Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Acts - 058 (Establishment of a Gentile Church)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 1 - იესო ქრისტეს ეკლესიის დაარსება იერუსალიმაში, იუდეასა და სამარიაში - მოციქული პავლეს მზრუნველობის ქვეშ და სულიწმიდის ხელმძღვანელობით (საქმეები 1 - 12)
ბ - გადარჩენის სახარების გავრცელება სამარიასა და სირიაში. წარმართთა მოტრიალება (საქმეები 8 - 12)

10. ანტიოქიაში წარმართული ეკლესიის წარმოშობა (საქმეები 11:19-30)


საქმეები 11:19-24
19 სტეფანეს გამო დაწყებული დევნით დაფანტულები, ფინიკიამდე, კვიპროსამდე და ანტიოქიამდე მივიდნენ; თუმცა არავის ეუბნებოდნენ სიტყვას, იუდეველთა გარდა. 20 თუმცა ზოგიერთი კვიპროსელთაგან და კვირინელთაგან, ანტიოქიაში მისვლისას გაბერძნებულთაც ელაპარაკებოდა და ახარებდა უფალ იესოს. 21 უფლის ხელი იყო მათთან, ძალიან ბევრმა ირწმუნა და მოიქცა უფლისკენ. 22 ამ ამბავმა იერუსალიმში მყოფი ეკლესიის ყურამდეც მიაღწია და მიავლინეს ბარნაბა ანტიოქიაში. 23 როდესაც მივიდა და იხილა ღვთის მადლი, გაიხარა და ყველას შეაგონებდა, წრფელი გულით დამკვიდრებულიყვნენ უფალში. 24 კეთილი კაცი იყო იგი, სულიწმიდითა და რწმენით აღსავსე, ამიტომ მრავალი ხალხი შეემატა უფალს.

როგორ ნვითარდებოდა ეკლესიის ისტორია და სახარების ქადაგება პეტრეს დიდებული გამოცხადების შემდეგ, რომელიც უფლისგან მიიღო? წარმოიქმნა თუ არა კესარიაში მრავალი მორწმუნეს მეშვოებით ეკლესია ან აქტიური ცენტრი სახარების ქადაგებისა მთელ მსოფლიოში? გამობრწყინდა თუ არა მათი მეშვეობით სახარების შუქი ყველა ერში? მატზე მეტად არაფერი გვსმენია.

ზოგიერთი დევნილი, ვინც ქრისტე ირქმუნა, პალესტინადან არცთუისე შორს ცხოვრობდნენ, ანტიოქიაში, სირიის მთავარ ქალაქში. ეს ქალაქი იმპერიაში თავისი მნიშნელოვნებით მესამე გახდა და ცნობილი იყო ზნედაცემულობითა და ზედაპირულობით. მორწმუნეები, რომლებიც უწინ გაურბოდნენ დევნებს, სტეფანეს სიკვდილის შემდეგ ლივანის, კიპრის და მცირე აზიის ქალაქებში მიმოიფანტნენ. მათ მოწმობა მიჰქონდათ იესოს შესახებ, სიცოცხლის წყაროს საუკუნო სიცოცხლეზე ყველა ქალაქსა და სოფელში. თუმცა შემოსაძღვრულები იყვნენ თავისი ახლობელი ელინიზირებული ებრაელების დამოწმებებით.

ანტიოქიაში კი სრულიად საპირისპირო ხდებოდა: ზოგიერთი დევნილი მორწმუნე პირდაპირ საუბრობდა ბერძნებთან და სხვა წარმართებთან. ისინი ქადაგებდნენ, ღვთისმეტყველური განათლების, დიპლომებისა ან რაიმე მისიონერული და მატერიალური დახმარებების გარეშე. ისინი საუბრობდნენ მკვდრეთით აღმდგარ უფალ იესოზე ბერძენ თანამშრომლებთან. აქაც, კესარიის მსგავსად, სულიწმიდამ დაინავა მათში, ვინც ირწმუნა, თუმცა იუდევლობა არ მიუღიათ.

ანტიოქიაში ამ დიდებულმა გამოღვიძებამ არ გამოიწვია ებრაული სინაგოგების გადატრიალება, ვინაიდან იუდეველებს უკვეგაეგოთ ამ ცენტრალურ ქალაქში ქრისტეს სწავლება ნიკოლაის ქადაგებების წყალობით, რომელიც იყო ყოფილი წარმართი და კერპთაყვანისმცემელი, გახდა რა იუდეველი და შემდგომ ირწმუნა ქრისტე. მოგვიანებით კი იერუსალიმში ეკლესიამ, ის შვიდ დიაკვანს შორის ერთ-ერთად აირჩია. ამიტომაც ცხადია, რომ ანტიოქიაშ მეტი თავისუფლება იყო ვიდრე იერუსალიმში. აქედან გამომდინარე, ქადაგება იქ თავისთავად ხდებოდა.

