Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Romans - 048 (The Truth of Christ Guarantees our Fellowship with God)
This page in: -- Afrikaans -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bengali -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hebrew -- Hindi -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Malayalam -- Polish -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Yiddish

Previous Lesson -- Next Lesson

რომაელები - უფალი - ჩვენი სამართლიანობა
პავლეს რომაელთა მიმართ წერილების შესწავლა
ნაწილი 1 - ღმერთის სამართლიანობა ასამართლებს ყველა ცოდვილს, მაგრამ ამართლებს და წმენდს ქრისტეში ყველა მორწმუნეს (რომაელები 1:18 - 8:39)
განყოფილება 5 - ჩვენი გადარჩენა საუკუნოდ დამტკიცებულია (რომაელები 8:28-39)

2. ქრისტეს ჭეშმარიტება - ჩვენი ღმერთთან ურთიერთობის პირობაა მრავალი ტანჯვების მიუხედავად (რომაელები 8:31-39)


რომაელთა 8:38-39
38 და მწამს, რომ ვერც სიკვდილი და ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზები და ვერც მთავრობანი, ვერც ძალნი, ვერც აწმყო და ვერც მომავალი, 39 ვერც სიმაღლე და ვერც სიღრმე, ვერც ვერავითარი სხვა ქმნილება ვერ შეძლებს ჩვენს ჩამოშორებას ღვთის სიყვარულისაგან ჩვენს უფალ ქრისტე იესოში.

პავლე დარწმუნებული იყო, რომ ვერანაირი მიწიერი და ვერც სულიერი და მიწიერი ვერ შეძლებს ღმერთის სიყვარულს ჩამოგვაშოროს, რომელიც იესო ქრისტეში გამოვლინდა! ამ დიდებული და კატეგორიული გამონათქვამით პავლე ასრულებს რომაელთა მიმართ წერილების დოქტრინალურ ნაწილს. მოციქულის დამაჯერებლობა იყო დაფუძნებული არა უბრალო ანალიზზე, არამედ ბრძოლაში გამოვლილ ღრმა გამოცდილებაზე, ასევე სულიწმიდის მოწმობაზე მის გულში. პავლე არ ამბობდა: ,,თუ ღმერთი ისურვებს მაშინ იქნება ის ჩემთან ერთად“, არამედ სრული დამაჯერებლობით აღიარა ის რაშიც დარწმუნდა, როდესაც ქრისტეს სიყვარული შეიცნო: ქრისტეს სიყვარული არასდროს წყდება! ღმერთის ერთგულებაში ეჭვი არ არსებობს!

პავლე საუბრობდა არა ადამიანურ სიყვარულზე, არც გულმოწყალე და მოსიყვარულე ღმერთზე; ის ხედავდა ძის მეშვეობით მამას და მან არ იცოდა სხვა გზა ღმერთისკენ, გარდა ქრისტესი! მას შემდეგ რაც ღმერთის ძე განკაცდა ჩვენ ვიცით, რომ უფალი - ჩვენი მამაა! მისი მამობრივი სიყვარული არ ჰგავს ადამიანურ გრძნობებს, წმიდა ღმერთმა ხომ მოგვცა თავისი ძე მსხვერპლად უწმინდურ ცოდვილებს! ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს იმაში, რომ ის მოწყალეა უნდა გვჯეროდეს კიდეც, რომ ის მოგვიწოდებს მის აღთქმაში შევიდეთ და კრავის სისხლის მეშვეობით მივიღოთ შვილობა! ჯვრის წყალობით პავლე დარწმუნებული იყო, რომ ღმერთის სიყვარული არასდროს შეწყდება!

