Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Acts - 066 (Preaching in Antioch)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 2 - წარმართებსშორის სახარების ქადაგება და ეკლესიების წინადაცვეთა ანტიოქიიდან რომამდე - მოციქული პავლეს მეშვეობით, რომელიც სულიწმიდისგან იყო წარგზავნილი (საქმეები 13 - 28)
ა - პირველი მისიონერული მოგზაურობა (საქმეები 13:1 - 14:28)

3. ქადაგება ანატოლიის ანტიოქიაში (საქმეები 13:13-52)


საქმეები 13:26-43
26 კაცნო, ძმანო, აბრაჰამის მოდგმის ძენო, თქვენ შორის ღვთისმოშიშნო, თქვენ მოგევლინათ ხსნის სიტყვა! 27 ვინაიდან იერუსალიმის მკვიდრებმა და მათმა მთავრებმა არ ცნეს იგი, დასაჯეს და ამით შეასრულეს წინასწარმეტყველთა სიტყვები, ყოველ შაბათს რომ იკითხება. 28 ვერავითარი სასიკვდილო ბრალდება რომ ვერ მოუნახეს, პილატეს სთხოვეს მისი მოკვლა. 29 როცა აღსრულდა ყოველივე, მასზე რომ დაიწერა, ჩამოხსნეს ძელიდან და სამარხში დაასვენეს. 30 ღმერთმა კი მკვდრეთით აღადგინა იგი. 31 მრავალი დღის განმავლობაში ეჩვენებოდა მათ, რომლებიც მასთან ერთად ამოვიდნენ გალილეიდან იერუსალიმში და რომლებიც, ახლა მასზე ამოწმებენ ხალხის წინაშე. 32 და ჩვენ გახარებთ, რომ აღთქმა, მამებს რომ მისცა, 33 ღმერთმა ჩვენ, მათ შვილებს, შეგვისრულა და აღგვიდგინა იესო. როგორც მეორე ფსალმუნში წერია: ჩემი ძე ხარ, დღეს გშობე შენ. 34 ხოლო რაკი მკვდრეთით აღადგინა, რათა აღარასოდეს დაბრუნებოდა ხრწნილებას, ასე თქვა: მოგცემთ თქვენ სიწმიდეს, დავითისთვის აღთქმულს. 35 ამიტომ სხვაგანაც ამბობს: ხრწნილებას არ ახილვინებ შენს წმიდას. 36 თუმცა დავითმა, რომელიც თავის თაობაში ღვთის ნებით მსახურებდა, განისვენა, თავის მამებს შეუერთდა და იხილა ხრწნილება. 37 მან კი, ღმერთმა რომ აღადგინა, ხრწნილება არ იხილა! 38 ცნობილი იყოს თქვენთვის, კაცნო, ძმანო, რომ ცოდვების მიტევება მის მიერ გეუწყებათ. 39 ყოველივესგან, რისგანაც მოსეს რჯულით ვერ გამართლდით, მასში მართლდება ყველა მორწმუნე. 40 გაფრთხილდით, რომ არ მოგეწიოთ წინასწარმეტყველებებში ნათქვამი: 41 იხილეთ, აბუჩად ამგდებნო, განცვიფრდით და განადგურდით, რადგან ისეთ საქმეს მოვიმოქმედებ თქვენს დღეებში, რომელსაც არ დაიჯერებდით, ვინმეს რომ მოეთხრო თქვენთვის”. 42 იუდეველთა სინაგოგიდან გამოსვლისას ევედრებოდა მათ ხალხი, რომ მომავალ შაბათსაც ელაპარაკა მათთვის ეს სიტყვები. 43 როცა დაიშალა კრებული, ბევრი იუდეველთაგანი და ღვთისმოსავი პროზელიტი მიჰყვა პავლეს და ბარნაბას; ისინი კი ესაუბრებოდნენ და არწმუნებდნენ, რომ დარჩენილიყვნენ ღვთის მადლში.

პავლე თავისი სიტყვის ძირითად ნაწილზე გადავიდა, რომელშიც წრფელად მიმართა აბრაამის შვილებს და ღმერთს მაძიებლებს, უმოწმებდა მათ რა, რომ გადარჩენის სახარება უშუალოდ მათთვის იყო. ყველა წინასწარმეტყველი იოანე ნათლისმცემლამდე ელოდება უფლის აღთქმებს. ახლა გადარჩენა სისრულით აღსრულდა და ის მზად იყო მათში აღსრულებულიყო, ვინც გაიგომებდა მას.

პავლე არ გაჩუმებულა და ილაპარაკა ხალხის მიერ იესოს უარყოფაზე, არ დამალა სიმართლე არასამართლიანი სასამართლოს შესახებ, რომელიც უზენაესმა საბჭომ ჩაატარა იერუსალიმში. მან მათ დაუმორჩილებლობას უკულტურობა უწოდა, ასევე დანაშაული, ბრალი და დიდი ცოდვა. მათ არ ისმინეს სულიწმიდის ხმა. როდესაც გადასცეს რომაელ მმართველს იესო და მოითხოვეს მისი ჯვარცმა, და მაშინ უმაღლესმა საბჭომ გააკეთა ის, რაც კარნახით მიიღეს წინასწარმეტყველებისგან. პავლე მთელი ძალით სცდილობდა მსმენელისთვის დაემტკიცებინა, რომ იესო იუდეველების სურვილით არ მომკვდარა, არამედ ყველაფერი ზუსტად ისე მოხდა, როგორც წინასწარმეტყველები ამბობდნენ. ჩვენ სამყაროში უფლის ნების გარეშე არაფერი ხდება. ჯვარი გვიჩვენებს იმას, რომ ადამიანები ცოდვილები არიან, იმ სურვილის მიუხედავად რომ უფლის ნების აღსრულება სურთ. ღმერთის სიყვარულს წინააღმდეგობა ყოველთვის ხვდება.

