Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- John - 098 (Christ predicts the joy of the disciples)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish? -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
3 ნაწილი - სინათლე, რომელიც მოციქულთა შორის იყოს (იოანე 11:55 - 17:26)
დ - გამომშვიდობება გეთსემანიის გზაზე (იოანე 15:1 - 16:33)

5. ქრისტე წინასწარეტყველებს მოწაფეების სიხარულზე, რომელიც მათ ექნებათ მისი აღდგომის დღეს (იოანე 16:16-24)


იოანე 16:16-19
16 "ცოტაც და, ვეღარ მიხილავთ; კიდევ ცოტაც და, მიხილავთ, ვინაიდან მამასთან მივდივარ”. 17 ზოგიერთმა მოწაფემ ერთმანეთს გადაულაპარაკა: "რას გვეუბნება: ცოტაც და, ვეღარ მიხილავთ; კიდევ ცოტაც და, მიხილავთ, ვინაიდან მამასთან მივდივარო?” 18 ასე ლაპარაკობდნენ: რად გვითხრა, "ცოტაცო?” არ გვესმის, რას ამბობს. 19 იესო მიხვდა, რომ შეკითხვა უნდოდათ; და უთხრა: "ერთმანეთს ამაზე ეკითხებით, რომ გითხარით: ცოტაც და, ვეღარ მიხილავთ; კიდევ ცოტაც და, მიხილავთ?

სერობის საღამოს და მთელი საღამოს მანძილზე, იესომ სამჯერ ახსენა თავისი წასვლის შესახებ. მისი სიტყვა, როგორც დავზარდაცემა იყო მოწაფეებისთვის. ისინი ვერ მიხვდნენ მის განზრახვებს. მაგრამ ის მათ დაბრუნებას შეპირდა, ელაპარაკებოდა აღდგომის შესახებ, რომელიც მალევე მოხდა აღდგომის დღესასწაუის შემდეგ. შემდეგ ის მოევლინა მოწაფეებს .... ეს იყო მათი დასამშვიდებელი შეხვედრა. იესო თავის ზეციერ მამასთან მიდიოდა.

როდესაც იესომ ყოველივე უამბო მოწაფეებს, ვერ მიხვდნენ აზრს მაშნაც, როცა ზეთისხილის მთაზე ადიოდნენ: იქამდე ის ეუბნებოდა მათ, რომ უნდა დაეტოვებინა ისინი, მაგრამ ახლა მართლა ემშვიდებოდებოდა. მოწაფეები აღიარებდნენ, რომ ეს გეგმები და ზრახვები მათთვის მიუწვდომელი იყო. ისინი განაწყენებულები და შეშინებულები იყვნენ, როდესაც გაიგეს, რომ ქრისტე ზეცაში უნდა დაბრუნებულიყო.

იოანე 16:20-23
20 ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, იტირებთ და ივალალებთ, წუთისოფელი კი გაიხარებს. დამწუხრდებით, მაგრამ თქვენი მწუხარება სიხარულად იქცევა. 21 დედაკაცი წუხს მშობიარობისას, რადგან მოაწია მისმა ჟამმა; ხოლო ბავშვს რომ შობს, სიხარულისგან ტანჯვა ავიწყდება, რადგან ადამიანი იშვა ქვეყანაზე. 22 ახლა თქვენც დამწუხრებულნი ხართ, მაგრამ კვლავ გიხილავთ და გაიხარებს თქვენი გული; და თქვენს სიხარულს ვეღარავინ წაგართმევთ”. 23 "იმ დღეს არაფერს მკითხავთ. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რასაც სთხოვთ მამას ჩემი სახელით, მოგეცემათ.

იესოს ყველა მოციქულის აზრის გაგება შეეძლო, თუ რას ფიქრობდნენ ისინი, თუმცა მათი საუბარი არ ესმოდა. მოწაფეების შიშზე, იესომ უპასუხა, რომ კიდევ მრავალი განსაცდელი ელოდათ და არ უფიქრია მათი ნუგეშისცემა იმ დროს. ეს ჰგავდა საყვარელი მეფის სიკვდილს; ერი ტიროდა და იმედს კარგავდა. როდესაც მოწაფეები გლოვობენ, მტრები ხარობენ. როდესაც იესო საუბრობდა მტრებზე ის მხოლოდ იუდეველ წინამძღოლებს არ გულისხმობდა, არამედ მთელ ქვეყნიერებას. ის რაც ქრისტეს ეკლესიის გარეთაა, ეკუთვნის ამ დაღუპულ წუთისოფელს, რომელიც სულიწმიდის წინააღმდეგ არის აღმდგარი.

