Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Acts - 030 (The Apostles before the High Council)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 1 - იესო ქრისტეს ეკლესიის დაარსება იერუსალიმაში, იუდეასა და სამარიაში - მოციქული პავლეს მზრუნველობის ქვეშ და სულიწმიდის ხელმძღვანელობით (საქმეები 1 - 12)
ა - ადრეული ეკლესიის ზრდა და განვითარება იერუსალიმში (საქმეები 1 - 7)

17. მოციქულები უზენაესი საბჭოს წინაშე (საქმეები 5:26-33)


საქმეები 5:26-33
26 მაშინ წავიდა მეთაური მცველების თანხლებით და მოიყვანა ისინი, ოღონდ იძულების გარეშე, რადგან ხალხისა ეშინოდათ, არ ჩაგვქოლონო. 27 მოყვანისთანავე სინედრიონის წინაშე დააყენეს. ჰკითხა მათ მღვდელმთავარმა? 28 "განა, მკაცრად არ გიბრძანეთ, რომ არ გესწავლებინათ ამ სახელით? აჰა, თქვენი მოძღვრებით აღავსეთ იერუსალიმი და გინდათ, იმ კაცის სისხლმა გვიწიოს!” 29 მიუგეს პეტრემ და მოციქულებმა და უთხრეს: "ღმერთს უფრო მეტად უნდა ვემორჩილებოდეთ, ვიდრე ადამიანებს. 30 ჩვენი მამების ღმერთმა აღადგინა იესო, თქვენ რომ ძელზე დაკიდებით მოკალით; 31 იგი აღამაღლა ღმერთმა წინამძღოლად და მაცხოვრად თავისი მარჯვენით, რათა მონანიება მისცეს ისრაელს და ცოდვების მიტევება. 32 ამ სიტყვების მოწმენი ვართ ჩვენ და სულიწმიდა, რომელიც უბოძა ღმერთმა მის მორჩილთ”. 33 ეს რომ მოისმინეს, განრისხდნენ და მათი დახოცვა მოინდომეს.

ღმერთს უყვარს თავისი მტრები და ბოროტებს მეტ წყალობას აძლევს, ვიდრე ჩვენ გონებას შეუძლია, რომ წარმოიდგინოს. იმ დღეს ეს ასქმის გარჩევა უფრო გადაიზარდა მოწოდებაში მონანიებისკენ თორმეთი მოწაფის ბაგიდან. ეს იყო მოწოდება უფალთან დაბრუნების, რომელიც გაჟღერდა ყველა იუდეველი მმართველის მიმართ. აქ მხოლოდ კომიტეტის წევრები კი არ იყვნენ, არამედ მთელი საბჭო იყო. ტაძრის უფროსი წავიდა და მოზებნა იესოს მიმდევრები და კეთილი ტონით სთხოვა, რომ საბჭოზე წამოსულიყვნენ. ისინი არ წასულან, როგოც შემოჭილი დამნაშავეები, არამედ როგორ პატივცემული თავისუფალი ადამიანები. ტაძრის უფროსმა ვერ გაბედა მათი დაკავება, რადგან ეშინოდა, რომ ადამიანები აუმხედრდებოდნენ და უფლის წარმოგზავნით დაუჭერდნენ მხარს, მცველებს კი ჩაქოლავდნენ. მოციქულები გაყვნენ ტაძრის პოლიციას საკუთარი ნებით.

