Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- John - 083 (The traitor exposed and disconcerted)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- Dioula? -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Twi -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
3 ნაწილი - სინათლე, რომელიც მოციქულთა შორის იყოს (იოანე 11:55 - 17:26)
ბ - მოვლენები საიდუმლო სერობის შემდეგ (იოანე 13:1-38)

2. მოღალატის გაწბილება (იოანე 13:18-32)


იოანე 13:21-22
21 ამის თქმის შემდეგ სულით აღელდა იესო, დაამოწმა და თქვა: "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ერთი თქვენგანი გამცემს მე”. 22 გაოგნებული მოწაფეები ერთმანეთს უყურებდნენ, ვისზე ამბობსო.

იესო ელაპარაკებოდა მოწაფეებს სიყვარულსა და მსახურებაზე; ასევე მან მათ გაუხსნა თვინიერებისა და თავმდაბლობის არსი. და კიდევ მან უთხრა, მათ რომ მისი ძალაუფლება მთელ ქვეყნიერებაზე იქნება სუაკუნო, და რომ სიკვდილის დროსაც, როგორც უფალი, ყველაფერს გააკონტროლებს.

ამ მონაკვეთში იესო ეუბნება მოწაფეებს, რომ ერთ-ერთი მათგანი გადაწყვეტს მის ღალატს და მიიტანს ენას ხუცესებამდე. ამ ინპორმაციამ გაიჟღერა, როგორც ჭექა-ქუხილმა ნათელ ცაზე, ისე, რომ მიის გულიც შეიკუმშა. განსაკუთრებით ის წუხდა იმის შესახებ, რომ უფალი მას მარტოს დატოვებდა. იესომ იუდა, როგორც ყველა ისე შეიყვარა, საწყისიდანვე: როგორ შეეძლო ერთ-ერთ მათგანს, მეგობარს, გაეცა ის - ღმერთის ძე? აქ წერილი გვაძლევს მიმართულებას 40 ფსალმუნისკენ 10 მუხლი, რომელიც ასე ჟღერს: „ჩემთან მშვიდობიანად მყოფმაც კი, რომლის იმედიც მქონდა, რომელიც ჩემს პურს ჭამდა, ტერფი აღმართა ჩემს წინააღმდეგ“.

ამ სიტყვების პასუხად, მოწაფეებმა დაიწყეს განხილვა და ფიქრი, თუ ვინ იყო მათ შორის ასეთი. მათთვის წარმოუდგენელი იყო, როგორ შეეძლოთ მათ, ქრისტეს მოწაფეებს, თავისი მსაწავლებლის ღალატი და გაცემა. მაგრამ ამავდროულად ყოველი მათგანი აცნობიერებდა, რომ შეეძლოთ მიეტოვებინათ იესო, როდესაც გზაზე სირთულეები შეხვდებოდათ. ისინი მიხვდნენ, რომ იესომ გამოააშკარავა მათი აზრები და მათ შერცხვათ: მათაც კი, ვინც ყველაზე ახლოს იყვნენ მათთან, ვერ გაიარეს ერთგულების გამოცდა.

იოანე 13:23-30
23 ერთი მოწაფეთაგანი, რომელიც უყვარდა იესოს, უბეზე მიყრდნობოდა მას. 24 ანიშნა ამ მოწაფეს სიმონ-პეტრემ, ჰკითხე, ვინ არის, ვისზე ამბობსო. 25 მკერდზე მიეკრა იგი იესოს და ჰკითხა: "უფალო, ვინაა იგი?” 26 მიუგო იესომ: "ისაა, ვისაც ლუკმას ამოვუწობ და მივაწვდი”. ამოაწო ლუკმა და იუდას, სიმონ ისკარიოტელისას მიაწოდა. 27 და ამ ლუკმის შემდეგ, სატანა შევიდა მასში. უთხრა მას იესომ: "რასაც აკეთებ, მალე გააკეთე”. 28 მეინახეთაგან ვერავინ მიხვდა, რატომ უთხრა ეს. 29 რაკი ყულაბა იუდას ჰქონდა, ზოგმა იფიქრა, იესო ეუბნება, გვიყიდე, რაც სადღესასწაულოდ არის საჭირო ან რაიმე მიეციო ღარიბებს. 30 მან კი, ლუკმა აიღო თუ არა, მაშინვე გავიდა. და იყო ღამე.

