Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Acts - 005 (Christ’ Ascension)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 1 - იესო ქრისტეს ეკლესიის დაარსება იერუსალიმაში, იუდეასა და სამარიაში - მოციქული პავლეს მზრუნველობის ქვეშ და სულიწმიდის ხელმძღვანელობით (საქმეები 1 - 12)
ა - ადრეული ეკლესიის ზრდა და განვითარება იერუსალიმში (საქმეები 1 - 7)

2. ქრისტეს ზეცად ამაღლება (საქმეები 1:9-12)


საქმეები 1:9-12
9 ეს თქვა და მათ თვალწინ ამაღლდა და ღრუბელმა მოაფარა მათ თვალთაგან. 10 მის ცად ამაღლებას რომ უყურებდნენ, აჰა, ორი კაცი წარუდგა მათ თეთრ სამოსელში. 11 უთხრეს: "გალილეველო კაცებო, რას დგახართ და შეჰყურებთ ზეცას? ეს იესო, რომელიც თქვენგან ამაღლდა ზეცად, ისევ მოვა იმგვარადვე, როგორც იხილეთ ზეცად აღმავალი”. 12 მაშინ დაბრუნდნენ იერუსალიმში ზეთისხილისად წოდებული მთიდან, იერუსალიმის ახლოს, შაბათის გზის მანძილზე რომ მდებარეობს.

მოწაფეებმა გააცნობიერეს, რომ ქრისტე ცოცხალია და რომ მას სულიერი სხეული აქვს, რომელიც არ ექვემდებარება ბუნებრივ კანონებს.ის სრულყოფილი ადამიანი და სრულყოფილი ღმერთია! ის თანახლდა მოწაფეებს ორმოცი დღის მანძილზე მისი აღდგომის შემდეგ, რათა განესწავლა ისინი ძველაღთქმისეულ წინასწარმეტყველებებში, განსაკუთრებით რაც მის სიკვდილს და აღდგომას ეხებოდა. ბოლოს თავისი სწავლებების გვირგვინი მისცა მათ: სულის გადმოღვრის აღთქმა, რომლის დროსაც მოციქულები ღმერთის სულით აღივსებოდნენ.

ეს იყო ქრისტეს ბოლო განცხადება დედამიწაზე. მეტი არაფერი იყო საჭირო, ვინაიდან სულიწმიდამ ქრისტეს საქმეები უკვე დაასრულა. ქრისტე მზად იყო მამასთან წასასვლელად. ის უცებ არ გამქრალა და არ წასულა სხვებისგან მალულად, როგორც ბოლო ორმოცი დღის განმავლობაში აკეთებდა ხოლმე, როდესაც ის უეცრად შედიოდა და გამოდიოდა კედლებიდან და დაკეტილი კარებიდან. მკვდრეთით აღმდგარი მშიდად და დიდებულად ამაღლდა ზეცად მოწაფეების თვალწინ. მან გადალახა მიწის მიზიდულობის ძალა და ჰაერზე უფრო მსუბუქი გახდა. სიყვარულის ძალა მას მამასთან იზიდავდა. ღრუბლებმა, რომლებიც დიდებულად გარსეხვია, ნელ-ნელა დაფარეს კიდეც ის. დაასრულა რა თავისი საქმე ქრისტემ დატოვა ადამიანური სფერო და გადავიდა უხილავ ღმერთის დიდებაში.

საუკუნო შემოქმედი უბრალოდ კი არ ცხოვრობს მაღლა, ზეცაში, ჩვენი დედამიწა ხომ გამუდმებით ტრიალებს, ამიტომაც ზეცა ხანაც მაღლაა და ხანაც დაბლა. მზეც კი უბრალოდ ჩვენგან მაღლა არ არის მოწყობილი, ის დიდ ცეცხლოვან რგოლს წარმოადგენს, და ის ერ-ერთი მზეთაგანია, რომელიც მოძრაობს უგზო-უკვლოდ. მაშნ სად არის ღმერთი? და სად არის ქრისტე? ჩვენმა უფალმა ამაზე გადამწყვეტი და ნათელი პასუხი გაგვცა: „აჰა, მე თქვენთან ვარ წუთისოფლის აღსასრულამდე!“

ღმერთი არც მაღლაა და არც დაბლა, ის ჩვენ გარშემოა. ის არ არის შემოსაზღვრული დროითადა სივრცით. ვერავინ ჩაწვდება ღმერთის დიდებულების სიდიდეს. ქრისტემ გამოიყენა ისეთი მსჯელობის მეთოდი, რომელიც იქნება გასაგები მისი მოწაფეებისთვის. ის ამაღლდა ზეცად მათთვის თვალსაჩინოდ და გასაგებად. ახლა ის მართლა ტოვებდა მათ და მამასთან მიდიოდა, სადაც მის მარჯვნის დაჯდებოდა და იმეფებდა მასთან ერთად საუკუნო ერთობაში. ქრისტე და მამა ერთია. ძე მამაში, მამა კი ძეში. ვინც ქრისტე ნახა, მან ნახა ღმერთი. ჩვენ გვჯერა წმიდა სამების, როგორც ერთპიროვანი ღმერთის: მამის, ძის და სულიწმიდის. ადამიანთაგან არავის შეუძლია სრულყოფილად ახსნას ამ სამების საიდუმლო. სახარება გვაუწყებს, რომ ქრისტე ამაღლდა მკვდრეთით აღდგომიდან ორმოცი დღის შემდეგ. მან დატოვა ადამიანური ყოფა და შევიდა ზეცაში, ღმერთის სამყაროში. ის იქ ზის მადლის ტახტზე მამასთან ერთად სრულყოფილ დიდებაში, სიყვარულსა და ძალაუფლებაში.

