Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 097 (Calling of the Twelve Disciples)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
C - თორმეტი მოწაფის გაგზავნა სახარების საქადაგებლად (მათეიესო 9:35 - 11:1)

2. ქრისტე უწოდებს თორმეტ მოციქულს (მათეიესო 10:1-4)


მათეიესო 10:1-4
1 მოუწოდა თავის თორმეტ მოწაფეს, და მისცა მათ ძალაუფლება არაწმიდა სულებზე, რომ განედევნათ ისინი და განეკურნათ ყოველგვარი სენი და ყოველგვარი უძლურება. 2 აი, თორმეტი მოციქულის სახელები: პირველი სიმონი, პეტრედ წოდებული, და ანდრია, მისი ძმა; იაკობ ზებედეს ძე და მისი ძმა იოანე; 3 ფილიპე და ბართლომე; თომა და მებაჟე მათე; იაკობ ალფეს ძე და ლებეოსი, რომელსაც თადეოზი ეწოდა; 4 სიმონ კანანელი და იუდა ისკარიოტელი, რომელმაც გასცა იგი.
(მარკოზი 3:13-19; 6:7; ლუკა 6:12-16; 9:1)

თავისი მოწაფეების გაგზავნამდე, ქრისტემ უბრძანა ელოცათ, რათა უფალს წარმოეგზავნა მუშაკები თავის სამკალში. უფალი ნებისმიერი მოქმედების წინ გთხოვს ლოცვას, ვინაიდან ვინც არ ლოცულობს დაღუპულთათვის, არ უყვარს ისინი და არ სტუმრობს, ვერ შეძლებს უქადაგოს მათ ქრისტე. ვერცერთი ნიჭი და ნასწავლი საფეხურები ვერ გაგხდის ღმერთის მსახურებისთვის გამოსადეგს. მხოლოდ შენი ლოცვების, რწმენის და სხვების გადარჩენის მისწრაფებას მიყავხარ მოწოდების აღსრულებამდე.

ამ დრომდე ქრისტე ცდიდა თავის თორმეტ მოწაფეს, თუმცა მან იცის რა არის ადამაინში და იცოდა რა იყო ყოველ მათგანში, მაგრამ ამითი მან მისცა მაგალითი ეკლესიას, თუ როგორ უნდა გამოსცადოს მსახურები.

მსახურება - სავსებით საპასუხისმგებლო საქმეა და ამიტომაც აუცილებელია ადამიანების გამოცდა, სანამ მივანდობთ მსახურებას. აი რატომ არ შეიძლება ნაჩქარევად ხელდასხმა, ვინაიდან ,, ზოგიერთი ადამიანის ცოდვები წინასწარვე ცხადნი არიან და სამსჯავროსკენ მიუძღვიან წინ, ზოგიერთს კი უკან მისდევენ.“ (1 ტიმოთე 5:22-24).

ქრისტემ მოუწოდა თავის წარგზავნილებს მათგან, ვინც ინანიებდა და ლოცულობდა იოანე ნათლისმცემელთან და ვინც გარკვეული დრო მიჰყვებოდა იესოს. მათ მოსმენილი ჰქონდათ იესოს ქადაგება, ნანახი მისი განკურნებები და მისგან სულიერ ძალას იღებდნენ. ვინც ილტვის მქადაგებლად მსახურებას და არ არის ქრისტესგან მოწოდებული, ის ფუჭ სწავლებას ატარებს და აყენებს ზიანს, როგორც საკუთარ თავის ასევე ეკლესიას თავისი აზრებით, რომლებიც მის გონებაში იბადება. ხოლო ქრისტესგან წარგზავნილს აქვს ძალაუფლება, მრავალი ადამიანი მიიყვანოს მონანიებამდე და განაახლოს კიდეც მათი გულები. ასეთი ადამიანი თავისი საქმეებით არ ადიდებს საკუთარ სახელს, არამედ მთელს დიდებას მხსნელ იესოს უძღვნის, მკვდრეთით აღმდგარს და მომქმედს, თავისი მსახურების მეშვებით. მოციქულები კურნავდნენ ავადმყოფებს, აღადგენდნენ მკვდრებს, დევნიდნენ ეშმაკებს არა საკუთარი ძალებით და სახელით, არამედ ცოცხალი ქრისტეს სახელით.

