Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 191 (Parable of the Wicked Vinedressers)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 4 - იესოს ბოლო მსახურება იერუსალიმში (მათეიესო 21:1 - 25:46)
A - კამათი ტაძარში (მათეიესო 21:1 - 22:46)
5. იესო მღვდელმთავრებს უყვება სამ იგავს (მათეიესო 21:28 - 22:14)

b) იგავი ბოროტ მევენახეზე (მათეიესო 21:33-41)


მათეიესო 21:33-41
33 მოისმინეთ სხვა იგავი: იყო ერთი სახლის პატრონი, რომელმაც ვენახი გააშენა, გარს ღობე შემოავლო, შიგნით საწნახელი ამოკვეთა და კოშკი ააგო; შემდეგ მევენახეებს ჩააბარა და წავიდა. 34 რთველი რომ მოახლოვდა, თავისი მონები გაუგზავნა მევენახეებს მოსავლის მისაღებად. 35 შეიპყრეს მისი მონები მევენახეებმა, ერთნი სცემეს, მეორენი დახოცეს და სხვანი ჩაქოლეს. 36 კიდევ გაუგზავნა სხვა მონები, უწინდელზე მეტი; იმათაც ასევე მოექცნენ. 37 ბოლოს თავისი ძე გაგზავნა მათთან; ამბობდა: ჩემი ძისა მაინც მოეხათრებათო. 38 მაგრამ მევენახეებმა ძე რომ დაინახეს, ერთმანეთს უთხრეს: ეს მემკვიდრეა; მოდით, მოვკლათ და დავისაკუთრებთ მის სამკვიდრებელს! 39 შეიპყრეს, ვენახის მიღმა გააგდეს და მოკლეს. 40 ჰოდა, ვენახის პატრონი რომ მოვა, რას უზამს ამ მევენახეებს?” 41 მიუგეს: "ამ ბოროტეულთ ბოროტად დახოცავს და ვენახს კი სხვა მევენახეებს გადასცემს, რომლებიც თავის დროზე მისცემენ ნაყოფს”
(მარკოზი 12:1-12; ლუკა 20:9-19; ესაია 5:1-2; მათე 26:3-5; იოანე 1:11)

ამ უფლის მიერი სიყვარულის იგავის დახმარებით, რომელიც ყველანაირ ადამიანურ საზომს აღემატებოდა, ქრისტემ გააფრთხილა თავისი მტრები. უფროსი, რომელიც არ ღებულობს თავისი ვენახისგან სარგებელს, დიდხანს არ მოითმენს ამას, იმ მევენახის მსგავსად, რომელიც იგავშია.

თუმცა ღმერთი ათასწლეულობით ავლენდა თავის სიკეთეს ჯიუტი იუდეველების მიმართ. ამითი მან საკუთარი წყალობის სიდიდადე და სულგრძელობა გამოავლინა. ის ერთი მეორის მიყოლებით აგზავნიდა თავის ხალხს ამ უმადურ ერთან, რომელიც ხოცავდა და უკუაგდებდა მათ. ღმერთმა ალყა შემოარტყა თავის ერს, მოსეს კანონის მეშვეობით. მათ შუაში კი მოათავსა ტაძარი და სამსხვერპლო, სათლელის მსგავსად. მაგრამ ყველა მცდელობა ფუჭი აღმოჩნდა, ვინაიდან ხალხს გული ჰქონდა გასასტიკებული და არც სურდათ შეცვლა.

ღმერთი აგრძელებდა თავისი წყალობის გამოვლენას მათ მიმართ. ის სხვა მსახურებს აგზავნიდა, მაგრამ ხალხი ყოველჯერზე დევნიდა მათ. ღმერთმა იოანე ნათლისმცემელიც წარუგზავნა, თუმცა მათ ის მოკლეს. წარგზავნა თავისი მოწაფეები, რათა გზა მოემზადებინათ მისთვის. ხედავთ როგორი დიდებულია უფლის მოთმინება?! ის აგრძელებდა ხალხის მომსახურეობას, დამცირებებისა და დევნის მიუხედავად, ისინი კი ჯიუტად განაგრძობდნენ სიბოროტეში ცხოვრებას. ერთ ცოდვას მივყავართ მეორე ცოდვამდე. დაეწაფნენ რა წმინდანების სისხლს, მათ კიდევ უფრო მეტი სისხლი სწყუროდათ.

საბოლოოდ კი ღმერთმა წარმოგზავნა თავისი ძე. ქრისტე ღმერთის მიერ ბოლო წარმოგზავნილი იყო. მასში თავად ღმერთი მოვიდა დედამიწაზე, რათა შეეძინა ბოროტი ცოდვილები, თავისი დიდებული მადლით. ამ იგავში ქრისტეს იმის თქმა უნდოდა, რომ ის არის ღვთის ძე, მისი მამა კი - მევენახე. მან იუდევლურ დელეგაცია ნათელი პასუხი გასცა იმის შესახებ, რომ თუ საიდან აქვს მას ეს ძალაუფლება. იესო მთელი ძალით ცდილობდა იმის მიღწევას, რომ ხალხი დამორჩილებოდა მას, როგორც ღვთის ძეს.

ამ იგავის მიხედვით მონები მიჰყვებოდნენ ჯოჯოხეთის სულს და ყველა შეითქვა ღვთის ძის მოსაკლავად. ეშმაკის მიზანია - ღმერთის და მისი მიმდევრების დამარცხება. ეშმაკმა არ იცის მცნება მოწყალება და მისი ნაყოფი - სიძულვილი, უიმედობა და ბოროტებაა.

საბოლოოდ კი უფლის სიყვარულმა უნდა გაანადგუროს ბოროტი სულები და ისინი ვინც მიჰყვებიან მათ. ღმერთი ყოველთვის არ შეიწყალებს და აპატიებს. ამ სამყაროში დღეს შეიძლება ხარ, მაგრამ ხვალ აღარ იქნები. ღვთის ძის უარმყოფელი ირჩევს გზას ჯოჯოხეთისკენ, ხოლო ვინც ღმერთის ძეს ემორჩილება და სიყვარულით ემსახურება მას, ის შევა მამის სამეფოში. როგორ ნაყოფებს მოუტან შენ ქრისტეს შენი ცხოვრებით, მისი ჯვარცმის და შენთვის მოცემული გადარჩენის მადლიერების ნიშნად?

ლოცვა: ზეციერო მამაო, განგადიდებთ შენ და მადლობას გიხდით შენი ერთგული სიყვარულისთვის და მოთმინებისთვის. ყველა შენს მაგალითზე ვსწავლობთ, თუ რაოდენ მოწყალე და სულგრძელი ხარ ჩვენს მიმართ. მადლობას გიხდით შენი სიკეთისთვის. ამავდროულად ვიღებთ გაკვეთილს იუდევლების სასჯელისგან, რადგან შენ ისინი მკაცრად დასაჯე. შენს განხორციელებულ სამართალში მათ მიმართ, ჩვენ ვხედავთ, რომ შეიძლება ჩვენც უარგვყო, თუკი არ მოვინანიებთ და არ მივიღებთ შენს ძეს და ჩვენს ცხოვრებას უნაყოფოდ გავატარებთ. შეგვიწყალე და დაგვეხმარე, სიხარულით ვემსახუროთ იესოს ისევე, როგორც გემსახურებით შენ მარადიულ ღმერთს.

კითხვა:

  1. რა ისწავლე ამ ბოროტი მევენახის იგავიდან?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 23, 2022, at 05:08 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)