Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- John - 060 (The devil, murderer and liar)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish? -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
2 ნაწილი - სინათლე წყვდიადში ანათებს (იოანე 5:1 - 11:54)
გ - იესოს ბოლო მოგზაურობა იერუსალიმში (იოანე 7:1 - 11:54) თემა: სინათლის - სიბნელისგან გამოყოფა
1. იესოს სიტყვა კარვობის დღესასწაულზე (იოანე 7:1 – 8:59)

ვ) ეშმაკი - მატყუარა და მკვლელია (იოანე 8:37-47)


იოანე 8:44
44 თქვენი მამა ეშმაკია და მამათქვენის გულისთქმის შესრულება გწადიათ. ის კაცის მკვლელი იყო თავიდან და ჭეშმარიტებაში ვერ დადგა, რადგან არაა მასში ჭეშმარიტება. როცა სიცრუეს ამბობს, თავისას ამბობს, რადგან ცრუა იგი და სიცრუის მამაა.

იესომ თქვა, რომ ეშმაკი არის მათი მამა, ვისაც არ უყვარს ის. ამითი მან იუდეველები საკუთარ თავში ჩაახედა და მიახვედრა, რომ მათი განცხადებების მიუხედავად, რომ იცნობენ ღმერთს, ისინი ცდებიან. იყვნენ რა რულის დამცველნი, ისინი შორს იყვნენ ღმერთისგან; ღმერთის მტერი იყო მათი მამა.

ეშმაკს ყველგან ქაოსი შეჰქონდა, სადაც არ უნდა ყოფილიყო.მისი მიზანი - ყველა ღვთიური ქმნილების დაცემამდე მიყვანაა. მან იცის ადამიანის სისუსტეები და ტყუილის მეშვეობით ის ცოდვამდე მიჰყავს. მერე კი მიიჩქარის ღმერთის ტახტთან, რომ დაადანაშაულოს ღმერთის წინაშე ადამიანი იმის გამო, რომ მან შესცოდა და მის დასჯას ითხოვს. როგორი საშინელებაა ტყუილი!

იესომ ეშმაკს უწოდა ყველა სიბოროტის წყარო, რომელმაც ის სიკეთეს მოწყვიტა. მან ყველა შეიძულა და საკუთარ თავს ემსახურება. ასეთები არიან ქრისტეს მტრებიც: ისინი საკუთარ ცხოვრებას ანადგურებენ და სხვების ცხოვრებასაც არ ინდობენ, მხოლოდ საკუთარი თავის გამორჩენაზე ფიქრობენ და საკუთარი სურვილების დაკმაყოფილებაზე. ვინც უღმერთოდ ცხოვრობს მარჯვეა სიბოროტეში, რომლითაც ეშმაკი ავსებს მათ.

რაშია მისი სიცრუე? იესო ამბობს, რომ ის თავიდანვე მკვლელი იყო; რადგანაც ვერ იტანდა ადამიანშ ღვთის ხატებას. თვითონაც გამოეყო ღმერთს, რომელიც სიცოცხლის მომცემია. მასშია სიკვდილის საწყისი. ის სიკვდილის მეფე გახდა და მას შემდეგ უნდა, რომ ყველას წაართვას სიცოცხლე.

ამ სისასტიკის მიზეზი -სიცრუეა. ეშმაკმა მოატყუა ადამი და ევა, როგორც პირველები, მათში ეჭვი შემოიტანა და ურწმუნოება ღმერთთან მიმართებაში. მან საკუთარი თავიც მოატყუა იმიტომ, რომ ეგონა რახან მრავალი ანგელოზი დასცა, ის ღმერთზე უკეთესი და მშვენიერი იყო.

ეს საკუთარი თავის მოტყუება არის მისი არსი, რომელმაც არ იცის ზგვარი. ქრისტე სრული საპირისპირო ბუნებაა. ის მორჩილი და თვინიერია. სამწუხაროდ ადამიანებმა ამოირჩიეს ქრისტეს მორჩილებისა და თვინიერების ნაცვლად, სიამაყე და ეშმაკის სიცრუე.

ასე, რომ მატყუარა, თავისნაირ ჯარს აგროვებს, რომელთა ბაგეც სულ ცრუობს, როგორც გველი წამლავს ადამიანს კბენის შემდეგ. ადამიანებს შორის აღარ არის ნდობა.

