Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 243 (Jesus’ Entire Submission to His Father’s Will)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 5 - მეექვსე ნაწილი ტანჯვები და იესოს სიკვდილი (მათეიესო 26:1-27:66)

12. იესო მამის ნებას ემორჩილება (მათეიესო 26:42-46)


მათეიესო 26:42
42 მეორედაც განშორდა, ლოცულობდა და ამბობდა: "მამაო ჩემო, თუ შეუძლებელია, რომ ამერიდოს ეს სასმისი და არ შევსვა ის, იყოს შენი ნება”.

ქრისტემ სულიწმინდით აჯობა ხორის სურვილს. მეორედ ისე აღარ ილოცა, როგორც წინაზე, არამედ მაამსთან სრულ თანხმობაში. ძემ გააცნობიერა, რომ ჯვრის გარდა სხვა გადარჩენის გზა არ არსებობს.

ვაი მას, ვინც ასწავლის რომ ადამიანი რჯულის საქმეებით მართლდება და არა იესოქ რისტეს სისხლით. ისინი არ არიან იმ გამოსყიდვის ნაწილები, რომელიც იეოსმ მათთვის აღასრულა, რადგან მხოლოდ ქრისტემ შესვა რისხვის სასმისი ჩვენს ნაცვლად.

ძემ თავის ნებას სძლია მეორე ლოცვის დრო. ის დათანხმდა ჩვენს ნაცვლად შეესვა უფლის რისხვის სასმისი, მიეღო სიკვდილი ცოდვებისთვის და გამოსყიდვისთვის გადაეტანა მამასთან განშორება.

ლოცვაში ადამიანი არა მხოლოდ ხსნის თავის სურვილებს უფლის წინაშე, არამედ უმორჩილებს კიდეც მას, მის ნებას. ჩვენი ლოცვა უფლისთვის საამოა, როდესაც მას მივმართავთ ჩვენ გასაჭირში და გლოვაში, მივართავთ მამას, რომელიც ცაშია და ვუმორჩილებთ მას ჩვენს გზებ და საქმეებს: „დაე იყოს ნება შენი!“

მათეიესო 26:43-46
43 კვლავ მივიდა და ისევ მძინარენი ნახა ისინი, რადგან თვალები დამძიმებოდათ. 44 მიატოვა ისინი, კვლავ განშორდა და მესამედ ილოცა; ისევ იგივე სიტყვები წარმოთქვა. 45 მაშინ მივიდა მოწაფეებთან და უთხრა: "თქვენ ისევ გძინავთ და ისვენებთ? აჰა, მოახლოვდა ჟამი და მიეცემა ძე კაცისა ცოდვილთა ხელში.
(2 კორინთელთა 12:8)

იესომ სამჯერ ილოცა ერთიდაიგივეზე. მესამე ლოცვასი იგივე სიტყვები გაიმეორე, რაც მეორე ლოცვის დროს თქვა. ამას ურწმუნოების გამო კი არ აკეთებდა, არამედ იცოდა, რომ მაცდუნებელი ბოლომდე გამოწურავდა მას ძალებს და შეავიწროვებდა მის ბოლო საათებში, შეეცდებოდა ებიძგებინა დაუმორჩილებლობისთვის. გამუდმებით იმეორებდა რა ამ ოცვებს, ის განმტკიცდა მამის ნებაში და აბსოლუტურად დარწმუნდა იმაში, რომ - ის არის ერთადერთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია აიტანოს უფლის რისხვა, როგორც ჩანაცვლებულმა მსხვერპლმა მთელი კაცობირობისთვის.

იმ გამოცდის წამს ჩანდა თითქოს ყველაფერი გაჩერდა ცაშიც და მიწაზეც. იესოს თავისთვის მარტივი გზა, რომ ამოერჩია, ის რომ მამასთან დარჩენილიყო და არ განეცადა მასთან განშორება ჩვენი გამოსყიდვის გამო, საუკუნოდ ვიქნებოდით განწირულნი სიკვდილისთვის და დაღუპვისთვის. მაგრამ იესომ საკუთრი თავი უკუაგდო, აიღო თავისი ჯვარი და მოკვდა ჩვენს გადასარჩენად! ალელუია!

ლოცვა: უფალო ქრისტევ, ჩვენ ღრმა მადლიერებით გცემთ თაყვანს, რადგან შენ აიღე ჩვენი განკითხვა და დაზარალდი შენი მამის რისხვით, ჩვენი ცოდვების მიზეზის გამო. მიიღე ჩვენი სხეულები, გულები და გონება, როგორც მცირე „მადლიერების ნიშანი“ შენი მორჩილებისა და რწმენისთვის. მადლობას გიხდით შენი ჩამანაცვლებელი მსხვეპლისთვის! გაგვწმინდე, რათა არ ჩავვარდეთ განსაცდელში, გვასწავლე ვიყოთ მარხვასა და ლოცვაში გამუდმებით, რათა ერთად ვიყოთ შენ გეგმაში, გვახსოვდეს რა ბოროტზე, რომელიც გამუმდებით ცდილობს ჩვენს დაღუპვას!

კითვა:

  1. რას ვიგებთ იესოს სამჯერ აღვლენილ ლოცვაზე გეთსემანიის ბაღში?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 27, 2022, at 03:14 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)