მაგრამ ეშმაკიც რეალურია და ვინც უარყოფს მის არსებობას მას არ ესმის თუ როგორ მდგომარეობაში იმყოფება მსოფლიო. პავლე ხედავდა მრავალ სულიერ ძალას, რომელიც მზად იყო გაენადგურებინა ახლანდელი და მომავალი მსოფლიოები. ის არა მხოლოდ ხშირად უყურებდა სიკვდილს თვალებში, არამედ ბნელეთის ანგელოზებსაც ებრძოდა, ებრძოდა ლოცვებშიც ჯოჯოხეთურ სიგიჟეებს და ამიტომაც თქვა: ,,ჯოჯოხეთიც და ზეცაც ერთდროულად, რომ დამესხას თავს ღმერთის სიყვარული ქრისტეში მაშინაც არ შეწყდებოდა. ვერცერთი ღმერთის მოწინააღმდეგე ძალა ვერ შეძლებს ჩემს დამარცხებას ვინაიდან ქრისტეს მარადიულმა სისხლმა გამწმინდა მე!“

პავლეს ჰქონდა წინასწარმეტყველური ნიჭი ის ხედავდა, თუ როგორ ესხმოდა თავს ეკლესიებს მატყუარა და მკვლელი, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა, ვინაიდან ეკლესია ქრისტეში იყო და ვერავინ შეძლო ქრისტეს ხელებიდან მისი წაგლეჯვა!

რჯულმაც ვერ შეძლო მოციქულის რწმენის შერყევა, ვინაიდან ისინი მოკვდნენ ქრისტესთან ერთად ჯვარზე, ის კი ცხოვრობდა მათში და იცავდა მათ. ბოლო სასამართლოზე მორწმუნე იქნება, ვინაიდან ქრისტე სამუდამოდ რჩება ერთგულ გამარჯვებულად!

ასევე ჩვენს მოგმართავთ შენ ძვირფასო ძმაო მოწოდებით, რომ მთელი შენი სული, მშვინვა და სხეული მისცე ღმერთის სიყვარულს და მყარად ჩაეჭიდო წმიდა სამებას, რათა შენი სახელი ჩაიწეროს სიცოცხლის წიგნში და საუკუნოდ ღმერთის შვილად დარჩე!

მიაქციე ყურადღება იმას, რომ პავლემ ღმერთის ერთგული სიყვარულის ქების სიმღერა მხოლობითში კი არ დაუწერია, არამედ მრავლობითში: ,,ჩვენ“, ამ სიტყვაში ის მოიაზრებდა რომის ყველა მორწმუნეებს და ასევე ხმელთაშუა ზღვის სხვა ეკლესიებსაც. მისი რწმენის მოწმობა ჩვენზეც ვრცელდება, თუ მივიღეთ მისი დამაჯერებელი სწავლება, რომელიც წინა თავში იყო და არ ვაქცევთ ყურადღებას იმას რა ითვლება ამ ქვეყანაში ძლიერად და კარგდა, არამედ ვეწებებით ღმერთს, ღმერთის სიყვარულს, რომელიც იესო ქრისტეში გამოვლინდა!

ბოლო სიტყვები ,,...ჩვენი უფლის შესახებ“, რომლითაც პავლე ასრულებს თავის სიტყვას კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ გოლგოთის გამარჯვებული - ყოველივეს უფალია, რომლის ძალაუფლებაშიც დევს ჩვენი დაცვა. ის შლის ჩვენსკენ ხელს და არ გვტოვებს, ვინაიდან ვუყვარვართ!

ლოცვა: იესო, მე არ მყოფნის სიტყვები, რომ გემადლიერო! შენ გადამარჩინე მე და მე შენი საკუთრება გავხდი! ამავსე შენი სიყვარულით, რათა ჩემი ცხოვრება გახდეს შენი საქებარი და განგადიდო შენ ჩემი მყარი რწმენით იმაში, რომ არავის შეუძლია ჩამომაშოროს შენგან, ვინაიდან შენ ერთგული ხარ! და როგორც შენ ზიხარ მამის მარჯვნივ, როგორც ის არის შენში და შენ მასში, ასე განმამტკიცე შენს სამართლიანობაში, რათა არ ჩამოვშორდე მამას, ძეს და სულიწმიდას! ამინ.

კითხვა:

  1. რატომ დაიწყო პავლემ ბოლო წინადადება პირველ პირში ,,მე“, და დაასრულა ის მრავლობითში - ,,ჩვენ“?