ამის მიუხედავად უფლის ძლევამოსილება არ შეწყდა, როდესაც ადამინებმა ქვეყნიერების მხსნელი მოკლეს. თავისი ძის სიკვდილის მეშვეობით მამამ, უფრო ნათლად წარმოაჩიმა საკუთარი თავი როგორც დიდებულმა გამარჯვებულმა, ვინაიდან იესო აღადგინა მკვდრეთით. ამ სიტყვებში პავლემ ოთხჯერ ახსენა იესოს მკვდრეთით აღდგომა, როგორც უფლის მოქმედება. ჯვარცმული არ მოკვდა, როგორც დამნაშავე, არამედ ყოველთვის მამის გეგმაში იყო. ქრისტეს აღდგომა, პავლეს ქადაგების ქვაკუთხედი იყო. ამოწმებდა, რომ იესო თავისი სიკვდილის და ჯვარცმუს შემდეგ, მრავალჯერ ეჩვენა თავის მოწაფეებს და ისინი მისი სულიერი, აღმდგარი სხეულის ჭეშმარიტების მხილველები იყვნენ.

ამ აღდგომის საფუძველზე, პავლე ძველი აღთქმით ნმარტავდა, რომ ღმერთს ყავს სამუდამო, წმიდა და დიდებული შვილი. ამდაგვარად იყო ღმერთი, იესოს მამა. ის მისი ერთგული რჩებოდა, სამარხიდან ააყენა და თავის დიდებაში შეიყვანა. დავითს, დიდებულ მეფეს და წინასწარმეტყველს, ესმოდა ყველა ეს საიდუმლო წინასწარმეტყველება. თუმცა სათავისოდ არ მიუღია. მისი სხეული სამარხში ყოფნას განაგრძობდა. ის გაიხრწნა და ფერფლას იქცა. პეტრემ ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე დაადასტურა, რომ წინასწარმეტყველება ამ მუხლების თანახმად ფს.15:10 და საქ. 2:27 იესო ქრისტეში აღსრულდა. პავლე ამოწმებდა ანტიოქიაში, რომ ღვთის წმიდა ვერ იხილავს ხრწნას.

იესო გვპატიობს ცოდვებს. არავინ მართლდება რჯულის აღსრულებით; მართლდება მხოლოდ ის, ვინც მყარად ეჭიდება გამარჯვებულ იესოს. ასეთი მყარი დანდობა მეტყველებს პირდაპირ და მარტივ რწმენაზე. იესოს მორწმუნე მართლდება, იწმიდება და ცოცხლობს სამუდამოდ. ეჭიდები თუ არა შენ უფალს ასე მყარად?

სახარება გვთხოვს მივიღოთ გადაწყვეტილება, ან მივიღოთ ან უარვყოთ. ამ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული გადარჩენა ან გაუცხოება, საუკუნო სიცოცხლე ან საუკუნო სიკვდილი. პავლემ უკვე უთხრა მრავალ მის მსმენელს, რომ მის სიტყვებს არ დაუჯერებენ, რადგან ამას შეუძლებლად მიიჩნევენ. ჭშმარიტად. ეს იწინასწარმეტყველა აბაკუმმა (აბ.1:5) . ღმერთი დიდებულ საქმეებს გააკეთებს, რომელიც ადამიანის გონებასა და წარმოსახვის ფარგლებს გარეთ გადის და მრავალი არ დაიჯერებს იმას, რასაც თავად უფალი გააკეთებს.

კრებუს ბოლოს მოქცეულმა წარმართლბმა პავლეს და ბარნაბას სთხოვეს მომავალ შაბათს მოსულიყვნენ და მეტი მოეთხროთ ამ გადარჩენის უწყების შესახებ. მოციქულის სიტყვებმა მათი გონება აღძრა და სულიერი სურვით აავსო. ზოგიერთი იუდეველთაგანუ და ღმერთის მოშიში მასთან სახლში წავიდნენ, სადაც კიდევ მრავალი საათი ისაუბრეს მადლით გადარჩენაზე. მოციქულები თავიდანვე ნათლად ასწავლიდნენ, რომ მადლი - გადარჩენის საფუძველია, და სახარება იურიდიული კანონი არაა, რომელიც ადამიანისგან ითხოვს იმას, რაც მას არ შუძლია. სახარება ღმერთის საქმეებს გვიმოწმებს, მის პატიებაზე გველაპარაკება. ქრისტეს ძალა და სიცოცხლე თავისუფლად ეძლევა ყველას, ვისაც სწამს იესო გულით.

ლოცვა: მამაო ჩვენო, რომელიც ხარ ცათა შინა, მადლობას გიხდით რომ მკვდრეთით აღადგინე იესო, შენი ძე, და გვაპატიე ყველა ცოდვა მის გამო! გაგვამყარე შენ ძეში და აავსე ჩვენი ყურები შენი გადარჩენის უწყებით, რათა ჩვენც ვამოწმებდეთ შენ ძალაზე, შენ მოქმედებაზე და გამარჯვებაზე!

კითხვა:

  1. რა იქადაგა პავლემ ქრისტეს აღდგომაზე? რა კეთული უწყება უთხრა მათ ამ აღდგომაზე დაყრდნობით?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 02:27 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.2.140)