Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 261 (The Frowns of God and Nature on the Crucified)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 5 - მეექვსე ნაწილი ტანჯვები და იესოს სიკვდილი (მათეიესო 26:1-27:66)

27. უფლის რისხვა ჯვარცმულ ქრისტეზე (მათეიესო 27:45-50)


მათეიესო 27:45-50
45 მეექვსე საათიდან მეცხრე საათამდე ბნელმა მოიცვა მთელი დედამიწა. 46 მეცხრე საათი იქნებოდა რომ დიდი ხმით შესძახა იესომ: "ელი, ელი! ლამა საბაქთანი?” რაც ნიშნავს: "ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რად მიმატოვე?” 47 იქ მდგომთაგან ზოგიერთებმა გაიგონეს ეს და თქვეს, ელიას უხმობსო. 48 უცბად გაიქცა ერთი მათგანი, აიღო ღრუბელი, ძმრით გაჟღინთა, წამოაგო ლერწამზე და სასმელად მიაწოდა. 49 სხვები კი ამბობდნენ, მოიცათ, ვნახოთ, თუ მოვა ელია მის გამოსახსნელადო. 50 ხოლო იესომ კვლავ შესძახა დიდი ხმით და სული განუტევა.
(ფსალმუნი 21:2; 68:22)

დიდებულმა სინათლემ გვაუწყა ქრისტეს დაბადება (მათე 2:2). და სულაც არაა გასაკვირი, რომ მის სიკვდილსაც ასეთი წყვდიადი მოჰყვა. რადგან ის არის ქვეყნიერების სინათლე. უმართლობა, რომელიც ჩვენი უფლის წინააღმდეგ იყო ჩადენილი, ზეცა რსხვაში მოიყვანა და ზეციური ძლებიც შეზრწუნდნენ. მზეს აქამდე მსგავსი ბოროტება არ ენახა და ამიტომაც იმ წუთას მან პირი იბრუნა, არ სურდა რა ეყურებინა დედამიწისთვის.

იესო პარასკევს იქნა ჯვარცმული 11 იდან 12 მდე. ხალხი პასექს შაბათს ზეიმობდა, რომელიც პარასკევ საღამოს, 6 საათიდან იწყებოდა. მაშინ როდესაც იესო ჯვარცმული იყო, მრავალმა ხალხმა მოიყარა ტაძარში თავი, რათა კრავები შეეწირათ, როგორც პირველი პასექის დროს, როდესაც უფლის რისხვა მოვიდა კრავის სისხლზე. და მათ არ იცოდნენ, რომ კედლებს მიღმა, მთაზე, ნამდვილი კრავი ეკიდა ჯვარზე, რომელმაც ადამიანები ღმერთს შეარიგა. ქრისტე მოკვდა პარასკევს, შუადღეს, პასექამდე. ამითი მან ღვთის ერთადერთ კრავად აღიარა თავი, რომელიც ღირსია იტვირთოს ჩვენი ცოდვები. მთლიანი უფლის რისხვა აიღო საკუთარ თავზე, რათა რწმენით გავმართლებულიყავით.

მათემ, ჯვარზე ნათქვამი შვიდი წინადადებიდან, ერთი ჩწერა: „ღმერთო ჩემომ, ღმერთო ჩემო, რად მიმატოვე?“ ეს 21:2 ფსალმუნიდან მოყვანილი ციტატებია, სადაც დავითი თავის ტანჯვებზე და მტერზე გამარჯვებაზე საუბრობს. იქ ქრისტეს ტანჯვებზე და მის გამარჯვებაზეც იყო წინასწარმეტყველება.

ქრისტეს არ უთქვამს, „რატომ გამომიგზავნე ტანჯვები?“ მან თქვა „რად მიმატოვე?“. მისი ეს ტანჯვები იმით იყო გამოწვეული, რომ ტვირთად მთელი ქვეყნიერების ცოდვები ედო, ამიტომაც უფლის მიტოვება უნდა განეცადა ცოდვილების გამო. ქრისტემ სიკვდილი იგემა სხვების ნაცვლად (ებრაელები 2:9). „რადგან არ იცოდა რა ცოდვა და უცოდველმა ჩვენთვის მსხვერპლი გაიღო და მსხვერპლად იქცა, რადგან მასში ვიყოთ სამართლიანნი და გავმართლდეთ“..... (2 კორინთელთა 5:21).

თუმცა ეს სიტყვები, როგორც დაბრკოლება ისე ჟღერდა მოციქულებისთვის და დღემდე ასე რჩება ჩვენთვისაც. რადგან ჩვენი გონება შემოსაზღვრულია და არ ძლუძს ჩწვდეს ყოველივეს. ქრისტეს ეს ფრაზა, რომ არ გაეჟღერებინა, გამოსყიდვა ჩვენთვის საიდუმლოდ დარჩებოდა.

გამოსყიდვა, რომელიც ქრისტემ გეთსემანიაში დაიწყო, ჯვარზე აღასრულა. როდესაც უფლლის ხელებიდან სვამდა რისხვის სასმისს, ღმერთა დაფარა სახე ძისგან, რადგან მას ტვირთად სხეულზე ქვეყნიერების ცოდვები ჰქონდა. გულმოწყალე მამა ძისგან გაბრუნდა, როგორც სამართლინი მოსამართლე, ის სამართლიანია და ამიტომ დაადო მთელი ცოდვები იესოს. ამიტომაც განშორდა ქრისტეს.

