Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Acts - 027 (The Death of Ananias and Sapphira)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 1 - იესო ქრისტეს ეკლესიის დაარსება იერუსალიმაში, იუდეასა და სამარიაში - მოციქული პავლეს მზრუნველობის ქვეშ და სულიწმიდის ხელმძღვანელობით (საქმეები 1 - 12)
ა - ადრეული ეკლესიის ზრდა და განვითარება იერუსალიმში (საქმეები 1 - 7)

13. ყველაფერი საერთო ჰქონდათ (საქმეები 4:32-37)


საქმეები 5:7-11
7 სამიოდე საათის შემდეგ, მისი ცოლიც შემოვიდა, რომელმაც არ იცოდა, რა მოხდა. 8 პეტრემ ჰკითხა: "მითხარი, განა ამდენად გაყიდეთ მიწა?” მიუგო: "დიახ, ამდენად”. 9 პეტრემ უთხრა: "რატომ შეითქვით, რომ გამოგეცადათ უფლის სული? აჰა, კარში დგანან შენი ქმრის დამმარხავთა ფეხნი, და შენც გაგიტანენ”. 10 მაშინვე დაეცა იგი მის ფეხებთან და სული განუტევა. შემოსულმა ჭაბუკებმა მკვდარი იპოვეს იგი, გაიტანეს და ქმრის გვერდით დამარხეს. 11 დიდმა შიშმა მოიცვა მთელი ეკლესია და ყველა, ვისაც ეს ესმა.

მთელი ეკლესია ამ უფლის სასამართლოთი. ყველა ხედავდა თავისი ცოდვილი ცხოვრების ნარჩენებს უფლის შუქზე და ეშინოდათ, რომ მათაც ასე მოუვიდოდათ. ბევრმა ცრემლებით მოინანია უფლის წინაშე და რჩებოდნენ შიშსა და თრთოლვაში.

ყმაწვილი წამოდგა და გაახვია მკვდრის სხეული ტილოში. თრთოლვით გაიტანეს ტაძრიდან სხეული, რომელიც ახლახან იქნა უფლის სულისგან შერისხული. ის ყმაწვილები, რომელთაც გაჰქონდათ სხეული, ალბათ ლოცულობდნენ და სრულიად მიუძღვნეს თავი ღმერთს. ისინი სრულიად თავისუფალნი იყვნენ ფულის სიყვარულისგან.

ზოგიერთმა ეკლესიის წევრმა ვერ ნახა სიმამაცე თავის თავში, რომ მკვდარი ადამიანის ცოლისთვის ეთქვათ, შენი ცოლი უფლისგან დაისაჯა ტყუილის გამოო. სულიწმიდამ არ მისცა ნება, რომ ეს ეთქვათ მისთვის, რადგან ყველა გრძნობდა, რომ უფლის სული აღასრულებდა სასამართლოს ბოლომდე. სამი საათიშ შემდეგ, როდესაც საფირა მივიდა კრებაზე იმის იმედად, რომ ეკლესიისგან ამაყად მიიღებდა მადლიერებას მათი უხვი შესაწირავისთვის, პეტრე მაშინვე მივიდა მასთან და ჰკითხა: „რამდენად გაყიდეთ მიწა?“ მოციქულმა მისცა მას ნება მოენანიებინა და უფლის ჭეშმარიტებაზე ეფიქრა, მისი დანაშაული და სიბრიყვე იმაში იყო, რომ ქმარს არასწორი რჩევა მისცა, არ მოუწოდა მას ჭეშმარიტებასა და კეთილი სინდისისკენ, არამედ შეუერთდა მას ამ ცრუ განზრახვაში. შესაძლოა მანაც გადააფიქრებინა სრული თანხის შეწირვა, რათა საკუთარ ოჯახზე ეზრუნათ. ის თავის სიცრუეში, თვალთმაქცობასა და სიამაყეში სრულ თანხმობაში მოდიოდა ქმართან.

პეტრემ ამ თვალთმაქც ქალს მოხსნა ნიღაბი, როგორც უწინ მის ქმარს. მან ეკლესიის შუაგულში გაოგნებულმა ჰკითხა მას თავის სიბოროტეზე, რომელიც ძალიან შესამჩნევი იყო მის სიცბიერეში: „როგორ გაბედეთ შენ და შენმა მეუღლემ უფლის სულის გამოცდა?“ ცოლი უპირველესად უფლის მორჩილი და მომსმენი უნდა იყოს, ხოლო შემდეგ ქმრის. ჩვენ ღმერთს მეტად უნდა ვუსმენდეთ, ვიდრე ადამიანებს, თუნდაც ისინი ჩვენი ძალიან ახლო ნათესავები იყვნენ. როდესაც ქმარი გადახრილია სიბოროტის კეთებისკენ, ცოლმა უნდა დაიცვას ის, არ უნდა მიიღოს მისი სიტყვა და ილოცოს მისთვის, რათა განთავისუფლდეს ამ დანაშაულისგან, სიბოროტისა და ეგოიზმისგან.

