Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Acts - 016 (Edification through the Ministry)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 1 - იესო ქრისტეს ეკლესიის დაარსება იერუსალიმაში, იუდეასა და სამარიაში - მოციქული პავლეს მზრუნველობის ქვეშ და სულიწმიდის ხელმძღვანელობით (საქმეები 1 - 12)
ა - ადრეული ეკლესიის ზრდა და განვითარება იერუსალიმში (საქმეები 1 - 7)

7. სწავლა-დარიგება მოციქულთა მსახურების მეშვეობით (საქმეები 2:37-41)


საქმეები 2:39-41
39 რადგან თქვენ გეკუთვნით აღთქმა, და თქვენს შვილებს, და ყველა შორეულს, ვისაც კი მოუხმობს უფალი, ჩვენი ღმერთი”. 40 და მრავალი სხვა სიტყვითაც უმოწმებდა, შეაგონებდა და ეუბნებოდა: გადაირჩინეთ თავი ამ გახრწნილი თაობისგანო. 41 ამრიგად, ვინც მიიღო მისი სიტყვა, კიდეც მოინათლა და სამი ათასამდე სული შეემატათ იმ დღეს.

პეტრემ მრავალ აფორიაქებულ ადამიანებს მოუწოდა მონანიებისკენ ქრისტესთან. მათ ჭეაშმარიტად სჭირდებოდათ წრფელი მონანიება და მოტრიალება რწმენით და ეს იყო სწორედ პირობა სულიწმიდის მიღებისა. პეტრემ განამტკიცა მათი ეს ცოდნა და აუხსნა მათ ღვთიური სიყვარული. მათ თქვა:

„სულიწმიდა - საჩუქარია და მისი დამსახურება შეუძლებელია“. არავის დაუმსახურებია, რომ ქრისტე მასთან მივიდეს და მის გულში ჩასახლდეს. ეს დიდებული უფლება ქრისტემ ჩვენთვის შეიძინა თავისი სისხლით. ქრისტე რომ არ მომკვდარიყო ჯვარზე, ვერვინ ეღირსებოდა სულიწმიდის მიღებას. მაგრამ ის მოკვდა და ყველა ადამიანს ცოდვა ჩამორეცხა. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია სულიწმიდის მიღება. მას ამისთვის მხოლოდ თავისი მდგომარეობის გაცნობიერება უწევს ღმერთის წინაშე, მონანიება, ცოდვების აღიარება და მყარი გადაწყვეტილება რომ დატოვოს ისინი. სულიწმიდა წმიდაა და ის ვერ ურიგდება ვერც ჩვენ სიცრუეს და ვერც ჩვენ არაწმიდა საქმეებს. ეს ჭეშმარიტების სული ადიდებს ძეს და არ გვაძლევს გაამაყების საშუალებას. როდესაც მის მიზნებს მიეცემი და ირწმუნებ ქრისტეს, ღმერთის ძეს, მაშინ ღებულობ ხსნას. მაშინ ხარ გამართლებული დ აგანწმედილი. რაც უფრო მეტად მისცემ შენ თავს ქრისტეს და გახსნი შენ გულს მისი სულიწმიდის სიყვარულისთვის, იმდენად აივსები ღმერთის ძალით. არ შეეწინააღმდეგო სულიწმიდის ხმას, რადგან სურს შენი შეცვლა, რათა მამა ღმერთს ემსგავსებოდე. უნდა, რომ გულმოწყალე გახდე, როგორც მამა. სულიწმიდა გწმედს იმ მიზნით, რომ ღმერთის ხატებას დაგამსგავსოს.

ეს აღთქმის ნაწილი მხოლოდ იუდეველბს კი არა ყველა ადამიანს ეკუთვნის, რომელნიც მოისმენენ უფლის ძახილს, ირწმუნებენ მხსნელს და მოინანიებენ თავიანთ ცოდვებს. აქ არ არის კანის ფერში, გონების დონეში ან ცხოვრებისეულ გამოცდილებაში სხვაობა. სულიწმიდა არ აკეთებს განსხვავებას შვილებსა და მშობლებში, ქალებსა და კაცებში, ღარიბებსა და მდიდრებში. ვინც ინანიებს და იღებს ქრისტეს ჯვარს, ის ხდება ღმერთის შვილი. ის შეიცნობს ქრისტეს, ღვთის მხოლოდშობილ ძეს და მისი სისრულის ნაწილი ხდება. დღეს სულიწმიდა მოგიწოდებს შენ და მილიონობით ადამიანს, რომ შევიდნენ ქრისტეს ხსნაში. ჩვენი თაობის დევიზია სულიწდმისი მოწოდება ყველა ადამიანის გადასარჩენად. ის გთავაზობს უსასყიდლოდ შესვლას ღმერთის ოჯახში. ვინც იაზრებს საკუთარ ცოდვებს, ის ირწმუნებს ქრისტე და იწყებს ცხოვრებას მისი ძალის სისრულეში.