ერთმა გოგომ დედას შესჩივა: „ყველა ადამიანი მატყუარაა; ისინი ერთმანეთს ღალატობენ სახეზე ღიმილით. ყველა მხოლოდ საკუთარ თავს სცემს პატივს, მოსწავლეები არაკანონიერად აბარებენ გამოცდებს, ხოლო გამყიდველები ატყუებენ სავაჭრო ცენტრებში. ცოლ-ქმარს შორისაც არის სიცრუე. არავინ ენდობა სხვას, არამედ ყველას თავი მართალი ჰგონია.“

ყველა ეშმაკის საქმეა სიცრუეა! მათში ხანდახან ნახევრად სიმართლეა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეშმაკს ყველა სიცრუე ჭეშმარიტებად გამოყავს.

იოანე 8:45-47
45 მე კი, რადგან ჭეშმარიტებას ვლაპარაკობ, ჩემი არ გწამთ. 46 რომელი თქვენგანი მამხილებს ცოდვის გამო? და თუ ჭეშმარიტებას ვამბობ, რატომ არ გწამთ ჩემი? 47 ვინც ღმერთისგანაა, ისმენს ღმერთის ნათქვამს; თქვენ კი იმიტომ არ ისმენთ, რომ ღმერთისგან არა ხართ”.

მხოლოდ იესო ლაპარაკობს ჭეშმარიტებაზე და ხსნის ამას. ნეტარია ის, ვისაც სწამს მისი სიტყვების. მან იცის ყველა სიმართლე და კანონი, მაგრამ ამასთანავე თვინიერი და ერთგულია ყველაფერში, რასაც ამბობს.

ბევრი არ ღებულობს წეშმარიტებას იმიტომ, რომ მას იესო იძლევა. იგივე, რომ ეთქვათ პოლიტიკურ ლიდერებს ან რელიგიურ მთავრებს, ხალხი დაიჯერებდა. მაგრამ ეს იესო იყო „უბრალოდ ადამიანი“, ამიტომაც უარყოფნენ საჯაროდ, ხალხს ხომ დიდების დანახვა სურდა, ძალაუფლებისა და არა საკუთარი თავის უარყოფა.

იესომ ღიად კითხა იუდეველებს: „რატომ არ გწამთ? თქვენ ჩემში სიცრუე იპოვეთ, იქნებ დაინახეთ სიამაყე ან ბოროტება? არა, მე ყოველთვის ჭეშმარიტებას გელაპარაკებით და ამავე ჭეშმარიტებით ვცხოვრობ. მე ვარ ჭეშმარიტების ხორცშესხმა - რომელიც განხორციელდა სიცრუისა და ტყუილის გარეშე.

ბოლო იესო დასკვნას აკეთებს : „ის ვინც ღვთისგანაა ისმენს მის ხმას და არჩევს მის ძახილს, როგორც ბავშვი არჩევს მშობლის ხმას ყველა სხვა ხმისგან. და როდესაც დედას ესმის შვილის ყვირილი, ის მირბის მასთან. ის ვინც ღვთისგანაა მოწოდებული, ისმენს მამის ხმას, ხოლო ვისაც სახარება არ ესმის - ისინი ღვთისგან არ არიან. ადამანს შეუძლია იყოს რელიგიური, ილოცოს, იმარხულოს, მაგრამ ამავდროულად მისი მამა ეშმაკი იყოს. რელიგია კი არ გადაგვარჩენ, არამედ მაღლიდან შობა იესოს სიხლის მეშვეობით, როდესაც სული შეძლებს, რომ შემოვიდეს ჩვენში და იცხოვროს ჩვენში.

ვინ არის შენი მამა: ღმერთი თუ ეშმაკი? არ იჩქარო პასუხის გასაცემად, დაფიქრდი შენ მოტივაციაზე. შეაარე შენი მოტივები ეშმაკის მოტივებს, მერე კი ქრისტეს მოტივებს. რომლისას უფრო მიესადაგება? თუ ქრისტეს არა -მოინანიე!“

ლოცვა: ჩემო ზეციურო მამაო, ჩვენ მადლობას გიხდით ყველაფრისთვის, რომ გაგვიხსენი ჭეშმარიტება და დაგვანახე ჩვენი ცოდვები. მაპატიე ჩემი სიცრუისთვის და გამანთავისუფლე ყოველგვარი სიძულვილისგან და სიამაყისგან.სატანის ძალაუფლებიდან ამომიყვანე, რათა შევძლო საკუთარი თავი დავიმორჩილო. გახსენი თვალები და გული სახარებისთვის, გამხადე თვინიერი და მორჩილი ადამიანი.

კითხვა:

  1. იესომ რომელი სატანის თვისებები გაგვიხსნა?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 10:42 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.2.140)