსახურება, სუფთა გულით თაყვანისცემა და უმანკო ცხოვრება.

ჩვენ არ ვიცნობთ ბევრს ვინც იესოს წინაპარშია ნახსენები. ჩვენთვის ცნობილია, რომ ისინი ცხოვრობდნენ უცხო მიწელების მმართველობის ქვეშ, რადგან ძალაუფლება სპარსელებისგან ბერძნებს გადაეცემოდა. შემდეგ მაკაბელებისგან რომაელებს. იუდეველთა რეგიონი რჩებოდა იზოლირებულად და პოლიტიკურ ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი არ უთამაშია.

ჩვენდა გასაკვირად ვხედავთ, რომ იესოს გენეალოგია მთავრდება იოსებზე, რომელიც იესოს ნამდვილი მამა არ იყო. საქმე იმაში იყო, რომ იმ დროს გენეალოგია ფუძნდებოდა არა სისხლით კავშირზე, არამედ კანონებზე. იესო დავითის შთამომავლების ნაწილი გახდა იოსების მეშვეობით, რომელმაც იშვილა ის და იმის წყალობითაც, რომ ის დაიბადა დავითის ქალაქში და არა ნაზარეთში. რომაული კანონების თანახმად, იოსებს დაბრუნება მოუწია თავისი წინაპრების აღსაწერად.

მათე ამოწმებდა იმის შესახებ, რომ თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო იესოს, მარიამის ძის დაძახება მესიად. იესო ქრისტედ აღიარა არა მხოლოდ მათემ, არამედ დიდმა ნაწილმა ძველი აღთქმის ერებიდან და ასევე მილიონობით ადამიანმა სხვადასხვა ერიდან, რომლებიც ჩენს დღეშიც აღიარებენ ამ ჭეშმარიტებას და ხარობენ, რადგან დაიბადა ქრისტე და ადამიანებთან ახლოა ზეციერი სამეფო. მისი სიყვარული, სულიერი ძალაუფლება, კურთხევა და თავმდაბლობა მოწმობს მისი სამეფოს არამიწიურ ხასიათზე. ჩვენი დატანჯული მსოფლიო აღარ საჭიროებს ახალ სამეფოს და უფროსებს, რადგან იარაღი და სიმდიდრე ვერ განაახლებს ერებს. მხოლოდ ღმერთთან შერიგება ქრისტეში ცვლის მდგომარეობას და ადამიანებს და ჩენ მთელი გულით ვლოცულობთ: ,,დაე მოვიდეს მეფობა შენი“ ჩვენს დღეებში!

ლოცვა: უფალო იესო შენ ჩვენი მეფე ხარ. არ ითხოვ ჩვენგან რაიმე გადასახადს ან კანონების შესრულებას - მხოლოდ საკუთარი თავი გაიღე და გაგვანთავისუფლე პოლიტიკური დიდებისა და მატერიალურად უზრუნველყოფისგან, ასევე შურისძიებისგან. გამუდმებით გვცვლი და სიყვარულის ადამიანებად გვაქცევ. გვაძლევ საუკუნო სიცოცხლეს, რათა არ დავიღუპოთ, (იოანე 11:25-26) არამედ გვქონდეს საუკუნო სიცოცხლე.

კითხვა:

  1. რატომ მთავრდება იესოს გენეალოგია იოსებზე, რომელიც მისი ნამდვილი მამა არ ყოფილა?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 11, 2022, at 10:45 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)