სამოცდაათი უხუცესი შეიკრიბა მღვდელმთავრის სახლში. ერთი მღვდელი იყო აფორიაქებული , მის გულში სიძულვილი, ბოროტება და უკმაყოფილება დუღდა. არ იყო კმაყოფილი იმით, რომ ამდენი ადამიანის წინაშე შერცხვა, რადგანაც ეს მოციქულები გასაოცარი გზით გაუჩნარდნენ საპყრობილედან. ამიტომაც, როგორც კი მიუყვანეს მას მოციქულები, გაბრაზებულმა ჰკითხვა: „რატომ აგრძელებდით დაჟინებულად იესოს სახელის სწავლებას, მიუხედავად იმისა რომ გიბრძანეთ არ გელაპარაკათ ამ ადამიანის სახელით? ჩვენი მკაცრი გაფრთხილების და ბრძანების მიუხედავად, თქვენ მთელი იერუსალიმი გაავსეთ თქვენი სულელური და უაზრო სწავლებებით. თქვენ უბრალოდ ჩვენი დამცირება გინდოდათ ხალხის წინაძე და გეჩვენებინათ მოსამართლეების უსამართლობა, თითქოსდა იესო მართალი იყო, ჩვენ კი დამნაშავეები. ეს კაცი ნაზარეთიდან ჩვეულებრივი მატყუარა და ღმერთის შეურაცხმყოფელი იყო. ის მოკვდა და მისი სხეული მიწაში ჩადეს და ამოვისუნთქეთ მისგან. თქვენ კი გაბედეთ დაგეცინათ უზენაესი საბჭოსთვის, დაგემცირებინეთ და ჩვენ წინააღმდეგ სიცრუით, ცრურწმენითა და სიყალბით შესცოდეთ.“

ასეთი ბრალდებით მერე, პეტრე და და სხვა მოციქულები ერთად წამოდგნენ და სრული სითამამით განაცხადეს, სულიწმიდისგან შთაგონებული: „ჩვენ არ მივყვებით გამოგონილ ზღაპრებს და არავისთვის ბოროტი არ გვინდა, არამედ მივიღეთ ღმერთის გამოცხადება და ამიტომაც ვემორჩილებით უფალს ჩვენი მოწმობით. ჩვენ ვერ მოგისმენთ თქვენ, ვინაიდან ღმერთი თქვენზე დიდია. ის ჩვენი უფალია. ვაი ჩვენ თუ მის ჭეშმარიტებაზე არ ვილაპატაკებთ. ჩვენ გამოცხადების საფუძველზე ვსაუბრობთ, რომელიც თავად ღმერთმა მოგვცა“.

შესაძლოა უხუცესებმა დაიწყეს მათი დაკითხვა: „რაში მდგომარეობს უფლისგან მოცემული გამოცხადება?“ და რომელიმე მოციქულმა უპასუხა: „ჩვენ ერთადერთი გამოცხადება გვაქვს: იესოს მკვდრეთით აღდგომა. ის მოჩვენების მსგავსად არ მოსულა ჩვენთან, რადგან ღმერთმა აღადგინა მისი სხეული, ვინაიდან იესო ღმერთთან იყო საუკუნოდ და ღმერთიც მასთან ერთად იყო“.

მაშინ ერთ-ერთმა სუდაკეველმა წამოიყვირა: „თქვენი საუბრიდან გამოდის, რომ ღმერთის მტრები გავხდით?“ პეტრემ თამამად უპასუხა: „სწორედაც, რომ თქვენ განიკითხეთ მართალი იესო. თქვენ აიძულეთ მმართველ პილატეს ჯვარს ეცვა იგი. დიახ, თქვენ მოკალით ქრისტე და გახდით ღმერთის მტერი. იესო წმიდაა თქვენ კი მიალურსმეთ ის იმ წყეულ ჯვარზე უწმიდური ადამიანების ხელებით“.

მოსამართლებიის კბილების ღრჭენის მიუხედავად, მოციქულმა განაგრძო: „თუმცა ღმერთმა მხოლოდ მკვდრეთით კი არ აღადგინა ის, არამედ ზეცად აამაღლა და თავის მარჯვნივ დასვა. ეკლესიის თავად აქცია იესო, მთელი ქვეყნიერების მხსნელად. იესო თავად უფალია, რომელსაც ღმერთის თვისებები აქვს. ის მხსნელია, რომელსაც ელოდებით და ის ახლა მამის მარჯვნივ იმყოფება და აუცილებლად მოვა მალე და იხილავთ მას ღრუბლებზე“.

