Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 193 (Parable of the Great Wedding Feast)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 4 - იესოს ბოლო მსახურება იერუსალიმში (მათეიესო 21:1 - 25:46)
A - კამათი ტაძარში (მათეიესო 21:1 - 22:46)
5. იესო მღვდელმთავრებს უყვება სამ იგავს (მათეიესო 21:28 - 22:14)

d) იგავი საქორწილო ნადიმზე (მათეიესო 22:1-14)


მათეიესო 22:1-14
1 იესო კვლავ იგავებით ელაპარაკობდა მათ და ეუბნებოდა: 2 "ცათა სამეფო ჰგავს მეფეს, რომელმაც თავის ძეს ქორწილი გაუმართა. 3 გაგზავნა თავისი მონები ქორწილში მოწვეულთა დასაძახებლად, მაგრამ არ ისურვეს მოსვლა. 4 კვლავ გაგზავნა სხვა მონები და დააბარა: უთხარით მოწვეულებს: აჰა, მოვამზადე ნადიმი, ხბორები და ნასუქი საქონელი დაკლულია, ყველაფერი მზად არის, გვეწვიეთ ქორწილში! 5 მაგრამ მათ ყურად არ იღეს შემოთვლილი და ზოგი თავის ყანაში წავიდა, ზოგიც თავის სავაჭრო საქმეზე. 6 სხვებმა კი შეიპყრეს მისი მონები, შეურაცხყვეს და დახოცეს. 7 ეს რომ გაიგო, განრისხდა მეფე, გაგზავნა თავისი ლაშქარი და ამოჟლიტა ის კაცისმკვლელნი, მათი ქალაქი კი ცეცხლს მისცა. 8 მაშინ უთხრა მან თავის მონებს: ქორწილის სუფრა მზად არის, მაგრამ მოწვეულები უღირსნი აღმოჩნდნენ. 9 ამიტომ გადით გზაჯვარედინებზე და ყველა შემხვედრი მოიწვიეთ ქორწილში. 10 გავიდნენ მონები გზებზე და ყველა შეკრიბეს, ვინც კი შემოხვდათ, ბოროტი თუ კეთილი; და სტუმრებით აივსო საქორწინო დარბაზი. 11 შევიდა მეფე სტუმრების სანახავად და ნახა იქ კაცი, რომელსაც საქორწინო სამოსელი არ ეცვა. 12 უთხრა მას: მეგობარო, როგორ შემოხვედი აქ საქორწინო სამოსელის გარეშე? ის კი დუმდა. 13 მაშინ უთხრა მეფემ თავის მსახურებს: გაუკარით მაგას ხელფეხი და გადააგდეთ გარესკნელის ბნელში. იქ იქნება მოთქმა და კბილთა ღრჭენა. 14 რადგან მოწოდებული ბევრია, რჩეული კი - ცოტა”
(ლუკა 14:16-24; იოანე 3:29; მათე 21:35; 24:2; გამოცხადება 19:8)

ქრისტემ იცის ადამიანთა აზრები და ისიც იცის, როგორ უპასუხოს მათ. ამ იგავში საუბარია სახარების უწყებაზე და მასზე სხვადასხვა გამოხმაურებაზე. ჩვენ აქ ვხედავთ იმ წინამღძოლების ცოდვებს, რომლებიც დევნიდნენ წინასწარმეტყველებს და ასევე ხალხის ცოდვებს, რომელიც არ ღებულობდა უფლის უწყებას და ჩვეულებრივად ატარებდნენ იმ ფაქტს, როდესაც თავიანთი წინამძღოლები დევნიდნენ წარგზავნილებს.

იესომ მოყვა იმის შესახებ, თუ როგორ გადაუხადა მეფემ ქორწილი თავის შვილს. ჩვენ აქ ვხედავთ თუ, როგორც მოუწყო ღმერთმა თავის ძეს სულიერი ნადიმი. სტუმრები საპატარძლო არიან. ყველას ეპატიჟებიან ღმერთის ძის რწმენას შემოუერთდნენ. რწმენის ასეთი ერთიანობა შობს ჭეშმარიტ სიხარულს და კმაყოფილებას და ვლინდება ლოცვებსა და მადლიერებაში. სახარება და ღმერთის აღთქმა გვახსენებს სასიხარულო ნადიმს და არა წმინდა ომს, რომელიც სავსეა ცრემლებითა და სისხლის ღვრით. ქრისტე უდიდესი ნეტარებისთვის მოგვიწოდებს.

