Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- John - 115 (Mary Magdalene at the graveside; Peter and John race to the tomb)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- Dioula? -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Twi -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
4 ნაწილი - სინათლე სძლევს სიბნელეს (იოანე 18:1 – 21:25)
ბ - ქრისტეს აღდგომა და მოვლინება (იოანე 20:1 - 21:25)
1. მოვლენები კვირას, პასექის დილა (პასექი) (იოანე 20:1-10)

ა) მარიამ მაგდალინელი ცარიელ სამარხთან (იოანე 20:1-2)


იაონე 20:1-2
1 კვირის პირველ დღეს, გარიჟრაჟზე, როცა ჯერ კიდევ ბნელოდა, მივიდა მარიამ მაგდალელი სამარხთან და დაინახა, რომ ლოდი გადაეგორებინათ სამარხიდან. 2 სირბილით მივიდა სიმონ-პეტრესა და სხვა მოწაფესთან, რომელიც უყვარდა იესოს, და უთხრა: "უფალი წაუღიათ სამარხიდან და არ ვიცით, სად დაასვენეს”.

მოწაფეები და ქალები, რომლებიც მიჰყვებოდნენ იესოს, პარასკევის შემთხვევებით თავზარდაცემულები იყვნენ. ქალები მოშორებით იდგნენ და უყურებდნენ თუ როგორ აწვენდნენ იესოს სამარხში. ქალები და მოწაფეები სახლისკენ გაეშურნენ, რათა არავის დაედო ბრალი შაბათის არდაუცველობაში, რომელიც შაბათ საღამოს იწყებოდა, დაახლოებით ექვსი საათიდან.

ის დიდებული შაბათი დაემთხვა პასექის დღესასწაულს და ვერავის შეეძლო იესოს სამარხთან მისვლა. იმ დროს, როცა ბრბო შეიკრიბა და ზეიმობდა იმას, რომ ღმერთს დაკლული კრავის მეშვეობით შეურიგდნენ, ქრისტიანები შეიკრიბნენ ერთად და ტიროდნენ შიშითა და განგაშით. მათი იმედები უფლის სხეულთან ერთად იყო დამარხული. როცა იმ შაბათის საღამო დადგა, ქალების ქალაქიდან გასვლა არ იყო ლამაზი. ისინი კვირა დღის დილის გარიჟრაჟს ელოდებოდნენ. ყვება რა იონე მარიამ მაგდალინელის მისვლას სამარხთან, ქალებს არ ახსენებს, რომლებიც მასთან ერთად იყვნენ. მაგრამ ჩვენ ვზედავთ, რომ მარიამთან ერთად სხვებიც იყვნენ, რადგაბ ის თავის საუბარში იყენება სიტყვას ”ჩვენ”. თავად მახარობელი იოანეს დედა სალომე და სხვა ქალები დილით უთენია მივიდნენ სამარხთან, რათა ნელსაცხებელი ეცხოთ იესოს სხეულისთვის და დაეტირათ იგი. უკვე თენდებოდა, როდესაც ისინი სამარხს მიუახლოვდნენ. მათ ეგონათ, რომ სამარხი დიდი ლოდით იქნებოდა დაბეჭდილი. მათი იმედები გაფერმკრთალდა და ისინი იმედგაცრუებამ მოიცვა. აღდგომის შუქი ხომ არ გაბრწყინებულა ჯერ მათთან და საუკუნო სიცოცხლემ მათი გონება ვერ მოიცვა.

სამარხთან მისულები გაოგნდნენ - დიდი ლოდი სამარხიდან გადაგორებული იყო! გზაში ნერვიულობდნენ თუ როგორ უნდა გადაეგორებინათ ლოდი. და პირველი სასწაული იმ კვირა დილის, გადაგორებული იყო. ეს მეტყველებდა ჩვენ უზრუნველყოფაზე, იესოს სძალუძს ყველა ლოდის გადაგორება ჩვენი ცხოვრებიდან. მორწმუნე საშველს უფალში ჰპოვებს - რწმენა დიდებულ მომავალს ხედავს.

