Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- John - 039 (The reason for unbelief)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- Dioula -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Twi -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
2 ნაწილი - სინათლე წყვდიადში ანათებს (იოანე 5:1 - 11:54)
ა - იერუსალიმის მეორედ სტუმრობა (იოანე 5:1-47) -- თემა: იუდეველების მტრობის დასაწყისი იესოსთან

5. რაში იმალება ურწმუნოების მიზეზი? (იოანე 5:41-47)


იოანე 5:41-44
41 ადამიანთაგან არ ვღებულობ დიდებას, 42 მაგრამ გიცნობთ თქვენ, ღმერთის სიყვარული არა გაქვთ თქვენში. 43 მე მამაჩემის სახელით მოვედი და არ მღებულობთ; სხვა ვინმე მოვა თავისი სახელით და მას მიიღებთ. 44 როგორ შეგიძლიათ ირწმუნოთ, როცა ერთიმეორისგან ღებულობთ დიდებას, ხოლო დიდებას, რომელიც ერთადერთი ღმერთისგან არის, არ ეძებთ?

იესომ გაიმარჯვა ყველა თავის მტერზე და მათ საკუთარი ნამდვილი გული დაანახა, რომელსაც დაღუპვამდე მიყავდა ისინი. მან მიუთითა მათ საკუთარ ბოროტ ფიქრებსა და განზრახვებზე.

იესო არავისი ქება არ ჭირდებოდა, რადგანაც იცოდა საკუთარი მისია. ეს დამაჯერებლობა საკუთარი წარმატებული მსახურების გამო არ ჰქონია. თუ მაქ აქებდნენ ის ამ ქებას მამას უძღვნიდა. ის სწავლობდა პირველ რიგში ლოცვების აღვლენას მამის წინაშე: „ასე ილოცეთ: მამო ჩვენო, რომელიც ხარ ცათა შნა! წმიდა იყო სახელი შენი; მოვიდე სუფევა შენი; მოვიდეს სუფევა შენი; და იყოს ნება შენი, როგორც ცაში ისე მიწაზე“. (მათე 6:9,10). იესო უარყო საკუთარი თავი და არ ეზებდა საკუთარი თავის დიდებას. მამის დიდება იყო მისთვის უფრო მნიშნელოვანი. ის ილტვოდა მამის ნების აღსასრულებლად.

ღმერთის სიყვარული აღგძრავს ხელოვნებისკენ, გამოსწყიდვისკენ და სრულყოფილებისკენ. ის - წმიდა სამების არსია. კანონის აღსრულება და სრულყოფილებისაკენ მისწრაფება ახასიათებს ამ სიყვარულს ვინც ფლობს მას, არ ცხოვრობს საკუთარი თავისთვის, და არა თავისი დიდებისთვის, არამედ სხვების მოსამსახურებლად, საკუთარი თავის უარყოფით. ის ყველაფერს უყოფს მათ ვინც საჭიროებს მას, რაც აქვს. სიყვარული არასდროს მთავრდება.

ჭეშმარიტად ღმერთი უყვარს მას, ვინც უარი თქვა ცოდვაზე, მოინანია და ირწმუნა ღვთიური სიყვარული, რომ პავლემ აღიარა, რომ ის ჩაიღვარა მის გულში სულიწმიდის მეშვეობით. ეს სიყვარულის ვლინდებოდა და ვლინდება მსხვერპლიანობით, თავმდაბლობითა და მოთმინებით. ყველა, ვინც სულიწმიდას უხსნის გულს, პატივს ვცემს წმიდა სამებას და უყვარს ყველა ადამიანი. მაგრამ ის ვინც იკვეხნის და ფიქრობს, რომ კარგია, და რომ მას მოსანანიებელი არაფერი აქვს, - ღმერთის და მისი სულის მოწინააღმდეგეა. ასეთ ადამიანი საკუთარ ეგოიზმში იხრჩობა. ის არ ილტვის გამოსწორებისკენ და ვერ აცნობიერებს მსხნელის საჭიროებას, არამედ სულ უფრო და უფრო იქვავებს გულს. ქრისტე არ მოსულა რომელიმ უცნობი ღმერთის სახელით, არამედ წმიდა მამის სახელით, რათა განგვიცხადოს ღმერთის წყალობა და სიყვარული. ყვლეა, ვინც უარყოფს ქრისტეს, ამტკიცებენ, რომ მათი გონება ღმერთის სიყვარულისთვის დაკეტილია. მათ სიბნელე მეტად უყვართ ვიდრე სინათლე და და ვერ იტანენ მათ, ვინც დადის იესოსთან ერთად.

ქრისტემ გააფრთხილა ადამიანები ატიქრისტეს მოსვლის შესახებ, რომელიც შეკრიბავს ყველა ღმერთის მოწინააღმდეგეს, რათა აღდგეს ღმერთის სიყვარულის წინაშე. ის მოახდენს სასწაულებს და საკუტარ თავს „ქრისტეს“ უწოდებს.

ყველას არ შეუძლია ირწმუნოს ღმერთს იმიტომ, რომ მონანიების ნაცვლად ირჩევენ ცხოვრებას მისგან მოშორებით. ისინი საკუთარ თავს თვლიან მართლებად, ძიერებად დაჭკვიანებად. ისინი არ თრთიან წმიდის წინაშე და ვერ აცნობიერებენ, რომ მხოლოდ ის არის ისეთი. საკუტარი თავის გამართლება არის ურწმუნოების მიზეზი., ხოლო სიამაყე მისი - პირველი მახასიათებელია.