მოისმინეს რა ეს სიტყვები საბჭოს ზოგიერთმა წევრებმა, მზად იყვნენ წამომხტარიყვნენ, მაგრამ შეძლეს თავის შეკავება, სიბრაზისგან ძაგძაგებდნენ მაგრამ თავს იკავებდნენ, ელოდებოდნენ რა სიტყვებს იტყოდნენ სხვა მოციქულები თავის დასაცაავად. ერთ-ერთმა მათგანმა იკითხა: „რაღა დაგრჩათ, ბარემ მოგვიწოდეთ, რომ თქვენ უფალს თავი დავუხაროთ?“ ერთ-ერთმა მოციქულმა უპასუხა: „სიმართლე, რომ ვთქვათ, იესო არ უარგყოფთ თქვენ. ის მოგიწოდებთ მონანიებისკენ. ის ელოდება მთელი ისრაელის მოტრიალებას, ვინაიდან ის სიყვარულია. ის მზადაა სრულად გვაპატიოს ჩვენი ცოდვები. მიდით მასთან - მისი წყალობა დიდია, ვიდრე თქვენი სიძულვილი! ღმერთი გაპატიებთ თქვენ, თუ ნამდვილად მოინანიებთ“,

შეაძლოა საბჭოს ზოგიერთნა წევრმა ჰკითხა მეთევზეებს: „როგორ მოიკრიბეთ ამხელა თავხედობა, რომ თქვენ მოსამართლეებს დამნაშავეებად თვლით და ამავდროულად თავად გვთავაზობთ პატიებას? ვინ ხართ და რა წარმოდგენა გაქვთ საკუთარ თავზე? რა, თავად ღმერთები ხართ?“

სულიწმიდამ მისცა მიმართულება მოციქულებს, რათა ცდუნების ხაფანგში არ მოხვედრილიყვნენ. ისინი პასუხობდნენ: „ჩვენ უბრალოდ ვმოწმობთ აღდგომის ჭეშმარიტების შესახებ და მის ზეცად ამაღლებაზე. სულიწმიდა ცხოვრობს და მოქმედებს ჩვენში, ვინაიდან გვწამს ქრისტე, ზეცად ამაღლებული. ეს სულიწმიდა გვიმოწმებს, რომ ჩვენი ცოდნა სწორია და რომ ვცხოვრობთ უფალთან თანხმობაში“.

ერთ-ერთმა უხუცესმა გაიცინა: „კარგით რა, თქვე განუსწავლელო ხალხო, რა გესმით თქვენ სულიწმიდაზე?“ მან იმწამსვე მიიღო თავის ღია კითხვაზე, ღია პასუხი: „ღმერთი თავის წმიდა სულს აძლევს მხოლოდ მას, ვინც ისმენ და იღებს მის გამოცხადების სიტყვებს. ურწმუნო დაიღუპება იმის გამო, რომ სულიწმიდას და მის მოწმობას არ დაუჯერა. ყველა ცოდვა ეპატიება ადამიანს, მაგრამ ცოდვა სულიწმიდის მიმართ არასდროს ეპატიება მას“.

ყოველმა სიტყვამ, მოციქულის ბაგეებიდან გაჟღერებულმა, სამოცდაათივე უხუცესს გული გაუპო და ჩაერჭო მათ უფლის წეშმარიტების ისარი. უმეტესობა საბჭოს წევრებისა გაურკვევლობაში იყო, რადგან მოციქულის სიტყვები შეეხო მათი ღირსების გრძნობას. ისინი ფეხზე წამოხტნენ, რათა დაეკავებინათ ისინი, ვისაც ღვთის მგმობელად თვლიდნენ, ბანდიტებად და უზრდელ კუდაბზიკებად. ატმოსფერო სულ უფრო და უფრო იძაბებოდა. ჯოჯოხეთი მზად იყო ქრისტიანული ეკლესიის წინამძღოლებს დასცემოდა და ჩაექოლა ისინი ქვებით.

ლოცვა: უფალო იესო ქრისტევ, შენ ცოცხალი ხარ! თაყვანს გცემთ და განგადიდებთ შენ იმისთვის, რომ მოციქულებს ასეთი ძალაუფლება და სიმამაცე მიეცი! არც ერთ კრიტიკულ მდგომარეობაში არ უარგყვეს სე, არამედ ამოწმედბნენ შენ ჭეშმარიტებაზე! დაგვეხმარე, ცდუნებების დროს დავრჩეთ შენი ერთგულები, სიკვდილამდეც! ამინ.

კითხვა:

  1. მოციქულთა გამოსვლიდან, რომელი ნაწილი მოგეწონა უფრო მეტად?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 01:50 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)