Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Acts - 020 (Peter’s Sermon in the Temple)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 1 - იესო ქრისტეს ეკლესიის დაარსება იერუსალიმაში, იუდეასა და სამარიაში - მოციქული პავლეს მზრუნველობის ქვეშ და სულიწმიდის ხელმძღვანელობით (საქმეები 1 - 12)
ა - ადრეული ეკლესიის ზრდა და განვითარება იერუსალიმში (საქმეები 1 - 7)

10. პეტრეს ქადაგება ტაძარში (საქმეები 3:11-26)


საქმეები 3:17-26
17 ახლა ვიცი, ძმებო, რომ თქვენ, ისევე როგორც თქვენმა მთავრებმა, უმეცრებით ჩაიდინეთ ეს. 18 ხოლო ღმერთმა, როგორც წინასწარ გვამცნო ყველა თავისი წინასწარმეტყველის პირით, რომ ქრისტე უნდა წამებულიყო, ასევე აღასრულა კიდეც. 19 მაშ, მოინანიეთ და მოიქეცით, რომ წარიხოცოს თქვენი ცოდვები. 20 რათა დადგეს განახლების დღეები უფლის თანდასწრებიდან და მოგივლინოთ მან იესო ქრისტე, თქვენთვის წინასწარ დადგენილი, 21 რომელიც ზეცამ უნდა მიიღოს, ვიდრე ყველაფერი აღდგებოდეს, რასაც ღმერთი დასაბამიდან ამბობდა თავისი წმიდა წინასწარმეტყველების პირით. 22 ვინაიდან მოსემ თქვა: ჩემს მსგავს წინასწარმეტყველს აღგიდგენთ უფალი, თქვენი ღმერთი, თქვენივე ძმებიდან; გაუგონეთ მას ყველაფერი, რასაც გეტყვით. 23 ყოველი სული, ვინც არ გაუგონებს იმ წინასწარმეტყველს, მოისპობა ხალხისგან. 24 ყველა წინასწარმეტყველი, ვინც სამუელიდან აქამდე იყო, იუწყებოდა ამ დღეებზე. 25 თქვენ ხართ ძენი წინასწარმეტყველებისა და იმ აღთქმისა, რომელიც აღუთქვა ღმერთმა ჩვენს მამებს, როცა უთხრა აბრაჰამს: შენს თესლში იკურთხება დედამიწის ყოველი ტომი! 26 აღადგინა რა ღმერთმა თავისი მსახური, იესო ქრისტე, ჯერ თქვენ მოგივლინათ თქვენდა საკურთხებლად, როცა მობრუნდებით თითოეული თავისი ბოროტი გზიდან”.

პეტრე მოსამართლის მსგავსად კი არ იდგა იუდეველებს შორის, არამედ მათ „ძმებს“ უწოდებდა მიუხედავად იმისა, რომ ზეციდან შობილები არ იყვნენ. იესომ ჯვარზე ხომ ყველას აპატია ცოდვა, გადმოღვარა მათზე სულიწმიდა და ეს სული მზად იყო მათშ ჩასახლებულიყო. აღთქმა მხოლოდ მათ არ მიეცათ, არამედ ყველას ვინც ირწმუნებს. პეტრე უკვე დარწმუნდა იმაში, რომ ის გადარჩენა რომელიც მათ ელოდათ გააპობდა მათ გულებს და მიიყვანდა უფლის მადლით მიზნამდე.