ამ ამაღელვებელ მომენტში, როდესაც ისინი ცდილოდბნენ გაერკვიათ, ვინც იყო ის გამცემი, ჩვენ ვხედავთ ქრისტეს სიყვარულსა და სიკეთეს. ღმერთის მკერდთან თავმიდებული იყო ვინ, თუ არა იოანე. როგორც მახარობელი, ის არც ერთხელ არ აჟღერებს საკუთარ სახელს სახარებაშ, უბრალოდ ამბობს, რომ იყო ერთი ვინმე ძალიან ახლო მეგობარი იესოსი. თავის სახელს არ ახსენებს, რადგან არ გამორჩეს იესოს სახელის განდიდება და მთელი ფოკუსირება იყოს მასზე, და არა საკუთარ თავზე.

პეტრეს ერიდებოდა პირდაპირ ეკითხა იესოსთვის, ვინც იყო ის გამცემი, მაგრამ ამავდროულად ვერ იკავებდა თავს იმდენად სურდა გაეგო, ვინ იყო ის. მან ვერ მოითმინდა და იონაეს ნიშანი მისცა, რათა მას ეკითხა იესოსთვის. იოანე დაიხარა და ჰკითხა იესოს: „უფალო, ვინ არის ის?“

იესომ, იუდას სახელით არ დაუძახა: მან გადაწყვიტა მხოლოდ მინიშნება მიეცა, რათა მისთვის გულის გაქვავების მიზეზი არ მიეცა. იუდას მიეცა შანსი, რომ მოდრეკილიყო და მოენანიებინა. იესომ აიღო პური, ჩააწო ის ღვინოშ და მიაწოდა იუდას. ეს იყო სიმბოლური გამოხატულება იმისა, რომ მას კიდევ ერთხელ ეძლეოდა შანსი საუკუნო სიცოცხლის. მაგრამ რამდენადაც იუდა უკვე დადგა იესოს ღალატის გზაზე, დიდი შედეგი ამ ყველფერმა არ გამოიღო; პირიქით, მისი გული უფრო გაქვავდა. იმდენად, რომ ღმერთის მადლისთვის მისი გული დაიკეტა, და ეშმაკისთვის გაიღო. როგორი საშინელი სურათია! მაგრამ სწორედ ასე უნდა მომხდარიყო: იესომ კიდევ უფრო გაასასტიკა გასასტიკებულის გული. იმ წუთს, როდესაც იესომ იუდას შესთავაზა ღვინოში ამოწობილი პური, ეშმაკი შევიდა მასში. ქრისტეს სამართლიანმა სასამართლომ ჩამოართვა მას ცეზიური დაცვა და მთლიანად გადასც აის ეშმაკს.

იუდამ, როდესაც გამოართვა პური იესოს, გააცნობიერა, რომ გამოაშკარავებული იყო. იესომ კი განაგრძო და ისეთი სიტყვები თქვა, რასაც არ მოელოდა ის: „არ გადადო შენი ბოროტი მოქმედება, არამედ აღასრულე იგი დროულად, რათა ყველაფერი დამთავრდეს და საბოლოოდ სიკეთემ იზეიმოს“.

მოწაფეები მაინც ვერ მიხვდნენ, თუ რატომ აჩქარებდა იესო იუდას. ხშირად ის სთხოვდა მას, რომ პური ეყიდა ყველასთვის. და სწორედ ასე განმარტეს ახლაც, იესოს მიმართვა იუდასადმი. იოანემ კი ვერ დაივიწყდა ის საზარელი ღამე, იუდას წასვლა იესოს სინათლიდან წყვდიადში: მიიღო თუ არა ლუკმა, გავიდა სახლიდან, ფანჯრებს მიღმა კი ღამე იყო.

იოანე 13:31-32
31 იუდა რომ გავიდა, თქვა იესომ: "ახლა განდიდდა ძე კაცისა და ღმერთი განდიდდა მასში. 32 რაკი ღმერთი განდიდდა მასში, ღმერთიც განადიდებს მას თავის თავში და უმალვე განადიდებს მას.

როგორ განდიდდებოდა იესო, თუ სულ რამდენიმე ხნის წინ მან ერთ-ერთი მოწაფის ღალატი განიცადა? როგორი სასიკეთო ნაყოფი უნდა მოეტანა ამ სიბოროტეს?

