Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 195 (Marriage in Resurrection)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 4 - იესოს ბოლო მსახურება იერუსალიმში (მათეიესო 21:1 - 25:46)
A - კამათი ტაძარში (მათეიესო 21:1 - 22:46)

7. აღდგომისას არ იქნება ქორწინება (მათეიესო 22:23-33)


მათეიესო 22:23-33
23 იმ დღეს მივიდნენ მასთან სადუკეველნი, რომლებიც ამბობდნენ, აღდგომა არ არისო, და ჰკითხეს მას: 24 "მოძღვარო! მოსემ თქვა: თუ ვინმე უშვილოდ მოკვდეს, მისმა ძმამ უნდა შეირთოს მისი ცოლი და თავის ძმას შთამომავლობა აღუდგინოსო. 25 ჩვენთან შვიდი ძმა იყო. პირველმა შეირთო ცოლი და მოკვდა, შთამომავალი არ ჰყავდა და თავისი ცოლი ძმას დაუტოვა. 26 ასევე მეორემაც, მესამემაც, მეშვიდემდე. 27 ბოლოს ქალიც მოკვდა. 28 ჰოდა, აღდგომას იმ შვიდიდან ვისი ცოლი იქნება იგი? ის ხომ ყველას ჰყავდა”. 29 მიუგო იესომ მათ პასუხად: "ცდებით, რადგან არც წერილები იცით და არც ღმერთის ძალა. 30 ვინაიდან აღდგომისას არც ცოლს ირთავენ, არც თხოვდებიან, არამედ არიან როგორც ღმერთის ანგელოზები ცაში. 31 ხოლო მკვდართა აღდგომაზე ნუთუ არ წაგიკითხავთ ღმერთისგან თქვენთვის თქმული: 32 მე ვარ ღმერთი აბრაჰამისა, ღმერთი ისაკისა და ღმერთი იაკობისა? ღმერთი მკვდრებისა კი არაა, არამედ ცოცხლებისა”. 33 ესმოდა ეს ხალხს და უკვირდა მისი მოძღვრება.
(მარკოზი 12:18-27; ლუკა 20:27-40; საქმეები 4:2; 23:6, 8)

წერილის ამ ნაწილში ჩვენ ვკითხულობთ, ქრისტესა და სადუკეველებს შორის მკვდრეთით აღდგომის საკითხის შესახებ კამათზე. ეს კამათი მოხდა იმ დღეს, როდესაც ფარისევლები მივიდნენ იესოსთან და კითხეს კეისრის შესახებ. ახლა ეშმაკმა მთელი თავისი ძალები მიმართა იმისკენ, რომ იესო შეეწუხებინა. გამოცხადების 3:10_ში ეს შეხვედრა აღწერილია, როგორც ცდუნების საათი. სინამდვილეში კი იესო ყოველთვის ხვდება ასეთ წინააღმდეგობებს სხვადასხვა ფორმებში.

ქრისტეს დროში არსებობდა ორი რადიკალურად განწყობილი ჯგუფი: ერთს სწამდა ხილვების, ანგელოზების არსებობის და სულების და მათი ზეგავლენის არსებულ სამყაროზე; მეორე ნაწილი კი უარყოფდა სიცოცხლეს სიკვდილის შემდეგ. ხალხი, რომელიც მიეკუთვნებოდა მეორე ჯგუფს სულიერ ჭეშმარიტებებს ვერ წვდებოდა. მათ სწამდათ იმის არსებობის რისი დანახვაც შეიძლებოდა თვალებით და რისი შეხებაც შეიძლებოდა ხელებით. ესენი იყვნენ სადუკეველები. ისინი არ განიზრახავდნენ ქრისტეს მოშორებას ძალით, არამედ ცდილობდნენ მის დაცინვას და ხალხის თვალში დამცირებას. სადუკეველებმა გამოიგონეს ისტორია, რომელიც ამტკიცებდა, რომ თითქოს სიკვდილის შემდგომ სიცოცხლე არ არსებობს. იესო რომ დათანხმებოდა აზრს სიცოცხლის სიკვდილის შემდეგ, დაკარგავდა ყველა ასეთი მოაზროვნის პატივისცემას. მაგრამ უარი, რომ ეთქვა სასტიკი ფარისევლები მართლებს აამხედრებდნენ მის წინააღდეგ.

ფარისევლებმა აღიარეს რწმენა, ვინც მკვდრეთით აღდგა, მაგრამ ამაზე ხორციელი შეხედულება ჰქონდათ. ისინი ფიქრობდნენ, რომ იქითა ცხოვრებაში ელოდებათ მიწიური სიამოვნებები და ამიტომაც უარყოფდნენ სადუკეველები, იმ ცხოვრების არსებობას. არაფერი ისე ხელს არ უწყპობს ათეიზმის განვითარებას და ურწმუნოებას, როგორც ხორციელი მტკიცებულებები ადამიანებისგან, რომლებიც იყენებენ რელიგიას, საკუთარი სურვილების და ხორციელი ინტერესების დასაკმაყოფილებლად. სურდათ რა იესოს დამცირება, სადუკეველებმა გადაწყვიტეს ფარისევლების პოზიცია დაეკავებინათ.