მოციქულთა საქმეების საიდუმლო მდგომარეობს ქრისტეს მოწოდების სწორ განმარტებაში. გამოსცადე თავი მოწოდებული ხარ თუ არა ქრისტეს მიერ, თუ გსურს მსახურება მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა საქმე არ გამოგდის? ფრთხილად იყავი, უფალს არ მოსწონს, როდესაც ადამიანები ეჭიდებიან მსახურებას, რომელშიც მოწოდებულნი არ არიან. ილოცე, რათა მიიღო მოწოდება უფლისგან და მმართველობა, ვინაიდან სამკალი ბევრია, მუშაკი კი ცოტა. სთხოვე სამკლის უფალს რწმენით, რათა გამოგზავნოს თავისი მუშაკები სამკალში.

ქრისტე არის მეფე და ის მართავს თავის სამეფოს. მან აირჩია თავისი წარმომადგენლები და წარგზავნა ისინი, თავისი ჩანაფიქრით. მან გამოსცადა ისინი არა ადამიანური ხერხებით, არამედ სიბრძნით, რადგან ვინც ამ სამყაროში ყველაზე დიდია, ის უფლის თვალში დამცირებულია, ხოლო ვინც უმნიშვნელო და უბრალოა ადამიანტა წინაშე, მას უფალი თავისი ღვთაებრივი ძალით ავსებს.

ქრისტეს მოწაფეები არ იყვნენ განათლებული ან კულტურული საზოგადოებიდან. ისინი იყვნენ, როგორც ყველა, ზოგიერთი მათგანი მეთევზე იყო, ვინც ბევრს მუშაობდა, მძიმედ შრომობდნენ ზღვაში შტორმებისა და საშიშროებების დროს. ჩვენ ყველანი ქრისტეს სულიერ საზრდოზე გავიზარდეთ, რომელიც მისი მოწაფეების ხელიდან მივიღეთ და დღეს მის ძალას სახარებიდან ვიღებთ, რომელიც ქვეყანაზე სწორედ მათ, მისმა მოწაფეებმა მოიტანეს. ჩვენ გადავრჩით მათი მსახურებით და ვცხოვრობთ მათი დამოწმებების და მსხვერპლების წყალობით.

ეს მოწაფეები ქრისტეს სტუდენტებს ჰგავდნენ. ის მათ დამატებითაც ასწავლიდა. ცალკე იღებდნენ განმარტებებს იმ ისტორიებზე, რასაც ხალხში ყვებოდა. იესო განუმარტავდა მათ წმინდა წერილს და უხსნიდა გონებას, რათა წერილების აზრი გაეგოთ. მათ უნდა სცოდნოდათ ზეციური სამეფოს საიდუმლოებანი - ეს მათთვის სრულიად გასაგები და გახსნილი იყო.

ვისაც სურს სხვების განსწავლა, თავად უნდა ისწავლოს. იმისთვის, რომ გასცე უნდა მიიღო. ისინი მზად უნდა იყვნენ, რომ განასწავლონ სხვები. სანამ სახარების საქადაგებლად გააგზავნიან, კარგად უნდა შეითვისონ სახარება. არ არის კარგი ქადაგებბის ძალაუფლება მისცე ადამიანებს, თუ არ შეუძლიათ ეს საქმე. ეს ეკლესიის დაცინვაა ისევე, როგორც ,, ვინც ბრიყვს სიტყვას აბარებს.“ (იგავები 26:6). სანამ მოწაფეებს გააგზავნიდა ქრისტე ასწავლიდა მათ. ეს მქადაგებლები წარიგზავნნენ უქონელნი. მათ არ ჰქონდათ სიმდიდრე განათლება და პატივსაცემი წოდებები. ძალიან დაბლები იყვნენ და მსახურებისთვის შეუფერებლები. ამიტომაც სჭირდებოდათ არაჩვეულებრივი ძალაუფლება, რისი წყალობითაც აჯობებდნენ მწიგნობრებს.

