Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 263 (Witnesses for the Death of Christ)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 5 - მეექვსე ნაწილი ტანჯვები და იესოს სიკვდილი (მათეიესო 26:1-27:66)

29. იესოს სიკვდილის თვითმხილველები (მათეიესო 27:54-56)


მათეიესო 27:54-56
54 ასისთავმა და მასთან ერთად იესოს მოდარაჯეებმა, მიწისძვრა და ყოველივე მომხდარი რომ ნახეს, მეტისმეტად შეშინდნენ და თქვეს: "ჭეშმარიტად ღმერთის ძე იყო იგი!” 55 იყო იქ შორიდან მომზირალი მრავალი დედაკაცი, რომლებიც გალილეიდან გამოჰყვნენ იესოს და ემსახურებოდნენ მას. 56 მათ შორის იყვნენ მარიამ მაგდალელი, მარიამი, იაკობისა და იოსების დედა და ზებედეს ძეთა დედა.
(ლუკა 8:2-3)

რომაელმა ასისთავმა იცოდა, რომ იესო მკრეხელობისთვის დაისაჯა, რომ მოატყუა ერი და საკუთარ თავს იუდეველთა მეფეს და ღვთის ძეს უწოდებდა. მაგრამ რა განიცადა ამ ასისთავმა იმ საათებში, როდესაც ჯვართან იდგა? ეს არ იყო დამნაშავის სიკვდილი, მომაკვდავი ნამდვილად დიდედბული ადამიანი იყო. მან ორჯერ წრფელი ლოცვის მიმართა ღმერთს. არ წყევლიდა თავის მტრებს და მათ, ვინც ჯვარსაცვა იგი, არც მათზე ბრაზობდა, ვინც დასცინოდა მას.ბოლოსდაბოლოს ასისთავდა თქვა: „და მართლაც რომ, ის ხომ სინამდვილეში ღმერთის ძე იყო?!“ ასე, რომ იდგა რა ის ჯვართან, ასისთავი პირველი იყო, ვინც აღიარა, რომ იესო ერთადერთი ღვთის ძე იყო და ღიად აღიარა კიდეც ეს.

ამ ჭეშმარიტების შემეცნებამ მიაღჭია მეომრებამდეც, რომლებიც ინაწილებდნენ იესოს კვართს (სამოსს). თავდაპირველად იმით გაოცდნენ, რომ დაბნელდა შემდგომ კი მიწისძვრამ გააოგნათ. შემდგომ კი ისე გაოცდნენ თავად იესოთი, რომელიც მოკვდა, რომ მათი ასისთავის კვალდაკვალ გაიმეორეს აღიარება: „ჭეშმარიტად, ეს ღვთის ძე იყო!“

მრავალი რომაელი იყო იესოს ბოლო სიტყვების მოწმე. მრავალი ქალბატონი მოვიდა იესოს ჯვართან გლოვით და კეთილსურნელებით. ისინი გალელეადან მოჰყვებოდნენ მას და ემსახურებოდნენ შესაწირავებით, უმზადებდნენ საჭმელს, ურეცხავდნენ სამოსს და რაც შეიძლება ახლოს იყვნენ მასთან და მის ღვთაებრივ ძალასთან მთელი სიწმინდითა და უმწიკვლობით.

ამ ქალებს უჭირდათ იმასთან შეგუება, რომ იესო, რომელიც იმარჯვებდა სნეულებაზე და ეშმაკეულებზე, ეხლა ჯვარზე ეკიდა. თუმცა ზოგიერთმა ქალმა ყველაფერი კარგად დაიმახსოვრა, რაც მოისმინეს და დაინახეს ჯვართან. სწორედ მათი მეშვეობით ვიცით იმ შვიდი წინადადების შესახებ, რომელიც იესომ თქვა. მათგან ოთხის ვინაობა ცნობილია. მათი დამოწმების შემდგომ ცხადი გახდა, თუ რაოდენ მნიშვნელოვნები არიან ქალები სამეფოსთვისაც. მათ გარეშე არ გვეცოდინებოდა ის დეტალები, რაც მოხდა მეფის ჯვარზე სიკვდილის დროს.

ლოცვა: მადლობას გიხდით უფალო იესო ქრისტევ, რადგან შენ გახსენი ასისთავის გული და მან აღიარა შენი ღვთებრიობა, ირწმუნა ის და გახდა პირველი წარმართი, რომელმაც აღიარა, რომ შენ ხარ ღვთის ძე. მადლობას გიხდით იმ პატივდადებული ქალებისთვის, რომლებიც მოგყვებოდნენ გალილეადან, გემსახურებოდნენ და შენ ჯვართან ახლოს იდგნენ, რის გამოც დღეს ბევრი რამ ვიცით, რაც ჯვარზე სიკვდილზე გამარჯვებისას მოხდა. მათ ასევე დაამოწმეს შენი სიტყვები, რომელიც სიკვდილის წინ თქვი, და ეს მთელი სიყვარულით, იმედით და რწმენით გააკეთეს. ვხარობთ შენ გამო და გადიდებთ შენ, რომ მიეცი იმ ქალებს უფლება დემოწმებინათ შენ ხსნაზე, რომელიც აღასრულე ჩვენ მიმართ.

კითხვა:

  1. რაში მდგომარეობდა ქალების როლი ჯვარცმის დრო?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 27, 2022, at 03:55 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)