ქრისტეს წამყვანმა მოწაფემ განუცხადა მათ გამომსყიდველი მსხვერპლის ძალა, რომელიც იესომ ჯვარზე აღასრულა და ლოცულობდა: „მამაო, აპატიე მათ, რადგან არ იციან რას ჩადიან!“ ეს განმარტება უკიდურესად მნიშნელოვანი იყო, იუდეველთა დანაშაულის სერიოზულობის მიხედვით. პეტრეს ასეთი სიტყვები მისი გამოცდილებიდან მომდინარეობდა, ვინაიდან აღმდგარმა უფალმა მასაც დაუმსახურებლად აპატია, მისი უწინდელი უარყოფისა და შეურაცხყოფების მიუხედავად. ის მადლით იყო ნაპატიები, მასში დამალული ცოდვის მიუხედავად, და არა მისი კეთილი საქმეების ან საუკეთესო ქცევების გამო. პეტრესთვის საკუთარი გამოცდილება, გამხნევება იყო. ის აუწყებდა უფალი იესო ქრისტეს მადლის შესახებ გახსნილად და სრული სისავსით. მან საკმარისად დაანახა მის მოსმენ ერს ცოდვის არსი და მათი გულები გააპო სრული გახსნილობითა და სიწრფელით. სასამართლოს და სულიწმიდის მხილების მერე მონანიებული ცოდვილი იღებს ახალ, კურთხეულ ნუგეშისცემას.

პეტრე დიდებული ყურადღებით უსმენდა იესოს მისი აღდგომის შემდეგ თუ რას იტყოდა. მოწაფემ გააცნობიერა, რომ ქვეყნიერებისთვის არ არის გადარჩენის სხვა გზა, გარდა იესოს ტანჯვებისა. ღმერთის კრავი უნდა მომკვდარიყო, როგორც წინასწარმეტყველებდნენ ყველა წინასწარმეტყველები. ამ სამყაროში, უპირველესად ღმერთის ნება იყო ჩაფიქრებული, და ღმერთმა თავიდანვე გვაუწყდა ეს. ღმერთმა გადაწყვიტა თავის უდანაშაულო შილზე დაედო მთელი ქვეყნიერების ცოდვები და სირცხვილი. მხოლოდ ის ერთი - ღმერთის ძე - იყო ღირსი მომკვდარიყო ჩვენთვის უფლის რისხვის ალში. მამა, ალბატ თავადაც მზად იყო მომკვდარიყო ამ სამყაროსთვის, რომელიც ბოროტებაში იწვა, ვიდრე მიეცა თავისი მხოლოდშობილი ძე. თუმცა მას თავისი დიდებული არსებით უჭირავს მთელი დედამიწა. მას არ ჰქონდა სხვა არჩევანი, გარდა იმისა, რომ მიეცა თავისი მხოლოდშობილი ძე სასიკვდილოდ ჩვენთვის. იესოს გამომსყიდველი სიკვდილის გარეშე არ იქნებოდა პატიება.

ქრისტეს ცხება სულიწმიდით, ცხადია მისი გამოსყიდველი ტანჯვების შედეგი იყო. ვინც ფიქრობს ჯვარზე, ის პირდაპირ ღმერთის გულს უყურებს, რომელმაც იმდენად შეიყვარა ცოდვილები, რომ მისცა მათ, მოკვდავ ცოდვილებს, თავისი მორჩილი ძე, რათა გამოუყენებელი დამნაშავეები განწმედილიყვნენ მასში და მოეტანათ ბევრი ნაყოფი.

პეტრემ ძველი აღთქმა მოიყვანა მაგალითად დასტურის ნიშნად, რომ ქრისტე ნაზარეთიდან არის ღვთის ქრისტე და რომ ის მოკლულ იქნა მამის გეგმის თანახმად და არა უბრალოდ ბედის შემთხვევითობით. შემდეგ მოციქული უფრო ფართო განხილვაზე გადავიდა, რათა მომსმენთა გულები მოსატრიალებლად გაემზადებინა. სიტყვა „მონანიება“ არ არის მხოლოდ სინანულის გრძნობა, ცრემლები ან სირცხვილი, არამედ ცხოვრების კურსის სრული შეცვალა. მონანიება - ნიშნავს ცრუ და არასწორი მიზნების დატოვებას და ქრისტესკენ მოქცევას, რომელიც არის ჭეშმარიტი, ღვთაებრივი მიზანი. ეს ასევე ცოდვების მონანიებას მოიცავს, იმის აღიარებასაც, რომ ვიმსახურებ უფლის რისხვას, ნიშნავს რწმენას, უსასყიდლო მადლს პატიების მონიჭებისთვის. სრულად მიძღვნა ღმერთისადმი და თავმდაბალი გული ხსნის უსასრულო მადლს. ქრისტემ თავად აღასრულა ჩვენი გადარჩენა ჯვარზე, რათა ყველა მორწმუნე გამართლებული იყოს.