საფირამ და თავისმა ქმარმა სახლი გახსნეს ეშმაკის სულისთვის. ისინი ეწინააღმდეგებოდნენ უფლის სულის მოქმედებას, დაიწყეს სიამაყის, სიცრუისა და თვალთმაქცობის სულის შემოშვება თავის გულში. და ამ ბოროტი სული მოტანა გადაწყვიტეს მართალთა და ღვთისმოსავთა წრეში. ამ ბოროტ სულს განვითარების საშუალება, რომ მისცემოდა, მაშინ ის გაანადგურებდა ურთიერთ სიყვარულს ეკლესიაში და შებღალავდა ჭეშმარიტებას. მოციქულები ამ წყვილს არ თხოვდნენ, რომ სრული თანხა მოეტანათ, რომელიც მიწის გაყიდვიდან მიიღეს. მათ თავად გადაწყვიტეს გაევრცელებინათ ასეთი სიცრუე მთელ კრებულში, რათა ყველას წინაშე თავი ექოთ.

ღმერთის წყევლამ ასევე ქალი მოაკვდინა, რომელიც ასევე ამ სიცრუის მონაწილე იყო. სიცოცხლის უფალმა მოაკვდინა ის და ის პირდაპირ მოციქულთა ფერხთით დაეცა, იმ ადგილას, სადაც არ მოისურვა სრული შესაწირის მიცემა. მისი დაცემა დიდი იყო. ყველმა ქალმა ეკლესიაში დაიწყო ფიქრი თავის პასუხისმგებლობაზე სახლში და მეუღლის წინაშე. ქალს შეუძლია თავისი მეუღლე ზეცამდე აიყვანოს ან ჯოჯოხეთში ჰკრას ხელი. თავმდაბალი და მოკრძალებული ქალები, რომლებიც ღმერთს ენდობიან, ლოცვებში თავინათი ქმრის ცდუნებებზე იმარჯვებენ. მათ შორის თუ ქალს სურს მისი ქრმის მდგომარეობა წამოწიოს საზოგადოებაში, როგორც მნიშვნელოვანი და მდიდარი ადამიანის, ის ეშმაკის ბრჭყალებში ექცევა თავის ქმართან და შვილებთან ერთად.

გულის ფანცქლით გაიტანეს ყმაწვილებმა ქალის სხეულიდ ა წაიღეს კედრონის ველზე და იქ დამარხეს მეუღლესთან ერთად. ეს იყო მთელი შესაკრებელისთვის გაკვეთილი. ცოლ-ქმარი, დედა და მამა, ერთი ოჯახი დაიღუპა ერთ დღეს. ეს დიდი დარტყმა იყო მორწმუნეებისთვის. ისინი კითხვას სვამდნენ: ნუთუ სათანადო მზრუნველობა ვერ გავწიეთ მათთან და არ გავაფრთხილეთ ისინი?

სინამდვილეში, რამდენად უკეთესნი ვართ მათზე, ჩვენი გულის განზრახვებში? ანანია და საფირა გაფრთხილებად იქცა ყველა მორწმუნესთვის, ყველა დროში. მათი შემთხვევა გვახსენებს, რომ ღმერთი ეჭვიანი ღმერთია და ასევე მშთანთქველი ცეცხლი.

ლოცვა: უფალო წმიდა, შენ ყოვლისმცოდნე ხარ! იცი ჩვენი წარსული და აწმყო! დაგვიხსენი საკუთარი თავისგან და არ ჩაგვაგდო განსაცდელში! გამანთავისუფლე ფულისგან, სიცრუისა და თვალთმაქცობისგან; შენი ძის სისხლით გამწმიდე! შექმენი ჩვენ ეკლესიებში მართალი და ჭეშმარიტი ოჯახები, სადაც მეუღლეები ერთმანეთს სიმართლეს ელაპარაკებიან! ამინ.

კითხვა:

  1. როგორია ცოლ-ქმრის მოვალეობა ერთმანეთის წინაშე?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 01:48 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.2.140)