Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Acts - 053 (Beginning of Preaching to the Gentiles)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 1 - იესო ქრისტეს ეკლესიის დაარსება იერუსალიმაში, იუდეასა და სამარიაში - მოციქული პავლეს მზრუნველობის ქვეშ და სულიწმიდის ხელმძღვანელობით (საქმეები 1 - 12)
ბ - გადარჩენის სახარების გავრცელება სამარიასა და სირიაში. წარმართთა მოტრიალება (საქმეები 8 - 12)

9. წარმართთათვის ქადაგების დაწყება, ასისთავი კორნელიუსის მოტრიალების მეშვეობით (საქმეები 10:1 - 11:18)


საქმეები 10:9-16
9 მეორე დღეს, გაგზავნილები ქალაქს რომ უახლოვდებოდნენ, პეტრე ერდოზე ავიდა სალოცად. ასე ექვსი საათი იქნებოდა. 10 მოშივდა და ჭამა მოუნდა. სანამ რამეს მოუმზადებდნენ, აღტაცებაში მოვიდა და ჩვენება იხილა. 11 დაინახა, გაიხსნა ცა და გადმოეშვა დიდი ტილოს მსგავსი რაღაც ჭურჭელი, ოთხი კიდით დაჭერილი რომ ეშვებოდა დედამიწაზე. 12 დედამიწის ყველანაირი ოთხფეხი, ქვეწარმავალი და ცის ფრინველი იყო მასში. 13 და იყო ხმა მის მიმართ: "ადექი, პეტრე, დაკალი და ჭამე”. 14 მიუგო პეტრემ: "არა, უფალო, ბიწიერი და უწმიდური არასოდეს არაფერი მიჭამია”. 15 მეორედაც იყო ხმა მის მიმართ: "რაც ღმერთმა განწმიდა, უწმიდურად ნუ მიიჩნევ”. 16 ასე მოხდა სამგზის და მყისვე ცისკენ ამაღლდა ჭურჭელი.

პეტრე ბევრს ლოცულობდა. უმოქმედო სულიერ ლოცვას არ აქვს გამოცხადება. ლოცვა და ბიბლიის კითხვა რადიოს სწორ ტალღაზე აყენებს. თუ არ გსურს სწორ ტალღაზე დადგომა, სულიწმიდის ტალღაზე, ვერასდროს გაიგებ მის ხმას, იგრძნობ მის მადლს და ვერასდროს მოისმენ მისგას მიმართულებას. ვინც ლოცვით შეისწავლის ბიბლიას - ის ურთიერთობს ღმერთთან.

პეტრე და კორნელიუსი ყოველ დღე გამუდმებით ლოცულობდნენ. მათი საქმეები და ცხოვრება გადაჯაჭვული იყო ლოცვით. შენ ძვირფასო ძმაო, დაალაგე თუ არა შენი ლოცვითი ცხოვრება? გამუდმებული ლოცვა და წმიდა წერილში ჩაღრმავება მეტად მნიშნელოვანია, ვიდრე საკუთარი სხეულის გამოკვება საკვებით. შენმა სულმა ღმერთის შიმშილი და მისი სიმართლის წყურვილი უნდა იგრძნოს. ამის დაკმაყოფილება მხოლოდ სიცოცხლის წწყლით შეიძლება. ნუ დიმცირებ თავს, არამედ გახსნილი იყავი ღმერთის სულთან საშრომად შენ ცხოვრებაში. შეისწავლე სახარება ყოველ დღე, რათა რეგულარულად მიიღო მადლი-მადლზე.

პეტრემ დაინახა თუ როგორ გაიხსნა ზეცა და გამოჩნდნენ სხვადასხვაგვარი ცხოველები. მისი ფიქრები, პირველ რიგში, საჭმელზე იყო, რადგან ხანგრძლივი ლოცვების შემდეგ მოშივდა. გემრიელი საჭმლის სუნი, პეტრეს სალოცავ აგილამდე აღწევდა. ღმერთმა გამოიყენა თავისი მონის მშიერი მდგომარეობა და მისცა მას ხედვა, რომელშიც აჩვენა გახსნილი ზეცა ამ შუადღის საათებში. უეცრად პეტრემ უდიდესი გადასაფარებელი დაინახა, ზეციდან მიწამდე ჩამოშვებული. იფიქრა, რომ მასზე უამრავ სხვადასხვაგვარ საჭმელს იპოვიდა, მაგრამ იმედგაცრუებული დარჩა, როდესაც ზედ იხილა მორიელები, გველები, ხვლიკები, კუები და სხვა მრავალი ცხოველი თუ ქვეწარმავალი, რომელთაც იუდეველები უწმიდურად თვლიდნენ. ზიზღის გრძნობისგან შეცბა, როდესაც უყურებდა ამ ცხოველებს. გაიგე თუ არა ძვირფასო ძმაო ამ ცხოველების მნიშნელობა? ისინი ადამიანების მსგავსნი არიან, რომლებიც თავისთავად არიან უწმიდურები. ღმერთიც ზიზღს განიცდის, როდესაც ჩვენ ამორალურ საქციელებს უყურებს, ათასგვარ ამაყურ ფიქრებსა თუ მრუშობას. ოდესმე გიგვრძნია, რომ შენი გული არ არის სუფთა?

