Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Acts - 102 (Paul’s Parting Sermon)
This page in: -- Albanian? -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 2 - წარმართებსშორის სახარების ქადაგება და ეკლესიების წინადაცვეთა ანტიოქიიდან რომამდე - მოციქული პავლეს მეშვეობით, რომელიც სულიწმიდისგან იყო წარგზავნილი (საქმეები 13 - 28)
გ - მესამე მისიონერული მოგზაურობა (საქმეები 18:23 - 21:14)

9. პავლეს ბოლო მიმართვა ეპისკოპოსებისა და მღვდლების მიმართ (საქმეები 20:17-38)


საქმეები 20:33-38
33 არავისი არც ვერცხლი მდომებია, არც ოქრო, არც ტანისამოსი. 34 თქვენ თვითონ იცით, რომ ეს ჩემი ხელები ემსახურებოდნენ ჩემი და ჩემთან მყოფების საჭიროებებს. 35 ყოველნაირად გიჩვენეთ, რომ ასეთი შრომით უნდა ეხმარებოდეთ უძლურებს და გახსოვდეთ უფალ იესოს სიტყვა, როგორც თქვა: "გაცემა მეტი ნეტარებაა, ვიდრე მიღება”. 36 ეს რომ თქვა, მუხლი მოიყარა და ყველასთან ერთად ილოცა. 37 მაშინ ატირდნენ ყველანი, ყელზე ეხვეოდნენ და ეამბორებოდნენ პავლეს. 38 უფრო მეტად იმ სიტყვის გამო წუხდნენ, რომ თქვა, ჩემს სახეს ვეღარ იხილავთო; და ხომალდამდე მიაცილეს.

ამ უნიკალურ ქადაგებაში პავლემ შეაჯამა ყველაფერი, რაც მან ასწვლა ეფესოში სამ წლიანი მსახურების დროს და შესაძლოა ყველაფერი რაც იქადაგა ანატოლიასა და საბერძნეთში. შეუძლებელია აღწერო როგორი სიმდიდრე დევს ამ რამდენიმე ფრაზაში. მათზე შეიძლება სამი წლის მანძილზე ქადაგება. ეს მონაკვეთია (საქმეები 20:17-38) რომელთა კითხვაც ბევრჯერ არის საჭირო, რათა ყოველ ჯერზე მარგალიტები მოიპოვო, რომლებიც ყველა სიტყვაშია დაფარული.

შესანიშნავია! ასეთი ქადაგების დროს პავლე საუბრობს არა სულიერ თემაზე, არამედ ფულზე, რადგან ფულთან ურთიერთობისას შეგიძლია ადამიანის სული დაინახო. პავლეს არ სურდა შემოწირულობის მიღება ან საკუთარი თავის დახმარება. მას არ სურდა ეკლესიის წევრებით გამდიდრება. ის პატივს არ სცემდა ამაქვეყნის სიმდიდრეს და ამბობდა, რომ ყველაფერი ნაგვად ჩათვალა ქრისტეს უმაღლესი შეცნობისთვის. ის მკვდარი იყო თავისი ფიზიკური სურვილების დაკმაყოფილებისთვის და სექსუალური მოთხოვნილებებისთვის, რადგან ჯვარცმული და დამარხული იყო ქრისტესთან ერთად და ახლა ცხოვრობდა ზეციურისთვის. პავლე შრომობდა საკუთარი ხელებით და თავს ირჩენდა. ის თავის საქმეს გულმოდგინედ და კარგად ასრულებდა. ის შრომობდა ამ პრინციპის თანახმად: ,,რასაც არ უნდა აკეთებდეთ, გააკეთეთ მთელი გულით, როგორც უფლისთვის და არა ადამიანებისთვის“. (კოლასელთა 3:23). ის გამოიმუშავებდა იმაზე მეტს ვიდრე სჭირდებოდა თვითონ და თავის დამხმარეებს. ის ამაყად აჩვენებდა საკუთარ ხელებს მღვდლებს: გაუხეშებულს, რომლებიც დაფარული იყო მაზოლებითა და მრავალი ტკივილების გადამტანს. პავლე თვლიდა ამას პატივის აშკარა ნიშნად. ის არ წერდა წიგნებს, არამედ საკუთარი ხელებით შრომობდა, საკუთარი ბაგეებით ლაპარაკობდა და ფარავდა ხანგრძლივ მანძილს ფეხით. პავლე არა მხოლოდ საკუთარ გონებას, არამედ თავის ხეულს სწირავდა ცოცხალ მსხვეპლად, რომელიც ღმერთისთვის მოსაწონი იყო.