ვინც აწყობს ნადიმს ის არჩევს სტუმრებს. ღვთის სტუმრები - კაცის ძეები არიან. ,,უფალო, ვინ არის ადამიანი“, რომ ასეთი პატივი არგუნე? პირველი მოპატიჟებული სტუმრები იუდეველები იყვნენ. მოპატიჟებამ იქამდე მიაღწია სადამდეც გავრცელებულია სახარება. მსახურები ,,მონები“ არიან, რომლებიც მოწოდებულნი არიან ხალხის მოსახმობად (იგავები 9:4-5).

ამ იგავში ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ ეპატიჟებიან ხალხს ქორწილში სინამდვილეში. დაპატიჟებულია ყველა, ვინც მოისმინა სახარების უწყება. მონებს მიაქვთ უწყება ყველასთან - და აქვთ სია. დაპატიჟებულია ყველა! არ არის ვინმე ისეთი, ვისთვისაც არ უთქვამთ. ხალხი კი თავად შლის ამ სიიდან საკუთარ თავს. ყველა დაპატიჟებულია ქორწილში და ყველას აქვს საშუალება შეხვდეს მეფეს, რათა სწორედ ასეთია მამის ნება, რომ ყველამ მიაგოს პატივი თავის ძეს (იოანე 5:23).

სახარება არა მხოლოდ მოუწოდებს მადლით, არამედ არწმუნებს მადლით. ჩვენ ვარწმუნებთ, ,,ჩვენ ვაჯერებთ ადამიანებს... ჩვენ ქრისტეს სახელით დაძახებულნი ვართ“ (2 კორინთელთა 5:12, 20). შენ ხედავ თუ როგორ ძალიან ცდილობს ღმერთი უწმიდური ადამიანების სულების ნეტარებისთვის. ის არა მხოლოდ უზრუნველყოფს მათ, ასრულებს მათ სურვილებს, არამედ მათ უძლურებამდე დადის.

როდესაც მოპატიჟებული სტუმრები არ ჩქარობდნენ მოსვლას, მეფემ მათთან სხვა მონები გააგზავნა. მაგრამ ვერავინ შეძლო მათი დარწმუნება: ვერც ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებმა, ვერც იოანე ნათლისმცემელმა, ვერც თავად ქრისტემ ,,რომელმაც აუწყა მათ ცათა-სამეფოს მოახლოებაზე“. საბოლოოდ ქრისტეს ამაღლების შემდგომ ქრისტემ წარგზავნა მოციქულები და სახარების მსახურები, რათა მათ ეუწყებინათ ხალხისთვის, რომ მზადდება ქორწილი და რომ ადამიანებმა მიიღონ მოპატიჟება.

თუკი ვპასუხობთ სახარების მოწოდებას, მაშინ მამა სიხარულით მიგვიღებს, ძე დაგვიცავს და სულიწმიდა გაგვწმენდს. პატიება მზად არის, შემორიგება მზად არის, ნუგეშისცემა მზად არის. ყველა აღთქმა მზადაა, როგორც სიცოცხლის წყლის წყარო. ანგელოზები მზად არიან მოგვემსახურონ, ყველაფერი მზად არის ჩვენს საკეთილდღეოდ და საბოლოოდ ზეცა მზად არის ჩვენს მისაღებად. ეს არის სამეფო, რომელიც მზადაა ,,ბოლო დროში გახსნისთვის“ (1 პეტრე 1:5).

ღმერთმა ჯერ თავისი წინასწარმეტყველები და მაუწყებლები გაუგზავნა იუდეველებს, შემდეგ კი ყველა ერში გაგზავნა ისინი. მაუწყებლები მსახურობენ არა იძულებით, არამედ კეთილი ნებით და სიხარულით. ისინი არ იღლებიან მსახურებით, არ ეძებენ დიდებას თავისთვის, არამედ მამისთვის. მათი უწყება მარტივია: ,,ყველაფერი მზად არის ღვთის ძის საქორწილო ნადიმისთვის“. ამ ქორწილში გასაკვირი ის არის, რომ მეფე თავად არის მსხვერპლი. ის მოკვდა, რათა გაემართლებინა სტუმრები. ღმერთმა ყველაფერი ზეციური ნადიმისთვის მოაწყო. გადარჩენა აღსრულდა და გამზადდა ყველასთვის. ჩვენ გარწმუნებთ შენ ღმერთის სახელით: ,,მოდი, ყველაფერი მზად არის“.

ამ იგავში ისიც უცნაურია, რომ დაპატიჟებულთაგან ყველა არ მოსულა. მათ გამართლებებს საძირკველი არ ჰქონდათ. აშკარაა, რომ არ უნდათ ღმერთთან ყოფნა. მათ საკუთარი თავი მეტად შეიყვარეს, ვიდრე ის და სურდათ მისი სიყვარულისგან დამოუკიდებლად ეცხოვრათ.