რომაელთა მიმართ წერილების კითხვათა პირველი სერია

ძვირფასო მკითხველო, თუ შენ გინდა უფრო ღრმად შეისწავლო ღმერთის სიტყვა და ჯილდოდ ჩვენგან წიგნი მიიღო, მაშინ მოგიწევს შემდგომი სერიიდან 10 სწორი პასუხის გაცემა:

  1. რა საერთო იდეებზეა დაფუძნებული ჩვენი გამართლება რწმენის მეშვეობით?
  2. რას ნიშნავს გამოთქმა: ,,ღმერთის სამართლიანობა გამოჩნდა’’?
  3. რატომ ვმართლდებით მხოლოდ რწმენით და არა მართებული საქციელებით?
  4. როგორ გამართლდნენ აბრაამი და დავითი?
  5. რატომ მართლდება ადამიანი მხოლოდ რწმენით არა წინადაცვეთით?
  6. რატომ ღებულობენ ღმერთის კურთხევებს ისინი, ვისაც სწამს ღმერთის აღთქმების და არა ისინი ვინც იცავენ კანონს?
  7. რას ვიგებთ აბრაამის ბრძოლიდან?
  8. როგორ სრულდება ღმერთის მშვიდობა ჩვენს ცხოვრებაში?
  9. როგორ გამოვლინდა ღმერთის სიყვარული?
  10. რისი დანახება უნდოდა პავლეს ჩვენთვის, როდესაც ადარებდა ადამსა და იესოს?
  11. რაშია ნათლობის აზრი?
  12. როგორ გავეკარით ჯვარზე და აღვსდექით ქრისტესთან ერთად მის ცხოვრებაში?
  13. როგორ წარვუდგენთ ჩვენს თავს და ჩვენს სხეულებს ღმერთს, სამართლიანობის იარაღად?
  14. რა განსხვავებაა ცოდვასა და სიკვდილის მონობასა და ქრისტეს სიყვარულს შორის?
  15. რატომ არის ყველა მორწმუნე ძველი აღთქმის მოთხოვნებისგან თავისუფალი?
  16. როგორ ხდება სამართლიანი რჯული, ბოროტებისა და სიკვდილის მიზეზი ჩვენთვის?
  17. რა აღიარა პავლემ საკუთარ თავზე, როგორ გააკეთა მან ეს, და რას ნიშნავს ეს აღიარება ჩვენთვის?
  18. რა აზრი დევს პირველ ფრაზაში, რომლითაც იწყება მერვე თავი?
  19. რომელ ორ რჯულს უპირისპირებდა ერთმანეთს პავლე და რას ნიშნავდა ისინი?
  20. რაზე ზრუნავს სულიერი ადამიანი და რას მიიღებს ხორციელი მემკვიდრეობით?
  21. რას აძლევს სულიწმიდა ქრისტეს მორწმუნეებს?
  22. ღმერთის როგორ ახალ სახელს გვასწავლის სულიწმიდა და რას ნიშნავს ის?
  23. ვინ კვნესის ქრისტეს მოსვლისთვის და რატომ?
  24. რატომ ეწევათ ყველაფერი სასიკეთოდ ღმერთის მოყვარულებს და მისი ნებით მოწოდებულებს?
  25. როგორ ლახავენ ქრისტიანები მწუხარებას?
  26. რატომ დაიწყო პავლემ ბოლო წინადადება პირველ პირში ,,მე“, და დაასრულა ის მრავლობითში - ,,ჩვენ“?

აუცილებლად მიუთითეთ თქვენი ფოსტის მისამართი. დაწერეთ ყველა თქვენი პასუხი გასაგები ხელწერით და გამოგზავნეთ ისინი მისამართზე:

Waters of Life
P.O Box 3007
32720 Detmold
Germany

Internet: www.waters-of-life.net
Internet: www.waters-of-life.org
e-mail: info@waters-of-life.net

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 31, 2020, at 10:41 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)