Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 262 (The Strange Events at Jesus' Death)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 5 - მეექვსე ნაწილი ტანჯვები და იესოს სიკვდილი (მათეიესო 26:1-27:66)

28. უჩვეულო მოვლენები იესოს სიკვდილის დროს (მათეიესო 27:51-53)


მათეიესო 27:51-53
51 და აჰა, მაღლიდან დაბლამდე, ორად გაიხა ტაძრის კრეტსაბმელი, შეიძრა დედამიწა და დასკდა კლდეები. 52 სამარხები გაიხსნა და მრავალი მიძინებული წმიდანის სხეული აღდგა. 53 გამოვიდნენ სამარხთაგან მისი აღდგომის შემდეგ, შევიდნენ წმიდა ქალაქში და მრავალს ეჩვენნენ.
(გამოსვლა 26:31-33; 2კორინთელთა 3:14)

მალევე აღმოაჩინეს ქრისტეს სიკვდილის შედეგი. ტაძრის ფარდა ორად გაიხა, რომელიც წმინდათაწმინდაის ფარავდა. ამ მოვლენას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. დასრულდა ძველი აღთქმა და დაიწყო ახალი ეპოქა ახალი აღთქმისა. ქრისტეს სიკვდილით წმინდა ღმერთთან მისადგომელი გაჩნდა ყველა მორწმუნისთვის, რადგან ღმერთი მათ მამად იქცა.

ის ფარდა ტაძარში გარკვეული ადგილის დასამალად იყო. არავის ჰქონდა უფლება მღვდელმთავრის გარდა შესულიყო და ენახა წმინდათაწმინდაი, მღვდელმთავარსაც კი მხოლოდ წელიწადში ერთხელ ჰქონდა იქ შესვლის უფლება. მაშინ კი როდესაც ქრისტე მოკვდა, ყველაფერი გაიხსნა. საიდუმლოებები ყველასთვის მისაწვდომი იყო და მათი აზრის გაგებაც ყველა ადამიანს შეეძლო.

როგორც კი ქრისტესგან გამოვიდა მისი სული, ღვთის სიცოცხლე შევიდა ზოგიერთი კეთილსინდისიერი ძველი აღთქმის მსახურში.ვინც აგამრთლდება ქრისტეს სისხლით, ის საუკუნოდ იცოცხლებს. ქრისტეს სიკვდილმა მთელ მოსფლიოს დიდი გამოწვევა დაუდო წინ. ჩვენში უფლის სული საუკუნოდაა იმის გამო, რომ ქრისტემ გამოგვისყიდა და სამუდამო ურთიერთობაში ვიცხოვრებთ ჩვენს ღმერთთან.

თავისი სიკვდილით ჯვარზე ქრისტემ სიკვდილი დაამრცხა, განააიარაღა და დაასუსტა. იმ დღეს აღმდგრები, პირველები იყვნენ ვინც იზეიმეს ქრისტეს სიკვდილით ჯვარზე, სიკვდილზე გამარჯვება. იესომ აღასრულა წერილი, რომელშიც წერია : „გამოვისყიდი მათ, ქვესკნელის ხელიდან! სიკვდილისგან გამოვისყიდი! ..“ (ოსია 13:14).

წარმართებს რწმენა გაეზარდათ და დაიწყეს ჯვარცმული ქრისტეს ღვთაებრიობაზე დამოწმება. მას შემდეგ რაც იუდეველებმა უარყვეს ღვთის სიყვარული, რომელიც ხორცში იყო, მილიონობით ადამიანი მობრუნდა უფალი იესოსკენ და გადარჩა. მოაღწია თუ არა შენამდე მადლის ამ ტალღამ, შეეხო თუ არა ის შენ სახლს და ქალაქს?

ცოდვის ძლაუფლება დამსხვრეულია. კანონი ვეღარანაირ ბრალდებას ვეღარ წარგვიდგენს, რადგან რწმენით მოვკვდით ქრისტესთან ერთად. განვთავისუფლდით უფლის რისხვისგან, მისი სასჯელისგან, სიკვდილის შიშისგან. ქრისტე - გამარჯვებულია! მან თავისი გამარჯვების მონაწილეებად გაგვხადა. ჩვენს ნაცვლად მოკვდა და შეგვიყვარა ბოლომდე, სიკვდილამდე. და როგორ ვემადლიერებით ჩვენ მას ამისთვის? როგორ ვემსახურებით მხსნელს? როდის მოვუყვებით სხვებს ამ მნიშვნელოვან მოვლენებს კაცობრიობის ისტორიაში რაც მოხდა? რომელშიც ჩვენი ღმერთთან შერიგება აღსრულდა?! ზოგიერთები ამტკიცებენ, რომ ქრისტე ვერ მოკვდებოდა ჩვენს ნაცვლად, რაგანა რავის შეუძლია სხვისი ტვირთის ზიდვა. და მართლაც, ვისაც თავისი ცოდვები აქვს ის ვერ ატარებს სხვა ადამიანების ცოდვებს. მაგრამ ქრისტეს ცოდვა არ ჰქონია და მას შეეძლო სხვებისთვის მსხვერპლი გამხდარიყო, მას ჰქონდა უფლება ეტარებინა სხვების ტვირთი. ჩვენ ვუძღვნით მას ქებას და მადლიერებას და ვიღებთ მის სიკვდილში არგომას, რადგან სრულად გაგვამართლა და გაგვწმინდა თავისი მადლით.

ლოცვა: უფალო იესო, განგადიდებთ შენ, რადგან შენმა სიკვდილმა ყველას მისცა მისადგომელი მამასთან. ახლა გვაქვს უფლება მივიღოთ გამართლება, და ვიხილოთ წმინდა ღმერთი, რომელიც ჩვენ საყვარელ მამად იქცა. მადლობას გიხდით იმისთვისაც, რომ შენი სიკვდილის სმდეგ, ბევრი მართალი ძველი აღთქმის მსახური, რომელიც გარდაცვლილი იყო, აღდგა. ისინი მრავალს ეჩვენნენ, რათა დაემტკიცებინათ შენი სიკვდილზე გამარჯვება, ცოდვაზე გაამრჯვება, გამარჯვება ეშმაკზე და უფლის რისხვაზეც კი. შენ მთელი ჩვენი ცხოვრება ხარ და ერთადერთი მხსნელი. გთხოვთ შენ მმართველობას, რათა შეგვეძლოს ვემსახუროთ მათ, ვინც ჯერ კიდევ მკვდარია თავის ცოდვაში და ვერ ხედავენ გამართლების საიდუმლოს, რისი მეშვეობითაც შეუძლიათ სიცოცხლის მიღება. მადლობა რომ მათაც გუხსენი გზა წმინდა ღმერთისკენ შენი წმინდა კარვის სისხლის მეშვეობით. ამინ.

კითხვა:

  1. რატომ ვერ იტვირთავს ცოდვილი ადამიანი სხვა ადამიანების ცოდვებს?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 27, 2022, at 03:53 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)