Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- John - 031 (Jesus leads his disciples to see the ready harvest; Evangelism in Samaria)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- Dioula -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Twi -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
1 ნაწილი - ღვთიური შუქი გამობრწყინდა (იოანე 1:1 - 4:54)
გ - იესოს პირველი მოგზაურობა იერუსალიმში (იოანე 2:13 - 4:54) -- ჭეშმარიტი თაყვანისცემა?
4. იესო სამარიაში (იოანე 4:1–42)

ბ) იესო მოწაფეებს უხსნის ჭეშმარიტებას, რომ სამკალი მომწიფდა (იოანე 4:27-38)


იოანე 4:31-38
31 ამასობაში მოწაფეები ეუბნებოდნენ: „რაბი ჭამე!“ 32 იესომ უთხრა მათ: „მე მაქვს საჭმელი, რომელიც თქვენ არ იცით“. 33 მოწაფეებმა ერთმანეთს გადაულაპარაკეს: „ვინმემ ხომ არ მოუტანა საჭმელი?“ 34 უთხრა მათ იესომ: „ჩემი საჭმელია - ვქმნა ჩემი მომავლინებლის ნება და დავასრულო მისი საქმე. 35 გან არ ამბობთ კიდევ ოთხი თვე და მკის დრო დადგებაო? აჰა, მე კი გეუბნებით, აახილეთ თვალები და შეხედეთ ყანებს, როგორ გადათეთრებულან სამკალად. 36 მომკელი საზღაურს ღებულობს და ნაყოფს აგროვებს საუკუნო სიცოცხლისთვის, რათა ერთად გაიხარონ მთესველმაც და მომკელმაც. 37 ამიტომ ჭეშმარიტია ეს ანდაზა: ერთი ტესავს, მეორე იმკის. 38 მე თქვენ იმის მოსაკმელად გგზავნით, რაზეც არ გიშრომიათ. სხვებმა იშრომეს, თქვენ კი მათ შრომაში შეხვედით.

იმის შემდეგ, რაც იესომ ცოდვილ ქალს ასწავლა და აჩვენა გზა საუკუნო სიცოცხლისკენ, მან მიმართა მოწაფებს, რათა ახლა მათ მომსახურებოდა. ვინაიდან ისინი ჯერ კიდევ მიწიურზე ფიქრობდნენ, საჭმელზე, ნაცვლად იმისა, რომ ეხარათ თუ რა გააკეთა უფლის სულმა იმ ქალის გულში. უპირობოა, რომ ადამიანს არსებობისთვის სჭირდება სასმელ-საჭმელი, მაგრამ არსებობს პურზე მნიშვნელოვანი საკვები და ძალა, რომელიც კლავს წყურვილს უფრო მეტად, ვიდრე წყალი. იესოს მოწაფეებმა ჯერ კიდევ არ იცოდნენ სულიერი საკვების შესახებ და ამიტომაც ვერ მიხვდნენ უფლის სიტყვებს. ისინი სამარიელებზე უკეთესები არ იყვნენ, თუმცა მათ ეშინოდათ ღმერთის და მიყვებოდნენ იესოს.

იესომ აუხსნა მათ სულიერი თუ ზეციური საკვების მნიშვნელობა, რითიც თავად იკვებებოდა. ეს სულიერი საკვები ანაყრებს ადამიანს მეტად, ვიდრე მიწიური საკვები. იესო თავის სულს ანაყრებდა პირველ რიგში არა ჭამით, არამედ საქმით, როდესაც ის აკურთხებდა ადამიანებს და აღასრულებდა თავისი მამის ნებას.

იესო საკუთარ თავს ღვთის წარმოგზავნილი უწოდა. ის ყოველთვის იყო და რჩებოდა ღმერთის ზე. მაგრამ ის ყოველ წამს უსმენდა მამას და მის ნებას სიხარულით ასრულებდა, ვინაიდან ღმერთი არის სიყვარული, და ვინც სიყვარულშია ის ღმერთშიცაა, ღმერთი კი მასში! ქრისტეს მორჩილება არ მეტყველებს იმაზე, რომ რაიმეთი ნაკლებია მამაზე, არამედ მის დიდებულ სიყვარულზე მოწმობს. ღმერთის ძემ სამყაროს გადარჩენას უწოდა „მამის საქმე“, თუმცა ის თავად აკეთებდა ამას დედამიწაზე. ის მთელ დიდებას მამას აძლევდა, როგორც მამამ მისცა მის ხელთ მთელი ძალაუფლება. ამიტომ მამამაც განადიდად საკუთარი ძე, დასვა ის თავის მარჯვნივ და მისცა მას ხელმწიფება ზეცაში და დედამიწაზე.

