Waters of LifeBiblical Studies in Multiple Languages |
|
Home Bible Treasures Afrikaans |
This page in: -- Albanian? -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba
Previous Lesson -- Next Lesson მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 2 - წარმართებსშორის სახარების ქადაგება და ეკლესიების წინადაცვეთა ანტიოქიიდან რომამდე - მოციქული პავლეს მეშვეობით, რომელიც სულიწმიდისგან იყო წარგზავნილი (საქმეები 13 - 28)
ე - გამგზავრება კესარიიდან რომში (საქმეები 27:1 - 28:31)
2. შტორმი ზღვაში და ხომალდის ჩაძირვა მელიტაში (საქმეები 27:14-44)საქმეები 27:14-26 შტორმი დაიწყო მაშინ, როდესაც ისინი კუნძულ კრეტასთან იყვნენ. ზღვა ღელავდა, ხოლო ტალღებს გემი სულ უფრო ღრმად მიყავდათ. მეზღვაურები მთელი ძალით ცდილობდნენ მისულიყვნენ ნაპირთან, მაგრამ წარუმატებლად. ქარიშხალი იმდენად ძლიერი იყო, რომ გემი ღრმად ზღვაში წაიღო თავის 276 მგზავრთან ერთად. მათ ამოწიეს პატარა ნავი, რომელიც გემზე მიმაგრებული იყო, რათა ის წყლით არ ავსებულიყო და არ ჩაძირულიყო. გემმა კურსი შეიცვალა და მიცურავდა პატარა კუნძული კლავდიას დაცვით. ისინი ღუზას ვერ უშვებდნენ ძლიერი ტალღების გამო, რომელიც მათ ეცემოდა. ნავიგაციის ხელოვნება იმ დროში არ იყო ისე განვითარებული, როგორც დღეს. ასეთი თანამედროვე ხელსაწყოების უქონლობის გამო ფიცრების ერთად შესაკვრელად მათ გემი სქელი თოკით შეახვიეს. მეზღვაურები ნებისმიერი გზით ცდილობდნენ ტალღების დარტყმების სიძლიერის შეკავებას. მომდევნო დღეს მათ გადაყარეს ნავიდან მარცვლეულის ნაწილი, რათა გემს მარტივად შესძლებოდა ტალღებზე გაჩერება. შტორმის მესამე დღეს კი ნავის აღჭურვილობები გადაყარეს ზღვაში. ასევე იალქნები და ყველა მძიმე ნივთი რაც კი გემზე იყო. მაგრამ ქარიშხალი არ ჩერდებოდა და ზღვა არ იღლებოდა. მრავალი მგზავრი ცუდათ გახდა, მრავალსაც გული ერეოდა. მათ გარკვეული დღეების მანძილზე არ ქონდათ ნანახი მზე და მთვარე. ადამიანები ლოცულობდნენ და მარხულობდნენ, სთხოვდნენ უფალს ესმინა მათი ლოცვები. დღეები და ღამეები იწელებოდა. წუთები საათებად იქცა. ყველა უიმედობამ მოიცვა. მზარეულს საკვები არ მოჰქონდა. მეზღვაურები, ტუსაღეები და მებრძოლები დასუსტდნენ და დაიღალდნენ. მაშინ პავლე ადგა და გაამხნევა ისინი. მან გაუმეორა მათ, რომ ყველაფერი ეს მისი უკუგდების მიზეზი იყო. ყოველ ურწმუნოებას მივყავართ დანაკარგამდე და შესაძლოა მრავალი უბედურების მიზეზიც იყოს. პავლე ლოცულობდა იმ დროს, როდესაც სხვები ტიროდნენ. მისი თანამგზავრები იკრიბებოდნენ მასთან და გაქვავებულ გულებზე ლოცულობდნენ. მთელი ჯოჯოხეთი ადგა მათი სიყვარულის მოზიარეობის წინააღმდეგ. მაგრამ ქრისტემ უპასუხა მათ ლოცვებს და ქარიშხლებს შორის, პავლესთან ანგელოზი წარგზავნა, რომელმაც გაამხნევა მოციქული და უთხრა, რომ არ მოკვდება სანამ რომის კეისარს არ უქადაგებს. სინამდვილეა, რომ გემი ჩაიძირება მეთაურის სიჯიუტის გამო, მაგრამ ყველა სული გადარჩება პავლეს და მისი თანამგზავრების ლოცვების შედეგად. ეს შემთხვევა ჩვენთვის შესანიშნავი მაგალითია, არა? ღმერთის რისხვა მთელს დედამიწას მოიცავდა ეშმაკთან ერთად, მაგრამ მხოლოდ ლოცვის ძალა იცავს ადამიანებს დედამიწაზე. ღმერთი აკავებს ადამიანებს დაღუპვისაგან, მორწმუნეთა ლოცვის და ეკლესიის გამო. პავლეს არ დაუწყია მეზღვაურებისთვის და მგზავრებისთვის ქადაგებების კითხვა, არც ღვთისმეტყველური გაკვეთილები ჩაუტარებია მათთვის, ვინაიდან გემი ძალიან მოძრაობდა და ისინი ძალიან შეშინებულები იყვნენ. პავლე უმოწმებდა მათ საკუთარი რწმენის შესახებ და მისი ხმა აჭარბებდა ყველა ქარიშხალსა და ტალღების ხმას. მოციქული ღმერთს ენდობოდა, რომ ღმერთი ზუსტად ისე გააკეთებდა, როგორც ანგელოზმა უთხრა. ის ელოდებოდა როდის მივიდოდა გემი უახლოეს კუნძულთან და მათი გემი მსხვრევას განიცდიდა უკვე სანაპიროზე. გემი განწირული იყო დამსხვრევისთვის, მაგრამ ამის მიუხედავად ყველა გადარჩებოდა. შესაძლოა ეს უფლის პასუხია ჩვენი ქვეყნებისთვის, თუ რა იქნება მომავალში. ილოცე, რათა შენი და ძმები გადარჩნენ და ჩვენ ყველა ერთ ნავში აღმოვჩნდეთ, იცოდე, რომ ეშმაკს ყველას განადგურება უნდა, ვის გულშიც სახარებაა, ილოცე და იფხიზლე, რათა არ ჩავარდე განსაცდელში. ლოცვა: მადლობას გიხდი უფალო იესო, რომ პავლესთან წარგზავნე ანგელოზი, რომელმაც ანუგეშა ის. ყველა ტუსაღს წარუგზავნე მანუგეშებელი და გვიხსენი სხვა ადამიანებთან ერთად, ჩვენს ქვეყნებში შტორმისგან, რომელიც დაძრულია. კითხვა:
|