პავლე არ იყო თანახმა, რომ რომელიმე ქრისტიანი გაზარმაცებულიყო და განელებულიყო, უბრალოდ მჯდარიყო და დალოდებოდა უფალს. და საკუთარი უსაქმურობით სახლი მიეყვანა სიღარიბემდე და შიმშილამდე. პავლე გაძლიერებულად მუშაობდა. დაკავებული იყო თავისი პროფესიით დღე დაღამე, რათა ყოფილიყო მაგალითი და ღმერთის სახელის განსადიდებლად მოეხდინა დროის ეკონომია.

ის არ ხარჯავდა ფულს მხოლოდ საკუთარი სურვილების დასაკმაყოფილებლად და არც თავისი და თანამსახურების საჭიროებებზე. ის ასევე სწირავდა ამ ფულს ღარიბებს. ჩვენ გამოვიმუშავებთ ფულს და ვიღებთ თვიურ ხელფასს არა მხოლოდ საკუთარი სურვილების დასაკმაყოფილებლად. ჩვენი გამომუშავებული თანხა გათვლილია რათა ვიმსახუროდ, გავცეთ და შევწიროთ. ქრისტემ თქვა: ,,ღარიბები ყოველთვის თქვენს გვერდით იყოლიეთ.“ არის ბევრი ავადმყოფი, უძლური, ქვრივიდ და ობოლი და ისინი შენგან დახმარებას ელოდებიან. შენი იპოვი მათთან ქრისტეს, ვინაიდან მან თქვა: ,,შიშველი ვიყავი, საპყრობილეში, ვავადმყოფობდი და საჭიროებას განვიცდიდი, თქვენ კი არ მომინახულეთ და არ ჩამაცვით და არ იზრუნეთ ჩემზე“. (მათე 25:31-46). რას ელოდები და რატომ არ იწყებ მსხვერპლიანი ცხოვრებით მსახურებას? იქნებ ჯერ კიდევ გაუხეშებული ხარ გულით და ბრმა და ვერ ხედავ საჭიროებაში მყოფთ?

პავლემ ყველაფერი შეაჯამა ქრისტეს სიტყვების ციტირებით, რომელიც არც ერთ სახარებაში არ წერია. თუმცა ეს სიტყვები შესაძლოა ყველა სახარების შეჯამება იყოს და ნიშანი პავლეს წერილებისა: “გაცემა მეტი ნეტარებაა, ვიდრე მიღება”. ამ სიტყვებში უფლის სიღრმე ჩანს, ვინაიდან ბედნიერია,ის ხარობს და მხიარულობს, რადგან გამუდმებით შეუძლია გვაკურთხოს და გვაძლიოს სიკეთის ნიჭები. ქრისტე მოვიდა, რათა თავი ცოდვილებისთვის დადოს.

