Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Acts - 084 (Founding of the Church in Berea)
This page in: -- Albanian? -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 2 - წარმართებსშორის სახარების ქადაგება და ეკლესიების წინადაცვეთა ანტიოქიიდან რომამდე - მოციქული პავლეს მეშვეობით, რომელიც სულიწმიდისგან იყო წარგზავნილი (საქმეები 13 - 28)
გ - მეორე მისიონერული მოგზაურობა (საქმეები 15:36 - 18:22)

6. ეკლესიის დაარსება ბერიყაში (საქმეები 17:10-15)


საქმეები 17:10-15
10 ძმებმა იმავე ღამით გაისტუმრეს პავლე და სილა ბერეაში, სადაც ჩავიდნენ თუ არა, იუდეველთა სინაგოგაში შევიდნენ. 11 ესენი უფრო კეთილშობილნი აღმოჩნდნენ, ვიდრე თესალონიკელნი, მთელი გულმოდგინებით მიიღეს სიტყვა და ყოველდღე წერილებს არჩევდნენ, ნამდვილად ასე თუ არისო. 12 ბევრმა ირწმუნა მათგან, წარჩინებულმა ბერძენმა ქალებმაც და კაცებმაც, არამცირედმა. 13 მაგრამ, როცა თესალონიკელმა იუდევლებმა შეიტყვეს, პავლე ბერეაშიც ქადაგებსო ღვთის სიტყვას, იქაც მივიდნენ და ააღელვეს და ააშფოთეს ხალხი. 14 ძმებმაც მყისვე გაგზავნეს პავლე ზღვისკენ; სილა და ტიმოთე კი იქვე დარჩნენ. 15 გამცილებლებმა ათენამდე მიიყვანეს პავლე; მიიღეს ბრძანება სილას და ტიმოთეს მიმართ, რომ რაც შეიძლება მალე მისულიყვნენ მასთან, და გამობრუნდნენ.

პავლე ქალაქიდან ქალაქში ქრისტეს მსახურებაში დადიოდა. მისი ცხოვრება უსიამოვნებების ჯაჭვი იყო, რამდენიმე შემთხვევის გამოკლებით ყველა რგოლი ამ ჯაჭვში ერთმანეთს ჰგავდა. ის ხშირად ლოცულობდა თავის თანამოგზაურებთან ერთად და მერე მიდიოდა ქალაქში, თუმცა უპირველესად დედაქალაქებში და არა პატარა დასახლებებში. პირველ რიგში ის იუდევლურ სინაგოგას პოულობდა, რადგან მას წესად ჰქონდა თავისი დამოწმება ძველი აღთქმისეული ერიდან დაეწყო. მას უნდოდა უპირველესად მათთვის შეეთავაზებინა სახარება, იესო ქრისტეს ჯვარცმის შესახებ უწყება. ისინი კი თავის მხრივ ახალ დოქტრინებს იკვლევდნენ წერილებისა და წინასწარმეტყველებების შუქზე. მრავალმა მათგანმა ირწმუნა, განსაკუთრებით წინადაცვეთილმა წარმართებმა, რომლებიც აღფრთოვანებით იღებდნენ ახალ სწავლებას.

იუდეველები ბრაზობდნენ თვინიერი ღვთის კრავის აზრების შესახებ. მათ უნდოდათ მმართველი პოლიტიკური ქრისტე, რომლის მეფობაც რჯულზეა დაფუძნებული. ამიტომაც აწყობდნენ უთანხმოებებს, დევნებს, წამებებს, მუქარებს მომაკვდინებელ სიკვდილზე, გაგდებებს და მუდმივ უბედურებებს. მოციქულების მსახურების შედეგად ქალაქში რჩებოდა მცირე ცოცხალი ქრისტიანული კრებული, რომელიც აღიარებდა, რომ იესო ნაზარეთიდან იყო ქრისტე და რომ ის თავის მიმდევრებს აძლევს ღვთიურ ცხოვრებას სულიწმიდის მეშვეობით. ეს ახალი ეკლესიები ხშირად განიცდიდნენ დევნას, ხოლო თავად პავლე ქალაქიდანაც კი გაუგდიათ. ასე მოხდა თესალონიკეშიც (1 თესალონიკელთა 2:14; 3:1-4; 2 თესალონიკელთა 1:4).

თესალონიკეში ძმებმა პავლე წაიყვანეს მცირე ქალაქში, რომელსაც ერქვა ბერიყა, რომელიც თესალონიკედან 70 კილომეტრში იყო და პავლე ფიქრობდა, რომ იქ უფრო უსაფრთხოდ იქნებოდა ვიდრე სხვა დიდ ქალაქებში. მაგრამ პავლეს არ ეშინოდა საკუთარი თავის გამო და არც დაუცველობის. ის ხედავდა იესოს დიდებას და მის გულში სიყვარულის ალი გიზგიზებდა. ასევე სიყვარული წარმართების მიმართ და სურვილი, რომ ისინი გადარჩენილიყვნენ აღძრავდა პავლეს, რომ მათთვის გადარჩენის უწყება მიეტანა.