როგორი იყო ამ დევნილების ქადაგება და რა იყო მთავარი მათში? ისინი ვერ იქადაგებდნენ ქრისტეზე კანონის ციტირებით ვინაიდან მათ თანამოსაუბრეებმა არ იცოდნენ ძველი აღთქმა - კანონები თუ წინასწარმეტყველები. ისინი იესოს უფალს ეძახდნენ, რომლის მეშვეობითაც არსებობს ყველაფერი და რომელშიც ვცხოვრობთ ჩვენ (1 კორინთელთა 8:6). ეს უფალი ითხოვს ჩვენგან სრულ მიძღვნას, მორჩილებასა და მოსმენას. შეგვიძლია დავემორჩილოთ მას განგაშისა და შიშის გარეშე, ვინაიდან ჩვენ ნაცვლად მოკვდა და გამოისყიდა ჩვენი ცოდვები, რათა უფლისთვის მოსაწონები გავმხდარიყავით. ჩვენი უფალი არ არის დიქტატორი, მაგრამ ის - თავად სიყვარულია, რომელიც ძალითაა გარემოცული. ის გვამართლებს, რათა მისი საუკუნო სიცოცხლის მონაწილენი ვიყოთ, რაც აღემატება სიკვდილსა და ხრწნას.

ეს უწყება ღვთიური მოწყალე ძალა იპყრობდა ადამიანის გულებსა და ანახლებდა მათ გონებას და მრავალი შევიდა პირად ურთიერთობაში იესო ქრისტესთან და გადარჩა. ერთ-ერთი საიდუმლო ამ მისიონერული გამოღვიძების ანტიოქიაში იყო ის თუ როგორ გადაეცემოდა ის ერთი ადამიანიდან მეორეს. ეს მორწმუნე მქადაგებლები არ აწყობდნენ დიდ შეხვედრებს, არ იყენებდნენ რადიოებსა თუ სარეკლამო ბროშურებს, რათა გაეპიარებინათ გამოღვიძება. ისინი გადასცემდნენ გადარცენის ძალას პირადი ურთიერთობით. ეს მეთოდი დღესაც ყველაზე ძლიერ გზად რჩება სახარების ქადაგებისთვის. უყვები თუ არა შენს მეგობრებს იესოს შესახებ? იგრძნობდა თუ არა სულიწმიდა შენ დამოწმებებში ქრისტეს შესახებ? აავსე შენი გული იესოს სიტყვებით, მაშინ შენი ენა ალაპარაკდება მისი სახელით. დაინახავ, როგორ დაიწყებს უფალი შენგან მოქმედებას.

როდესაც მოციქულებმა და ადრეული ეკლესიის ხუცესებმა იერუსალიმში გაიგე იმის შესახებ, რომ უწმიდურ და შორეულ ანტიოქიაში მრავალმა ირწმუნა ქრისტე, ამან ისინი არ გაანაწყენა, კესარიაში კორნელიუსის და მისი მეგობრების ზეციდან შობის მსგავსად. ლიდერები, პეტრესთან საუბრის შემდეგ მიხვდნენ, რომ ღმერთი ყველა ადამიანს აავსებს თავისი სულით, თუ ირწმუნებენ და მტკიცედ იდგენიან ქრისტეში. ასევე თვალყური უნდა ედევნებინათ, რათა ახალი ეკლესია სწორი გზით განვითარებულიყო და არ გადახრილიყო ცრუმოძღვრებისკენ, ამისთვის დანიშნეს ბარნაბა, მართალი კაცი, რომელმაც იცოდა ბერძნულ-რომაული რეგიონები, რათა ყურადღება მიექცია ამ ახალი კრებულების ზრდისთვის.

ბარნაბას ხასიათის შესახებ ვიცით 4:36 მუხლიდან, როდესაც სიხარულით შეახვედრა სავსე მოციქულებს (9:27). ნაწყვეტში ლუკა ამოწმებდა (სავსებით შესაძლებელია, რომ პირადად შეხვდა მას), რომ ეს ადამიანი მართალი იყო, ლოცულობდა და ქადაგებდა სახარებას სულიწმიდით აღვსილი. ის არ ტოვებდა ადამიანებს, თუ მათ არ ესმოდათ მისი ქადაგება პირველივე ჯერზე, არამედ დიდ მოთმინეას იჩენდა მათ მიმართ. ის ენდობოდა ღმერთს და სწამდა, რომ ღმერთი ახალმოქცეულ მორწმუნეებს გახდიდა სრულყოფილებად და სიყვარულის სიწრფელემდე მიიყვანდა მათ.

ბარნაბას ძალიან გაუხარდა ახალი სიცოცხლის დანახვა ანტიოქიაში. მას არ დაუწყია ნაკლის გაკრიტიკება და მორწმუნეების პრობლემებში ჩარევა. ის ხარობდა ზეციდან შობილებთან ერთად და გულმოდგინეთ განამტკიცებდა მათ რწმენაში, რათა ქრისტეს სისრულეში ეცხოვრათ. სწორედ ასეთ სულიერ გამოღვიძებაში ყვაოდა ანტიოქიის ეკლესია. მწიფე მორწმუნეები გრძნობდნენ, რომ ეკლესიაში ახალმა იმედმა იბრწყინა. მასში გაჩნდა ღვის ძალის თანდასწრება, რომელიც არც ერთ სხვა რელიგიაში არ იყო.

ლოცვა: უფალო, მადლობას გიხდით, რომ ყოველ ჟამს მოუწოდებდი უამრავ ადამიანს,შენ სასუფეველში! მადლობას გიხდით, რომ დღეს გვაქვს საშუალება დავუმოწმოთ ერთმანეთს. ვეძებთ შენ სიბრძნეს, რათა წავიღოთ გადარჩენის შესახებ უწყება ძალითა და სიხარულით, უბრალოებაში, რათა შენი სახელით მრავალი გადარჩეს და რომ შენი მეფობა ახლა მოვიდეს ჩვენთან.

კითხვა:

  1. როგორ წარმოიშვა ცნობილი ეკლესია ანტიოქიაში?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 02:21 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)