ქრისტემ სასამართლო ჯვარზე აღასრულა ჩვენს ნაცვლად, რათა საუკუნოდ გვეცხოვრა მასთნ ერთდ. როგორი დიადი და საიდუმლოებებით აღსავსეა ქრისტეს ჯვარი, რომელიც ჩვენს ნაცვლად გასამართლდა და რომელმაც სრული გადარჩენა აღასრულა. ღრმა წყვდიადში ქრისტემ არ მიმართა მამას, რადგან მამის სიყვარული ჩანაცვლდა დამანგრეველი რისხვით. ამის მიუხედავად, მან მოუხმო მას: „ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო!“ და მთელი არსებით მიენდო მას. იესო მიენდო უფლის წმინდა სიყვარულს, თუმცა ვერ ხედავდა მას. როგორ აღასრულა მან სიყვარულის და რწმენის ბრზოლა ჩვენს გამო. მას სწამდა, რომ მამა ახლოს იყო უერთგულებდა მას, მისი სასამართოს მიუხედავად. მისმა რწმენამ იზეიმა რისხვაზე. ბოროტმა ვერ გაიმარჯვა მასზე. იესო მტკიცედ იდგა რწმენაში ისიკვდილამდე და ბოლომდე უარყოფდა სხეულებრივ სისუსტეს. ასე იზეიმა გამარჯვება და ბოლო დაუდო უფლის რისხვას.

ჯვართან მდგომი ხალხი ხალხი ვერც კი ხვდებოდა რა ხდებოდა მაშინ ჯვარცმული ქრისტეს გულში. იქ მყოფი უმეტესი მებრძოლებიდან არავინ იცოდა არამეული და ებრაული. მათ არასწორად განმარტეს ქრისტეს სიტყვები და იფიქრეს, რომ ელიას უხმობდა.

იესოს უყვარდა თავისი მამა დაფარულში და სწამდა მისი. მას უყვარდა თავისი მტრები და სთხოვდა ღმერთს შუამდგომლობას. ჯვარზე ის შენთვის ლოცულობდა, თუმცა შეიძლება სრულიად არ ესმოდა მათი. ცოდვილი ხარ, მაგრამ ღმერთს უყვარხარ. თავისი სიკვდილით დაგიმტკიცა ეს.როდესაც თქვა: „აღსრულდა!“ ამ დროს შენზეც ფიქრობდა. მისმა სიყვარულმა ყველა შენი ცოდვის პატიება წარმოქმნა.

ქრისტეს ძახილი მიუთითებს, რომ მისი დაღლილობისა და ტკივილების მიუხედავად, მისი სული კეთილი და ის შინაგანად ძლიერი იყო. მომაკვდავ ადამიანს უწინარეს ყოვლისა უსუსტდება ხმა. ისინი რთულად წარმოთქვამენ სიტყვებს, ბორძიკობენ. მათი სიტყვები თითქმის არ ისმის. იესომ კი სიკვდილის წინ ხმამაღლა წამოიძახა, როგორც ძლიერმა ადამიანმა. ეს იმას ნიშნავს, რომ მას სული ძალით კი არ წაერთვა, არამედ თავად გადასცა იგი მამას. ვისაც შეეძლო ასე ეყვირა ჯვარზე მომაკვდავს, მას ჯვრისგან განთავისუფლებაც შეეძლო და სიკვდილზე გამარჯვებაც. მან ხმამაღლა იყვირა, რათა ეჩვენებინა თუ როგორ მამაცად მისცა თავისი სული თავად (ებრაელები 9:14) და რომ თავადაა მღვდელმთავარიც და მსხვერპლიც.

ლოცვა: ჩვენ თაყვანს გცემთ, ღვთის წმინდა კრავო, რომელმაც ქვეყნიერების ცოდვები აიღე საკუთარ თავზე. მეც გამწმინდე ჩემი ცოდვებისგან შენი ძვირფასი სისხლით. საბოლოოდ შემარიგე მამას და გაამზადე ყველა ადამიანისთვის გადარჩენა, ყოველივე კი აღასრულე შენი სიკვდილით. აუხილე მათ თვალები, რათა იხილონ თუ რა არის ცოდვების პატიება და ხსნა და თავი არ მოიტყუონ საკუთარი სამართლიანობის დამყარებით. შენ სამუდამოდ და სრულად გაგვამართლე. გაგვწმინდე მონანიებით და თავდამაბალი გულით, რათა ჩვენშიც აღსრულდეს შენი ჯვარზე გამარჯვება და რომ განვახლდეთ შენი სულის ძალაში, სულიწმინდაში, მამის განსადიდებლად.

კითვა:

  1. რას ნიშნავს ქრისტეს ფრაზებიდან ერთადერთი ფრაზა, რომელიც მათეს სახარებაში ჩაიწერ?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 27, 2022, at 03:51 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)