მოწაფეებმა იცოდნენ, რომ იესოს ზეცად ამაღლებად ძირეული ცვლილებები მოიტანა მათ ცხოვრებაში და ასევე მთელ ისტორიაში. ისინი დაძაბულად იყურებოდნენნ მაღლა, მაგრამ უფალი მალევე ღრუბლებს მიემალა. ჩვენთვის კარგია მაღლა ყურება და ჩვები გულების ღმერთთან მიტანა, სადაც ისაა, მამასთან ერთად. ჩვენ ზეცისკენ ვილტვით, ჩვენი სახლი კი - ღმერთთანაა, ჩვენ მამასთან.

ცოცხალ ღმერთს არ უნდოდა, რომ მისი მოწაფეები იმდენად ყოფილიყვნენ დაინტერესებულები იქიტა ცხოვრებითა და ზეცით, რომ გაოცებულებს ევლოთ დედამიწაზე. მას უნდოდა, რომ მათ ჯერ საკუთარი თავი დედამიწაზე განემტკიცებინა. იესომ მალევე გამოგზავნა ორი ანგელოზი მოწაფეებთან, რათა დაედასტურებინა, რომ იესო ნამდვილად ზეცად ამაღლდა და ეს ამაღლება არ ყოფილა მოჩვენებითი, არამედ რეალურ ფაქტს წარმოადგენდა.

ამავდროულად ქრისტეს ორი წარმოგზავნილი ამოწმებდა, რომ მორწმუნეების იმედი არ არის დაკარგული, ვინაიდან უფალი ისევე ჩამოვა ზეციდან, როგორც ამაღლდა. უფალი იესო კვლავ მოდის! ამ სიტყვებში სამყაროს მთელი ისტორიაა ჩადებული. ქრისტიანობა მყარად და ურყევად ეჭიდება ამ ჭეშმარიტებას. ჩვენი ღმერთ ცოცოხალია, და ის ისევ მოდის, ვინაიდან ვუყვარვართ და ვწყურივართ. ჩვენთვის უცნობია მისი მოსვლის ჟამი, მაგრამ ვიცით, რომ მალე მოვა და ეს სწორედაც რომ სინამდვილეა. ელოდები თუ არა ქრისტეს? არის თუ არა ის შენი ფიქრების ეპიცენტრში? გიყვარს თუ არა იესო? ფიქრობ თუ არა მასზე ყოველ დღე? მიმართულია თუ არა შენი ლოცვები მისკენ? ელოდები თუ არა მის მეორედმოსვლას იმედით? მხოლოდ უფლის მომლოდინენი ცხოვრობენ ბრძნულად და გონივრულად.

მოწაფეები სიხარულით გულში გაემართნენ კედრონის ველისკენ. ისინი დაბრუნდნენ იერუსალიმში იმ ადგილიდან. სადაც ახლახანს უფალთან ერთად იდგნენ, ზეთისხილის მთაზე, გეთსემანიის ბაღთან ახლოს. აქ ყველას ჩაეძინა, როდესაც უფალი იბრძოდა სასიკვდილოდ, ღმერთის რისხვისგან. შედმდეგ ის შეიპყრეს და წაიყვანეს. მაგრამ ახლა ისინი აღარ იყვნენ შფოთში ამ მოვლენის გამო, რადგანაც მათი გული სავსე იყო ქრისტეს გამარჯვების სიხარულით. დიდებული უწყება, რომელიც ანგელოზებისგან მიიღეს, ჩაესმოდათ ყურსა და გულში, თითქოს დიდი ზარის ხმა: უფალი მოდის! ის მალე მოვა! ის მალე მოვა!

ლოცვა: უფალო იესო ქრისტე, ცოცხალი ხარ, და ყველა შენმა მტერმა იცის შენი ამაღლების შესახებ! შენ კი გამარჯვებული ხარ, რომელიც მამა ღმერთში ხარ. შენ ისევ მოდიხარ უფალო. გვასწავლე გთხოვ, რომ გავიხაროთ შენი საბოლოო გამარჯვებით, რომ ჩვენი ხელები და გული მოძრავი გახდეს შენი სიტყვისამებრ, და რომ გავაგრძელოთ შრომა ამ სამყაროში, სანამ მოხვიდოდე!

კითხვა:

  1. ორი ანგელოზის სიტყვების თანახმად, როგორ მოვა უფალი მეორედ?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 01:28 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)