ცოდვილები არ მოდიან ქრისტესთან და არ ღებულობენ გადარჩენას არა იმიტომ, რომ არ შეუძიათ, არამედ იმიტომ, რომ არ სურთ (იოანე 5:40). ცოდვილების ასეთი დამოკიდებულება, მათ მდგომარეობას უფრო აუბედურებს. ქროსტესთან მოსვლით ისინი მიიღებდნენ ბედნიერებას, მაგრამ თავად აირჩიეს საკუთარი გზა ქრისტეს გარეშე.

ბევრს ქრისტესგან აშორებს ბიზნესი და შემოსავალი. იგავში ყველა რაღაცით იმართლებს თავს, რომ ვერ მოვიდა. სოფელში მაცხოვრებლებს საკუთარი სამუშაოები აქვთ; სხვებმა საკუთარი საქონელი უნდა გაყიდონ მაღაზიებში; ყველა რაღაცას ყიდულობს, ყიდის და იღებს შემოსავალს. უპირობოა, რომ ფერმერებმაც და მწარმოებლემაც გულითადად უნდა იმუშაონ, მაგრამ მათი სამსახური არ უნდა გახდეს ქრისტესთვის გაყოლის დაბრკოლებად.

ყოველივე ამან გაანაწყენა წმინდა სული. მისი სიყვარული სამართლიანია. ვინც უარყოფს მის მადლს, შორდება მის შუქს. ღმერთის რისხვა ვლინდება იმაში, რომ ღმერთი ტოვებს ურწმუნოებს, ისინი კი თავისთვის ნადგურდებიან. ხედავ უფლის რისხვის გამოვლინებას? გახსენი გაზეთი და სულიერი თვალებით წაიკითხე და შენ შეძლებ გააჩერო ღვთის რისხვა.

როდესაც მოწოდებულებმა უარი თქვეს მოპატიჟებაზე, ღმერთმა ნადიმზე უცხოები მოიპატიჟა, ბოროტები და ავადმყოფები. მისმა ხალხმა არ მიიღო მოპატიჟება, მან კი ყველაზე ღარიბი ხალხი დაპატიჟა მისი ძის საქორწილო ნადიმზე. ჩვენი დიდებული ღმერთი თავად გეპატიჟება, მოხვალ? აღიარებ თუ არა, რომ გჭირდება ის?

ის ვინც ღებულობს მოპატიჟებას, ღმერთი აძლევს მართლის სამოსს. გაცვია თუ არა უფლის მადლის სამოსი და სულიწმიდით გაწყობილი ხარ თუ არა? ამ ყველაფრის გარეშე ვერ შეძლებდი ღვთის ნადიმზე დარჩენას. ყველა ვინც ფიქრობს, რომ ქრისტესთან შეუძლია მოვიდეს მადლის ტანისამოსის გარეშე, ის ცეცხლში ჩავარდება. ჯოჯოხეთის ტანჯვები არ შედგება მხოლოდ ალისგან და წყურვილისგან, არამედ შიშისგან, რომ სამუდამოდ მოშორდები შუქს და დარჩები უიმედო წყვდიადში.

ქრისტემ ყველა დაპატიჟა თავის საქორწილო ნადიმზე, მაგრამ ძალიან ცოტა მოვიდა. ყველა მოსული უფლისგან რჩეული იყო. გახდი თუ არა ერთ-ერთი მათგანი და ჩაიცვი თუ არა მისი სამართლიანობის თეთრი სამოსი?

ლოცვა: მამაო, მადლობას გიხდით იმისთვის, რომ ჯერ კიდევ ბოროტები მოგვიწოდე, შენი ძის საქორწილო ნადიმზე. არ ვიმსახურებთ ამ პატივს, მაგრამ იესო ქრისტეს სისხლი გვწმენს ყველა ცოდვისგან და შენი სულიწმიდა გვალამაზებს სიყვარულით, სიხარულით და მშვიდობით, რათა ვცხოვრობდეთ შენთან ერთად, შენს ქება დიდებაში, ყველა შენი შვილისთვის სამყაროში. დაგვეხმარე მოვუწოდოთ და დავაჯეროთ მარტოხელები, ავადმყოფები და უიმედობაში მყოფები. დავუძახოთ მათ შენს საქორწილო ნადიმზე, რათა ზეცა აივსოს სიხარულით და ბედნიერებით.

კითხვა:

  1. რომელი შვიდი გასაკვირი ფაქტი შეიძლება ვიპოვოთ ღვთის ძის საქორწილო ნადიმზე?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 23, 2022, at 05:14 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)