იოანე არ ყვება ანგელოზების გაოჩენის შესახებ, ვინაიდან ეკლესიებმა ეს კარგად იცოდნენ. შესაძლოა მარიამი არავი დაელოდა, პირველი მივიდა სამარხთან და შიგნით შეიხედა. სხეული მას იქ არ დაუნახავს. შეშინებული უკან მიბრუნდა მოწაფეებთან, დარწმუნებული იყო რა, რომ მათ ეს სასწაული უნდა გაეგოთ. სხვა ქალები კი გაოცებულნი დარჩნენ სამარხთან და მათ ანგელოზი გამოეცხადა. როდესაც მარიამი მივიდა პეტრე და სხვა მოწაფეებთან, იცოდა რა სად იმალებოდნენ ისინი, დაიყვირა ”იესოს სხეული დაიკარგა! ეჭვგარეშეა, რომ ვიღაცამ მოიპარა!” როგორც ვხედავთ, მარიამიც და მოწაფეებიც სულიერად ბრმები იყვნენ, ვინაიდან ფიქრობდნენ, რომ სხეული ვიღაცამ მოიპარა. მათ თავში არ მოსვლიათ, რო მათი უფალი მკვდრეთით აღდგა ვინაიდან ის არის უფალი!


ბ) პეტრე და იოანე სამარხთან მირბიან (იოანე 20:3-10)


იოანე 20:3-5
3 მაშინ გამოვიდნენ პეტრე და სხვა მოწაფე და გაიქცნენ სამარხისკენ. 4 ორივენი ერთად მირბოდნენ, მაგრამ მეორე მოწაფემ გაუსწრო პეტრეს და პირველი მივიდა სამარხთან. 5 დაიხარა და ძირს დატოვებული ტილოები დაინახა, მაგრამ შიგნით არ შესულა.

პეტრე და იოანე გაეშურნენ იესოს სამარხისკენ. ეს სიყვარულის შეჯიბრება იყო. ყველას უნდოდა პირველი ყოფილიყო იესოს გვერდზე. პეტრე, როგორც უფროსი მიყვებოდა ფეხდაფეხ ახალგაზრდა იოანეს, მაგრამ ვერ დაეწია. ორივე მოწაფეს დაავიწყდათ მცველები და ქალაქის ჭიშკრიდან გავარდნენ. როდესაც იოანემ მიირბინა სამარხთან, იცებ არ შესულა შიგნით, შეჩერდა და ფრთხილად შეიხედა. სიბნელეში მხოლოდ იესოს ტილოს გარჩევა შეძლო. ის იქ იდო, სადაც იესოს სხეული ესვენა. ეს იყო მესამე სასწაული იესოს აღდგომასთან დაკავშირებით.ქრისტეს ნაჭერი არ გაუხევია, ის უბრალოდ გამოვიდა მისგან. და ანგელოზებმა ლოდი არ გადააგორეს იმისთვი, რომ იესო გამოსულიყო სამარხიდან, არამედ ქალებსა და მოწაფეებს, რომ შეძლებოდათ შესვლა. აღმდგარი უფალი გამოვიდა სამარხიდან, კლდის გავლით.

ლოცვა: უფალო იესო მადლობას გიხდით მკვდრეთით აღდგომისთვის! შენ დაამარცხე სიბნელე და გვიჩვენე გზა უფლისკენ! შენ ყოველთვის ჩვენთან ხარ და არასდროს გვტივებ! შენი ცხოვრება - ჩვენი ცხობრებაა, ხოლო შენი ძალა ჩვენ უძლურებაში ვლინდება. ვიდრიკებით შენ წინაშე და გვიყვარხარ, ვინაისან ყველა შენ მორწმუნეს გვაჩუქე გამარჯვებული იმედი!

კითხვა:

  1. ქრისტეს აღდგომა, რომელ სამ ნათელ მოწმობას მოიცავს?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 11:29 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)