იესო ასევე შეპირდა მოწაფეებს, რომ სიხარულით აივსებოდნენ. ცრემლისა და მწუხარების ჟამი არ იქნებოდა ხანგრძლივი, როგორც ქალის ტკივილები მშობიარეობისას. ეს ტკივილები გადმოუცემელ სიხარულად იქცევა, როდესაც ქალს ხელებში საკუთარი შვილი უჭირავს.

აღდგომის დღეს მოწაფეები ვეღარაფერს კითხავდნენ მას. ცოდვის წყარო დადგენილია, სიკვდილის პრობლემა გადაწყვეტილია, ეშმაკიც ძალაუფლება დამარცხებულია, ღმერთის რისხვა აღარაა მათზე. მათი წასვლა, შიში ან ურწმუნოება არ ცვლის ქრისტეს მოსვლის ფაქტს. ასევე არ ცვლის პატიების ფაქტს. ახლა ყველა კითხვაზე პასუხია, რაც ქრისტეს მიმდევრებს აინტერესებდათ. აღდგომის დღეს, ერთგვარი მოწაფეების პიროვნულობის განმტკიცება მოხდა რისტეში.

იოანე 16:24
24 ჯერ ჩემი სახელით არაფერი გითხოვიათ. ითხოვეთ და მიიღებთ, რათა სრულყოფილი იყოს თქვენი სიხარული.

გამოსამშვიდობებელი სიტყვის საწყისში იესომ მოწაფეები დაარწმუნა, რომ რასაც კი ითხოვენ ექნებათ, რატა განდიდდეს მამა ძეში (იოანე14:13). ასევე ის გვასწავლის: „უპირველესყოვლისა ეძებეთ ღვთის სამეფო და ყოველივე სეგემატებათ“. იესო გვპირდება, რომ უპასუხებს ჩვენ ლოცვებს, რასაც არ უნდა ვთხოვდეთ: ვლოცულობთ მიწიურსა თუ ზეციურზე. მაგრამ ზეციური მიწიურზე დიდია.

როგორია თქვენი გულის სურვილი? რას სთხოვთ? ფულზე, წარმატებასა თუ ჯანმრთელობაზე? სთხოვთ თუ არა მას, თქვენს სხვებთან ურთიერთობაზე? ხართ თუ არა ეჭვებში უფლის არსებობასა და მისი წყალობის მიმართებაში? სულიწმიდის არყოფნისას თქვენ ცხოვრებაში განიცდით თუ არა სიცარიელეს? გრძნობთ თუ არა დანაშაულს? ელოდებით თუ არა ქრისტეს მოსვლას და სამეფოს კითით-კიდემდე გავრცელებას? ოპტიმისტი ხართ თუ პესიმისტი? მარტივია თუ არა თქვენი გრძნობების დაჭრა? სთხოვთ თუ არა უფალს, რომ აგავსოთ სულიწმიდით?