იმ წამს მოციქულმა მოისმინა ხმა: ,,ადექი პეტრე დაკალი და ჭამე!“ ღმერთს უნდა, რომ ჩვენში მცდარი აზრები გადავლახოთ, მივაღწიოთ ჰარმონიას ღმერთის წმინდა კურთხევით. იმისდამიუხედავად, რომ პეტრე ცუდ მდგომარეობაში იყო, ეწინააღმდეგებოდა ღმერთის ნებას. ის ამტკიცებდა, რომ თავად წმიდა ღმერთმა აუკრძალა იუდეველებს ეჭამათ რაიმე უწმინდური ან შებილწული. ამიტომაც სუფთა გულით უარყო ეს წინადადება, რადგან უწმინდურ გამოცდად ჩათვალა ის. და როგორ ფიქრობ შენ, ძვირფასო ძმაო? ეწინააღმდეგები თუ არა ნებისმიერ განსაცდელს, თუნდაც ძილში. ნეტარი ხარ, თუ მთელი გულით გძულს ცოდვა. სულიწმიდას უნდა გაგამყაროს და მიმართულება მოგცეს, დაგანახოს გამოსავალი, ნებისმიერი განსაცდელიდან.

ღმერთს არ მოუწოდებია პეტრე შხამიანი ცხოველების საჭმელად. მას მხოლოდ უპირობო მორჩილება სურდა პეტრესგან, რათა დაემსხვრია მისი ლეგალური აზროვნება. ღმერთი არ აიძულებდა პეტრეს ცოდვაზე ფიქრის დროს წინააღმდეგობა არ გასჩენოდა, მაგრამ სურდა რომ მას ცოდვილების სიყვარული შესძლებოდა. ცოდვა რჩება ბოროტებად იმისდამიუხედავად, რომ წმიდა ღმერთს უყვარს ცოდვილები. ეჭვგარეშეა, რომ ადამიანები ბოროტები და უწმინდურები არიან, ამიტომაც არიან უარყოფილნი ღმერთის სულისგან. შენ საკუთარი თავი უნდა შეიცნო, თუ ვის ჰგავხარ: ანგელოზს თუ ცხოველს? შენი განზრახვები კეთილია თუ ბოროტი, წმინდაა თუ დამცირებული? ადამიანის გული მისი სიჭაბუკიდანვე ბოროტია.

ღმერთს არ დაუღუპავს მისი ხატების მატარებლები, პირიქით ფაქტობრივად გაწმინდა ისინი. მისი ძის სისხლს მოაქვს გამოსყიდვა, რომელიც აღემატება ჩვენს გაგებას. ყველა ადამიანი უწმინდურია ღმერთის თვალში ცოდვის გამო, მაგრამ მან შემოირიგა ქვეყნიერება ჯვარცმული იესო ქრისტეს მეშვეობით. ამიტომ არ წარმოაჩინო სახარება იმაზე ვიწროდ, ვიდრე არის. იცნობ თუ არა რომელიმე მკვლელს, მრუშს, გარყვნილს, ამაყ ადამიანს? შენთვის ცნობილია, რომ იესომ ეს ცოდვები ჯვარზე აიტანა, მათში ფასი გადაიხადა, საბოლოოდ გაანადგურა ყველა მისი დანაშაული. მაგრამ ამ ცოდვილმა ჯერ კიდევ არ იცის მადლის შესახებ, რომელიც მისთვის პატიებისა და ხსნის მეშვეობით გამზადდა.

არ დაგავიწყდეს, რომ ღმერთი ყველა ადამიანს თანაბრად უყურებს. იმ დროიდან როდესაც ჯვარზე ქრისტეს სისხლი დაიღვარა, ღმერთი ყველა ადამიანს სუფთას და წმინდას უწოდებს. სულიწმიდას მოუწია პეტრესთვის ამ ხილვის სამჯერ ჩვენება, რადგან ადამიანის ბუნებრივი გონებისთვის შეუძლებლად ჩანს, გაფუჭებული გახდეს ჯანსაღი, ხოლო ბოროტი - კეთილი. ასეა თუ ისე, ღმერთი მომთმენია. მან სამჯერ დაუდასტურა პეტრეს, რომ ჯვარმა სძლია ადამიანის ბუნებრივ აზროვნებას. ამ ხილვის სამჯერ გამეორებ მოწმობს იმის შესახებ, რომ ღმერთს, მამას, ძეს და სულიწმიდას მთელი არსებით სურს, რომ ყველა ადამიანი გადარჩეს და ჭეშმარიტ შემეცნებამდე მივიდეს. გადარჩენა უკვე მოხდა. ღმერთი ყველა ადამიანს თავისი ძის სისხლის მეშვეობით გამართლებულად თვლის. წინააღმდეგ შემთხვევაში მას მაშინვე უნდა გაენადგურებინა ისინი თავისი სიწმინდით.

ლოცვა: ზეციერო მამაო მაპატიე, რომ ეჭვი მეპარებოდა და ვეწინააღმდეგებოდი შენს გადარჩენას! აჯობე ჩემს გონებას, გააფართოვე ჩემი გული და გაწმინდე ჩემი რწმენა, რათა ვაცნობიერებდე შენი გადარჩენის ძალას და ვუმოწმებდე ყველას, რომ შენმა საყვარელმა ძემ ჯვარზე აპატია ცოდვები ყველა ადამიანს! გახსენი ჩემი ბაგე რათა ვილაპარაკო სიბრძნე და გაამყარე ჩემი აღიარება ჭეშმარიტების ძალით!

კითხვა:

  1. რას ნიშნავს ღმერთის მიერ პეტრესთვის ნათქვამი სიტყვები: ,,რაც ღმერთმა გაწმინდა, იმას უწმინდურად ნუ ჩათვლი?“

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 02:16 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)