ნუგეშის დრო, ღმერთთან მშვიდობისა და სულიწმიდის ნიჭების გამოვლენის დრო იწყება მაშინ, როდესაც გულებში სახლდება ღმერთის სამართლიანობა. ქრისტეს რწმენა და ჭეშმარიტი მონანიება არ ისაზღვრება მარტივი დადასტურებით იმისა, რომ იესო თავის მიმდევრებშია, ან ღვთისმეტყველური ჩამონათვალით მისი სიკვდილის შედეგებისა. ამ რწმენას მივყავართ იქამდე, რომ ადამიანი იღებს ღვთაებრივ ძალას სულიწმიდის მის შიგნით ყოფნისგან. ძვირფასო ძმაო, შეხვედი თუ არა უფალთან ურთიერთობაში? მოინანიე თუ არა და შეცვალე შენი ცხოვრების მიმართულება? მიიღე ქრისტე, როგორც შენი მხსნელი, რათა იცხოვრო ახალ აღთქმაში და იყო სულიწმიდით აღვსილი.

იცოდე, ძვირფასო მორწმუნევ, რომ ახალი აღთქმის ძირითადი მიზანი ცოდვების მიტევებაში არაა, არც საუკუნო სიცოცხლის დამკვიდრებაშა ან სულიწმიდის ნიჭებში, არამედ თავად ქრისტეს მოსვლაში. მთელი ქმნილება ელოდება მას და ილტვის სრულ აღმოფხვრამდე ყოველივესი, რაც გვაშორებს, ჩვენ მის შემოქმედებას მასთან, ელოდება თუ როდის იმძლავრებს მისი ძალა სამყაროზე და მოიტანს განახლებას. ეს განახლება გვწყურია ჩვენ. ახლანდელი განახლება მორწმუნეების ცხოვრებისა ემსახურება სრულყოფილი დიდების გარანტიას, რომელიც ქრისტეს მოსვლისას იქნება ცხადი. თავის დროზე ის აღადგენს ყოველივეს და პირვანდელ სახეს დაუბრუნებს.

მოწაფეები მის ამაღლებას უყურებდნენ მისი კვლავ მოსვლის თვალსაზრისით. ისინი აცნობიერდნენ, რომ მას სჭირდებოდა რამდენიმე ხანი მამასთან დაეყო, ჩვენი თვალთახედვიდან შორს, რათა მოეხდინა სულიერი გადატრიალება დედამიწაზე. ქრისტეს ამაღლება ასევე სულიწმიდის ჩასახლების პირობა იყო, რომელიც მოვიდა რათა დაეწყო ჩვენში განახლება.

ყველა ჭეშმარიტი წინასწარმეტყველის აუბრობს ქრისტეს მოსვლაზე, როგორც სამყაროს დასასრულზე. ჩვენი არსებობა არ შეწყდება სასამართლოთი, არამედ განახლების სიხარულით და ყველაფრის პირვანდელი სახის აღდგენით. სამყაროს ცენტრი არის, ის შეპირებული მესია წინასწარმეტყველი. მან - ახალი აღთქმის ავტორია, რომელიც ბევრად აღემატება ახალი აღთქმის მოსეს. ვინც უარყოფს ამ ახალ აღთქმას ღმერთთან ერთად, ის იმედის გარეშე დარჩება, ვინაიდან მხოლოდ ქვის გულს შეუძლია უარყოს თავად მადლი. ღმერთი გაანადგურებს ყველა ადამიანს, ვინც ქრისტე უარყო. სამყაროს ისტორია უბრალოდ ცხადი ხდება იმის მიხედვით, თუ ვინ უარყოფს ან მიიღებს ქრისტეს.