დაე ყოველი პრობლემა იყოს მიზეზი ლოცვისა. გაუხსენით გული ზეციერ მამას. მაგრამ ნუ იქნებით მრავასიტყვიანები ლოცვაში, არამედ იფიქრეთ იმაზე, რასაც იტყვით. უწინარეს გაიხსენეთ ის ნიჭები და ტალანტები, რითაც იესომ დაგაჯილდოვათ და მადლიერება გამოხატეთ ამისთვის. მადლიერებითი ლოცვა უნდა იყოს ყველაზე წინ აღვლენილი. შემგომ მოინანიეთ თქვენი ცოდვები, რადგანაც ურწმუნოება, სიყვარულის უკმარისობა და უსარგებლო იმედები არაა ღმერთისთვის მოსაწონი. პატიება ითხოვეთ ცოდვებისთვის. სთხოვეთ დაგანახოთ, თუ რა სურს თქვენთვის, რათა არ ითხოვოთ ნივთები, რაც დაგაზიანებთ. წყალობა სთხოვეთ და გჯეროდეთ, რომ ის გისმენთ. არასდროს დაგავიწყდეთ, რომ ღმერთი სიყვარულია. და მას ასევე სურს სხვა ადამიანების კურთხევა. იშუამდგომლეთ თქვენი მეგობრებსა და მტრებზე, სთხოვეთ უფალს, რომ თავისი წყალობით აკურთხოს. თქვენ არ ხართ ერთადერთი, ვინც ტანჯვას იტანს. ეს ყველა ადამიანის ხვედრია. თამამად მიმართეთ ქრისტეს კითხვებით. ლოცვაში მადლობდეთ მას, აღიარეთ თქვენი საქციელები და სთოხვეთ სხვა ადამიანებზეც. მაშინ თქვენ იესოს ჭეშმარიტი ლოცვის საიდუმლოს ჩაწვდებით.

ნამდვილი ლოცვა - ეს ღმერთთან ურთიერთობაა პატიებაში, მადლიერებასა და განდიდებაში. არ გაართულოთ ეს ურთიერთობა ზედმეტი ფრაზებით. ილაპარაკეთ იმაზე, რაზეც ფიქრობთ, თითქოს მშობლებს ესაუბრებითო. მებაჟე იყო გამარტებული ლოცვისას, როცა მას თავის არ აუწევია ზეცისკენ: „უფალო, იყავი მოწყალე ჩემდამი, ცოდვილისადმი“. მამამ ლაზარე მკვდრეთით აღადგინა, როდესაც იესომ წრფელად ილოცა. ეს არის რწმენა, რომეიც გვაძლევს გადარჩენას, დახმარებასა და კურთხევებს. არ შეგეშინდეთ და ევედრეთ ღმერთს მადლიერებაში. თქვენ მის შვილებად ხართ წოდებულნი, მიმართეთ მას სიხარულით, როგორც ბავშვს, და არაფერი დაუმლოთ მას.

ქრისტეს სურს მოგანიჭოთ სიხარული, არა გაცემული პასუხებით ლოცვებზე, არამედ, როგორც ნიშანი იმისა, რომ თქვენ ხართ პრივილეგირებულები მამასთან ურთიერთობით. რა უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის: ნიჭი თუ ის, ვინც მას გაძლევთ? ქრისტე ყველაფერს სისრულეში გვაძლევს, მაგრამ გვახსოვდეს, რომ ის თავდააა სისრულე მთელი ქვეყნიერების. იესოს უნდა, რომ ჩვენი სიხარული იყო სავსე. სიხარული იზრდება ჩვენში, როდესაც ვაცნობიერებთ, რომ იესო პასუხობს მათ ლოცვებს, ვინც ამისი ღირსი არაა. ჩვენი სიხარული როკვად იქცევა, როდესაც ვნახავთ იესოს ღრუბლებზე მომავალს. მაშინ სიხარული სრულყოფილი იქნება. არის თუ არა ქრისტეს მოსვლა თქვენი ლოცვების მთავარი თემა?

ლოცვა: უფალო, მალობას გიხდით მთელი გულით, რომ წარმოგზავნე ჩვენთან მხსნელი. გვაპატიე ქვეყნიური ყველაფერი და დაგვეხმარე გავაცნობიეროთ, გოლგოთის ჯვრის ძალა. დაგვეხმარე ლოცვებში მოგმართოთ, როგორც ბავშვი მამას. გაგვანტავისუფლე ცოდვის ძალაუფლებისგან და მტრებისგან, რომელთა გულებიც სავსეა სიძულვილით. გაანთავისუფლე ისინიც ამისგან, რათა მათაც შეეძლოთ გაიზიარონ შენი თანდასწრების სიხარული, ჩვენთან ერთად.

კითხვა:

  1. როოგრ გვპასუხობს ზეციერი მამა, როდესაც იესოს სახელით ვლოცულობთ?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 11:11 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.2.140)