თუკი დავფიქრდებით მოწაფეების სახელებზე და მათ დამოკიდებულებაზე იესოსადმი, დავინახავთ სამ წრეს, რომელიც ერთმანეთშია. პირველი წრე შედგება ოთხი მეტად იესოსთან დაახლოებული მოწაფისგან, რომლებსაც აუწყებდა სულიერ საიდუმლოებებს და თავისი გულის ღრმა აზრებს. მეორე ჯგუფში შედის ოთხი მოწაფე, რომლებიც გარკვეული თვისებებით არიან ცნობილნი; მათემ აქ საკუთარი თავიც მიათვალა, უწოდა რა საკუთარ თავს ,,მებაჟე“. მესამე ჯგუფი ცენტრისგან ყველაზე შორს არის და შედგება ოთხი მოწაფისაგან, რომელთა შესახებაც წერილში არაფერი წერია, მათი სახელების გარდა, იუდა ისკარიოტელი კი, ქრისტეს გამცემი, გამონაკლისია. თორმეტის მოწოდეს ჰქონდა თავისი დატვირთვა და სიბრძნე - რიცხვი თორმეტი ასახავს სამი გამრავლებული ოთხზე და მიუთითებს ზეცისა და დედამიწის გაერთიანებას. ქრისტე გამუდმებით გულით ატარებს თავისი თორმეტი მოწაფის სახელს, როგორც მღვდელმთავარი ატარებდა მკერდზე ისრაელის თორმეტი ტომის სახელს. ქრისტე შენს სახელსაც გულით ატარებს. თუკი შენი გული დამდაბლებულია და განახლებული, ის გაგაზავნის თავის სამკალში.

იუდა ისკარიოტელი ჩამონათვალში ყოველთვის ბოლოა და მოღალატის შავ ლაქას ატარებს: ,,...რომელმაც გასცა ის“. ეს იმას ნიშნავს, რომ ქრისტემ თავიდანვე იცოდა, რომ ის მდაბიო ადამიანია და მასში ეშმაკი ცხოვრობს, რომელიც გასცემს მას. ამის მიუხედავად მიიღო მოციქულთა შორის, რადგან ეკლესიას არასდროს გაუკვირდეს, თუკი ვინმე ყველაზე წმინდა ადგილას ჩაიდენს სისაძაგლეს. გარეწრები მოვლენ თქვენი სიყვარულის შესაკრებელზე, როგორც მგლები ცხვრებს შორის, მაგრამ დადგება ერთი დღე, როდესაც დაფარული ცხადი გახდება და ფარისევლები ღმერთის ერისგან განირჩევიან. გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რომ იუდას ყოფნა თორმეტ მოციქულს შორის, არ დაუმცირებია სამოციქულო წოდება და თუ სხვებისთვის ეს ბოროტება დაფარული იყო, ქრისტესთვის მაშინაც ცხადი იყო ყველაფერი.

ქრისტემ იუდას იგივე შესაძლებლობა მისცა მსახურების, რაც სხვებს. ის ერთგვაროვნად ქმნიდა პირობას, რათა მის მტერს ბოროტების გზა მიეტოვებინა, მოქცეულიყო სიკეთისკენ და მოენანიებინა თავისი ცოდვები. ეს გვიჩვენებს, რომ ქრისტეს ყველა უყვარს, ისინიც ვინც ბოროტს განიზრახავს და ელოდება შემთხვევას, რათა გასცეს ის სასიკვდილოდ.

ლოცვა: ზეციერო მამაო, მადლობას გიხდით, რომ მოგვიწოდე, გაგვწმინდე და აგვავსე შენი სულიწმიდის სიყვარულით. ეს სიყვარული აღგვძრავს წავიდეთ უიმედო დაღუპულებთან და შენი ძეც მხარს გვიჭერს, თავისი შუამდგომლობით მსახურებაში. ამიტომ გთხოვთ შენი სულიწმიდის მმართველობას და სიბრძნეს, მორჩილებას, ძალას და ყველა შენი წარმოგზავნილის მიმართ გამუდმებულ სიყვარულს და შევძლოთ შევაგროვოთ სამკალი და მოგიტანოთ სიხარულით.

კითხვა:

  1. რაში მდგომარეობს ძალაუფლება, რომლითაც იესომ თავისი მოწაფეები დააჯილდოვა?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 19, 2022, at 09:06 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)