Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 242 (Pray Lest You Enter into Temptation)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 5 - მეექვსე ნაწილი ტანჯვები და იესოს სიკვდილი (მათეიესო 26:1-27:66)

11. ილოცეთ, რათა არ ჩავარდეთ განსაცდელში! (მათეიესო 26:40-41)


მათეიესო 26:40-41
40 მობრუნდა მოწაფეებთან და მძინარენი ნახა ისინი; უთხრა პეტრეს: "ნუთუ ვერ შეძელით, ერთ საათს გეფხიზლათ ჩემთან ერთად? 41 იფხიზლეთ და ილოცეთ, რომ არ ჩავარდეთ განსაცდელში. რადგან სული მოშურნეა, ხორცი კი - უძლური”.
(ეფესელთა 6:18; ებრაელთა 2:18)

იმ დროს როდესაც ქრისტე საშინელ ტანჯვას გადიოდა და ეშმაკს ებრძოდა, მოწაფეებს მშვიდად ეძინათ. მისთვის ყველა ახლო სამმა მოწაფემაც კი ვერ იფხიზლა. ვერ დაეხმარნენ ქრისტეს, ვერც მეგობრობა გაუწიეს ასეთ რთულ დროს. გადამწყვეტ მომენტში ყველა მოწაფე განსაცდელში ჩავარდა.

უფალმა იესომ რბილად მისცა მათ შენიშვნა. მან დაადასტურა, რომ ყოველი ადამიანის ხორცი უძლურია, რადგან საკუთარი ხორციდან გამომდინარე იცოდა ეს; ადამიანს ეშინია და არ უნდა საკუთარი ჯვრის ტარება.

ვერავინ ემსახურება უფალს სულიწმინდის დახმარების გარეშე. მაგრამ ვინც გამუდმებით ლოცულობს ის სულისგან ძალას იღებს, იმარჯვებს, ხდება რწმენაში ძლიერი და შეუძლია მტრების შეყვარება. იცოდე, რომ ჩვენი ადამიანური ბუნება მალევე ეძლევა ცდუნებას, ამიტომაც ყოველ დღე იკითხე ბიბლია და ილოცე, რათა არ ჩავარდე განსაცდელში. არ დავრჩეთ სასოწარკვეთილებაში, არამედ გავაგრძელოთ რწმენა და უფალზე მინდობა. სთხოვეთ ცოცხალ ღმერთ ლოცვის სული, თქვენი მეგობრებისთვის და თქვენთვის, რადგან მამა ელოდება სიყვარულისა და რწმენის თხოვნას თქვენგან.

ლოცვა: უფალო იესო, შენ - კაცის და ღმერთის ძე ხარ. შენ საშინელ ტანჯვებში ისწავლე მორჩილება, შენ ნებას აჯობე, შეიყვარე რა ზეციერი მამა მეტად, ვიდრე საკუთარი თავი და მის ნებას დამორჩილდი. გვასწავლე სულიერი მორჩილება, რათა არ წაგვლეკოს ჩვენმა სურვილებმა, არამედ მთელი ძალებით ვილტვოდეთ შენი ნების შესაცნობად და რომ გვინდოდეს შენგან ძალების მიღება შენი ნების აღსასრულებლად ჩვენ ცხოვრებაში. დაგვეხმარე ჩვენ, უძლურთ!

კითხვა:

  1. რას ნიშანავს გამონათქვამი „სული მხნეა, ხორცი კი უძლური“?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 27, 2022, at 03:12 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)