Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 192 (Parable about the Stumbling Block)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 4 - იესოს ბოლო მსახურება იერუსალიმში (მათეიესო 21:1 - 25:46)
A - კამათი ტაძარში (მათეიესო 21:1 - 22:46)
5. იესო მღვდელმთავრებს უყვება სამ იგავს (მათეიესო 21:28 - 22:14)

c) დაბრკოლების ლოდი (მათეიესო 21:42-46)


მათეიესო 21:42-46
42 უთხრა მათ იესომ: "ნუთუ არასოდეს არ წაგიკითხავთ წერილებში: ლოდი, რომელიც მშენებლებმა დაიწუნეს, ქვაკუთხედად იქცა. უფლისგან მოხდა ეს და საოცარია ჩვენს თვალში. 43 ამიტომ გეუბნებით თქვენ, რომ წაგერთმევათ ღმერთის სამეფო და მიეცემა ერს, რომელიც მის ნაყოფებს გამოიღებს. 44 ის, ვინც ამ ლოდზე დაეცემა, დაილეწება; ხოლო ვისაც ის დაეცემა, გასრესს”. 45 მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა იგავი რომ მოისმინეს, მიხვდნენ, რომ მათზე ამბობდა. 46 შეეცადნენ მის შეპყრობას, მაგრამ ხალხისა შეეშინდათ, რადგან წინასწარმეტყველად მიაჩნდათ იგი.
(საქმეები 4:11; 1 პეტრე 2:4-8)

მოყვა რა იესომ იგავი მევენახისა და ბოროტ მონებზე, გააგრძელა ხალხის წინამძღოლების მიმართ მონანიების მოწოდება და მოყვა დაბრკოლების ლოდზე იგავი. დაბრკოლების ლოდის გაგება სამი მნიშვნელობით შეიძლება: საძირკველი, რომელზეც ყველაფერია; ქვაკუთხედი; და ბოლო ლოდი, რომელიც მაღლაა და აკავებს ყველა სხვა დანარჩენ ლოდს. ზოგჯერ მშენებელი ქვას ისვრის, ბოლოს კი ხვდება, რომ სწორედ ეს ქვა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, ამ შენონის გამაგრებისთვის.

სწორედ ასე აგრძელებდა ხალხი ქრისტეს უარყოფას. სინამდვილეში კი ის იყო ახალი აღთქმის საძირკველი, ღმერთის ტაძარში ძალა და გვირგვინი, რომელსაც უკავია ტაძრის სხვა ცოცხალი ლოდები.

ვისაც არ სურს ახალი აღთქმის ტაძრის ლოდად ყოფნა, ის ქრისტეს შეეჩეხება. კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში, მრავალი მივიდა ქრისტემდე, წაიქცნენ და გატყდნენ. ყოველი ცივილიზაცია, რომელიც არ ღებულობს ქრისტეს მარცხდება. ქრისტე ასევე სასჯელის ლოდს ჰგავს, რომელიც უეცრად ვარდება კედლიდან, ან სახლის სახურავიდან და ეცემა ადამიანებს.

იესო ემუქრებოდა იუდეველებს, რომ წაართმევდა დაპირებულ ცათა სამეფოს და მისცემდა მათ წარმართებს. გაიგეს რა ამ მუქარის შესახებ ხალხის წინამძღოლებმა, დააპირეს ქრისტეს შეპყრობა. თუმცა ხალხი იესოს მიღმა იდგა, რადგან გრძნობდნენ მის სიყვარულის ძალას და მზად იყვნენ მონანიებისა და რწმენისთვის.

მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა გაიგეს, რომ ის მათზე საუბრობდა და რომ მათ თავიანთი სიტყვებით გამოუტანეს საკუთარ თავს განაჩენი. განკითხულ სინდისს აღარ სჭირდება მბრალდებელი და მსახურს იმის თქმაც არ უწევს, რომ ,,ეს შენ ხარ“. არსებობს ლათინური ცოიტატა: ,,შეცვლილია მხოლოდ სახელი, მაგრამ მოთხრობა - შენს შესახებ არის“. ღმერთის სიტყვა სწრაფად და ძლიერად ამხელს გულის ზრახვებსა და აზრებს (ებრაელთა 4:12). ამიტომ ცოდვილი, რომელსაც ბოლომდე არ დაუკარგავს სინდისი, მარტივად იღებს ასეთ სიტყვებს საკუთარ თავზე.

ლოცვა: ზეციერო მამაო, გვაპატიე ჩვენი დაუმორჩილებლობა, ვინაიდან დავიბადეთ ბოროტ მოდგმაში და არ მოგვაქვს შენთვის შენი უსაზღვრო სიყვარულის გამო ნაყოფები. შეგვცვალე და მოგვეცი გამარჯვება, რათა განვთავისუფლდეთ სიძულვილისა და წყენის გრძნობისგან, ავივსოთ შენი სიყვარულის სულით და ყოველჟამს გემსახურებოდეთ სიყვარულით. დაგვიცავი და ნუ ვიქნებით განკითხულნი იმის გამო, რომ უკუვაგდეთ შენი სიყვარული, რათა შენმა უეცარმა მოსვლამ არ გაგვტეხოს.

კითხვა:

  1. რა გაკვეთილი გამოიტანე დაბრკოლების ლოდის იგავიდან?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 23, 2022, at 05:12 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)