Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 194 (Caesar’s and God’s Things)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 4 - იესოს ბოლო მსახურება იერუსალიმში (მათეიესო 21:1 - 25:46)
A - კამათი ტაძარში (მათეიესო 21:1 - 22:46)

6. კეისარს კეისრისა ღმერთს ღმერთისა (მათეიესო 22:15-22)


მათეიესო 22:15-22
15 მაშინ წავიდნენ ფარისევლები და მოითათბირეს, როგორ დაეჭირათ იგი მისსავე სიტყვაზე. 16 ჰეროდიანებთან ერთად მიუგზავნეს მას თავიანთი მოწაფენი და ჰკითხეს: "მოძღვარო, ვიცით, რომ ჭეშმარიტი ხარ და ჭეშმარიტებით ასწავლი ღმერთის გზას; არავის ერიდები და კაცთა გარეგნობას არ უყურებ. 17 ჰოდა, გვითხარი: როგორ ფიქრობ, უნდა ვაძლიოთ ხარკი კეისარს თუ არა?” 18 იესომ იცოდა რა მათი მზაკვრობა, უთხრა მათ: "რატომ მცდით, თვალთმაქცნო? 19 მაჩვენეთ ხარკის მონეტა”. და მიუტანეს დინარი. 20 ჰკითხა მათ: "ვისია ეს სახე და წარწერა?” 21 თქვეს: "კეისრისა!” მაშინ უთხრა მათ: "მიეცით კეისარს კეისრისა და ღმერთს - ღმრთისა!” 22 ეს რომ მოისმინეს, გაუკვირდათ, მიატოვეს იგი და წავიდნენ
(მარკოზი 12:13-17; ლუკა 20:20-26; იოანე 3:2; რომაელთა 13:1, 7)

ამ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ ქრისტეს მრავალთა ტანჯვიდან ერთ-ერთს, ,, ვინც ესოდენი სიძულვილი დაითმინა ცოდვილთაგან“ (ებრაელთა 12:3). მის გამოჭერას ცდილობდნენ და მისთვის აგებდნენ მახეებს. ამ მუხლებში ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ დაეხსნენ თავს ფარისევლები კითხვებით კეისრის მისაცემელზე.

იუდეველები ვერ იტანდნენ რომაელებს, რადგან რომაელებმა მათ დიდი გადასახადები დაუწესეს და არც იმის საშუალებას აძლევდნენ, რომ თავიანთი წეს-ჩვეულებები თავისუფლად შეესრულებინათ. ისინი კეისრის ძალაუფლებას უფლის ძალაუფლების საწინააღმდეგოდ მიიჩნევდნენ.

ქრისტეს მტრებმა მას მაცდური კითხვა დაუსვეს, რომელიც ქრისტეს უხერხულ მდგომარეობაში აყენებდა ან რომაელების ან ხალხის წინაშე. ჰეროდე მეფის მეომრები მოვიდნენ კანონის ცოდნით, ისინი მზად იყვნენ იესო დაეპატიმრებინათ, რაიმე რომ დასცდენოდა რომაული ხელისუფლების წინააღმდეგ.

ქრისტეს რთული მდგომარეობა გულისხმობდა იმას, რომ თუ არ დაეთანხმებოდა გადასახადებს, ხალხი უარყოფდა მას და რომ ეთქვა ერთი ღმერთის თაყვანისცემაზე და მისაცემელის გაუქმებაზე, რომაელები შეიპყრობდნენ მას.

ქრისტეს მტრები ცდილობდნენ მის სიტყვებში გამოჭერას. ეგონათ, რომ ჭკვიანური კითხვებით შეძლებდნენ მის გამოუვალ მდგომარეობაში ჩაყენებას, სწორედ ასე იქცევიან ეშმაკის მონები - ისინი ადამიანებს დამნაშავეებად აქცევენ, ამახინჯებენ მათ სიტყვებს, არასწორად განმარტავენ მათ და წარადგენენ ხოლმე იმ სახით, რომ აზრი საპირისპირო გამოჩნდეს. ამ დროს უწმიდური ბოროტად ექცევა მართალს (ფსალმუნი 36:12).

ქრისტეს მტრებმა მისი თავიდან მოშორება შეძლეს ორი გზით: რჯული და ძალა. იმისთვის, რომ მისგან თავი დაეღწიათ რჯულით, მაშინ ხელისუფლების წინაშე ის უნდა წარედგინათ, როგორც რჯულის დამრღვევი, რადგან თავად უფლება არ ჰქონდათ ვინმე სიკვდილით დაესაჯათ (იოანე 18:31). რომაული ხელისუფლება არ აქცევდა ყურადღებას სიტყვებს, სახელებსა და კანონებს. იმისთვის, რომ იესო შეეპყროთ ძალით ხალხი უნდა აემხედრებინათ მის წინააღმდეგ, მაგრამ იმის გამო, რომ ხალხს სწამდა იესოს წინასწარმეტყველების, მტრებმა ვერ შეძლეს ხალხის მის წინააღმდეგ განწყობა.

