Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 264 (The Burial of Christ)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 5 - მეექვსე ნაწილი ტანჯვები და იესოს სიკვდილი (მათეიესო 26:1-27:66)

30. ქრისტეს დაკრძალვა (მათეიესო 27:57-61)


მათეიესო 27:57-61
57 როცა მოსაღამოვდა, მოვიდა მდიდარი კაცი არიმათიიდან, სახელად იოსები, რომელიც იესოს მოწაფე იყო. 58 მივიდა პილატესთან და გამოითხოვა იესოს გვამი. და ბრძანა პილატემ, რომ მიეცათ. 59 აიღო იოსებმა გვამი და შეახვია იგი სუფთა ტილოში. 60 დაასვენა იგი თავის ახალ სამარხში, რომელიც კლდეში იყო გამოკვეთილი; სამარხის კარზე ლოდი მიაგორა და წავიდა. 61 იქვე იყვნენ მარიამ მაგდალელი და სხვა მარიამი, რომლებიც საფლავის წინ ისხდნენ.
(მეორე რჯული 21:22-23)

ამ სახარებაში ჩნდება ერთი მდიდარი ადამიანი არიმათიიდან, სახელად იოსები. თავისი მნიშვნელოვანი პერსონის გარდა ის სინედრიონის წევრიც იყო. სავარაუდოდ მან თავი შეიკავა კენჭი ეყარა ქრისტეს წინააღმდეგ, ღვთაებრივი განკურნებების საპატივსაცემოდ. იოსები ბრაზობდა მღვდელმთავრის კაიაფას ბოროტ მოქმედებებზე და მის ასისთავებზეც. ის მივიდა მმართველ პილატესთანდ ა მიღებულიქნა თავისი სიმდიდრის გამო ძალაუფლებაში. პილატეს მან ქრისტეს სხეული სთხოვა. ამ საქციელით ის დაუპირისპირდა სინედრიონს და მხარდაჭერა გამოუცხადა ქრისტეს.

სინედრიონის სხვა წევრიც, ნიკოდემოსი, შეუერთდა იოსებს და ქალებს, ყველამ ერთად ჩამოხსნეს ქრისტეს სხეული ჯვრიდან, გაწმინდეს, სცხეს და გადაახვიეს. ყოველივე ნაჩქარევად ხდებოდა, შაბათის დადგომამდე. ამის შემდეგ იესოს სხეული დადეს ახალ სამარხში, რომელიც თავად იოსებისთვის იყო გამზადებული. ასე დაიმარხა უფალი, როგორც დამნაშავედ მოკლული, მდიდრის სამარხში.

ქრისტე ნამდვილი სიკვდილით მოკვდა. მისი გული გაჩერდა დ სისხლიც გაიყო წყლად და სისხლად. მას შეუჩერდა სუნთქვა და მისი სხეული იქცა ცივ სიმყარედ. ის დაიბადა, რათა საკუთარი თავი მსხვერპლად გაეღო. ის ჩვენს გამო მოკვდა. მისი სხეული დატოვეს სამარხში, ჩაკეტეს და მიაგორეს დიდი ლოდი, რათა დაეცვათ სხეული საშიში ცხოველებისგან.

ქრისტეს სიკვდილი არ იყო ადამიანური წარმოსახვის ნაყოფი. ის უბრალოდ კი არ ჩავარდა ძილში და შემდგომ ამაღლდა ზეცად. ის მოკვდა ჯვარზე და მისი სხეულიც სამარხში იყო. სხვა დანარჩენი აღწერილობა მისი სიკვდილის შესახებ სიცრუეა და გამოგონილი ამბავი.

დედამიწაზე ცხოვრების დროს, ქრისტეს არ ჰქონდა სახლი ან ადგილი, სადაც თავს მიდებდა. მოკვდა და არც მაშინ ჰქონია საკუთარი სამარხი. ეს მის სიღარიბეზე მეუთითებს. თუმცა აქ შეიძლება პატარა საიდუმლოც იმალებოდეს.

სამარხი - უშუალოდ ცოდვილი ადამიანების ადგილია (იობი 24:19). ჩვენ ვერაფერს ვუწოდებთ ჩვენსას, გარდა ცოდვებისა და სამარხისა. ვხვდებით რა სამარხში, მივდივართ ჩვენს ადგილზე. მაგრამ ჩვენ უფალ იესოს არ ჰქონია ცოდვა და შესამაბისად არც სამარხი გააჩნდა. თუ ის მოკვდა შთამომავლობით გადმოსული ცოდვების გამო , მას დროებითი სამარხი მაინც უნდა ჰქონოდა. იუდეველბს უნდოდათ, რომ ის ბოროტმოქმედებთან და ავაზაკებთან ერთად დამარხულიყო, ვინც მის გვერდით გაარკვეს ჯვარს. თუმცა უფალმა არ მისცა მათ ამ აზრების შესრულების უფლება. ღმერთმა განსაზღვრა, რომ იესოს სხეული „მდიდრის სამარხში“ იქნებოდა. (ესაია 53:9).

იუდეველებს სახლებში ეჩქარებოდათ, რადგან საღამოს ექვსი ხდებოდა და პასექიც ახლოვდებოდა. ექვსის მერე არავის ჰქონდა უფლება ემუშავა ან ეკეთინა ნებისმიერი საქმე. კანონის თანხმად, ვინც მონაწილეობას იღებდა მკვდრის დამარხვაში, აღარ იყო ღირსი, რომ პასექის დღესასწაულში მონაწილეობა მიეღო.აქაც ძველი აღთქმის უძლურება ჩანს. ვინც ქრისტეს უსმენდა, ღირსია მიიღოს პატივი და სიწმინდე. ვინც ჯვარცმულ ქრისტეს ღებულობს, ის სამუდამოდ იწმინდება!

ლოცვა: უფალო იესო ქრისტესვ, თაყვანსგცემთ, რადგან შენ ნამდვილად მოკვდი. იყავი დაარხული სამარხში, რომელიც კლდეში იყო გამოკვეთილი, დაასრულე რა შბათის მშვიდობა მასშემდეგ, რაც პარასკევს საპასექო კრავივით იყავი დაკლული. შენ პასექის ყველა მოთხოვნა აღასრულე. შენი სისხლი ჩვენთვის უფლის რისხვისგან დამცავად იქცა. გვიყვარხარ, გემსახურებით, გიძღვნით საკუთარ თავებს და გვინდა, რომ მხოლოდ შენი ერთის სახელი განვადიდოთ!

კითვა:

  1. რას იგებ იესოს დამარხვიდან?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 27, 2022, at 03:56 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)