პეტრე და სხვა მოწაფეები დიდხანს საუბრობდნენ ხალხთან ინდივიდუალურად, უხსნიდნენ რა გადარჩენის საიდუმლოებებს. ისინი აქარწყლებდნენ მათ ეჭვებს, უჩვენებდნენ საკუთარ ბოროტ გულებს და არწმუნებდნენ ღვთიური სიყვარულის დიდებულებაში. სულიწმიდამ განანათლა ისინი და შთააგონა ეწოდება ყველა ხალხისთვის წარმართნი. მართალი ადამიანი არ არსებობს. ყველა ხვეული გზით დადის და თავის არსებაში გახრწნილნი არიან. ამ ქვეყნიერებაზე არ არის ვინმე მართალი და კარგი. ყველა ტყუილისკენ, უსამართლობისკენ, სიცრუისკენ, სიძულვილისკენ, მკვლელობისკენ, შურისა და ეგოისტური სიყვარულისკენ არის მიდრეკილი.

თუმცა სულიწმიდა გვანთავისუფლებს ჩვენი პესიმიზმისგან, მოგვიწოდებს იესო ქრისტესკენ და გვიხსნის ეგოიზმისგან. ის არ ახდენს სამყაროს ფორმირებას ან გარდასახვას, არამედ ჩვენ შინაგან არსებას ცვლის. პირველ რიგში ხასიათის რეფორმაცია კი არ გჭირდება, არამედ გადარჩენა. უნდა დაიღუპო უფლის რისხვაში, როგორც სხვ ადამიანები. მოციქული პეტრე მოგიწოდებს „დაიხსნა თავი ამ გახრწნილი ერისგან“. ის არ გეუბნება დარჩე „ნახევრად გახრწნილი, ნახევრად გადარჩენილი“ ან „გწამდეს ქრისტე და მშვიდად აგრძელებდე ცოდვაში ცხოვრებას“. არა! ვინაიდან ორმოცდამეათე დღეს დედამიწაზე სულიწმიდა მოვიდა! ქრისტე თავისი ძალით გადაარჩენს ყველა ნამდვილად მორწმუნესა და მიძღვნილს. გადარჩენა ჯვარზე აღსრულდა. სულიწმიდა ყოველ დღე აღასრულებს ამას შენში, თუ გაუღებ გულს გადარჩენას და ქრისტეს ძალის ბრწყინვალებას შენში, ირწმუნებ მასა და მის სიყვარულს. ამ ქრისტიანული ეკლესიის დაბადების დღეზე სულიწმიდის მოწოდების მომსმენი იყო სამი ათასი კაცი. არც თუ ისე ბევრ ისტორიულ მქადაგებელს ჰქონია ასეთი რეზულტატი მსახურებაში, როგორიც პავლეს, გაუნათლებელ მეთევზეს, რომლის მეშვეობითაც ლაპარაკობდა თავად ღმერთი.

აფორიაქებულმა ხალხმა მალევე მოიინანიე და ირწმუნა ქრისტე, ვინაიდან სულიწმიდამ მათ გულის თვალები აუხილა და მათი გონება გაანათლა. როგორი მშვენიერია, რომ მოციქულებმა არ მისცეს მათ ფიქრის დრო და ნაბიჯის უკან გაკეთების საშუალება. ასევე არც უცებ დაუწყიათ მათი შეყვანა ღმერთის სიტყვის ცნობიერებაში, ნაცვლად ამისა რ5აც შეიძლებოდა მალე მონათლეს ისინი, იმ დღესვე როცა ირწმუნეს. ეს რწმენა ზედაპირული არ ყოფილა, გონებრივი დამაჯერებლობა და არც ძლიერი სულიერი იდეა. სულიწმიდამ გადმოღვარა მათზე თავისი მადლი და აღასრულა მორწმუნეებზე სასამართლო. პეტრემ თავის ქადაგებაში ნათლად გამოკვეთა ჩვენი რწმენის საფუძვლები: ქრისტეს ცხოვრება, მისი ჯვარი, არდგომა და ზეცად ამაღლება, ასევე ის რომ ის მამის მარჯვნივ ზის. ასევე ხაზი გაუსვა სულიწმიდის ჭეშმარიტებას მორწმუნეებში. ვინც არ ჭეშმარიტებას აღიარებდა და ირწმუნებდა მათ, მოუკვდებოდა საკუთარ თავს და მიიღებდა ნათლობას ქრისტეში, გახდებოდა ღირსი მალევე მიეღო სულიწმიდა.

ლოცვა: უფალო იესო ქრისტე, თაყვანსგცემთ შენ შენი სულიწმიდისთვის, რომელიც ჩვენშია, გახრწნილ და გაფუჭებულ ადამიანებში! მადლობას გიხდით, რომ მოგვიტევე ყველა ცოდვა და გაგვასუფთავე! აგვავსე შენი ჭეშმარიტებითა და სიყვარულით, რომ დიდებული თავმდაბლობით მოვუწოდებდეთ ყველას, რათა მოგყვნენ შენ! შენ გადაარჩინე ყველა ცალკეული ადამიანი და მოიპოვე უფლება, რომ მიეღოთ მათ სულიწმიდა! წარგვიძეხი, ცოცხალი, ურყევი და ყოვლისმომცველი რწმენისკენ!

კითხვა:

  1. ვინ არის ღირსი მიიღოს სულიწმიდა და რატომ?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 01:38 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)