Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Acts - 052 (Beginning of Preaching to the Gentiles)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 1 - იესო ქრისტეს ეკლესიის დაარსება იერუსალიმაში, იუდეასა და სამარიაში - მოციქული პავლეს მზრუნველობის ქვეშ და სულიწმიდის ხელმძღვანელობით (საქმეები 1 - 12)
ბ - გადარჩენის სახარების გავრცელება სამარიასა და სირიაში. წარმართთა მოტრიალება (საქმეები 8 - 12)

9. წარმართთათვის ქადაგების დაწყება, ასისთავი კორნელიუსის მოტრიალების მეშვეობით (საქმეები 10:1 - 11:18)


საქმეები 10:1-8
1 კესარიაში იყო ერთი კაცი, სახელად კორნელიუსი, ეგრეთ წოდებულ იტალიურ კოჰორტას ასისთავობდა. 2 მთელი თავისი სახლეულით მართალი და ღვთისმოშიში, ბევრ მოწყალებას გასცემდა ხალხისთვის და მუდამ ლოცულობდა ღმერთის მიმართ. 3 მეცხრე საათი იქნებოდა, ჩვენებაში ღვთის ანგელოზი რომ იხილა ცხადად, რომელიც შევიდა მასთან და უთხრა: "კორნელიუს!” 4 მან შეხედა, შეეშინდა და ჰკითხა: "რა არის, უფალო?” უთხრა: "შენი ლოცვები და მოწყალებანი ამაღლდნენ ღვთის წინაშე შენს გასახსენებლად. 5 გაგზავნე ახლა კაცები იაფოში და დაუძახე სიმონს, პეტრედ რომ იწოდება. 6 იგი, მეტყავე სიმონს სტუმრობს, ვისი სახლიც ზღვის პირას დგას”. 7 მასთან მოსაუბრე ანგელოზი რომ წავიდა, დაუძახა თავის ორ მსახურს და ერთ ღვთისმოსავ ჯარისკაცს, მუდმივად თან რომ ახლდა. 8 უამბო ყოველივე და გაგზავნა იაფოში.

სულიწმიდის გადმოღვრის ორმოცდამეათე დღიდან, პეტრეს მისიონერულ მოგზაურობამდე ეკლესიებში, ეკლესია შედგებოდა იუდეველი მოქალაქეებისგან, სამარიტელთა და მოტრიალებულ იუდეველ წარმართთაგან. მათ ყველამ ირწმუნეს ქრისტე და მოინათლნენ. აქედან გამომდინარე, იმ დროში ეკლესიები შედგებოდა იუდევლური წარმოშობის ქრისტიანებისგან.

და აი თავად ღმერთმა გახსნა კარი წარმართთავის კორნელიუსის მოტრიალების მეშვეობით. ის რომ ეს ადამიანი შემოუერთდა ეკლესიას ერთდროულად სასწაულიც იყო და დაბრკოლებაც მორწმუნე იუდეველებისთვის, რომლებიც თვლიდნენ რომ სულიწმიდის აღთქმული მხოლოდ ქრისტეში მორწმუნე იუდეველების იყო.

ლუკამ დეტალურად აღწერა წარმართი კორნელიუსის მოქცევა. მას ნათლად უნდოდა გადმოეცა, რომ ღმერთმა პეტრეს მეშვეობით, მოციქულთა შორის ყველაზე გახსნილი და თამამი, ამოირჩია ღვთის მოსავი და ღვთისმოშიში წარმართები საუკუნო სიცოცხლისთვის. პეტრე საერთოდ არ ისწრაფოდა ამისკენ. თავად ქრისტე ჩაერია მისი ცხოვრების მსვლელობაში, ისევე როგორც სტეფანეს და სავლეს. ეს შეხვედრა არის შეხების წერტილის კრიტიკული მომენტი მთელი ქვეყნიერებისთვის სახარების ქადაგებისა.

როდესაც ახალ აღტქმაში მორწმუნეს ანგელოზი ეცხადებოდა, ეს იმას ნიშნავდა, რომ ღმერთი იწყებდა ისეთი გეგმის აღსრულებას, რომელიც ადამიანის გონებისთვის აღმატებული იყო. იმისთვის, რომ მორწმუნის რწმენა არ შერყეულიყო, ღმერთი აგზავნიდა თავის ანგელოზებს. ადამიანს მთელი ხუთივე გრძნობით შეეძლო გაეცნობიერებინა, რომ უფალი რაღაც უნიკალურ სასწაულს ქმნის და ხსნის ახალ გზას, მის სამეფოში. კორნელიუსის რწმენას აქვს ღრმა და არსებითი მნიშვნელობა ყველა ერისთვის. ამ წარმართ - კერპთაყვანისცემის ნათლობა რომ არა, სახარება ჩვენამდეც ვერ მოვიდოდა. ის დარჩებოდა შემოსაზღვრული მხოლოდ იუდეველებისთვის.