თვითონაც ვერ მიხვდნენ როგორ აიძულა იესომ ეღიარებინათ კეისრის ძალაუფლება მათზე. კრიტიკოსებთან საუბარში მნიშვნელოვანია ჯერ მსჯელობა, შემდეგ კი პასუხების გაცემა. ჭეშმარიტების მიმართ გამოტანილ სწორ დასკვნებს შეუძლია გააჩუმონ ისინი, ვინც მათ წინააღმდეგ გამოდიან. ქრისტემ სთხოვა მათ ფული ეჩვენებინათ, რომელსაც მისაცემლად იყენებდნენ, რადგან თავად ფული არ ჰქონდა. მას რომაული დინარი მოუტანეს, რომელზეც გამოსახული იყო კეისარი და მისი წარწერა. მონეტის დაშტამპვა ყოველთვის ითვლებოდა რომაული ხელისუფლების უფლებად. ამ ფულის ნამდვილად აღქმა ნიშნავს იმ ქვეყნის ძალაუფლების მორჩილებას.

ქრისტემ ამ მაცდურ კითხვას ფარისევლებისგან უპასუხა ბრძნული და დამაჯერებელი ჭეშმარიტების ძალით. ღვთის ჭეშმარიტებამ აჯობა ეშმაკის განზრახვას. ქრისტეს პასუხმა გამოააშკარავა ბოროტი ფარისევლობა და ფარისეველთა ქედმაღლობა. თავად ქრისტეც იხდიდა გადასახადებს უმართლოების მამონს, რადგან ის სახელმწიფოს ეკუთვნის. თუკი სახელმწიფო ითხოვს იმას, რისი უფლებას არ აქვს, ჩვენ შეგვიძლია ამის დაკავება. ქრისტე გვეუბნება, რომ არ ჩავეჭიდოთ ფულს, მიწიურ ფასეულობებს ან მკვდარ მატერიალს, არამედ თავისუფლად გადავიხადოთ ის, რასაც გვთხოვენ.

ქრისტეს პასუხმა განაცვიფრა ფარისევლები, რომელთაც უყვარდათ ფული და ძალაუფლება. სიტყვები ,,კეისარ კეისრისა, ღმერთს ღმერთისა“ ნიშნავს, რომ ყველაფერი ეკუთვნის ღმერთს, თავად კეისარიც კი. ჩვენი ხელები, თვალები, ბაგე გული - ყველაფერი ღმერთისაა და არა ჩვენი. ჩვენი ფული, დრო და ძალა - მისგან არის და მისთვის. ჩვენი მშობლები, მეზობლები, თანამშრომლები, ხელმძღვანელები - ყველა ნიჭია ჩვენთვის. ჩვენ ყველაფერი წყაროს უნდა დავუბრუნოთ. მოინანიე და აღიარე, რომ საუკუნო სიცოცხლე არ არის არც ფულში და არც პოლიტიკაში, არამედ ღმერთის რწმენაში და მის ძეში. შენ ღმერთის ხარ. და როგორ იცხოვრებ, როგორც მისი?

გადაეცი მთელი ცხოვრება მხსნელს ხელებში და არ დაგავიწყდეს შენი საფულეც მიიტანო მის მადლის ტახტთან. ჩვენ ისევ დედამიწაზე ვცხოვრობთ და არა ზეცაში. ზოგიერთი ქვეყანა ჯიუტად ითხოვს მორწმუნეების მორჩილებას არა მხოლოდ ადამიანურ, არამედ ღვთიურ საკითხებშიც. ამ დროს ღმერთს უფრო მეტად უნდა უსმინო, ვიდრე ადამიანებს. ადამიანის და სახელმწიფოს უფლებები, უფლის უფლებებთან შედარებით არაფერია. ღმერთის მორჩილება, სახელმწიფოს მსახურებაზე მაღლა დგას. არ უნდა ვუსმენდეთ ქმნილებებს, თუკი ის გვიბიძგებს შემოქმედის დაუმორჩილებლობისკენ. ერთგულად ვემსახუროთ ჩვენს სახელმწიფოს იმაში, რაც არ ეწინააღმდეგება უფლის სიწმინდეს ან მისი სახარების მშვიდობას.

როდესაც კეისარს ვაძლევთ კეისრისას, არ დაგვავიწყდეს ღმერთისთვის ღმერთის მისაცემელი. მან თქვა: ,,შვილო ჩემო, მომეცი შენი გული“. მან უნდა დაიკავოს შენი გულის ყველაზე მაღალი და მყარი ადგილი.

ლოცვა: ზეციერო მამაო, ჩვენ შენები ვართ. არის სხვაობა შენსა და მიწიურ ხელისუფლებას შორის. დაგვეხმარე ვემსახუროთ ჩვენს ხელისუფლებას, მაგრამ არ გადავიდეთ ქვეყნიერების მსახურებაში და ვიცხოვროთ შენს წინაშე, განდოთ ჩვენი პრობლემები, რათა შენმა სახელმა იდიდოს, ჩვენს ბრძნულ ქმედებებში.

კითხვა:

  1. რა არის კეისრის და რა ღმერთის?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 23, 2022, at 05:17 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)