იქ ჭასთან ღმერთის ნება მდგომარეობდა იმაში, რომ სამარიელი უბედური ქალის გადარჩენა მომხდარიყო. არა მხოლოდ იუდეველები, არამედ დედამიწაზე ყველა ადამიანი მოწოდებულია ქრისტეს მიერი გამოსყიდვით გადარჩენისკენ. ყველა ადამიანი გაირყვნა და იტანჯებიან ღმერთის გარეშე. იმ ქალტან შეხვედრისას იესომ დაინახა თუ რაოდენ მშიებული იყო პატიებას გულის სიღრმეში. მზადყოფნა პატიების მიღებისა მასში უფრო აშკარა იყო, ვიდრე ებრაელებში. იესოს წარმოსახვაში უცებ ფართოდ დაიხატა სურათი, რაოდენ არის მომწიფებული სამკალად ყანები.

თუმცაღა მოწაფები ვერ ხედავდნენ ამ ხალხს გადათეთრებული ყანების მსგავსად. იესომ სამარეა ზამთარში მოინახულა, როდესაც ჯერ კიდევ რამდენიმე თვე იყო დარჩენილი მოსავლის ასაღებად. თითქოს ის მოწაფეებს ეუბნებოდა: „რომ ხედავდნენ მხოლოდ ზედაპირულს. მიაპყარით თქვენი მზერა გულის სიღრმეს, მათ საიდუმლო კითხვებს, სიცოცხლის წყურვილს, ღმერთის ძიების სურვილს!“ მოსულია სამკალის დრო! მრავალი უკვე მზადაა ღმერთის ძე მსხნელად მიიღოს, მხოლოდ ისაა საჭირო, რომ მათ ბრძნულად და სიყვარულით ვუთხრათ გადამრჩენი სახარების შესახებ.

შეიძლება ვიღაცამ თქვას: „ არა, მე საპირისპიროს ვხედავ. ჩემ გარშემო ხალხი ჯიუტია და არ სურთ გაიგონ ქრისტეს შესახებ, თითქოს დაბრმავდნენ“. სწორედ ასე აზროვნებდნენ ქრისტეს მოწაფეებიც იმიტომ, რომ ზედაპირულად უყურებდნენ. იესო კი ადამიანების გულში იყურებოდა. მას არ განუკითხავს ცოდვილი ქალი, თუმცაღა თავიდან ის ქალი უცხოობდა მას. და როდესაც მან ვერ გაიგო იესოს სიტყვები, მას არ მიუტოვებია ქალი, არამედ აუხსნა ის სულიერი არსი ყველაფრისა, რასაც ამბობდა, სულიწმიდისკენ მიმართულმა ისე, რომ მას გაახსენდა თაყვანისცემა და მომავალი მესია, და ბოლოს, სახარების მაუწყებელი გახდა. აი ეს - ცვლილებაა! სულიწმიდის მოქმედება გამოვლინდა მის ცხოვრებაში მძავრად, ვიდრე იუდევლური მთავრის ნიკოდემოსის ცხოვრებაში. ყველა ადამიანი, რომელიც ქრისტეს ემსახურება უნდა გრძნობდნეს სიყვარულს, რათა შეძლოს დაინახოს ხალხი, რომელთაც მოშივდათ ღმერთის სამართლიანობა. შესაძლოა ისინი სასტიკად იქცევიან, უკუაგდებენ კეთილ უწყებას, მაგრამ ღმერთს უყვარს ისინი და უწოდებს მათ. ნელ-ნელა მათი გონება გარდაისახება. კიდევ რამდენი ხანი იქნები მდუმარედ ამ სამყაროში, რომელშიც ღმერთის მაძიებელი უამრავი ადამიანია?

როდესაც ადამიანი ტრიალდება ღმერთისკენ ის მარადიულ სიცოცხლეში შედის. ეს უამრავ მორწმუნეს უხარია და ანგელოზებიც ხარობენ ზეცაში, როდესაც ერთი ცოდვილი ინანიებს. ღმერთს უნდა, რომ ყველა ადამიანი გადარჩეს და ღვთის ჭეშმარიტება შეიცნონ. და ყოველი ვინც ამ ღმერთის მარტივ ნებას ასრულებს და თავმდაბლურად ახარებს ადამიანებს სახარებას, ივსება სიხარულით და ნაყრდება საკვებით, რომლითაც იმ დღეს იესო დანაყრდა: „ჩემი საკვები არის რმერთის ნების შესრულება, რომელმაც გამომგზავნა საკუთარი საქმის შესასრულებლად“.

