Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 076 (Prayer of Faith)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
A - მთაზე ქადაგება ზეციური სამეფოს კონსტიტუცია (მათეიესო 5:1 - 7:27) -- იესოს გარშემო პირველი შეკრება
4. ზეციური სამეფოს კონსტიტუციის შედეგი (მათეიესო 7:7-27)

a) მამა ღმერთის რწმენის ლოცვა (მათეიესო 7:7-11)


მათეიესო 7:7-11
7 ითხოვეთ და მოგეცემათ, ეძიეთ და იპოვით, დააკაკუნეთ და გაგეღებათ. 8 ვინაიდან ყოველი, ვინც ითხოვს - ღებულობს, ვინც ეძიებს - პოულობს და ვინც აკაკუნებს - გაეღება. 9 არის კი თქვენ შორის ისეთი კაცი, შვილმა პური სთხოვოს, მან კი ქვა მისცეს? 10 ანდა თევზი სთხოვოს და გველი მიაწოდოს? 11 მაშ, თუ თქვენ, ბოროტებმა, იცით კეთილ მისაცემელთა მიცემა თქვენი შვილებისთვის, მეტადრე თქვენი ზეციერი მამა მისცემს სიკეთეს იმას, ვინც სთხოვს.
(იერემია 29:13-14; მარკოზი 11:24; იოანე 14:13; იაკობი 1:17)

თუკი იტანჯები რაიმე პრობლემის ან საჭიროების გამო, ვერ ხედავ გამოსავალს, მისი უფალთან და მოუყევი მას ამის შესახებ. მხოლოდ მას შეუძლია შენი სულის, სხეულის და მშვინვის პრობლემების მოგვარება. მან წარმოგზავნა დედამიწაზე ყოვლისშემძლე ქრისტე, რათა ქრისტემ თავისი ძალაუფლებით წაშალოს შენი ცოდვები და გადმოღვაროს ღმერთის სულის სიყვარული. მას უნდა მიგიყვანოს სიბრძნემდე და პატიოსნებამდე. ნაკლები ილაპარაკე - მეტი ილოცე, ნუ დრტვინავ დღედაღამე შენს საჭიროებებზე, არამედ შეიმეცნე ღმერთის სიტყვა და გწამდეს მისი ერთგული აღთქმების. ნუ შეგეშინდება! მიდი შენს ზეციერ მამასთან გახსნილი გულით და მიენდე მას. ხშირად შენი ლოცვები რჩებოდა უპასუხოდ შენი ცოდვების გამო. სთხოვე მას პატიება და ცოდვების გაშვება, ის გელოდება. როდის მიხვალ მასთან ლოცვაში? შენი ზეციერი მამა დაგეხმარება და სიხარულით გიპასუხებს, თუკი ილოცებ სხვებისთვის ვინაიდან ღმერთი სიყვარულია და მას სურს შენი გულის თავისი სიყვარულით ავსება. რამდენს ლოცულობ საკუთარ თავზე და რამდენს სხვებზე? ამ კითხვაზე პასუხი გიჩვენებს ყველა შენი ლოცვაზე დაკავებული პასუხის მიზეზს.

თუმცა სულიწმიდა გაძლევს მიმართულებას ღმერთის ნებისკენ და მიყავხარ კარებთან, რომელიც ღმერთის მამობრივ გულთან მიდის. ის მხოლოდ ზედაპირულ დახმარებას არ იძლევა: ფული თუ წარმატება, არამედ განგამტკიცებს თავის მხოლოდშობილ ძეში და შენს მხსნელ იესოში. ის გადარჩენაში კი არ გაძლევს მხოლოდ დამაჯერებლობას, არამედ თავადაც უყვარხარ.

ჩაწვდი თუ არა სულიწმიდის ლოცვითი სკოლის საიდუმლოს? ბუნებით ყველა ადამიანი ბოროტია, ქრისტემაც ხომ სიყვარულით გვიწოდა ,,ბოროტები“. თუნდაც გავბოროტდეთ და გავშორდეთ ღმერთს მას ვუყვარვართ, როგორც მოწყალე მამას. მას სურს, რომ შეგვცვალოს საკუთარი სულით, რათა სამუდამოდ მასთან ერთად ვცხოვრობდეთ. როგორ შეიძლება მას სთხოვდე მხოლოდ ამაქვეყნის სიამოვნებებს. აი რატომ მოგიწოდებს ქრისტე ჩაუღრმავდე სახარებას, ჯერ მოძებნო მისი სამეფოს სიმართლე, ილტვოდე ამ სამეფოს გასავრცელებლად, მთელი ძალით აშენებდე ამას შენს გარშემო და მაშინ ზეციერი მოგცემს ყოველივეს, რაც გესაჭიროება.

ღმერთი ხშირად აგვიანებს მისი მომლოდინეების ლოცვის პასუხებს. ის ასე იქცევა, რათა გამოსცადო ჩვენი გული და გაიგოს ჭეშმარიტად უყვართ თუ არა ის, თუ მხოლოდ მისი ნიჭები სურთ. მას სურს ზეცის ფანჯრები გაგიხსნას და გადმოღვაროს შენზე კურთხევები, შენს მეგობრებზე კი მადლი მადლზე. გულმოდგინედ ილოცე და გწამდეს, რომ ღმერთი შენთან არის, იღებ თუ არა ამას, ემადლიერები დათვლი თუ არა შენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვნად?