ასეთი ღრმა და ხანგრძლივი სიტყვის შემდეგ, პეტრემ მოუწოდა იუდეველებს, რომ იესო მიეღოთ. მან აუხსნა მათ, რომ ისინი არიან წინასწარმეტყველების მემკვიდრეები და აღთქმის ნაწილები, რომელიც ღმერთმა მათ წინაპრებთან დაამყარა. ღმერთმა იცოდა, რომ ადამიანები ერთ დონეზე არ იმყოფებიან მასთან უერთიერთობაში და არ შეუძლიათ მასთან აღთქმის დამყარება, როგორც თანაბარ მხარეებს. და ამიტომაც, მარადიულმა, წმიდა შემომქმედმა თავისი თავი დაუკავშირა ცოდვილებს, რომელიც ქმნილებაა. ამაში არის მისი დიდიებული მადლის არსი.

ღმერთის ისტორია უცნაურ ადამიანებთან დაიწყო იმითი, რომ მან აბრაამი ამოირჩია. წმიდა ღმერთმა უთხრა ამ მომთაბარეს, რომ ერთ-ერთი მისი შვილთაგანი იქნება ღვთის მადლის მატარებელი ყველა მიწიური ტომისთვის. ღმერთმა, ყველა სატანის წინააღმდეგობის, შეცდომების და ადამიანების სისუსტის მუხედავად, აღასრულა თავისი გეგმა. მან სისრულეში მოიყვანა თავისი ჩანაფიქრი და ერთ დღესაც სულიწმიდამ ძველი აღთქმის ყველანაირი ზღვარი გაგლიჯა და ყველა ერს მოუწოდა ღმერთთან ურთიერთობისთვის. და მაინც, პეტრე პირველრ იგში იუდეველებს შესთავაზა უფლის მადლი და ყველა, ვინც ირწმუნა გადარჩა.

ღმერთმა აკურთხა თავისი მტრები და მისცა შესაძლებლობა გადარჩენილიყვნენ მათ, ვინც მისი ძე ჯვარზე მიალურსმა. ქრისტე აღდგა მკვდრეთით და მამასთან სრული შეთანხმებით. მამამ ის დიდებით წარიტაცა, რათა ძემ თავისი მიმდევრები დაააჯილდოვოს ყოველგვარი სულიერი კურთხევით ზეცაში. ღმერთმა აკურთხა მომსმენი გულები, მიმართა ისინი მონანიებისა და მოტრიალებისკენ. ადამიანი თავისთავად არ ინანიებს, არამედ სულიწმიდა ეხმარება მას, რომ ირწმუნოს ქრისტე. თუ ადამიანი არ ინანიებს თავის ბოროტებას და არ განუდგება მას, ის ვერ შევა ქრისტესთან ურთიერთობაში. ღმერთი ელოდება, რომ მთელი ძალისხმევითა და სიხარულით მივმართოთ მას. მაშინ იწყებს ის ჩვენ აღდგინებას. დაამთავრე თუ არა საქმე შენ ცოდვებთან, ძვირფასო მორწმუნევ? ეჭიდები თუ არა ქრისტეს მყარად?

ლოცვა: უფალო, რომელიც ხარ ცათა შინა, შენ ემზადები შენი მეორედ მოსვლისთვის და ყველაფრის აღდგინებისთვის! დაგვეხმარე სიბოროტისგან შორს ვიდგეთ და შენს მადლში ვიყოთ, რათა ჩვენი ცხოვრების ერთადერთ მიზნად იქცე! მრავალი ადამიანი გადაარჩინე ჩვენ გარშემო, როგორც გადაგვარჩინე ჩვენ შენი მადლით!

კითხვა:

  1. რაში მდგომარეობას მოსფლიოს ისტორიის მიზანი?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 01:43 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)