სამარიელი ქალის ისტორიის ბოლოს ჩვენ ვხედავ, რომ ისეო მოწაფეებს ასწავლის: „მე წარმოგგზავნეთ თქვენ რათა მოიმკათ...“ იქამე სანამ მოწაფეები იქნებოდნენ ამ მოსავალზე შრომობდა იოანე ნათლისხმცემელი - მან გააფხვიერა გამომშრალი მიწა ქადაგებით მონანიების შესახებ. თავად იესო პურის მარცვალი იყო, რომელიც ღმერთმა უკვე მომზადებულ გუკებში მოათავსა. და დღესაც ვიმკით ჯვარზე სიკვდილის ნაფოფებს. ახლა იესო მოგიწოდებს საკუთარ სამკალზე, მაგრამ უნდა გახსოვდეს რომ ის შენი არაა. მომკა - ეს უფლის საქმეა! ხოლო სულიწმიდის ნაყოფები მხოლოდ ქრისტეს ძალით მწიფდება. ჩვენ არაფრადღირებული მონები ვართ. ამისდამიუხედავად კი იესო მოგვიწოდებს ღვთიურ სამსახურში - დათესვაში, გაშენებაში და მომკაშიც კი. მაგრამ კარგია გვახსოვდეს, რომ ჩვენ არ ვართ ღვთის ყანაში პირველი მუშები, ჩვენამდეც ბევრი მორწმუნე შრომობდა იქ, და არც თუ ისე ცოტა ცრემლი დაღვარეს. მათი ლოცვები უფლის მეხსიერებაშია. შენ არაფრით აღემატები იმ უფლის მუშაკებს არც შენი ნიჭებით და არც საქმეებით. და ყოველ წამს შენ ცხოვრობ მადლითა და პატიებით. ისწავლე მსახურებაში უფლის ხმის მოსმენა - ემსახურე მას მკისას ქება-დიდებით და მადლიერებით. განადიდე შენი მამის სახელი სხვა მომკელებთან ერთად: „მოვიდეს სუფევა შენი; რამეთუ შენი არს სუფევა, ძალა და დიდება, საუკუნეთა მიმართ. ამინ!“


გ) კეთილი უწყება სამარიაში (იოანე 4:39-42)


იოანე 4:39-42
39 იმ ქალაქში მცხოვრებმა ბევრმა სამარიელმა ირწმუნა იგი დედაკაცის სიტყვით, რომელიც ამოწმებდა: ყველაფერი მითხრა, რაც ჩამიდენიაო. 40 ამიტომ სამარიელები მასთან, რომ მივიდნენ, სთხოვეს მასთან დარჩენილიყო, და ისიც ორ დღეს დარჩა იქ. 41 კიდევ მრავალმა ირწმუნა მისი სიტყვის გამო. 42 იმ დედაკაცს კი უთხრეს: „უკვე გვწამს არა შენი ნათქვამის გამო, არამედ ჩვენ თვითონ მოვუსმინეთ და ვიცით, რომ ჭეშმარიტად ეს არის ქვეყნიერების მსხნელი“.

მალევე ქალაქიდან იესოსთან მრავალი ადამიანი მივიდა. ისინი დიდი შთაბეჭდილების ქვეშ იყვნენ სამარიელი ქალის მონანიების გამო. და აი ისე ხედავს იმ ადამიანებს, თითქოს გადათეთრებული ყანები არიან, რომელბიც მზად არიან სამკალად. მან ორი დღე დაჰყო მათთან, ასწავლიდა რწმენასა და საუკუნო სიცოცხლის შესახებ. მოწაფეების საუბრობდნენ ხალხთან სახლებში და ისინიც ამ სამკალის მონაწილები აღმოჩნდნენ. თავად იესომ და მისმა ღრმა სიტყვებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ხალხზე. ისინი მიხვდნენ, რომ ღმერთი იესოს სახით მოვიდა ამ გაგიჟებულ სამყაროში, რატა ცოდვილები იხსნას. ჩვენ ვკითხულობთ, რომ სწორედაც სამარიელებმა უწოდეს პირველებმა იესოს „ქვეყნიერების მსხნელი“, რამდენადაც გააცნობიერეს, რომ ის იხსნის არა მხოლოდ საკუთარ მემამულეებს, არამედ მტელი სამყაროს ცოდვებს იღებს საკუთარ თავზე. იესოს სიყვარულის ძალა უსაზღვროა დღემდე. მას ძალუძს გაანთავისუფლოს ცოდვის ტყვეები სატანის ძალაუფლებიდან და დაიფაროს ისინი თავის სამეფოში საუკუნოდ. იესო - სამყაროს ნამდვილი მმართველია. რომში კეისარს უწოდებდნენ „ქვეყნიერების გადამრჩენელსა და მფარველს“. მაგრამ სამარიელები კი მიხვდნენ, რომ იესო ყველა კეისარზე დიდია, მას ხომ კაცობრიობისთვის საუკუნო ღვთის სამყარო მოაქვს.

ლოცვა: მადლობა უფალო იესო, რომ შენ აღძარი სამარიელი ქალის და მოწაფეების გულები. შენ ასწავლიდი მათ, თუ რას ნიშნავს უსმინო სულიწმიდას - ეს საუკუთესო თაყვანისცემაა. გაგვანთავისუფლე ფუჭი დროის ხარჯვისგან საკუთარ გეგმებზე, რათა მივიჩქაროდეთ შენი ნების აღსასრულებლად სიხარულით და მოგიყვანოთ მრავალი ცოდვილი გადარჩენისთვის, მარადიული სიცოცხლისთვის შენი მეშვეობით!

კითხვა:

  1. როგორ ვხდებით იესოსთვის სასარგებლო მომკელებად?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 10:19 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)