ქრისტემ ლოცვისას ნაბიჯ-ნაბიჯ გვასწავლა სვლა, სულ უფრო დაჟინებით ლოცვა, მობეზრების მსგავსად, როგორც დაფარულ ოთახში, ასევე საერთო ლოცვებში. შეიკრიბეთ ერთად და ილოცეთ თქვენი ზეციერი მამის წინაშე, რათა მან გაკურთხოთ. ის ელოდება თავისი შვილებისგან მადლიერებას და თხოვნას. უპირველესად თამამად და სიყვარულით თხოვეთ მას თქვენი პტობლემების მოგვარება. სთხოვეთ ღმერთს ძალები, რათა მრავალი მოვიდეს გადარჩენამდე. დაჟინებით ილოცეთ და აკაკუნეთ მის კარზე. სთხოვეთ, რომ ყველას აპატიოს თქვენს გარშემო ვისაც სწყურია სამართალი და მისცეს მას საუკუნო სიცოცხლე, ვინაიდან დაღუპულების მიმართ უსიყვარულობა ლოცვის შემაფერხებელია.

როგორი მშვენიერია ზეციერი მამის ხატება, ვინც გამოიყენა ქრისტემ. მამა თავის შვილებს საკვებს აძლევს და ეხმარება ყველაფერში, თავისი შვილების ეგოიზმის მიუხედავად. ის არ უბრაზდება მათ, როდესაც ისინი არასწორად იქცევიან, არამედ ასწავლის, რადგანაც უყვარს. ასე გაძლევს ღმერთი შენც მხოლოდ კეთილ ნიჭებს. არ უარგყოფს, ის შენი მამაა და მთელი ძალებით გცდილობს აღგზარდოს, გაჭამოს და ჩაგაცვას. ის ზრუნავს სხეულზე, მშვინვაზე და სულზე, რათა მისი შვილები სულიერად მწიფეები გაიზარდონ.

გწამდეს შენი ზეციერი მამის მზუნველობის და მადლიერი იყავი მისი სიკეთეებისთვის, რომელიც გადმოღვარა შენზე და შენს ეკლესიაზე. ნუ მოიკოჭლებ ლოცვაში, არამედ გჯეროდეს იმის, რასაც ამბობ როდესაც ლოცულობ ქრისტეს სახელით. და შენ გადაიტან მის სასწაულებს, როდეასც დიდი ძალა მოვა შენზე და ღვთაებრივი სიბრძნე, რათა დაკარგულებს ჭეშმარიტება უქადაგო.

ღმერთმა მოგვცა ურთიერთობა. ის შეხვდა ყველას, ვინც მასთან ლოცვაში მიდის. სთხოვეთ და მოგეცემათ. არ წერია ,,სამაგიერო მოგეცემათ“ ან ,,თქვენზე გაიყიდება“. ნათქვამია: ,,გექნებათ“. რა მოსაცემელი უნდა იყოს იმაზე უხვი, ვიდრე ნიჭი. რაზეც არ უნდა ლოცულობდეთ და სთხოვდეთ - ის ,,მოგეცემა“ აღთქმით თუ ღმერთი დაინახავს, რომ ეს თქვენთვის სასარგებლოა. კიდევ რა უნდა ითხოვო. ჩვენ ერთი რამ გვევალება: ითხოვეთ და მიიღებთ.

როგორც ვხედავთ აქ შვილი ითხოვს პურს, რომელიც მისთვის აუცილებელია და თევზს, რაც მისი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია, მაგრამ თუ ბავშვი თავისი სისულელით მოითხოვს ქვას ან გველს, თუ ის მოინდომებს მოუმწიფებელი ხილის ჭამას ან დამით თამაშს, მაშინ ბრძენი მამა არ დააკმაყოფილებს მის საჭიროებას. ზოგჯერ ჩვენ ღმერთს ჩვენთვის მავნე რაღაცას ვთხოვთ და ის ჩვენ არ გვაძლევს. ჯობია არ მისცე უსიყვარულობის გამო, ვიდრე მისცე სიძულვილით. ყველაფერი რომ მიგვეღო რასაც ვიტხოვდით, დიდი ხნის წინ დავიღუპებოდით.

დაფიქრდი რა განზრახვებით მოგქონდა ღმერთის წინაშე ლოცვისას თხოვნები. შეადარე ისინი სახარებას და დაიწყე ლოცვა ისე, როგორც ქრისტე გვასწავლიდა ,,მამაო ჩვენო“, ვინაიდან ეს ლოცვა უპასუხოდ არ დარჩება.

ლოცვა: მოწყალე მამა, ჩვენ გვიხარია, რომ შენთვის სულ ერთი არ არის ჩვენი მხირე და დიდი საჭიროება და ყოველთვის მზად ხარ გვიპასუხო. გვაპატიე ეგოისტური ლოცვები და აგვავსე სულიწმიდით, რათა გამუდმებით გვიყვარდე და ვლოცულობდეთ სხვების გადასარჩენად. თავს არ დაგანებებთ, სანამ ყველას არ აკურთხებ. გვასწავლე თხოვნა, ძიება და კაკუნი ზეცის კარებზე, სანამ არ გამოგზავნი შენი წმინდა სახელის დიდებისთვის დახმარებას.

კითხვა:

  1. რატომ გვასწავლიდა იესო გამუდმებულ და დაჟნებულ ლოცვას?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 19, 2022, at 04:48 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)