ვისაც წამს ღმერთის, და იცის საკუთარი გული, აღიარებს თავის ცოდვებს, ის უარყოფს დიდების და პატივის მიღებას, რადგან მას უძღვნის მამას და ძეს. ის ამრავლებს ღვთის მადლს. რწმენა იმისა, რომ ჩვენ ქრისტეში ნაპატიები ვართ, მოკლებულია ყოველგვარ ცრუ დიდებას. ჩვენ ვიცით ვინ ვართ ჩვენ და ვინ არის ღმერთი. სიყვარული არ ცრუობს, ამაყი ადამიანი კი იცრუებს საკუთარ თავთან და სხვების წინაშე, ნელ-ნელა განშრდება ღმერთის სულს, რომელიც იძლევა თავმდაბლობას.

იოანე 5:45-47
45 ნუ იფიქრებთ, რომ მე დაგდებთ ბრალს მამის წინაშე; თქვენი ბრალმდებელი მოსეა, ვისი იმედიც გაქვთ. 46 რადგან მოსესი რომ გწამდეთ, მეც მიწამებდით, ვინაიდან მან ჩემ შესახებ დაწერა. 47 ჰოდა, თუ მისი დაწერილისა არ გწამთ, ჩემს ნათქვამს როგორღა იწამებთ?”

იესომ განაგრძო მეკანონეების სიამაყის დამსხვრევა, და ამბობდა: „მე არ ვარ ის, ვინც თქვენ დაგაგდანაშაულებთ მამის წინაშე. მოსე არის ვინც ბრალს დაგდებთ. მან მოგცათ აღთქმის კანონი, რომელიც განსჯის თქვენ საქმეებს. ღმერთს განშორდით და სიბნელეში გზა აბნეულები ხართ. თქვენშ არ არის სიყვარული და თქვენ გიდნათ კანონის სახელით მომკლათ მე. შაბათის განკურნებამ თქვენშ უკმაყოფილება გამოიწვია ღმერთის საქმისა. თქვენ ვერ მიტანთ მე , მაშინ როდესა მე ვარ ღმერთის სიყვარულის განხორციელება. თვქნე არ გინდათ ირწმუნოთ, რომ მესიის საქმეებს ხედავთ: თქვენი სული ბნელია და უხეში. ღმერთმა თქვენ კანონი სიცოცხლისთვის მოგცათ, და არაა სიკვდილისთვის. თქვენ, რომ მოინანიოთ გენდომებოდათ მხსნელის შეცნობა. წინასწარმეტყველები და კანონი მხოლოდ გზას უხსნის მომვსლელს. თქვენ დაამახინჯეთ კანონი და თქვენ სურვილებს მიეცით უფლება, რომ შეეცვლა ღმერთის მცნებების არსი. თქვენ არ შეგიძიატ პატივი სცეთ წინასწარმეტყველებს. თქვენშ მყოფი ბოროტი სული ხელს უშლის ჭეშმარიტების შეცნობას. თქვენ ყრუ და უგულონი დარჩებით, რომელიც ღმერთის სულს ეწინააღმდეგება. თქვენ არ გჯერად სიცოცხლის სიტყვის თქვენი სიჯიუტის გამო“.

კითხვა:

  1. რატომ არ მიიღო იესომ ხალხისგან დიდება, როგორც ამას სხვები აკეთებენ?

კითხვარი - 2

ძვირფასო მკითხველო,
თუ თქვენ აქ ჩამოთვლილ 19 კითხვიდაბ 17 სწორ პასუხს გამოგვიგზავნით, მაშინ ჩვენ გამოგიგზავნით მომდევნო ბროშურების სერიებს იოანეს სახარების შესასწავლად.

  1. რატომ მივიდ იესო უპირველესყოვლისა ტაძარში და გააძევა იქიდან მოვაჭრეები?
  2. რა განსხვავებაა ნიკოდემოსის ღვთისმოშიშობასა და ქრისტეს მიზანს შორის?
  3. როგორია მაღლიდან შობილი ადამიანის ნიშნები?
  4. რატომ შეიძლება ქრისტე სპილენძის გველს შევადაროთ?
  5. რატიმ არ წარსდგებიან სასამართლოზე ქრისტეს მორწმუნეები?
  6. როგორ არის ქრისტე ეკლესიის ნეფე?
  7. როგორ მოვიპოვო საუკუნო სიცოცხლე?
  8. რა ღვთის საჩუქარს გვაძლევს იესო? როგორია მისი განსხვავებული ნიშან-თვისებები?
  9. რა გვიშლის და რა გვეხმარება თაყვანი ვცეთ სულითა და ჭეშმარიტებით?
  10. როგორ უნდა ვიქცეთ ცოცხალი წყლის წყაროდ?
  11. როგორ ვხდებით იესოსთვის სასარგებლო მომკელებად?
  12. რწმენის ზრდის რა ეტაპები გაიარა კარისკაცმა?
  13. როგორ განკურნა იესომ დავრდომილი აუზ ბეთეზდასთან?
  14. რატომ ეძებდნე იუდეველბი იესოს?
  15. რატომ და რისთვის მოქმედებს მამა ძესთან ერთად?
  16. რომელი ორი მნისვნელოვანი დავალება დაავალა მამამ ძეს, შესასრულებლად?
  17. ქირსტეს სიტყვების თანახმად, როგორ ურთიერთობაში არიან მამა და ძე ერთმანეთთან?
  18. როგორია ქრისტე დამმოწმებელი 4 მოწმობა?
  19. რატომ არ მიიღო იესომ ხალხისგან დიდება, როგორც ამას სხვები აკეთებენ?

პასუხები საკუთარი სახელის მითითებით გთხოვთ მოგვწეროთ მისამართზე:

Waters of Life,
P.O.Box 30 70
32720 Detmold
Germany

Internet: www.waters-of-life.net
Internet: www.waters-of-life.org
e-mail: info@waters-of-life.net

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 10:25 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)