კორნელიუსი რომაული არმიის ოფიცერი იყო, კესარიაში ასი ადამიანის მეთაური, რომელიც მდებარეობდა რომის ცენტრში, ხმელთაშუაზღვის სანაპიროზე, კარმელის მთასთან. ეს ოფიცერი შთაბეჭდილების ქვეშ იყო იუდევლური რელიგიისგან: ერთი ღმერთის რწმენით, ათი მცნებით და ღვთისმოსაობის წესით, რომლებსაც ასრულებდნენ რომაული იმპერიის შემადგენელი ხალხი, შიშით, ამავდროულად ზედაპირულობით და ვნებით.

კორნელიუსი მთელი გულით მოიქცა ღმერთისკენ. ის აშენებდა თავის ცხოვრებას, მიღებული რწმენის პრინციპებით. მისი ღვთის მოსაობა არ იყო მხოლოდ გონებაში მიღებული მტკიცებულება ან ემოციური აღმავლობა. მან დაუქვემდებარა ყველა თავისი აზრი, სიტყვა და საქმე, რწმენის სულს. მას არ უყვარდა ფული, არამედ ცხოვრობდა მსხვერპლიანი ცხოვრებით. ის როგორც მსხვილი ჯარების ოკუპანტი, არ ავიწროვებდა ღარიბებს, არამედ თავად ეხმარებოდა მათ. ის ხშირად ლოცულობდა და ყოველთვის მზად იყო მოესმინა, თუ რას ეტყოდა ღმერთი.

ამ ადამიანის კეთილი სული დიდხანს შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ის ავლენდა მას მეგობრებთან და ჯარისკაცებთან. ყველა შეძრული იყო მისი თვინიერებით, ლოცვის სულით და მეტად გაიხსნენნ სულიწმიდისთვის. ჭეშმარიტად მორწმუნე ადამიანი არ ცხოვრობს განმარტოებით, არამედ აღჭურვილია სითბოთი და სიყვარულით, რომელსაც შეუძლია ყინულოვანი მთების გალღობა ადამიანთა გულებში. მისი ნათესავებისა და მეგობრების დაცვამ, ისინი ლოცვამდე მიიყვანა. დიდებულმა და წმიდა ღმერთმა რომაელ ასისთავს უთხრა, რომ ყოველი მისი ლოცვა შესმენილ იქნა და ყოველი მისი კეთილი საქმე დანახული. და დღეს ღმერთი არ ივიწყებს შენს კეთილ საქმეებს. ის ელოდება შენი გულის თბილი ხმის მოსმენას და შენი ხელის მოტანილს - შენი რწმენის ნაყოფებს. შენ არ მართლდები ლოცვებითა და მარხვებით, არამედ ღმერთის სიყვარულით. შენი მორჩლება - ეს მადლიერების გამოხატვაა მისი დიდი სიყვარულისთვის.

ანგელოზმა უბრძანა კორნელიუსს ადამიანები ეთიოპიაში გაეგზავნა და ისინი სიმონის სახლისკენ მიმართა, ვისთანაც დასახლდა ადამიანი სახელად პეტრე. ოფიცერმა იცოდა, რომ უფლის ყოველი ბრძანება ზედმეტი დაფიქრებისა და დაყოვნების გარეშე უნდა შეესრულებინა. მას სწამდა ღმერთის და ენდობოდა მას, რომლის წინაშეც ყოველდღიურად ლოცულობდა. მან ალბათ იცოდა, რომ ღმერთი საშიშ ადამიანთან არ წარგზავნიდა. არა, ის იხმობდა თავისკენ ღმერთის მონასა და მოციქულს.

ლოცვა: უფალო იესო მადლობას გიხდით იმისთვის, რომ მრავალჯერ ჩაერიე შენი ეკლესიის ისტორიაში, მართავდი მათ სწორ ნაბიჯებს და მოციქულებს! მადლობას გიხდით, რომ პასუხობ ყველა სწორ ლოცვას და არ ივიწყებ ყველა კეთილ საქმეს, რომლებსაც შენთვის უცნობი ადამიანები ჩადიან. გევედრებით მოიყვანე მრავალი უღმერთო, შენი ხსნის სისრულეში!

კითხვა:

  1. რითი იყო მნიშვნელოვანი ანგელოზის გამოცხადება კორნელიუსთან?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 02:16 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)