ბერიყის იუდეველები მეტად მოწყურებულები იყვნენ, ვიდრე თესალონიკელი იუდეველები და მზად იყვნენ ახალი სწავლება მოესმინათ. ისინი იკვლევდნენ ძველ დამწერლობას და ზოგიერთმა ამის მეშვეობით მიიღო საუკუნო სიცოცხლე. მრავალთან ერთად მცხოვრებნი, მოწყურებულები იყვნენ უწყებას, რომელიც მათ გულებს ნუგეშს სცემდა. ეს ქადაგების ტიპიური მაგალითია. თუმცა ეს არ არის ერთადერთი საშუალება იესოსთან ადამიანების მოყვანის. ვინც სიყვარულით ღრმად წვდება ღმერთის სიტყვას ის ამ სიტყვის მოქმედებას განიცდის თავის თავზე, ღებულობს მისგან განწმენდას, გამართლებას. სიყვარულს, გაბედულებას დასამოწმებლად და ასევე ქრისტეს მეორედ მოსვლის მოლოდინს. ძვირფასო ძმაო გადალახე შენი სიზარმაცე და მოუნდომებლობა. გადალახე შენში ღმერთის სიტყვისადმი წინააღმდეგობა. აავსე შენი გული ქირტეს სიტყვებით. მაშინ გახდები ბედნიერი ადამიანი, რომელიც საკუთარ წრეში ღმერთის სიყვარულის წყაროს მსგავსი იქნება. აზრები და სულიწმიდის მოქმედებებით წყალივით წამოვა შენგან.

პავლეს ქადაგებამ წარმოქმნა შერეული ეკლესიები, ქრისტიანი იუდეველებისა და წარმართი წარმოშობის ხალხისგან; ამ ეკლესიებში გრძელდებოდა ერებისა და კულტურის დაყოდები, ასევე დაყოფები დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. ქრისტეს სიყვარული - ძლევამოსილი ძალაა ყველა მორწმუნეში. მაგრამ ამის გამო, რომ ეს სულიერი გამარჯვება გახდა სატანის თვალში მტანჯველი იარაღი, ის მთელი ძალებით ცდილობდა ეკლესიის დანგრევას შიგნიდან და გარედან. თესალონიკედან მოვიდნენ ფანატიკოსი იუდეველები, რომლებიც რისხვაში თავს დაესხნენ თავისი სიცრუით ახალმოქცეულებს. მათ უნდოდათ სიყვარულის მოზიარეობის გაჩერება და პავლეს უკეთესად თვალთვალი.

მაგრამ მათმა ამ შეჭრამ ვერ მოასწრო აფეთქების მოხდენა, რადგანაქაურ ხალხს შორის უკვე დაიწყო მგრძნობიარე და მშვიდობის სულმა გამოვლენა. მორწმუნეებმა პავლე ზღვასთან მიიყვანეს, რომელიც ქალაქიდან 40 კილომეტრში მდებარეობს და იქ მათ მალე დასვეს ის გემზე, რათა სიძულვილით აღსავსე ადამიანებს არ შესძლებოდათ თავიანთი ბოროტი აზრების განხორციელება.პავლე მივიდა ბერიყაში მარტო, მისი თანამეგზურები კი რჩებოდნენ თესალონიკეში და ადგილობრივ ეკლესიას ამყარებდნენ. ახლა კი მან მარტომ მიატობა ბერიყა და გაემართა ათენში. მსოფლიოში ინტელექტუალურ ცენტრში, ფილოსოფოსების და მეცნიერების შეხვედრის ადგილისკენ. ამ შესანიშნავ ქალაქში ხალხი ამაყობდა და სჯეროდათ ზებუნებრივი ცხოვრების. ათენელებს სჯეროდათ, რომ თავისი ჭკუით ჩასწვდებოდნენ ქვეყნიერების საიდუმლოებებს. თუმცაღა არ იცნობდნენ სულიწმიდასა და ცოცხალ უფალს, რომელიც მკვდრეთით აღსდგა.

პავლე არ მორცხვობდა და არ ეშინოდა ეჩვენებინა საკუთარი სახე ათენში ფილოსოფოსებს შორის. ის გრძნობდა, რომ რაღაც არეულ მოძრაობაში ჰყოფდა თავს, რომელიც გამუდმებით დატანჯავს ეკლესიას ბოლო ათასი წლის მანძლზე. ფილოსოფია ღმერთისა და სახარების უწყების გარეშე გვახსენებს შუქისა და სიბნელის, ასევე ზეცისა და ჯოჯოხეთის , ღვთიურ შთამაგონებასა და ეშმაკის ჩასახლების შედარებას. პავლეს არ უნდოდა მარტო ყოფილიყო ამ ბრძოლაში სულებთან. იცოდა, რომ გენიოსი არ იყო, არამედ მხოლოდ ქრისტეს სხეულის წევრი. მან სთხოვა თავის თანამეგზურებს სილას და პავლეს, რომ ისინი თესალონიკედან მასთან ათენში ჩასულიყვნენ. პავლე ეძებდა ძმების დახმარებას არაწმიდა სულებთან ბრძოლაში, როგორც იესო გეცემანიაში სთხოვდა თავის მოწაფეებს ლოცვასა და ფხიზლობას მასთან ერთად. მაგრამ როგორც უფალ იესოს მოუწია მარტოს გაეარა ეს ბრძოლა და ღმერთის რისხვის ჭურჭლიდან მოესვა, ასევე პავლეს მოუწია მარტოს წასვლა. იქ მას მოუწია მოაზროვნეებისა და ფილოსოფოსების დაცინვის ატანა და ხალხის ათვალწუნება თავიანთი ადამიანური სიბრძნით.

ლოცვა: უფალო იესო მადლობას გიხდით იმისთვის, რომ ბევრჯერ გვაყენებ რთული დავალებების წინაშე, რათა არ გვეშინოდეს დევნებისა და ტანჯვის, მაგრამ ამავდროულად შენი წმინდა სახელი განვადიდოთ! გაგვწმინდე უფალო შენი მსახურებისთვის და შენი სიყვარულის მოტივებით აგვავსე, რათა არ გვეშინოდეს ადამიანების სულების და სწავლების, არამედ ვუქადაგოთ შენი ხსნის სახარება ყველას.

კითხვა:

  1. როგორ ქადაგებდა პავლე ხშირ შემთხვევაში, როდესაც ქალაქში შედიოდა?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 02:46 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)