ქრისტემ ამ ისტორიის ავტორს უხამსი უწოდა. მან უთხრა მათ: ,,ცდებით, არ იცით რა წერილები და ღვთის ძალა“. შემდგომ მან გააკრიტიკა მათი აზროვნება, დაამსხვრია მათი სიამაყე და დაუმტკიცა, რომ ადამიანური ფილოსოფია ვერ დაეხმარება გაიგონ წმინდა წერილი, რადგან მხოლოდ მასში არის გამოხატული ღვთის ძალა და ის ხსნის ღვთაებრივ საიდუმლოებებს. მორწმუნეს შეუძლია ჩაწვდეს, ღვთის სულიერი სიტყვების საიდუმლოებებს და გამოწუროს მას ზეციური ძალები. ხოლო ვინც თავის მასწავლებლად თავის ჭკუას აყენებს და არა წმინდა წერილს, თავს იტყუებს. წაიკითხე სახარება და ილოცე, რათა მიიღო მარადიული ხელმძღვანელობა, ძალა და ნუგეში.

ქრისტემ თქვა, რომ ადამიანები მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ვერ დაბრუნდებიან თავიანთ ჩვეულ მდგომარეობაში, არამედ გადავლენ უფრო მაღალ საფეხურზე, სულიერ სამყაროში. ამ სულიერ სამყაროში ხორცის მოთხოვნები აღარ დარჩება, ფუჭი წარმოსახვებიც გაქრება და ადამიანი ან გადავა სუფთა სიყვარულში, სიხარულსა და მშვიდობაში ან დაექვემდებარება ღვთისგან სრულ მოკვეთას. ქრისტეს მორწმუნე სულიერად იცოცხლებს, სუფთა გულის მქონე კი ყოველთვის ერთგულად გააგრძელებს უფლის სმახურებას.

ქრისტეს მორწმუნეები ზეცაში ანგელოზებივით იქნებიან. ისინი აღდგებიან არა მიწიური სხეულით, არამედ ზეციური სხეულით. აღდგომისას არ იქორწინებენ, არ გათხოვდებიან, არც ხანმოკლე დაკმაყოფილება ენდომებათ, არამედ იცხოვრებენ სულში, ჭეშმარიტებასა და სიწმინდეში, როგორც ანგელოზები ზეცაში. ვინც ფიქრობს, რომ ზეცაში იქნება სქესობრივი ურთიერთობები, ის ძალიან ცდება. ასეთმა ადამიანმა არ იცის წერილები და არ განუცდია მაღლიდან შობა ღმერთის ძალაში.

ყველა ქრისტეს ჭეშმარიტი მორწმუნე გაერთიანდა მასთან ერთად მის ძალაში. ისინი უფლის საყვარელ შვილებად იქცნენ და შეიცნეს ზეციერი მამა მეტად, ვიდრე ძველი აღთქმის ხალხმა. სწორედ ამაში მდგომარეობს მადლის აღთქმის ძალა. ღმერთი ღებულობს ყველას, ვინც ღებულობს ქრისტეს. ის აძლევს მათ საუკუნო სიცოცხლეს და ისინი არ მიდიან საუკუნო სამსჯავროზე, არამედ გადავლენ სიკვდილიდან სიცოცხლეში.

იესო ასწავლიდა, რომ აბრაამი, ისააკი და იაკობი არ მომკვდარან, არამედ ცოცხლები არიან, რადგან გახსნეს თავიანთი გულები და ისმინეს სულიწმიდის ხმა. მათ სწამდათ ქრისტეს მოსვლის, ვინც მოიქცევა ქრისტესკენ ის იცოცხლებს. მორწმუნეების ცხოვრებაში ღმერთის ძალა იმარჯვებს, ცოდვის ცდუნებასა და სიკვდილის თესლზე და აღდგომა შეიძლება დაიწყოს ახლაც. ქრისტეს რწმენა - სიცოცხლე, სიხარული და იმედია. არა პესიმიზმი და სიკვდილი. ეს ცხოვრება სულიწმიდისგან მოგვეცა, რომელიც ჩენში ცხოვრობს და არ გვსურს მიწიური სიამოვნებები, არამედ ვისწრაფით წმინდა ურთიერთობისკენ, ჩვენს დიდებულ მამასთან.

ლოცვა: ზეციერო მამაო, განგადიდებთ შენ და ვხარობთ, რომ უკვე მკვდრეთით აღგვადგინე და შენი ქრისტეში სიცოცხლის თანაზიარები გაგვხადე. აღარ ვართ ცოდვაში მკვდრები, რადგან შენ გადაგვარჩინე რწმენით, აგვავსე სულიწმიდით. გთხოვთ აღადგინო ჩვენი მეგობრები და მეზობლები, სულიერი სიკვდილისგან, რათა ილტვოდნენ სისუფთავისკენ და მოიპოვონ ქრისტეს სიცოცხლე მის ნეტარებებთან ერთად.

კითხვა:

  1. როგორ დაამტკიცა იესომ სადუკეველებთან მათი უკვდავება, ვინც ღმერთთან ცხოვრობს?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 23, 2022, at 05:23 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)