ღმერთის ძე მოწყენილი იყო, რადგან ერთ0ერთმა მისმა რჩეულმა დაივიწყა და უღალატა მას. პატიებითა და სიყვარულით აღსავსე ის ჯერ კიდევ ელოდებოდა იუდას დაბრუნებას. მაგრამ ის უკვე მთავრებთან მიიჩქაროდა, რომლებსაც განზახული ჰქონდათ იესოს აყვანა, როგორც კი მოსაღამოვდებოდა.

იესომ აირჩია ღვთის კრავის გზა, რათა მთელი ქვეყნიერება გადაერჩინა თავისი მსხვერპლით და უნდოდა ეთქვა ამითი, რომ დიდების და ყველა მისი საქციელის საფუძველში უდევს მისი მსხვერპლშეწირული სიყვარული.

ასეთი გზის ამორჩევით იესო თავის დიდებას კი არა მამის დიდებას ეძებდა. სწორედაც, რომ მამამ წარმოგზავნა ის ამ დედამიწაზე, რათა ცოდვილნი გადაერჩინა. ძეს უნდოდა მამის ხატება აღედგინა ხალხში, ეჩვენებინა ღმერთის ყველა დამამლული თვისება. ამიტომაც იესომ, მამა სხვაგვარად წარუდგინა მათ, ახლებურად და მოუწოდებდა ხალხს დაეჯერებინათ მამის და მისი სიკეთის. მაგრამ ერთი სწავლება საკმარისი არ აღმოჩნდა ,ვინაიდან ცოდვამ ააშენა კედელი ღმერთსა და მის ქმნილებას შორის. ღმერთის ძე უნდა მომკვდარიყო, რათა ეს ბარიერი დამსხვრეულიყო, რომელიც გვაშორებს ღმერთს. ასე, რომ ქრისტეს სიკვდილი ერთადერთი გზა იყო მამის განდიდების. ამის გარეშე შეუძლებელია შეიცნო უფალი, გახდე მისი შვილი და მიიღო განახლება.

როდესაც იესომ გადაწყვიტა მამის ნებას დამორცილებოდა და ეღესრულებინა ყოველივე, ასევე აღნიშნა, რომ ამ საქმით მამაც განადიდებს მას: იესო იქნება ყველა მისი ნიწის აღმსრულებელი. როდესაც მისი აყვანის და ჯვარზე გაკვრის დრო ახლოვდებოდა, იესომ უკვე იცოდა ეს და წინასწარ ჰქონდა ნანახი თავისი აღდგომა, ამაღლება და მამის მარჯვნის ყოფნა. მაგრამ იმისთვის, რომ ამ დიდებაში შესულიყო, მას სიკვდილი უნდა გაევლო.

ის ადამიანები, რომელბიც უარყოფენ მის ჯვარცმას და აღდგომას, ან ამ ყველაფერს ქრისტეს სისუსტედ აღიქვამეს, ვერ გაიგეს მამის ნება რაში მდგომარეობდა და ვერც მისი ძის სიწმიდეს ჩაწვდნენ, რომელმაც გაიმარჯვა სიკვდილზე და სამარხიდან ცოცხალი გამოვიდა. იესომ თავისი დიდიება დაამტკიცა ზეცაში შესვლით, სიკვდილის მიღებით, რადგან ყველა მის მორწმუნეს ჰქონოდა გამართლების შანსი.

ლოცვა: მამო, ძეო და სულოწმიდაო, განგადიდებთ შენ შენი თავმდაბლობისა და მორჩილებისთვის, სიკვდილისა და აღდგომისთვის, ჩვენი გადარჩენისთვის. ჩვენ გვჯერა, რომ ქრისტეს სისხლით გადარჩენილნი ვარ. ჩვენ სულის ძალით გადიდებთ შენ, რადგან შენ გვიხსენი ყოველგვარი სიბოროტისგან, რომელიც ამ დედამიწაზეა. სიცოცხლე, რომელსაც შენ გვთავაზობ საუკუნოა. და გვჯერა, რომ შენი ძე, ძალიან მალე დაბრუნდება ამ სიცოცხლისთვის. ამინ.

კითხვა:

  1. იუდას წასვლის შემდეგ, როგორ ახსნა იესომ ღმერთის დიდების არსი?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 11:01 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)