Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 205 (The Sixth Woe)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 4 - იესოს ბოლო მსახურება იერუსალიმში (მათეიესო 21:1 - 25:46)
B - “ვაი“ ამაყებს და რელიგიურ ადამიანებს (მათეიესო 23:1-39) -- იესოს გამონათქვამების მეხუთე კრებული

8. მეექვსე „ვაი თქვენ“ (მათეიესო 23:25-26)


მათეიესო 23:25-26
25 ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომლებიც გარედან ასუფთავებთ სასმისსა და ჯამს, შიგნით კი სავსენი ხართ მტაცებლობითა და თავაშვებულებით. 26 ბრმა ფარისეველნო, ჯერ შიგნიდან გაასუფთავეთ სასმისი და ჯამი, რომ გარედანაც სუფთა იყოს.
(მარკოზი 7:4, 8; იოანე 9:40; ტიტე 1:15)

ფარისევლებს ასეთი წეს-ჩვეულება ჰქონდათ, სახლის ყველა კუთხე კუნჭულის გამოწმენდა. ამის ჰიგიენის გამო კი არა რელიგიის გამო აკეთებდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჭურჭელი არ იქნებოდა სუფთა, მასზე რომ დარჩენილიყო უსუფთაო ადამიანის ან ცხოველის ჭუჭყი. ამ რიტუალის შესრულება მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. იმაზე მეტად მნიშვნელოვანი, ვიდრე ისინი მოპარულ ჭიქიდან სვავდნენ ან მრუშობის გამო იყვნენ უწმინდურნი. იესომ ყველანაირი მსგავსი წეს-ჩვეულება განწმენდისა გააუქმა. მან უბრძანა ფარისევლებს გულების განწმენდა ბოროტი ზრახვებისგან. მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლოთ ეზრუნათ გარეგან სისუფთავეზე. სხეულებრივი სისუფთავე არ არის მოწმობა გონების სისუფთავისა და ლამაზი ტანისამოსის შიგნით, შეიძლება ბოროტი ადამიანი იმალებოდეს. ყოველგვარი განწმენდა და განბანვა ზედაპირულია, რადგან ეს არ წმედს ადამიანის სულს. ყველა რელიგია აღიარებს, რომ ადამიანის შნაგანი შებილწულია და საჭიროებს განწმენდას და მხოლოდ იესო ქრისტეს სისხლს შეუძლია გაგვწმინდოდ ყოველგვარი ცოდვებისგან. როდესაც ადამიანი მოდის რწმენაში ქრისტესთან, სულიწმიდა წმენდს მას და აძლევს მას ახალ გულსა და მართალ სულს.

ლოცვა: ზეციერო მამაო, შენ შთააგონე წინასწარმეტყველი დავითი და მან შემოგღაღადა მონანიებით: ,,სუფთა გული შექმენი ჩემში ღმერთო და მართალი სული განმიახლე ჩემს შიგნით“. ჩვენ ვაღიარებთ ამას ლოცვაში და ვიმეორებთ, რომ ზეციური სიწმიდის შეძენა შესაზლებელია, მხოლოდ იესო ქრისტეს სისხლით და სულიწმიდის აღორძინებით ჩვენში. ეს ჩვენი ერთადერთი იმედია. მიეცი ჩვენს ერს და განსაკუთრებით მორწმუნეებს ჭეშმარიტი მონანიება. დაე აღარ ესწრაფონ საკუთარი ძალებით გამართლებას, არამედ მოძებნონ შენი სიმართლე და ღვთაებრივი განწმენდა. დაეხმარე ყველა გულის სისუფთავის მძებნელს, იპოვოს იესო, რადგან მან აღასრულა გადარჩენა ყველასთვის.

კითხვა:

  1. რაში მდგომარეობს ფარისევლებისა და მწიგნობრების ცდომილება?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 23, 2022, at 06:43 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)