მსხვერპლის და თვითშეწირვის პრინციპი სხვების გამო, ქრისტიანობის სულიერი საფუძველია. ღმერთის სიყვარული აღგვძრავს მსხვერპლისკენ, მსახურებისკენ, ქველმოქმედებაში ჩართვისკენ არა საკუთარი თავისთვის, არამედ მათთვის ვინ არაა ამ სიყვარულის ღირსი. როგოც ქრისტემ გასცა თავისი სიცოცხლე მრავალთა გადასარჩენად, ასევე უფალი მოგვიწოდებს შევწიროთ დრო და ფული, რათა სხვა ადამიანებს დავრხმაროთ ოჯახებში, სამსახურსა და ეკლესიაში. იქამდე ვერ შეიცნობ ჭეშმარიტ სიხარულს, სანამ მსხვერპლად არ გაიღებ საკუთარ თავს უფლისთვის და ადამიანებისთვის. ამ გზით, ქრისტეს მსხვერპლი ეკლესიისთვის ნიშანი და ჩვენი აზრების, სიტყვებისა და საქციელების სიმბოლო გახდა. თუ გულის სიღრმეში ბედნიერი არ ხარ, მიიღე მოციქულის სიტყვები, რომ ბევრი უნდა იშრომო, რათა დაეხმარო დაუძლურებულთ და ღარიბთ. ვერსად გაექცევი სიტყვა “საჭიროა”-ს, თუ გინდა ნამდვილი ქრისტიანი იყო, მით უფრო ხუცესი ან ეკლესიის წინამძღოლი.

პავლე არ იყო ფილოსოფოს-თეორიტიკოსი - ის რეალისტი და მებრხოლი მლოცველი იყო. ლოცვის გარეშე არ არსებობს ნაყოფები. მრავალსიტყვაიბისგან არავითარი სარგებელი არაა, რადგან ერთი ღმერთი გვაკურთხებს და გვასწავლის. მოციქულმა მუხლი მოიდრიკა ეკლესიის მღვდლებთან ერთად და მთელი გულით ილოცა. ოდესმე წაგიკითხავს მოციქულური ლოცვა პავლეს გულიდან? წაიკითხე მისი ეფესელთა წერილები (1:3-14; 1-17-23; 3:14-21). თუ შეგნებულად შეუერთდები ამ ლოცვებს, იფიქრებ ცალკეულ სიტყვებზე, მიხვდები რამდენად ვიწროა ჩვენი ლოცვები. სთხოვე იესოს ლოცვის სული, რადგან ბევრი შეუძლია მართლის გახლიერებულ ლოცვას (იაკობი 5:16).

ხუცესები ხვდებოდნენ, რომ ეს ლოცვა ბოლო იქნებოდა, რასაც პავლეს პირით მოისმენდნენ. თვალებიდან მადლიერების, სიყვარულის, ნაღველისა და ტკივილის ცრემლები წასკდათ. მამაკაცებს არ რცხვენიათ წრფელი გრძნობების გამო ტირილის. ისინი ცრემლებს ღმერთის მამაკაცის გამო ღვრიდნენ, რომელმაც ზეცის კარი გახსნა მათთვის და რომელიც ფიზიკურად ემსახურებოდა მათ, როდესაც მათ შორის ცხოვრობდა. ახლა კი ის ტანჯვასთამ და ტკივილთან შესახვედრად მიდიოდა. ყველამ სათითაოდ გადაკოცნეს ის დიდი ღვთიური და ოჯახური სიყვარულის ნიშნად.

ლოცვა: უფალო იესო ქრისტე, თაყვანსგცემთ და მადლობას გიხდით იმისთვის, რომ შენი სიტყვა სრულ გადარჩენას, სიყვარულის ძალასა და იმედით ნუგეშისცემას გვაძლევს. გვასწავლე გულმოდგინეთ ვიშრომით სკოლაში, სახლში, სამსახურში, რათა არასდროს გავზარმაცდეთ! დაე ვისწავლოთ სამსახურითა დროით მსხვერპლიანობა სხვებისთვის, როგორც შენ გაიღე შენი სიცოცხლე ჩვენთვის, რადგან დასაღუპავად ვიყავით მზად!

კითხვა:

  1. რატომ არის გაცემა მეტი ნეტარება, ვიდრე მიღება?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 02:59 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)