Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 013 (Genealogy of Jesus)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 1 - ქრისტეს ცხოვრება მსახურებამდე (მათეიესო 1:1 - 4:25)
A - იესოს დაბადება და ბავშვობა (მათეიესო 1:1 - 2:23)

1. იესოს გენეალოგია (მათეიესო 1:1-17)


მათეიესო 1:17
ამრიგად, მთელი მოდგმა აბრაჰამიდან დავითამდე - თოთხმეტი თაობა; დავითიდან ბაბილონში გადასახლებამდე - თოთხმეტი თაობა; ბაბილონში გადასახლებიდან ქრისტემდე - თოთხმეტი თაობა.
(ლუკა 3:23-38)

ციფრი 14 შედგება 2 შვიდიანისგან (7X2). შვიდიანი კი შედგება სამის და ოთხის ჯამისგან (3+4). ციფრი სამი კი ნიშნავს სამებას; ოთხი კი ოთხივე მხრიდან შუქის სიმბოლოა. ამგვარად ისტორიაში ზეცა და დედამიწა ერთმანეთს უერთდება ციფრი 7-ით. და როდის ვლინდება ციფრი შვიდი ორჯერ? ის ქმნის 14-ს, რაც ნიშნავს ღვთის სისრულეს ჩვენს სამყაროში. და ეს სისრულე ვლინდება სულიწმიდაში, რომელიც მიუთითებს ღმერთზე და მის მოქმედებებზე, ჩვენს სამყაროში.

ამასთან ერთად დროის ის პერიოდები, რომელბიც 14 ციფრზეა დაფუძნებული, თანმიმდევრობით მეორდება 3-ჯერ. მათე ამ ყველაფერში წინასწარმეტყველებას ხედავდა, ქრისტეს მოსვლის შესახებ, ვინაიდან ღმერთს დროები დიდი ხანია განსაზღვრული აქვს და ციფრების ასეთი შერწყმა მიუთითებს ცათა სამეფოს დამკვიდრებას დედამიწაზე. მახარობელმა არ ჩათვალა საჭიროდ გენეალოგიის ხაზში ყველას სახელი ეხსენებინა, რადგანაც დიდ ყურადღებას არ აქცევდა ისტორიულ დეტალებს, არამედ უფრო ყურადღებიანი იყო უფლის ჩანაფიქრების მიმართ, რომელიც ადამიანების გადარჩენის გეგმა იყო.

პირველად ღმერთმა აირჩია აბრაამი და მისგან დიდებული ერი შექმნა, რომელმაც თავის მწვერვალ მიაღწია, მეფე დავითის დროს. სოლომონის დროდან კი დაცემა დაიწყო და მისი ძის რეხაბყანის დროს პოლიტიკური სახელმწიფო დაიყო. შემდეგ კი ჩრდილოეთ სამეფო განადგურებული იქნა და იუდეაში მაცხოვრებლები დატყვევებულ იქნენ. დაბრუნდნენ რა ისინი ტყვეობიდან ღვთის აღმზრდელობის სკოლა გაიარეს და კარგი გაკვეთილი ისწავლეს, რომ ღმერთის მიზანი მომნანიებელთათვის არ არის ძალაუფლება, იარაღი ან მატერიალური აღორძინება, არამედ წმინდა ცხოვრება მოსეს რჯული მიხედვით, ვინაიდან ღმერთს სურს, რომ ისინი წმინდა სამეფოს ერი იყოს, თავმდაბლობაში და ჭეშმარიტებაში მოსიარულე.

მაგრამ ამ სკოლიდან ყველამ ეს დასკვნა ვერ გამოიტანა, მათ შორის იყვნენ მეამბოხეები, რომლებიც ღმერთს ეწინააღმდეგებოდნენ და ნებისმიერი გზით ცდილობდნენ ძლიერი სახელმწიფოს შექმნას. ფარისევლებიც კი ცდილობდნენ თავიანთი ძალისხმევით შეესრულებინათ დიდებული კანონები. ისინი ამაყები და ქედმაღლები იყვნენ და იუდეველთა მხოლოდ მცირე ნაწილმა გააცნობიერა, რომ ღმერთის გარეშე შეუძლებელია წმინდად ცხოვრება. მათ მოინანიეს ღმერთის წინაშე, გამოიტირეს თავიანთი ცოდვები და ჭეშმარიტ გზას მიმართეს. იესოს დროს იყვნენ იუდეველები, რომლებსაც სხვადასხვა აზრი გააჩნდათ. გარეგანად არაფერი ნიშნანი არ იყო იმისა, რომ ერის დიდებული მხსნელი უნდა მოსულიყო, რომელიც გამოისყიდდა მთელი კაცობრიობის ცოდვებს და გახდებოდა კურთხევა. თუმცა მათეს სახარებამ გახსნა ისტორიის მსვლელობაში ის ფაქტი და მტკიცებულება, რომ სწორედ იესოა ღმერთის დაპირებული ქრისტე.

ლოცვა: ჩვენ აგამაღლებთ შენ წმინდაო ღმერთო, რადგან შენ გაგვანთავისუფლე ჩვენ და დიდი ხნით ადრე მოამზადე შენი ძის წარმოგზავნა და დედამიწაზე მრავალ მეფეს ამზადებდი, მის მისაღებად. შენ არ შეგრცხვა ტყვეები და მრუშები, შენი ძის გენეალოგიის ნაწილი გაგეხადა. დაე გაგვწმინდე შენს რწმენაში, რათა ვიქცეთ შენი ძის გამოსყიდვის ნაყოფებად. გაქებთ და გადიდებთ მისი სულის ნაყოფებისთვის, ჩვენს საქმეებში.

კითხვა:

  1. რას გვეუბნება იესოს გენეალოგიაში დროის მონაკვეთები?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 11, 2022, at 10:48 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)